„ცაგერის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზების ერთიანი სასწავლო–აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების“ დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 27.09.2013
გამომცემი ორგანო ცაგერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №59
სარეგისტრაციო კოდი 010340000.35.116.016154
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/10/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.09.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ლეთოდიანი | საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
„ცაგერის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზების ერთიანი სასწავლო–აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების“ დამტკიცების შესახებ
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №59
2013 წლის 27 სექტემბერი
ქ.ცაგერი
„ცაგერის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების’’ დამტკიცების შესახებ
'ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე–2 პუნქტის „ფ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულება (თან ერთვის).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარემამუკა ლეთოდიანი
დანართი №1
ცაგერის მუნიციპლიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზების ერთიანი საწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულება
1.1. სკოლამდელი განათლების სასწავლო გეგმის მიზანი
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ზოგადი განათლების შინაარს მთლიანად განსაზღვრავს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები; მთელი საგანმანათლებლო პროცესი-დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურები ამ მიზნების განხორციელებას ემსახურება. განათლების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად სკოლამდელი განათლების სასწავლო გეგმაც ზოგადი განათლების მიზნებზეა ორიენტირებული. მან ხელი უნდა შეუწყოს ისეთ სასწავლო პროცესს, რომელიც ბავშვს მრავალმხრივად განავითარებს და მოამზადებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწყებითი საფეხურის გამოწვევებისათვის.
1.2. სასწავლო გეგმის ძირითადი ამოცანები
სასწავლო გეგმის ძირითად ამოცანათა რიგს განეკუთვნება:
ა) კომუნიკაციური უნარების განვითარება
ბ) სოციალიზაციის ხელშეწყობა
გ) აღქმის განვითარება
დ) მოტორული სენსორული სისტემების დახვეწა-განვითარება
ე) კოგნიტური (მეხსირება, ყურადღება, აზროვნება) განვითარება
ვ) წარმოსახვისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება
ზ) ნებელობის განვითარება
თ) დამოუკიდებლობის უნარის განვითარება
ი) დადებითი განწყობის ჩამოყალიბება სწავლისა და სასკოლო გარემოს მიმართ.
1.3. სკოლამდელი განათლების საფეხურზე სწავლა-სწავლებისა და აღზრდის ძირითადი სფეროები
განათლების სასწავლო გეგმა ხუთ საგანმანათლებლო სფეროდ იყოფა:
ა) მეტყველება
ბ) მოსწავლედ ჩამოყალიბება
გ) ფიზიკური განვითარება
დ) სამყაროს აღმოჩენა
ე) ხელოვნება.
1.3.1. სფერო მეტყველება
ეს სფერო ითვალისწინებს ბავშვის მომზადებას წერა-კითხვის იმ სისტემური კურსისათვის, რომლის გავლაც მას საგანმანათლებლო სისტემის მომდევო ეტაპზე, ანუ პირველ კლასში მოუწევს
ამ სფეროში გამოიყოფა სამი მიმართულება:
ა) ზეპირი მეტყველება, რომელიც აერთიანებს ორ სამეტყველო ქცევას: მოსმენას და ლაპარაკს
ბ) წერითი მეტყველება, რომელიც აერთიანებს კითხვასა და წერას
გ) კულტურათა დიალოგი.
1.3.2. სფერო-მოსწავლედ ჩამოყალიბება
მოსწავლედ ჩამოყალიბება ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მასწავლებლისგან პრინციპულობასა და მოქნილობას მოითხოვს. ამ სფეროში გამოიყოფა სამი მიმართულება:
ა) ერთად ცხოვრება
ბ)თანამშრომლობა
გ) დამოუკიდებლობა.
1.3.3.სფერო-ფიზიკური განვითარება
ფიზიკური აქტივობები აუმჯობესებს დროისა და სივრცის შეგრძნებას და აგრეთვე, ხელს უწყობს დროისა და სივრცითი წარმოდგენების გაუმჯობესებას.
ამ სფეროში გამოიყოფა ორი მიმართულება
ა) მოძრაობა- გადაადგილება;
ბ) გამომხატველობითი და რიტმული მოძრაობები.
1.3.4. სფერო-სამყაროს აღმოჩენა
ეს საგანმანათლებლო სფერო გულისხმობს იმ კონკრეტული გარემოს შესწავლას, რომელსაც ბავშვს საკლასო ოთახი და სასწავლო დაწესებულება სთავაზობს. ამ სფეროში გამოიყოფა 6 მიმართულება:
ა) ცოცხალი სამყაროს აღმოჩენა
ბ) სხეულები და მოვლენები
გ) დედამიწა და გარემო
დ) სივრცეში და დროში ორიენტირება
ე) რაოდენობა და რიცხვები
ვ) კანონზომიერებები
ზ) ფიგურების აღქმა.
1.3.5.სფერო-ხელოვნება
ამ სფეროში დაკვირვებისა და მოსმენის გზით ბავშვი ეცნობა ხელოვნების მრავალფეროვან ფორმებს, იძენს პირველ ორიენტირებს ხელოვნების სამყაროში. ამ სფეროში გამოიყოფა ორი მიმართულება:
ა) ხედვა და კეთება
ბ) ხმა და სმენა.