ეს შეთანხმება ძალაშია ვიდრე ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო არ შეწყვეტს მის მოქმედებას. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება მისი ძალაში შესვლის დღიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, კალენდარული წლის დასრულებამდე სულ მცირე ექვსი თვით ადრე მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების საშუალებით. ასეთ შემთხვევაში,შეთანხმება წყვეტს მოქმედებას:

a)      წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ შემოსავლებზე, რომელიც მიღებული იქნა შეტყობინების მიღების წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ;

b)      შემოსავლებსა და კაპიტალზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება შეტყობინების მიღების წლის მომდევნო კალენდარული წლისპირველ იანვარს ან მის შემდეგ.

რის დასტურადაც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

შესრულებულია 2012 წლის 6 დეკემბერს ქ. დუბლინში ორ დედნად, თითოეული ქართულ, სლოვენიურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან,ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. მხარეთა მიერ ამ შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს

სახელით

(ხელმოწერილია)

სლოვენიის რესპუბლიკის

სახელით

(ხელმოწერილია)

ოქმი

საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკასშორის `შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” შეთანხმების ხელმოწერის დროს ხელმომწერნი შეთანხმდნენ, რომ შემდეგი დებულებები წარმოადგენენ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს:

1.        მე-2 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით:

იგულისხმება, რომ საქართველოს შემთხვევაში ტერმინი “პოლიტიკური ქვედანაყოფი” აღნიშნავს ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ერთეულებს.

მე-3 მუხლის პირველი პუნქტის e)ქვეპუნქტთან მიმართებით:

იგულისხმება, რომ საქართველოს შემთხვევაში ტერმინი “კომპანია” აღნიშნავს საწარმოსგან ნებისმიერ ერთეულს, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას.

2.        მე-15 მუხლთან მიმართებით:

იგულისხმება, რომ სლოვენიის კომპანიის შემთხვევაში ტერმინი “დირექტორთა საბჭოს წევრები” აღნიშნავს დირექტორთა საბჭოს წევრებს (član uprave in član upravnega odbora) ან სამეთვალყურეო საბჭოს (član nadzornega sveta).

3.        21-ე მუხლთან მიმართებით:

პირველი ქვეპუნქტის დებულების მიუხედავად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი ფიზიკური პირის შემოსავალი, რომელიც მიღებული იქნა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში აზარტული თამაშებიდან და ლატარიებიდან შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში.

რის დასტურადაც, ამ ოქმს ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

შედგენილია 2012 წლის 6 დეკემბერს ქ. დუბლინში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, სლოვენიურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განმარტებასთან დაკავშირებით უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს

სახელით

(ხელმოწერილია)

სლოვენიის რესპუბლიკის

სახელით

(ხელმოწერილი