ახმეტის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.09.2013
ძალის დაკარგვა 05.09.2018
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 010250010.35.162.016199
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/10/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,786 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.09.2013 მიღება
05.09.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე დავით იმერლიშვილი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ახმეტის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების დამტკიცების შესახებ  ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №39 2013 წლის 27 სექტემბერი ქ. ახმეტა ახმეტის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების დამტკიცების შესახებ  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ​1“ ქვეპუნქტისა და 46​1 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული დებულება ახმეტის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის შესახებ. მუხლი 2🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარედავით იმერლიშვილი დანართი დებულება ახმეტის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის შესახებ          მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულება (შემდგომში – დებულება) ადგენს ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების ცენტრის“ (შემდგომში - საბავშვო ბაღების ცენტრი) დაქვემდებარებაში არსებული საბავშვო ბაგა-ბაღებისათვის (შემდგომში – საბავშვო ბაგა-ბაღი) შესასრულებლად სავალდებულო წესებს. მუხლი 2🔗. საბავშვო ბაგა-ბაღის მიზანი საბავშვო ბაგა-ბაღის მიზანია სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ჰარმონიული განვითარება და მათი სკოლისთვის მომზადება. იგი გულისხმობს ბავშვის ინტელექტუალურ და ფიზიკურ განვითარებას, შემეცნებითი და შემოქმედებითი უნარების ფორმირებას, ხელს უწყობს ინდივიდუალური თვითგამოხატვის უნარების გამოვლენასა და ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებას. მუხლი 3🔗. საბავშვო ბაღების ცენტრის ფუნქციები და უფლება-მოვალეობები 1. საბავშვო ბაღების ცენტრი უფლებამოსილია:  ა) დამოუკიდებლად გადაწყვიტოს შიდა საკადრო საკითხები და განსაზღვროს თანამშრომელთა დანიშვნის, გადაყვანის და გათავისუფლების წესი საქართველოს შრომის კოდექსის, საკუთარი წესდების და შინაგანაწესის საფუძველზე;  ბ) განსაზღვროს საბავშვო ბაგა-ბაღების სასწავლო-აღმზრდელობითი პროგრამა, უზრუნველყოს ამ პროგრამის მიზნებისა და ამოცანების განხორციელება;  გ) განახორციელოს სასწავლო-აღმზრდელობითი პროგრამა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებთან (თანამდებობის პირებთან) შეთანხმების საფუძველზე. 2. საბავშვო ბაღების ცენტრი ვალდებულია: ა) მისი სასწავლო-აღმზრდელობითი პროგრამა იყოს დაწყებითი განათლების რეალიზაციის გარანტია და იძლეოდეს სკოლამდელი ასაკის ბავშვთა განვითარების საშუალებას;  ბ) შეიმუშაოს შინაგანაწესი, რომელიც შესაბამისობაში იქნება ამ დებულების ნორმებთან და აწარმოოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაცია;  გ) ზრუნავდეს ბავშვთა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, უქმნიდეს მას ფიზიკური განვითარების ყველა პირობას;  დ) უზრუნველყოს საბავშვო ბაღებში ხარისხიანი სასმელი წყლის, აგრეთვე ცხელი წყლის, გათბობისა და ვენტილაციის სისტემების არსებობა და გამართული ფუნქციონირება;   ე) უზრუნველყოს ბავშვთა სამედიცინო მომსახურება, სრულფასოვანი და მრავალფეროვანი კვება;  ვ) ბავშვებს შეუქმნას მათი მოთხოვნებისა და შესაძლებლობებისთვის შესაბამისი პირობები, რაც მიიღწევა სწორი პედაგოგიური სტრატეგიით;  ზ) დაეხმაროს სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებს, რაც მიიღწევა ინდივიდუალური პროგრამებითა და მულტიდისციპლინური ჯგუფის (ფსიქოლოგი, ლოგოპედი, აღმზრდელი, სამედიცინო პერსონალი, სპეციალური განათლების პედაგოგი) ერთობლივი მუშაობით;  თ) მისი მართვის სტრატეგია ხელს უწყობდეს კოლექტივის ეფექტურ მუშაობას და, ზოგადად, საბავშვო ბაგა-ბაღების მუშაობის ხარისხის ამაღლებას;  ი) უზრუნველყოს აღმზრდელებისა და მშობლების (კანონიერი წარმომადგენლების) ჰარმონიული ურთიერთობა აღსაზრდელთა ინტერესების გათვალისწინებით. მუხლი 4🔗. საბავშვო ბაღების ცენტრის მართვისათვის აუცილებელი დოკუმენტაცია საბავშვო ბაღების ცენტრის დირექტორი და ადმინისტრაცია დაწესებულების სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის უნდა ფლობდეს შემდეგ დოკუმენტაციას:  ა) ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის სამართლებრივ აქტებს;  ბ) შინაგანაწესს, სადაც ასახულია:  ბ.ა) საბავშვო ბაგა-ბაღის სტრუქტურული ერთეულები, მათი ფუნქციები და მართვის წესები;  ბ.ბ) სტრატეგიული დაგეგმვა;  ბ.გ) მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის და მისი მართვის წესები;  ბ.დ) საქმისწარმოება;  ბ.ე) აღსაზრდელთა მიღების, გარიცხვის პროცედურები, აღსაზრდელის მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები;  ბ.ვ) დაწესებულებასა და მშობლებს შორის ურთიერთობის საკითხები;  ბ.ზ) დასაქმებულთა ფუნქციები, უფლება-მოვალეობანი, მათი სამსახურში მიღებისა და სამსახურიდან განთავისუფლების წესი;  ბ.თ) საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული სხვა საკითხები;  გ) ფინანსური მართვისათვის საჭირო დოკუმენტაციას, სადაც ასახული იქნება:  გ.ა) საბავშვო ბაღების ცენტრის ბიუჯეტის სტრუქტურა;  გ.ბ) საბიუჯეტო დაფინანსება;  გ.გ) არასაბიუჯეტო შემოსავლები;  გ.დ) მატერიალური სახსრების ხარჯების ეფექტურობა;  გ.ე) სახელმწიფო ან/და ადგილობრივი შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება;  გ.ვ) გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება;  დ) სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის მართვისათვის საჭირო დოკუმენტაციას;  ე) საბავშვო ბაღების ცენტრის დირექტორის ბრძანებებს;  ვ) საბავშვო ბაღების ცენტრის თათბირების ოქმებს;  ზ) პროდუქტების უწყისებს, პროდუქტების შემოსავლისა და ხარჯთაღრიცხვის წიგნებს;  თ) საბავშვო ბაგა-ბაღის ინვენტარის აღრიცხვის წიგნს;  ი) საბავშვო ბაგა-ბაღის სასწავლო-აღმზრდელობით პროგრამას, რომელიც შემუშავდება ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტებზე დაყრდნობით, ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით;  კ) პერსონალის