თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.09.2013
ძალის დაკარგვა 23.07.2014
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი ფოთი
ნომერი №18/26
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016175
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/10/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,078 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.09.2013 მიღება
23.07.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბაბილუა ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკრებულოს დადგენილება №18/26 2013 წლის 27 სექტემბერი ქ. ფოთი თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ     ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულომ, დ ა ა დ გ ი ნ ა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის  კომისიის დებულება თანდართული დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედავით ბაბილუა დანართი №1 თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომისიის დ ე ბ უ ლ ებ ა     ეს დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) შესაბამისად, განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომისიის უფლებამოსილებას, სტრუქტურას, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს. მუხლი 1🔗. კომისიის სტატუსი 1. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომისია  (შემდგომ – კომისია) არის საკრებულოს მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას. 2. კომისია იქმნება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და ამ დებულებით დადგენილი წესით. 3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით. 4. კომისიის საქმიანობის წესი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრება საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით). მუხლი 2🔗. კომისიის უფლებამოსილება 1. კომისია: ა) აკონტროლებს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესს. განიხილავს თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანოს გაანგარიშებებს შემოსულობებისა და გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებლების შესახებ, შეიმუშავებს შესაბამის დასკვნებს და რეკომენდაციებს; ბ) სამუშაო გეგმის შესაბამისად საკრებულოს წარუდგენს ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულებისა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობის შესახებ გაწეული მუშაობის ყოველკვარტალურ და წლიურ ანგარიშს (ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ინფორმაციის წარმოდგენა ხდება ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგების სათანადო ფორმებით); გ) სწავლობს და აანალიზებს საბიუჯეტო პროცესში გამოვლენილ დარღვევებს, დადგენილი საბიუჯეტო მაჩვენებლებისაგან გადახრებს და წარადგენს წინადადებებს ამ დარღვევების  აღმოსაფხვრელად; დ) განიხილავს ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებებსა და საჩივრებს, თვითმმართველი ქალაქის-ფოთის აღმასრულებელი ორგანოების მიერ საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში არსებული სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დარღვევების შესახებ და ახდენს სათანადო რეაგირებას; ე) განიხილავს, ამზადებს დასკვნას და თანამომხსენებლად გამოდის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის,  აგრეთვე ბიუჯეტში ცვლილებისა და დამატების შესახებ ნორმატიული აქტის პროექტის განხილვაზე; ვ) „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის” 78-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს ფრაქციის ან/და საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მიერ ინიცირებული ბიუჯეტის პროექტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მერისათვის გაგზავნილ შენიშვნებთან შესაბამისობის შესახებ; ზ) შეიმუშავებს წინადადებებსა და დასკვნებს ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათზე შეღავათების დადგენის, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ; თ) ყოველთვიურად განიხილავს მერიის საფინანსო და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის მიერ „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 84-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად მომზადებულ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით წარმოდგენილ ანგარიშს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს; ი) განიხილავს „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 85-ე მუხლის შესაბამისად თვითმმართველი ქალაქის-ფოთის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მომზადებული ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით, რომელიც მოიცავს შემოსულობების, გადასახდელების (მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების), ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ფაქტობრივი მოცულობების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმიურ მაჩვენებლებთან და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს და რეკომენდაციებს; კ) საკრებულოს სამ თვეში ერთხელ  წარუდგენს ინფორმაციას სარეზერვო ფონდის გამოყენების თაობაზე; ლ) განიხილავს ”ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ' საქართველოს ორგანული კანონის   57-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი აუდიტორული შემოწმების ანგარიშსა და დასკვნას, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს, ნიშნავს საკრებულოს სხდომაზე კომისიიდან თანამომხსენებელს ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცებისას; მ) შეიმუშავებს წინადადებებსა და დასკვნებს ადგილობრივ ბიუჯეტში სარეზერვო ფონდის შექმნის და მისი განკარგვის წესების შესახებ; ნ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას თვითმმართველი ერთეულის მიერ სესხის ან გრანტის აღების და შესაბამისი ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით; ო) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებაზე მუნიციპალური ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრის, აგრეთვე ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ ხელშეკრულების პროექტის თაობაზე; პ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს თავმჯდომარისათვის თანხმობის მიცემაზე ისეთი გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის 5 პროცენტს; ჟ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს მიერ მისაღები ნორმატიული აქტების პროექტების შესაძლო შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშების მართებულობის შესახებ; რ) ახორციელებს საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და საკრებულოს დავალებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში. მუხლი 3🔗. კომისიის მიერ საკითხების შესწავლის  პროცესი და მისი შედეგები 1. საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომისიის მოთხოვნით კონკრეტული პერიოდის საკითხის შესწავლის განხორციელების გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე. 2.  კომისიის სამუშაო გეგმით (ან დავალებით) გათვალისწინებული საკითხები, კომისიის სხდომაზე ნაწილდება კომისიის წევრებსა და ექსპერტ-კონსულტანტებზე. 3. კომისიის წევრი ან ექსპერტ-კონსულტანტი საკითხების შესწავლას  აწარმოებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. 4. საკითხის შესწავლის პერიოდი განისაზღვრება შესამოწმებელი საკითხის სირთულით, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს;  ვადის 2 კვირით გაგრძელების უფლებას იძლევა საკრებულოს თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის  მიერ სათანადო წერილობითი დასაბუთების წარდგენის შემდეგ. 5. კომისიის წევრს ან ექსპერტ-კონსულტანტს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მოთხოვნის შემთხვევაში უნდა წარუდგინოს დამატებითი ინფორმაცია, თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ფორმების მიხედვით. 6. საკითხის შესწავლის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს კომისიის წევრის ან ექსპერტ-კონსულტანტის მიერ შედგენილი „აქტი“. 7. საკითხის შესწავლის შედეგებთან დაკავშირებით, კომისიის წევრი ან ექსპერტ-კონსულტანტი ადგენს აქტს, რასაც თან დაურთავს საჭირო და აუცილებელ მასალებს, აღნიშნულს ეცნობა და ხელს აწერს  დაწესებულების ხელმძღვანელი. თუ შესამოწმებელი დაწესებულების ხელმძღვანელი არ ეთანხმება აქტის შინაარსს, კომისიის წევრი ან ექსპერტ-კონსულტანტი აკეთებს აქტში შესაბამის ჩანაწერს. მუხლი 4🔗. კომისიის თავმჯდომარე 1. კომისიის თავმჯდომარე თანამდებობაზე აირჩევა და გადაირჩევა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტი) დადგენილი წესით. 2. კომისიის თავმჯდომარე: ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას; ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას; გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და საკრებულოს გარეთ; დ) კომისიის სამუშაო გეგმათა გათვალისწინებით ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას; ე) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს; ვ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს; ზ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას; თ) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ი) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს; კ) ახორციელებს  საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; ლ) კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი.         მუხლი 5🔗. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა 1. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. 2. კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად,  შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტანტებს.