„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1265-Iს
სარეგისტრაციო კოდი
010130000.05.001.017100
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/10/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

     ა) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „11. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის მიღების უფლების მქონე პირთა წრე და მისი გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“;

     ბ) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

     მუხლი 2

   1. საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის მიღების უფლების მქონე პირთა წრის და მისი გაცემის წესის განსაზღვრა.

  2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღებამდე იურიდიულ ძალას ინარჩუნებს საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულება „საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“.

 

  მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 სექტემბერი 2013 წ.

N1265-Iს