პირად საქმეებს;  ლ) პერსონალის ჯანმრთელობის ცნობებს;  მ) აღსაზრდელთა სრულ სიას და პირად საქმეებს;  ნ) აღსაზრდელთა ჯანმრთელობის ცნობებს;  ო) სასწავლო პერსონალის შეფასების დოკუმენტებს. მუხლი 5🔗. საბავშვო ბაგა-ბაღების ასაკობრივი ჯგუფები და მათი სპეციფიკა  1. საბავშვო ბაგა-ბაღში შესაძლოა არსებობდეს შემდეგი ჯგუფები:  ა) ბაგის უმცროსი ჯგუფი: 2-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვები;  ბ) ბაღის უმცროსი ჯგუფი: 3-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვები;  გ) ბაღის საშუალო ჯგუფი: 4-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები;  დ) ბაღის უფროსი ჯგუფი: 5-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები.  2. მშობლის მოთხოვნისა და სპეციალისტთა შეფასების შემთხვევაში ბაგა-ბაღში მიღებას  ექვემდებარებიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 6 წლამდე ასაკის ბავშვები.  3. საბავშვო ბაგა-ბაღის თითოეულ ჯგუფში ბავშვთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 35 ბავშვს.   4. ბავშვთა მცირე კონტინგენტის შემთხვევაში დასაშვებია შერეული ასაკობრივი ჯგუფების ჩამოყალიბება.   5. საბავშვო ბაგა-ბაღის თითოეულ ჯგუფში აღმზრდელთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3 აღმზრდელს, რომელთა რიცხვშიც შედის აღმზრდელის თანაშემწეც. მუხლი 6🔗. საბავშვო ბაგა-ბაღის საშტატო განრიგი 1. საბავშვო ბაგა-ბაღების საშტატო განრიგი განისაზღვრება საბავშვო ბაღების ცენტრის წესდების შესაბამისად.  2. საბავშვო ბაგა-ბაღს შეიძლება ჰქონდეს შემდეგი საშტატო განრიგი:  ა) დირექტორი;  ბ) დირექტორის მოადგილე სამურნეო დარგში;  გ) აღმზრდელი;  დ) აღმზრდელის თანაშემწე;  ე) ბუღალტერი;  ვ)  დარაჯი;  ზ) დამლაგებელი;  თ) მზარეული;  ი) მზარეულის თანაშემწე;  კ) სპეციალური განათლების მასწავლებელი;  ლ) მუსიკის მასწავლებელი;  მ) ლოგოპედი;  ნ) ფსიქოლოგი;  ო) სამედიცინო პერსონალი (ექთანი);  პ) მეთოდისტი;  ჟ) საქმის მწარმოებელი;  რ) ცეცხლფარეში ან დამხმარე მუშა;  ს) მრეცხავი. მუხლი 7🔗. საბავშვო ბაგა-ბაღების სამუშაო რეჟიმი საბავშვო ბაგა-ბაღების სამუშაო კვირის ხანგრძლივობა განისაზღვრება 5 დღით (შაბათ-კვირის გარდა), ხოლო სამუშაო დღის ხანგრძლივობა - 9 საათით (9.00 საათიდან 18.00 საათამდე). მუხლი 8🔗. საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელთა ჩარიცხვა  1. საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელთა ჩარიცხვა ხდება საბავშვო ბაღების ცენტრის დირექტორის ბრძანებით, შესაბამისი საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის წარდგინების საფუძველზე.  2. საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელთა ჩარიცხვის დროს პრიორიტეტი შეიძლება მიენიჭოთ:  ა) ბავშვებს, რომელთა ოჯახები ცხოვრობენ საბავშვო ბაგა-ბაღის ადგილსამყოფელი დასახლების ტერიტორიაზე;  ბ) ბავშვებს, რომლებიც ცხოვრობენ დევნილ და სოციალურად დაუცველ ოჯახებში (მათი ზღვრული რაოდენობა შეიძლება წინასწარ განისაზღვროს);  გ) ერთი ოჯახის წევრებს;  ე) ბავშვებს, რომელთა მშობელი (კანონიერი წარმომადგენელი) არ ცხოვრობს, მაგრამ მუშაობს საბავშვო ბაგა-ბაღის ადგილსამყოფელი დასახლების ტერიტორიაზე.    3. აღსაზრდელთა რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს რამდენიმე  თვით ადრე რეგისტრაციის პროცესის დაწყებამდე. ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს რეგისტრაციის პირობები და ვადები.  4. აღსაზრდელთა რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს სასწავლო წლის ბოლოს – მაისიდან და შესაძლებელია გაგრძელდეს 20 აგვისტომდე.  5. ახალი ჯგუფების დაკომპლექტების შემდეგ, საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი ვალდებულია საბავშვო ბაღების ცენტრს ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე გაუგზავნოს მონაცემები როგორც ახლად  მიღებული აღსაზრდელთა რაოდენობის, ისე აღსაზრდელთა საერთო რაოდენობის შესახებ.  6. აღსაზრდელის საბავშვო ბაგა-ბაღში ჩარიცხვისათვის სავალდებულოა შემდეგი დოკუმენტაცია:  ა) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;  ბ) ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა;  გ) ორი ფოტოსურათი (3/4);  დ) მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება საბავშვო ბაგა-ბაღში მიღების თაობაზე;  ე) სოციალურად დაუცველის ან დევნილის მოწმობა (თუ განეკუთვნება აღნიშნულ კატეგორიას);  ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში - ფორმა №100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია საბავშვო ბაგა-ბაღში მიღების თაობაზე.  7. აღსაზრდელის მიღების შემთხვევაში საბავშვო ბაღების ცენტრსა და მშობელს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს მხარეთა უფლება-მოვალეობებს. ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მშობელს.  8. მშობელს (კანონიერ წარმომადგენელს) შესავსებად გადაეცემა სარეგისტრაციო ბარათი, სადაც შედის ძირითადი მონაცემები აღსაზრდელზე და მის მშობლებზე, მისამართის და ტელეფონის ნომრების (სახლის, მობილურის, სამსახურის) მითითებით. სარეგისტრაციო ბარათზე აუცილებელია მშობლის (კანონიერ წარმომადგენელს) ხელმოწერა და თარიღი.  9. განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას სკოლამდელი აღზდის მომსახურების მიღებაზე იმ შემთხვევაში, თუ:  ა)  საბავშვო ბაგა-ბაღის ყველა ჯგუფში ფიქსირდება ამ დებულებით გათვალისწინებული მაქსიმალური რაოდენობა;  ბ) ბავშვის რეგისტრაციიდან სასწავლო პროცესის დაწყებამდე მშობელი არ წარმოადგენს საბავშვო ბაგა-ბაღში ჩარიცხვისათვის აუცილებელ დოკუმენტებს.  10. აღსაზრდელი საბავშვო ბაგა-ბაღიდან შეიძლება გაირიცხოს იმ შემთხვევაში, თუ მშობელი უხეშად არღვევს ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს. მუხლი 9🔗. აღსაზრდელის უსაფრთხოება 1. საბავშვო ბაგა-ბაღის თანამშრომელს არა აქვს უფლება:  ა) შეურაცხყოს აღსაზრდელი ან მისი ოჯახის წევრი;  ბ) დასაჯოს ან დაამციროს აღსაზრდელი;  გ) დაემუქროს აღსაზრდელს ფიზიკური დასჯით;  დ) დაარტყას, შეანჯღრიოს, უხეშად შეეხოს, გამოიყენოს ჯოხი ან სხვა რაიმე საგანი;  ე) იხმაროს სალანძღავი სიტყვები აღსაზრდელის მიმართ ან აღსაზრდელის თანდასწრებით;  ვ) დაუყვიროს, შეაშინოს ან ჩაკეტოს ოთახში (სათავსში);  ზ) დააძალოს დაძინება, ჭამა ან დალევა;  თ) აუკრძალოს აღსაზრდელს ჭამა-სმა დასჯის მიზნით.  2. საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი ვალდებულია, დისციპლინასთან დაკავშირებული ყველა წესი გააცნოს თითოეულ თანამშრომელს და უზრუნველყოს მათი ზუსტად შესრულება. თუკი ასეთი ფაქტი მაინც დაფიქსირდა, ადმინისტრაცია ვალდებულია, გააფორმოს შესაბამისი ოქმი და დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს საბავშვო ბაღების ცენტრს. ასეთ შემთხვევაში საბავშვო ბაღების ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია თანამშრომლის მიმართ გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა (მათ შორის, სამსახურიდან გათავისუფლება) დამატებითი გაფრთხილების გარეშე.  3. საბავშვო ბაგა-ბაღის დირექცია ვალდებულია უზრუნველყოს:  ა) პედაგოგიური პერსონალის ყურადღება ბაღის აღსაზრდელის ინდივიდუალური საჭიროების მიმართ;  ბ) პედაგოგიური პერსონალის მიერ მზრუნველობის გამოჩენა აღსაზრდელის მიმართ. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს აღსაზრდელის ასაკი, ფიზიკური თუ გონებრივი შესაძლებლობები.  4. აღსაზრდელის მშობელი უფლებამოსილია:  ა) დაათვალიეროს საბავშვო ბაგა-ბაღის შენობა და ტერიტორია (მხოლოდ სამუშაო საათებში);  ბ) საბავშვო ბაგა-ბაღის დირექციასთან შეთანხმებით დაესწროს და დააკვირდეს იმ ჯგუფის საქმიანობას, სადაც მისი შვილი იმყოფება დღის განმავლობაში;  გ) გაეცნოს ჯგუფის დღიურ განრიგს და სასწავლო პროგრამას;  დ) სიტყვიერად ან წერილობითი ფორმით გამოთქვას შენიშვნა შენობის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის, სასწავლო პროგრამის, პერსონალის კვალიფიკაციის, დისციპლინის და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.  5. ნაკლოვანების აღმოჩენის შემთხვევაში საკითხი განიხილება იმ თანამშრომელთან, ვისაც ეს უშუალოდ ეხება. პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, საკითხი განიხილება საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორთან, ხოლო თუ საკითხი კვლავ ვერ დარეგულირდა, მშობელი უფლებამოსილია, წერილობით მიმართოს საბავშვო ბაღების ცენტრის დირექციას ან/და ახმეტის  მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურს.  6. აღსაზრდელის მშობელი არ არის უფლებამოსილი:  ა) სათანადო საფუძვლის გარეშე მოითხოვოს მისი შვილის განსაკუთრებულ (პრივილეგირებულ) პირობებში ჩაყენება;  ბ) განსაზღვროს ან მოითხოვოს კონკრეტულ ჯგუფში ან პედაგოგიურ პერსონალთან მისი შვილის მოხვედრა.  7. მშობელი ვალდებულია:  ა) დაემორჩილოს საბავშვო ბაგა-ბაღში დადგენილ წესებს;  ბ) სრული ინფორმაცია მიაწოდოს საბავშვო ბაგა-ბაღის ადმინისტრაციას მისი შვილის ჯანმრთელობის შესახებ;  გ) აღსაზრდელი მიიყვანოს საბავშვო ბაგა-ბაღში დროულად, ბაღის ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრულ პერიოდში;  დ) აღსაზრდელი მიიყვანოს აღმზრდელთან და ჩააბაროს მას პირადად;  ე) დაუყოვნებლივ, 1 საათის განმავლობაში გაიყვანოს აღსაზრდელი საბავშვო ბაღიდან მისი ავადმყოფობის იდენტიფიცირების შემთხვევაში, რათა დროულად მიიღოს სამედიცინო დახმარება გართულების თავიდან ასაცილებლად.  8. საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორმა უნდა უზრუნველყოს, რომ პედაგოგიურმა პერსონალმა აღსაზრდელის საბავშვო ბაგა-ბაღიდან წაყვანის უფლება მისცეს მხოლოდ მშობელს ან სარეგისტრაციო ბარათზე აღნიშნულ პიროვნებას. გამონაკლის შემთხვევებში, როცა მშობელი ან სარეგისტრაციო ბარათზე აღნიშნული პიროვნება ვერ ახერხებს საბავშვო ბაგა-ბაღში მისვლას, ბავშვის წაყვანის უფლება მიეცემა გარეშე პირს მხოლოდ მშობლის (სარეგისტრაციო ბარათზე აღნიშნული პირის) ნებართვის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში პედაგოგი ვალდებულია, შეამოწმოს ამ პიროვნების პირადობის მოწმობა, ჩაიწეროს მისი სახელი, გვარი, პირადი ნომერი, პირადობის მოწმობის ნომერი და მხოლოდ ამის შემდეგ გაატანოს ბავშვი. იმ შემთხვევაში, თუ აღსაზრდელს არავინ მიაკითხავს, საბავშვო ბაღის პერსონალი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვის ოჯახში მიყვანა. მუხლი 10🔗. სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი სკოლამდელ დაწესებულებებში (საბავშვო ბაგა-ბაღის პროგრამული მოთხოვნები) 1. სკოლამდელი განათლების სტრატეგიის თანახმად, საბავშვო ბაგა-ბაღის სასწავლო გეგმა დაფუძნებული უნდა იყოს „ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტებზე“, რაც გულისხმობს განვითარების შემდეგ სფეროებს:  ა) ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება;  ბ) სოციალურ-ემოციური განვითარება;  გ) მეტყველების განვითარება;  დ) შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა;  ე) სწავლისადმი მიდგომა.  2. საბავშვო ბაგა-ბაღის თითოეული ჯგუფის პედაგოგიურმა პერსონალმა ერთობლივი მუშაობის საფუძველზე უნდა შეიმუშაოს და საბავშვო ბაგა-ბაღის დირექციასთან შეათანხმოს სასწავლო გეგმა. სასწავლო გეგმა შეიძლება იყოს 2, 3, 4-კვირიანი, რაც განისაზღვრება ინდივიდუალურად, კონკრეტული თემატიკიდან გამომდინარე.  3. თითოეული ასაკობრივი ჯგუფისთვის უნდა არსებობდეს დაბალანსებული დღის განრიგი, რომელიც პედაგოგიურმა პერსონალმა უნდა შეიმუშაოს ერთობლივი მუშაობის საფუძველზე და, შესაბამისად, განახორციელოს ჯგუფთან ჩასატარებელი აქტივობები. მუხლი 11🔗. საბავშვო ბაგა-ბაღის მატერიალური უზრუნველყოფა 1. საბავშვო ბაგა-ბაღის დირექცია ვალდებულია უზრუნველყოს თითოეული ჯგუფი საკმარისი რაოდენობის და სხვადასხვა ნაირსახეობის სათამაშოებით, სასწავლო ნივთებით და სხვა ინვენტარით, რაც განისაზღვრება ჯგუფში ბავშვთა რაოდენობით, ასაკით და განვითარების დონით.   2. საბავშვო ბაგა-ბაღში უნდა ხორციელდებოდეს:  ა) შემოქმედებითი, შემეცნებითი და აქტიური (მოძრავი) თამაშები;  ბ) სოციალიზაცია;  გ) მეცადინეობები ბუნებისმეტყველებაში და ხელოვნებაში, კერძოდ, ისეთ დარგებში, როგორიცაა: მუსიკა, ცეკვა, ხატვა, ძერწვა და სხვ.;  დ) ინდივიდუალური მიზნების (სურვილების)  განხორციელების შესაძლებლობა.   3. ჯგუფის პედაგოგიური პერსონალი ვალდებულია იცოდეს:  ა) თითოეული სათამაშოს დანიშნულება/ ფუნქცია და ის, თუ რის განვითარებას უწყობს ხელს და რამდენად შეეფერება მოცემულ ასაკობრივ ჯგუფს;  ბ) თითოეული სათამაშო, სამუშაო მასალა განლაგებული უნდა იყოს ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე;  გ) თითოეული სათამაშო, სასწავლო და სამუშაო ნივთი უნდა იყოს კარგ მდგომარეობაში, სუფთა, არატოქსიკური, არ უნდა ჰქონდეს ბასრი, მჭრელი ან/და ადვილად მოსაძრობი მცირე მოცულობის დეტალები, რაც სახიფათო იქნება ბავშვის ჯანმრთელობისათვის.