„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის“ დამტკიცების თაობაზე
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 27.09.2013
გამომცემი ორგანო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.157.016131
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/10/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.09.2013 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი მესტვირიშვილი | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის“ დამტკიცების თაობაზე
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №27
2013 წლის 27 სექტემბერი
ქ. თეთრიწყარო
,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის“ დამტკიცების თაობაზე
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელი თანდართული რედაქციით.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი მესტვირიშვილი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
ტაბელის რეგულირების სფერო
წინამდებარე ტაბელი ადგენს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უნიფიცირებული დოკუმენტების სახეებსა და მათი გაფორმების სტანდარტებს.
მუხლი 2🔗.
ტაბელით დადგენილი დოკუმენტირების სტანდარტების გავრცელება
ამ ტაბელით დადგენილი დოკუმენტირების სტანდარტები ვრცელდება როგორც ქაღალდზე შესრულებულ, ასევე ელექტრონულ დოკუმენტებზე.
მუხლი 3🔗.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დოკუმენტებთან მუშაობის სამართლებრივი საფუძვლები
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საქმისწარმოების წესები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონით ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით“, ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით“, აგრეთვე წინამდებარე ტაბელით .
მუხლი 4🔗.
ტაბელის მოთხოვნათა დაცვა
1.
მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და საჯარო მოსამსახურეების მიერ საქმისწარმოებაში ამ ტაბელის II თავით დადგენილი დოკუმენტების გარდა სხვა სახის დოკუმენტების შედგენა დაიშვება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფო ორგანოების ურთიერთობებისას.
2.
მუნიციპალიტეტის მოხელეები ვალდებულნი არიან დაიცვან ტაბელის მოთხოვნები. ტაბელით დადგენილი დოკუმენტირების სტანდარტების დარღვევისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეს დაეკისრება კანონით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობა.
3.
დოკუმენტები მომზადებული უნდა იქნეს კომპიუტერზე ,,Windows“-ის სისტემაში შემდეგი შრიფტების გამოყენებით: Sylfaen, Litnusx ან Acadnusx, ზომით №11, გარდა ამ ტაბელით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 5🔗.
კონტროლის განხორციელება ტაბელის მოთხოვნათა დაცვაზე
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და საჯარო მოსამსახურეების მიერ ამ ტაბელის მოთხოვნათა დაცვას უზრუნველყოფენ შესაბამისად საკრებულოს აპარატი და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.
მუხლი 6🔗.
ტერიტორიულ ორგანოებში მუნიციპალიტეტის რწმუნებულის სანოტარო აქტები
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის რწმუნებულის სანოტარო აქტების სახეები და მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება საქართველოს კანონით ,,ნოტარიატის შესახებ“ და ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით.
თავი II
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საქმისწარმოებაში გამოყენებული დოკუმენტების სახეები
მუხლი 7🔗.
სამართლებრივი აქტები და საქმისწარმოების დოკუმენტები
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საქმისწარმოებაში გამოიყენება შემდეგი სახის დოკუმენტები:
1.
სამართლებრივი აქტები:
ა)
ნორმატიული აქტი – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება;
ბ)
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება;
გ)
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება;
დ)
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება.
2.
საქმისწარმოების დოკუმენტები:
ა)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის ოქმი;
ბ)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმი;
გ)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმი;
დ)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების (დადგენილების პროექტის) განმარტებითი ბარათი;
ე)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოხელის სამუშაოთა აღწერილობა;
ვ)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი სამსახურის მოხელის თანამდებობრივი ინსტრუქცია;
ზ)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირების დავალება (მითითება);
თ)
მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულის (გამგეობის სამსახურის, ტერიტორიული ორგანოს, გამგეობის სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის) სამუშაო გეგმები;
ი)
მუნიციპალიტეტის მოხელის სამუშაო გეგმა;
კ)
მუნიციპალიტეტის გამგეობის ანგარიში;
ლ)
მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურის (ტერიტორიული ორგანოს) ანგარიში;
მ)
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული მოხელის ანგარიში;
ნ)
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული მოხელის განცხადება;
ო)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წერილი;
პ)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ცნობა;
ჟ)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ადმინისტრაციული გარიგება;
რ)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის რწმუნებულის სანოტარო აქტი;
ს)
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
ტ)
მუნიციპალიტეტის საფინანსო დოკუმენტაცია.
თავი III
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება და მისი გაფორმების სტანდარტები
მუხლი 8🔗.
საკრებულოს დადგენილება
საკრებულოს დადგენილება წარმოადგენს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიულ აქტს. საკრებულოს დადგენილება მიიღება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე და შესასრულებლად.
მუხლი 9🔗.
საკრებულოს დადგენილების მომზადების, მიღების, რეგისტრაციის, გამოქვეყნების, ძალაში შესვლის, ცვლილებების შეტანის, ბათილად ცნობისა და ძალადაკარგულად გამოცხადების სამართლებრივი საფუძვლები
საკრებულოს დადგენილების მომზადების, მიღების, რეგისტრაციის, გამოქვეყნების, ძალაში შესვლის, ცვლილებების შეტანის, ბათილად ცნობისა და ძალადაკარგულად გამოცხადების წესები და პროცედურები განსაზღვრულია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დებულებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 10🔗.
საკრებულოს დადგენილების და დადგენილების პროექტის რეკვიზიტები
1.
საკრებულოს დადგენილების რეკვიზიტებია:
ა)
მცირე სახელმწიფო გერბი და მუნიციპალიტეტის გერბი;
ბ)
აქტის სახე (მითითება, რომ აქტი წარმოადგენს საკრებულოს დადგენილებას);
გ)
საკრებულოს დადგენილების სათაური;
დ)
დადგენილების მიღების ადგილი და თარიღი;
ე)
თუ დადგენილებაში შეტანილია ცვლილება, ცვლილების მიღების თარიღი;
ვ)
დადგენილების ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა, თუ დადგენილება განსაზღვრული ვადითაა მიღებული;
ზ)
საკრებულოს თავმჯდომარის (თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის) ხელმოწერა;
თ)
საკრებულოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი;
ი)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი (დაიტანება დადგენილების სახელმწიფო რეესტრში შეტანის შემდეგ);
კ)
საკრებულოს ბეჭედი.
2.
საკრებულოს დადგენილების ფერადი პრინტერით ან სტამბური წესით შესრულებულ ბლანკზე დაიტანება ამ ტაბელის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რეკვიზიტები. ყველა სხვა სავალდებულო რეკვიზიტი დაიტანება დადგენილების საბოლოო გაფორმებისას.
3.
საკრებულოს დადგენილების პროექტის და საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების ელექტრონული დოკუმენტების სახით გაფორმება სავალდებულოა.
4.
საკრებულოს დადგენილების პროექტი დადგენილების ბლანკზე არ ფორმდება. დადგენილების პროექტს მარჯვენა ზედა კუთხეში უნდა გააჩნდეს №12 შრიფტით შესრულებული რეკვიზიტი – ,,პროექტი“, საკრებულოს აპარატის მიერ რეგისტრაციაში გატარების შესახებ შტამპი, უფლებამოსილი თანამდებობის პირების ვიზები, აგრეთვე დადგენილებისათვის განსაზღვრული ყველა სხვა რეკვიზიტი გარდა:
ა)
საკრებულოს თავმჯდომარის ხელმოწერისა;
ბ)
საკრებულოს ბეჭდისა;
გ)
სარეგისტაციო ნომრისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდისა.
მუხლი 11🔗.
საკრებულოს დადგენილების ბლანკი
1.
საკრებულოს დადგენილების ამობეჭდილი ვერსიის პირველი ფურცელი ფორმდება საკრებულოს დადგენილების A4 ფორმატის ფერად პრინტერზე ან სტამბური წესით შესრულებულ ბლანკზე. ბლანკის ელექტრონული ვერსია ინახება საკრებულოს აპარატის დაცულ მონაცემთა ბაზაში. სტამბური წესით შესრულებული, დანომრილი ბლანკები ინახება საკრებულოს აპარატის უფროსთან.
2.
საკრებულოს დადგენილების ბლანკზე დაიტანება საკრებულოს დადგენილების შემდეგი სავალდებულო რეკვიზიტები:
ა)
მცირე სახელმწიფო გერბი და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ფერადი გერბი (დაიტანება „თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მარტის №363 ბრძანებულებით გათვალისწინებული წესით);
ბ)
№16 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო“ (დაიტანება მცირე სახელმწიფო გერბსა და მუნიციპალიტეტის გერბს შუაში, გერბებიდან 1 ინტერვალით ქვემოთ);
გ)
№14 შრიფტით შესრულებული წარწერა „დადგენილება №“ (დაიტანება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო“ ჩანაწერის 2 ინტერვალით ქვემოთ).
დ)
№14 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა, რომელიც აღნიშნავს დადგენილების მიღების თარიღს შემდეგი თანმიმდევრობით – რიცხვი, თვე, წელიწადი, თარიღი დაიტანება წარწერის „დადგენილება №“-ს, 2 ინტერვალით ქვემოთ, შუა ნაწილში).
ე)
№14 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა ,,ქალაქი თეთრიწყარო“ (დაიტანება დადგენილების მიღების თარიღის აღმნიშვნელი წარწერის 1 ინტერვალით ქვემოთ, შუა ნაწილში);
მუხლი 12🔗.
დადგენილების ტექსტის სტანდარტები
1.
საკრებულოს დადგენილების ტექსტი შედგება ძირითადი ნაწილის, გარდამავალი (საჭიროების შემთხვევაში) და დასკვნითი დებულებებისაგან. საკრებულოს დადგენილებას შეიძლება გააჩნდეს პრეამბულა და დანართები.
2.
საკრებულოს დადგენილების პრეამბულაში უნდა მიეთითოს საქართველოს კანონის ის ნორმა (კანონის სათაურის, მუხლის, პუნქტისა და ქვეპუნქტის ზუსტი დასახელება), რომლის საფუძველზე და შესასრულებლადაც ხდება დადგენილების მიღება.
3.
დადგენილების ძირითადი ნაწილი მოიცავს ამ აქტით დადგენილ ნორმატიულ დებულებებს - მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესებს.
4.
საკრებულოს დადგენილების გარდამავალი დებულებებით საჭიროების შემთხვევაში დგინდება ძირითადი ნაწილისაგან განსხვავებული და განსაზღვრული ვადით მიღებული ნორმები და/ან განისაზღვრება ის პირობები და ვადები, რაც საჭიროა ძირითად ნაწილში მოცემული ნორმების ძალაში შესასვლელად.
5.
საკრებულოს დადგენილების დასკვნითი დებულებებით განისაზღვრება აქტის ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადებული აქტების ჩამონათვალი (ასეთი აქტების არსებობის შემთხვევაში), დადგენილების ძალაში შესვლის დრო, დადგენილების მოქმედების ვადა, თუ დადგენილება განსაზღვრული ვადითაა მიღებული.
6.
საკრებულოს დადგენილების ტექსტი (პრეამბულის და დანართების გარდა) შინაარსის მიხედვით იყოფა აბზაცებად – პუნქტებად. პუნქტები ინომრება უწყვეტად, არაბული ციფრებით. თუ ტექსტი დიდი მოცულობისაა, იგი შინაარსის მიხედვით შესაძლოა დაიყოს თავებად, თავები კი მუხლებად. დადგენილების თავები უწყვეტად ინომრება რომაული ციფრებით. დადგენილების მუხლები დადგენილების მთელ ტექსტში უწყვეტად ინომრება არაბული ციფრებით. დადგენილების თავს უნდა გააჩნდეს სათაური. დადგენილების მუხლს შესაძლოა გააჩნდეს სათაური. თუ ტექსტი განსაკუთრებით დიდი მოცულობისაა, იგი შეიძლება დაიყოს კარებად, კარები – თავებად, თავები – მუხლებად. კარები ინომრება უწყვეტად, რომაული ციფრებით და მათ გააჩნია სათაური.
7.
დანართი დადგენილების განუყოფელი ნაწილია. თუ დადგენილებას ერთვის რამდენიმე დანართი, ისინი ინომრება უწყვეტად, არაბული ციფრებით. ძირითად ნაწილში ან გარდამავალ დებულებებში მოცემული უნდა იქნეს მითითება შესაბამის დანართზე. დაუშვებელია დანართში დადგენილების ძირითადი ნაწილის, გარდამავალი ან დასკვნითი დებულებების შეტანა. დანართში მოცემული უნდა იყოს დადგენილების ძირითად ან გარდამავალ დებულებებში მითითებული საცნობარო (სტატისტიკური, საბუღალტრო ან სხვა სახის მონაცემები), მათემატიკური გაანგარიშების შემცველი (საბიუჯეტო ან სატარიფო ცხრილები) ან სანიმუშო (დოკუმენტის სანიმუშო ფორმა) ინფორმაცია.
თავი IV
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები
მუხლი 13🔗.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები – საკრებულოს განკარგულება, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება და გამგებლის ბრძანება წარმოადგენენ კანონმდებლობის საფუძველზე მიღებულ (გამოცემულ) შესასრულებლად სავალდებულო აქტებს, რომლებიც აწესებენ, ცვლიან, წყვეტენ ან ადასტურებენ პირთა შეზღუდული წრის უფლება-მოვალეობებს. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები მიიღება საქართველოს კანონმდებლობის ან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.
მუხლი 14🔗.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, გამგებლის ბრძანების მომზადების, მიღების, რეგისტრაციის, გამოქვეყნების, ძალაში შესვლის, ცვლილებების შეტანის, ბათილად ცნობისა და ძალადაკარგულად გამოცხადების სამართლებრივი საფუძვლები
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, გამგებლის ბრძანების მომზადების, გაფორმების, რეგისტრაციის, გამოქვეყნების, ძალაში შესვლის წესები და პროცედურები განსაზღვრულია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დებულებებით.
მუხლი 15🔗.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, გამგებლის ბრძანების რეკვიზიტები
1.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, გამგებლის ბრძანების რეკვიზიტებია:
ა)
მცირე სახელმწიფო გერბი და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გერბი;
ბ)
აქტის სახე (მითითება, რომ აქტი წარმოადგენს შესაბამისად საკრებულოს განკარგულებას, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებას ან გამგებლის ბრძანებას);
გ)
ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის სათაური;
დ)
აქტის მიღების ადგილი და თარიღი;
ე)
აქტის ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა, თუ აქტი განსაზღვრული ვადითაა მიღებული;
ვ)
აქტის გასაჩივრების ვადა და ის ორგანო (მისამართის მითითებით), სადაც შესაძლებელია აქტის გასაჩივრება;
ზ)
უფლებამოსილი თანამდებობის პირის – საკრებულოს თავმჯდომარის ან, შესაბამისად, გამგებლის (შესაბამისად უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებელის) ხელმოწერა;
თ)
საკრებულოს აპარატის ან შესაბამისად გამგეობის აპარატის მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი;
ი)
საკრებულოს ან შესაბამისად გამგეობის ბეჭედი.
2.
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის ფერადი პრინტერით ან სტამბური წესით შესრულებულ ბლანკზე დაიტანება ამ ტაბელის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რეკვიზიტები. ყველა სხვა რეკვიზიტი დაიტანება აქტის საბოლოო გაფორმებისას.
3.
საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, გამგებლის ბრძანების პროექტის და შესაბამისად მიღებული (გამოცემული) აქტის ელექტრონული დოკუმენტების სახით გაფორმება სავალდებულოა.
4.
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის პროექტი ბლანკზე არ ფორმდება. აქტის პროექტს მარჯვენა ზედა კუთხეში უნდა გააჩნდეს №12 შრიფტით შესრულებული რეკვიზიტი – ,,პროექტი“, საკრებულოს ან შესაბამისად გამგეობის აპარატის მიერ რეგისტრაციაში გატარების შესახებ შტამპი, უფლებამოსილი თანამდებობის პირების ვიზები, აგრეთვე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის ყველა სხვა რეკვიზიტი, გარდა:
ა)
უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერისა;
ბ)
საკრებულოს (შესაბამისად, გამგეობის) ბეჭდისა;
გ)
აქტის სარეგისტრაციო ნომრისა.
მუხლი 16🔗.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, გამგებლის ბრძანების ბლანკები
1.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, გამგებლის ბრძანების ამობეჭდილი ვერსიის პირველი ფურცელი ფორმდება შესაბამისი აქტის A4 ფორმატის ფერად პრინტერზე ან სტამბური წესით შესრულებულ ბლანკზე. საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების ბლანკის ელექტრონული ვერსია ინახება საკრებულოს აპარატის დაცულ მონაცემთა ბაზაში, ხოლო გამგებლის ბრძანების ბლანკი – გამგეობის აპარატის დაცულ მონაცემთა ბაზაში. ქაღალდზე ამობეჭდილი დანომრილი ბლანკები ინახება საკრებულოს აპარატის (შესაბამისად გამგეობის აპარატის) უფროსთან.
2.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, გამგებლის ბრძანების ბლანკზე დაიტანება შესაბამისი აქტის შემდეგი რეკვიზიტები:
ა)
მცირე სახელმწიფო გერბი და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ფერადი გერბი (დაიტანება „თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მარტის №363 ბრძანებულებით გათვალისწინებული წესით);
ბ)
№16 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო“ (შესაბამისად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა“) (დაიტანება მცირე სახელმწიფო გერბისა და მუნიციპალიტეტის გერბის შუაში);
გ)
№14 შრიფტით შესრულებული წარწერა „განკარგულება №“ (შესაბამისად – საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება №“ ან „გამგებლის ბრძანება №“) (დაიტანება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო“ ან „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა“ წარწერის 2 ინტერვალით ქვემოთ შუა ნაწილში);
დ)
№14 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა, რომელიც აღნიშნავს აქტის მიღების (გამოცემის) თარიღს შემდეგი თანმიმდევრობით – რიცხვი, თვე, წელიწადი. თარიღი დაიტანება წარწერის „განკარგულება №“ (შესაბამისად „საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება №“ ან „გამგებლის ბრძანება №“) 2 ინტერვალით ქვემოთ, შუა ნაწილში; აქტის მიღების (გამოცემის) თარიღად მიიჩნევა უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ აქტის ხელმოწერის თარიღი:
ე)
№14 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა ,,ქალაქი თეთრიწყარო“ (დაიტანება განკარგულების/ ბრძანების მიღების თარიღის აღმნიშვნელი წარწერის 1 ინტერვალით ქვემოთ, შუა ნაწილში).
მუხლი 17🔗.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, გამგებლის ბრძანების ტექსტების სტანდარტები
1.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, გამგებლის ბრძანების ტექსტი, როგორც წესი, შედგება პრეამბულის, საკონსტანტაციო ნაწილისა და სარეზოლუციო ნაწილისაგან.
2.
ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის პრეამბულაში უნდა მიეთითოს საქართველოს კანონის ან საკრებულოს დადგენილების ის ნორმა (კანონის ან შესაბამისად – საკრებულოს დადგენილების სათაურის, მუხლის, პუნქტისა და ქვეპუნქტის ზუსტი დასახელება), რომლის საფუძველზე და შესასრულებლადაც ხდება ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტის მიღება (გამოცემა).
3.
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საკონსტანტაციო ნაწილში მიეთითება შესაბამისი ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას გამოკვლეული საქმის გარემოებები და მიღებული დისკრეციული გადაწყვეტილებების დასაბუთება (ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა გააჩნდა ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას). აქტი შეიძლება არ შეიცავდეს საკონსტანტაციო ნაწილს, თუ:
ა)
აქტი გამოცემულია დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე და იგი არ ზღუდავს მესამე პირის უფლებებს:
ბ)
აქტის მიღებით (გამოცემით) დაინტერესებულ პირთათვის უკვე ცნობილია აქტის გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები;
გ)
კანონი ითვალისწინებს აქტის დასაბუთების გარეშე მიღების (გამოცემის) შესაძლებლობას;
დ)
აქტის მიღება (გამოცემა) გამოწვეულია გადაუდებელი აუცილებლობით. ასეთ შემთხვევაში აქტის წერილობითი დასაბუთება ხდება აქტის გამოცემის შემდგომ არაუგვიანეს ერთი კვირის ვადაში.
4.
აქტის სარეზოლუციო ნაწილში მოცემული უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება (გადაწყვეტილებები). თუ აქტი ითვალისწინებს რამდენიმე ურთიერთდაკავშირებულ გადაწყვეტილებას, თითოეული მათგანი ფორმდება ცალკე პუნქტის სახით. პუნქტები უწყვეტად ინომრება არაბული ციფრებით. სარეზოლუციო ნაწილში ცალკე, მიღებული გადაწყვეტილების (გადაწყვეტილებების) შემდგომ პუნქტად მიეთითება აქტის მოქმედების ვადა, თუ აქტი განსაზღვრული ვადითაა მიღებული (გამოცემული).
5.
აქტის სარეზოლუციო ნაწილში ცალკე, დასკვნით (უკანასკნელ) პუნქტად მიეთითება აქტის გასაჩივრების ვადა და ის ორგანო (ორგანოს სრული დასახელება და მისამართი), სადაც შესაძლებელია აქტის გასაჩივრება.
თავი V
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმისწარმოების დოკუმენტები
მუხლი 18🔗.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის, საკრებულოს ბიუროს სხდომის, საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
1.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის (საკრებულოს ბიუროს სხდომის, საკრებულოს კომისიის სხდომის) ოქმი არის დოკუმენტი, რომელშიც ასახულია საკრებულოს (შესაბამისად – საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის) სხდომაზე საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილებების მიმდინარეობა.
2.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის, საკრებულოს ბიუროს სხდომის, საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმების წარმოება სავალდებულოა. ოქმები ინომრება კალენდარული წლის განმავლობაში. ოქმების წარმოების წესი განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით.
3.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის (საკრებულოს ბიუროს სხდომის, საკრებულოს კომისიის სხდომის) ოქმის ტექსტი შედგება შესავალი და ძირითადი ნაწილებისაგან.
4.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის (საკრებულოს ბიუროს სხდომის, საკრებულოს კომისიის სხდომის) ოქმის შესავალში შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა)
№14 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა საკრებულოს (საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის) დასახელება და რიგითი ნომერი (დაიტანება ფურცლის დასაწყისის შუა ნაწილში);
ბ)
№11 შრიფტით შესრულებული წარწერა საკრებულოს (საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის) სხდომის ჩატარების ადგილი (დაიტანება საკრებულოს (საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის) დასახელების და რიგითი ნომრის 2 ინტერვალით დაბლა, დამკვირვებლის პოზიციიდან მარცხენა მხარეს);
გ)
№11 შრიფტით შესრულებული წარწერა საკრებულოს (საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის) სხდომის ჩატარების დრო (შემდეგი თანმიმდევრობით – რიცხვი, თვე, წელიწადი დაიტანება საკრებულოს (საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის) სხდომის ჩატარების ადგილის გასწვრივ დამკვირვებლის პოზიციიდან მარჯვენა მხარეს);
დ)
№11 შრიფტით შესრულებული ჩანაწერი საკრებულოს (საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის) სხდომის თავმჯდომარის და წევრების, აგრეთვე მოწვეული სხდომაზე დამსწრე პირთა ვინაობის შესახებ (დაიტანება საკრებულოს (საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის) სხდომის ჩატარების დროს აღმნიშვნელი თარიღის 2 ინტერვალით დაბლა);
ე)
№11 შრიფტით შესრულებული ჩანაწერი საკრებულოს (საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის) განხილვის საგნის – სხდომის დღის წესრიგის შესახებ. დღის წესრიგის ყოველი საკითხი ოქმში ცალკე შეიტანება და ისინი ინომრება უწყვეტად, არაბული ციფრებით.
5.
ოქმის ძირითადი ნაწილი შედგება განაყოფებისაგან, რომლებიც შეესაბამება დღის წესრიგის პუნქტებს. ოქმის ძირითადი ნაწილის თითოეული განაყოფი უნდა შედგეს შემდეგი სტრუქტურით:
ა)
,,I. მოისმინეს: (...)“: ამ ნაწილში შეიტანება დღის წესრიგის საკითხზე მომხსენებლისა და თანამომხსენებლის (თანამომხსენებლების) ვინაობა და მათი გამოსვლების ძირითადი შინაარსი. თუ მომხსენებლის (თანამომხსენებლის) მოხსენება წერილობითი სახით ერთვის ოქმს, მაშინ ოქმში კეთდება შესაბამისი მითითება. იმ შემთხვევაში, თუ მომხსენებელი წარადგენს საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტს, ეს პროექტი წერილობითი სახით ოქმს თან ერთვის;
ბ)
,,II. საკითხის შესახებ აზრი გამოთქვეს: (...)“: ამ ნაწილში გადმოცემული უნდა იყოს საკითხის გარშემო კამათში გამომსვლელთა ვინაობა და მათი გამოსვლების მოკლე შინაარსი;
გ)
,,III. საკითხის შესახებ კენჭისყრა: (...)“: ოქმის ამ ნაწილში შეიტანება საკითხის შესახებ გამართული კენჭისყრის სახე (ღია, ფარული, სახელობითი, კენჭისყრა ბიულეტენების მეშვეობით), კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობა (თუ კენჭისყრა სახელობითია - მონაწილეთა ვინაობაც) და კენჭისყრის შედეგები (საკითხის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა, ხოლო თუ კენჭისყრა სახელობითია – მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა ვინაობაც);
დ)
,,IV. დაადგინეს/გადაწყვიტეს: (...)“: ოქმის ამ ნაწილში შეიტანება საკითხის თაობაზე სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილება გულისხმობს სამართლებრივი აქტის მიღებას მიღებული აქტის ტექსტი სრულად ერთვის ოქმს. თუ გადაწყვეტილება გულისხმობს საკითხის გადადებას, დღის წესრიგიდან მოხსნას ან თუ კენჭისყრის შედეგად სამართლებრივი აქტის პროექტი უარყოფილია, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
6.
საკრებულოს სხდომის აუდიო- ან ვიდეო ჩანაწერი საკრებულოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ინახება საკრებულოს შესაბამისი სხდომის ოქმთან ერთად.
მუხლი 19🔗.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების (დადგენილების პროექტის) განმარტებითი ბარათი
1.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების (დადგენილების პროექტის) განმარტებითი ბარათი დადგენილებაზე (დადგენილების პროექტზე) თანდართული საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტია, რომელიც შეიცავს კანონით დადგენილ მონაცემებს ნორმატიული აქტის (აქტის პროექტის) შესახებ.
2.
საკრებულოს დადგენილების პროექტის განმარტებითი ბარათის კანონითა და ამ ტაბელით განსაზღვრული წესით შედგენას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. განმარტებით ბარათს ადგენს დადგენილების პროექტის ავტორი ან პროექტის ინიციატორი.
3.
დადგენილების პროექტის ინიციირებისათვის აუცილებელია პროექტს თან დაერთოს განმარტებითი ბარათი. განმარტებით ბარათში შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა)
დადგენილების პროექტის ავტორი;
ბ)
დადგენილების პროექტის ინიციატორი;
გ)
დადგენილების მიღების მიზეზი – რა საკითხს ეხება, რომელი კანონის რა ნორმის შესასრულებლად ხდება დადგენილების მიღება;
დ)
დადგენილების ძირითადი მახასიათებლები – რაში მდგომარეობს მისაღები გადაწყვეტილების არსი და ამ გადაწყვეტილების დასაბუთება;
ე)
აქტის მიღების შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება – გამოიწვევს თუ არა აქტის მიღება ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების ან შემოსავლების ცვლილებებს და როგორ დაიფარება დამატებითი ხარჯი ან როგორ იქნება გამოყენებული დამატებითი შემოსავალი;
ვ)
ვინ იღებდა მონაწილეობას პროექტის შემუშავებაში, როგორ იქნა გათვალისწინებული მათი მოსაზრებები.
4.
თუ დადგენილების პროექტის მომზადებაში მონაწილეობდა ლობისტი, აუცილებელია განმარტებით ბარათთან ერთად ნორმატიული აქტის პროექტს თან დაერთოს ლობისტის დასკვნა.
მუხლი 20🔗.
მუნიციპალიტეტის მოხელის სამუშაოთა აღწერილობა
1.
სამუშაოთა აღწერილობა წარმოადგენს საორგანიზაციო ხასიათის დოკუმენტს, რომლითაც კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტების საფუძველზე განისაზღვრება მუნიციპალიტეტის ადგილობრივი სამსახურის (ტერიტორიული ორგანოს, საკრებულოს აპარატის) მოხელის თანამდებობრივი უფლება-მოვალეობანი და შრომითი საქმიანობისას შესასრულებელი ფუნქციები.
2.
თანამდებობრივი აღწერილობა მზადდება და მტკიცდება საკრებულოს რეგლამენტით ან გამგეობის დებულებით დადგენილი წესით ადგილობრივი სამსახურის ხელმძღვანელის მიერ, ხოლო საკრებულოს აპარატის უფროსის, გამგეობის ადგილობრივი სამსახურის ხელმძღვანელთა, აგრეთვე გამგეობის რწმუნებულთა სამსახურებრივი აღწერილობანი მტკიცდება უფლებამოსილ თანამდებობის პირთა – საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებით.
3.
სამუშაოთა აღწერილობა შედგება შესავლისა და ძირითადი ნაწილისაგან. შესავალში მოცემული უნდა იყოს შესაბამისი თანამდებობის და სტრუქტურული ერთეულის სრული დასახელება, ძირითად ნაწილში გადმოიცემა მოხელის რეგულარული კომპეტენციები, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობანი და შრომითი ფუნქციები.
მუხლი 21🔗.
მუნიციპალიტეტის მოხელის თანამდებობრივი ინსტრუქცია
1.
თანამდებობრივი ინსტრუქცია წარმოადგენს საორგანიზაციო-განკარგულებითი ხასიათის დოკუმენტს, რომლითაც, მოხელის სამუშაოთა აღწერილობიდან გამომდინარე, განისაზღვრება ადმინისტრაციულ საქმისწარმოებასთან დაკავშირებული მისი ცალკეული თანამდებობრივი მოვალეობანი და შრომითი ფუნქციების განხორციელების მარეგულირებელი განკარგულებანი.
2.
თანამდებობრივი ინსტრუქცია შედგება შესავლისა და ძირითადი ნაწილისაგან. შესავალში მოცემული უნდა იყოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის და თანამდებობის სრული დასახელება, მოხელის გვარი და სახელი, ძირითად ნაწილში გადმოიცემა კონკრეტული ადმინისტრაციული საქმისწარმოების პროცესში მოხელის ცალკეული თანამდებობრივი მოვალეობა და შრომითი ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებული განკარგულება.
მუხლი 22🔗.
მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირის დავალება (მითითება)
1.
მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირის დავალება (მითითება) წარმოადგენს განკარგულებითი ხასიათის დოკუმენტს, რომელიც შეეხება სამართლებრივი აქტის აღსრულებას, სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებასთან, აგრეთვე ადმინისტრაციული საქმის წარმოების სხვა პროცედურის განხორციელებასთან დაკავშირებით.
2.
დავალება (მითითება) უნდა შეესაბამებოდეს დავალების ადრესატი მოხელის სამუშაოთა აღწერილობას და კონკრეტული საქმის წარმოების პროცესში გაცემულ თანამდებობრივ ინსტრუქციას.
3.
წერილობითი დავალება მზადდება უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ და ეგზავნება დანიშნულებისამებრ კონკრეტულ მოხელეს. დავალება (მითითება) შეიძლება გაფორმდეს ცალკე დოკუმენტის, ხოლო თუ დავალება მოკლეა და ითვალისწინებს ადმინისტრაციული საქმისწარმოების სტანდარტულ პროცედურას – სარეზოლუციო ფურცლის ან საქმისწარმოების სხვა დოკუმენტზე წაწერილი რეზოლუციის სახით.
4.
დავალება (მითითება) უნდა შედგებოდეს საკონსტანტაციო და განკარგულებითი ნაწილებისაგან. საკონსტანტაციო ნაწილში გადმოცემული უნდა იქნეს ადრესატის მიერ ადმინისტრაციული საქმისწარმოების პროცესში ჩასატარებელ მოქმედებათა მიზნები და ამოცანები, ხოლო თუ დავალება გაიცემა სამართლებრივი აქტის აღსასრულებლად, აღინიშნება ამ აქტის დასახელება. განკარგულებითი ნაწილი უნდა დაიწყოს სიტყვებით: ,,გავალებთ“ ან ,,გთავაზობთ“, შემდეგ პუნქტების მიხედვით გადმოცემული უნდა იქნეს ადრესატის მიერ განსახორციელებელ კონკრეტულ მოქმედებათა შინაარსი და შესრულების ვადები. განკარგულებითი ნაწილის ბოლო პუნქტში უნდა მიეთითოს იმ თანამდებობის პირის დასახელება, ვინც პასუხისმგებელია დავალების შესრულების კონტროლზე. დავალებას ან მითითებას ხელს აწერს დავალების გამცემი და დოკუმენტში აღინიშნება დავალების გაცემის თარიღი.
მუხლი 23🔗.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის, გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულის (ადგილობრივი სამსახურის, ტერიტორიული ორგანოს, ადგილობრივი სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის) სამუშაო გეგმები
1.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის, მუნიციპალიტეტის გამგეობის სამუშაო გეგმების შედგენის წესი განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტითა და გამგეობის დებულებით.
2.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის, მუნიციპალიტეტის გამგეობის სამუშაო გეგმების დამტკიცება შესაბამისად ფორმდება საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებით.
3.
მუნიციპალიტეტის ორგანოს სტრუქტურული ერთეულის სამუშაო გეგმა წარმოადგენს ორგანიზაციულ დოკუმენტს, რომლითაც დასაგეგმ პერიოდში განისაზღვრება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ განსახორიელებელი საქმიანობა და სამუშაოთა შესრულების ვადები.
4.
მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის სამუშაო გეგმის შედგენის საფუძველია საკრებულოს და გამგებლის ის სამართლებრივი აქტები, რომლებითაც განისაზღვრება გამგეობის სამუშაო გეგმა.
5.
სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი შეიმუშავებს ყოველთვიურ, კვარტალურ და ყოველწლიურ სამუშაო გეგმებს. სტრუქტურული ერთეულის სამუშაო გეგმას შესაბამისი საგეგმო პერიოდის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც ამტკიცებს და საჭიროების შემთხვევაში დადგენილი წესით მასში ცვლილებები შეაქვს სტრუქტურული ერთეულის ზემდგომ ხელმძღვანელ თანამდებობის პირს.
6.
სტრუქტურული ერთეულის სამუშაო გეგმის ტექსტი შედგება შესავლისა და ძირითადი ნაწილისაგან. შესავალში მიეთითება სტრუქტურული ერთეულის სრული დასახელება და საგეგმო პერიოდი. ძირითად ნაწილში ცხრილის სახით მოცემული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:
ა)
რიგითობის მიხედვით საანგარიშგებო პერიოდში შესასრულებელი სამუშაოები;
ბ)
ყოველი სამუშაოს შესრულების საფუძველი (საკრებულოს ან გამგებლის შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიხედვით კონკრეტული დავალების დასახელება);
გ)
ყოველი სამუშაოს შესრულების ვადა;
დ)
დავალების შესრულებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირი;
ე)
თუ სამუშაოს შესრულება გულისხმობს საფინანსო სახსრების მიღება-გამოყენებას – შესაბამისი სახსრების მოცულობა.
მუხლი 24🔗.
მუნიციპალიტეტის მოხელის სამუშაო გეგმა
1.
მუნიციპალიტეტის მოხელის სამუშაო გეგმა წარმოადგენს ორგანიზაციულ დოკუმენტს, რომლითაც ერთი თვის პერიოდში განისაზღვრება მოხელის მიერ განსახორიელებელი საქმიანობა და სამუშაოთა შესრულების ვადები.
2.
მუნიციპალიტეტის მოხელის სამუშაო გეგმის შედგენის საფუძველია შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ყოველთვიური სამუშაო გეგმა და მოხელის სამუშაოთა აღწერილობა.
3.
მუნიციპალიტეტის მოხელის ყოველთვიურ სამუშაო გეგმას შეიმუშავებს თავად მოხელე და ყოველი მომდევნო თვის დაწყებამდე 3 დღით ადრე მაინც ამტკიცებს და საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილებები შეაქვს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს.
4.
მოხელის სამუშაო გეგმის ტექსტი შედგება შესავლისა და ძირითადი ნაწილისაგან. შესავალში მიეთითება მოხელის თანამდებობის სრული დასახელება. ძირითად ნაწილში ცხრილის სახით მოცემული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:
ა)
რიგითობის მიხედვით საანგარიშგებო პერიოდში შესასრულებელი სამუშაოები;
ბ)
ყოველი სამუშაოს შესრულების საფუძველი (სტრუქტურული ერთეულის სამუშაო გეგმა ან უშუალო ხელმძღვანელის დავალება);
გ)
ყოველი სამუშაოს შესრულების ვადა.
მუხლი 25🔗.
მუნიციპალიტეტის გამგეობის ანგარიში
1.
მუნიციპალიტეტის გამგეობის ანგარიშის შედგენის წესი განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტითა და გამგეობის დებულებით.
2.
მუნიციპალიტეტის გამგეობის ანგარიში უნდა გაფორმდეს გამგებლის ბრძანების სახით.
მუხლი 26🔗.
მუნიციპალიტეტის ორგანოს სტრუქტურული ერთეულის (საკრებულოს აპარატის, ადგილობრივი სამსახურის, ტერიტორიული ორგანოს, ადგილობრივი სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის) ანგარიში
1.
მუნიციპალიტეტის ორგანოს სტრუქტურული ერთეულის ანგარიში წარმოადგენს დოკუმენტს, რომელშიც ანგარიშვალდებული სტრუქტურული ერთეული ზემდგომი ან მაკონტროლებელი ორგანოს წინაშე აღწერს და ასაბუთებს საკუთარ მოქმედებებს, აგრეთვე მათ შესაბამისობას სამართლებრივ აქტებთან და საანგარიშგებო პერიოდის სამუშაო გეგმასთან.
2.
ყოველი ზემდგომი სტრუქტურული ერთეულის ანგარიში უნდა შეესაბამებოდეს ამ ერთეულში შემავალი ქვედანაყოფებისა და მოხელეების ანგარიშებს.
3.
მუნიციპალიტეტის ორგანოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ვალდებულია საანგარიშგებო პერიოდის გასვლიდან ერთი კვირის ვადაში ზემდგომ თანამდებობის პირს წარუდგინოს საანგარიშგებო პერიოდში შესრულებული საქმიანობის ანგარიში.
4.
თუ ანგარიშში მითითებული სამუშაო უკავშირდება ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრების მიღება-გამოყენებას, მასში დოკუმენტურად უნდა დასაბუთდეს საფინანსო ან სხვა მატერიალურ ფასეულობათა მიღება-გამოყენების კანონიერება, მიზანშეწონილობა და ეფექტიანობა (საფინანსო ანგარიში).
5.
ანგარიში შედგება შესავლისა და ძირითადი ნაწილისაგან. შესავალში მიეთითება სტრუქტურული ერთეულის სრული დასახელება და საანგარიშგებო პერიოდი. ძირითად ნაწილში პუნქტების მიხედვით გაიწერება კონკრეტული მოქმედების მიზანი, მისი საფუძველი (სამართლებრივი აქტი, სამუშაო გეგმა, ზემდგომი თანამდებობის პირის (ორგანოს) დავალება), დასაბუთება და მიეთითება მიღწეულია თუ არა დასახული მიზანი. თუ მიზანი არ არის მიღწეული, საჭიროა ხელის შემშლელ მიზეზთა დასახელება. საფინანსო ანგარიშის ძირითად ნაწილში მიეთითება გაწეული ხარჯის საფუძველი, ხარჯის მიზნობრიობა და თუ ეს საჭიროა, საფინანსო-ეკონომიკური დასაბუთება.
6.
საჭიროების შემთხვევაში ანგარიშს უნდა დაერთოს ძირითად ნაწილში ჩამოთვლილ ქმედებათა (შესრულებული სამუშაოს, გაწეული ხარჯის) დამადასტურებელი დოკუმენტები. დანართების თაობაზე მითითება შესაბამისად უნდა გაკეთდეს ძირითადი ნაწილის სათანადო პუნქტში.
მუხლი 27🔗.
მუნიციპალიტეტის ადგილობრივი სამსახურის მოხელის ანგარიში
1.
მუნიციპალიტეტის ადგილობრივი სამსახურის მოხელის ანგარიში წარმოადგენს დოკუმენტს, რომელშიც ანგარიშვალდებული მოხელე ზემდგომი ან მაკონტროლებელი თანამდებობის პირის წინაშე აღწერს და ასაბუთებს საკუთარ მოქმედებებს, აგრეთვე მათ შესაბამისობას სამართლებრივ აქტებთან, სამუშაოთა აღწერილობასთან, თანამდებობრივ ინსტრუქციასთან, ყოველთვიურ სამუშაო გეგმასა და მიღებულ დავალებასთან.
2.
მოხელე ვალდებულია არაუგვიანეს მომდევნო თვის პირველი პარასკევისა მოამზადოს და ხელმძღვანელ თანამდებობის პირს წარუდგინოს წინა თვეში გაწეული საქმიანობის ანგარიში. ყოველთვიური ანგარიში უნდა შეესაბამებოდეს მოხელის სამუშაოთა აღწერილობას.
3.
თუ ანგარიში უკავშირდება ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრების მიღება-გამოყენებასთან დაკავშირებულ დავალებას (საფინანსო ანგარიში), მასში დოკუმენტურად უნდა დასაბუთდეს საფინანსო ან სხვა მატერიალურ ფასეულობათა მიღება-გამოყენების კანონიერება, მიზანშეწონილობა და ეფექტიანობა.
4.
ანგარიში შედგება შესავლისა და ძირითადი ნაწილისაგან. შესავალში მიეთითება ვისია, ვის წარედგინება და რას შეეხება (ყოველთვიური საქმიანობის, ან კონკრეტული დავალების) ანგარიში. ძირითად ნაწილში პუნქტების მიხედვით გაიწერება კონკრეტული მოქმედების მიზანი, მისი საფუძველი (სამართლებრივი აქტი, სამუშაოთა აღწერილობა, დავალება), დასაბუთება და მიეთითება მიღწეულია თუ არა დასახული მიზანი. თუ მიზანი არ არის მიღწეული, საჭიროა ხელის შემშლელ მიზეზთა დასახელება. საფინანსო ანგარიშის ძირითად ნაწილში მიეთითება გაწეული ხარჯის საფუძველი, ხარჯის მიზნობრიობა და თუ ეს საჭიროა, საფინანსო-ეკონომიკური დასაბუთება.
5.
საჭიროების შემთხვევაში ანგარიშს უნდა დაერთოს ძირითად ნაწილში ჩამოთვლილ ქმედებათა (შესრულებული სამუშაოს, გაწეული ხარჯის) დამადასტურებელი დოკუმენტები. დანართების თაობაზე მითითება შესაბამისად უნდა გაკეთდეს ძირითადი ნაწილის სათანადო პუნქტში.
მუხლი 28🔗.
მუნიციპალიტეტის ადგილობრივი სამსახურის მოხელის, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (ადგილობრივი სამსახურის) განცხადება
1.
მუნიციპალიტეტის ადგილობრივი სამსახურის მოხელის, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (ადგილობრივი სამსახურის) განცხადება წარმოადგენს საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტს, რომელშიც განმცხადებელი მიუთითებს ადრესატს რაიმე ქმედების ან გარემოების საფუძველზე წარმოშობილი კანონიერი უფლებისა ან ვალდებულების შესახებ.
2.
განცხადების ტექსტი შედგება შესავლისა და ძირითადი ნაწილისაგან. შესავალში მიეთითება განცხადების შედგენის საფუძველი (ფაქტობრივი გარემოება ან ქმედება) და განცხადების ადრესატი (კონკრეტული პირი, პირთა წრე ან საჯარო განცხადება), ძირითად ნაწილში გადმოიცემა მოთხოვნა ან თხოვნა, რომელიც შეეხება წარმოშობილ უფლებას ან ვალდებულებას.
მუხლი 29🔗.
მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (ადგილობრივი სამსახურის), უფლებამოსილი თანამდებობის პირის წერილი
1.
მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (ადგილობრივი სამსახურის), უფლებამოსილი თანამდებობის პირის წერილი წარმოადგენს საინფორმაციო გაცვლისათვის განკუთვნილ დოკუმენტს, რომელშიც წერილის ადრესატს მიეწოდება ინფორმაცია წერილის ავტორის კომპეტენციაში შემავალი ადმინისტრაციული წარმოების საქმის გარემოებათა შესახებ.
2.
წერილის ტექსტი შედგება შესავალისა და საკონსტანტაციო ნაწილისაგან. შესავალში მიეთითება წერილის შედგენის საფუძველი და ადრესატი, ხოლო საკონსტანტაციო ნაწილში გადმოიცემა მოთხოვნილი ან ადრესატისათვის საჭირო ინფორმაცია ადმინისტრაციული წარმოების საქმეზე.
მუხლი 30🔗.
მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (ადგილობრივი სამსახურის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს) ცნობა
1.
მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (ადგილობრივი სამსახურის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს) ცნობა წარმოადგენს მოთხოვნის საფუძველზე გაცემულ საინფორმაციო დოკუმენტს, რომელშიც უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დასტურდება ადმინისტრაციული წარმოებისას გარკვეული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი ან საქმის გარემოება. ცნობად მიიჩნევა აგრეთვე პასუხი განცხადებაზე ადმინისტრაციული საქმის წარმოების დაწყების ან დაწყებაზე უარის თქმის შესახებ.
2.
ცნობა შედგება შესავლისა და საკონსტანტაციო ნაწილისაგან. შესავალში მიეთითება ვის და რა მიზნით ეძლევა ცნობა, ხოლო საკონსტანტაციო ნაწილში ამომწურავად უნდა იქნეს მოყვანილი ცნობით დადასტურებული იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი ან საქმის ფაქტობრივი გარემოება.
მუხლი 31🔗.
მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ადმინისტრაციული გარიგება
1.
მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ადმინისტრაციული გარიგება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებულ სამოქალაქო სამართლებრივ ხელშეკრულებას.
2.
მუნიციპალიტეტის სახელით ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-5 თავით დადგენილი ნორმები და ხელშეკრულებათა შესახებ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები.
3.
კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში მუნიციპალიტეტის ორგანოები მოქმედებენ, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტები.
მუხლი 32🔗.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის რწმუნებულის სანოტარო აქტი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის რწმუნებული იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც არ არის სანოტარო ბიურო ასრულებს ,,ნოტარიატის შესახებ“ კანონის 42-ე მუხლით გათვალისწინებულ სანოტარო მოქმედებებს.
მუხლი 33🔗.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
1.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი წარმოადგენს დოკუმენტს, რომლითაც მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი თანამდებობის პირი ადგენს და ადასტურებს ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის იურიდიულ ფაქტს.
2.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენის წესს, შესაბამის უფლებამოსილ თანამდებობის პირებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ფორმებს განსაზღვრავს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 თებერვლის №2/3 დადგენილება ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 34🔗.
მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული საჯარო სახსრების მიღება-გამოყენების დოკუმენტირება (საფინანსო დოკუმენტაცია)
მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული საჯარო სახსრების (უძრავი და მოძრავი ქონების, ნაღდი ფულის, სახაზინო და საბანკო დაწესებულებაში არსებული საფინანსო სახსრების) მიღება-გამოყენების დოკუმენტირება განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი VI
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საქმისწარმოების დოკუმენტების რეკვიზიტები
მუხლი 35🔗.
საქმისწარმოების დოკუმენტების ძირითადი და დამატებითი რეკვიზიტები
1.
მუნიციპალიტეტის საქმისწარმოების დოკუმენტები სრულდება A4 ფორმატის ფურცელზე და მასზე დაიტანება ძირითადი და დამატებითი რეკვიზიტები.
2.
მუნიციპალიტეტის საქმისწარმოების დოკუმენტების ძირითადი რეკვიზიტებია:
ა)
დოკუმენტის ავტორი – დაწესებულების დასახელება;
ბ)
დოკუმეტის ავტორი – დაწესებულების მისამართი;
გ)
დოკუმეტის დასახელება (მიეთითება ამ დადგენილებით განსაზღვრული უნიფიცირებული ფორმის სახელწოდება);
დ)
დოკუმენტის ტექსტის სათაური;
ე)
თარიღი;
ვ)
ინდექსი;
ზ)
ვიზები;
თ)
ხელმოწერა;
ი)
აღნიშვნა დოკუმენტის შესრულებისა და მისი საქმეში მოთავსების შესახებ.
3.
მუნიციპალიტეტის საქმისწარმოების დოკუმენტების დამატებითი რეკვიზიტებია:
ა)
დოკუმენტის ავტორი - შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დასახელება;
ბ)
რეზოლუცია;
გ)
დამტკიცების გრიფი;
დ)
დამტკიცების გრიფი;
ე)
მუნიციპალიტეტის და სახელმწიფოს მცირე გერბი;
ვ)
ადრესატი;
ზ)
აღნიშვნა დოკუმენტის შემოსვლის შესახებ;
თ)
დოკუმენტის ხელმისაწვდომობის გრიფი;
4.
საქმისწარმოების დოკუმენტებზე ძირითადი და დამატებითი რეკვიზიტების დატანის წესები განისაზღვრება ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების“ დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №518 ბრძანებულებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით“, ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით“.
მუხლი 36🔗.
მუნიციპალიტეტის საქმისწარმოების დოკუმენტების ბლანკები და რეკვიზიტების შტამპები
1.
მუნიციპალიტეტის საქმისწარმოების დოკუმენტები, როგორც წესი, ფორმდება ბლანკებზე. დოკუმენტის ბლანკზე, ამ დოკუმენტის სახის მიხედვით დაიტანება ძირითადი და დამატებითი რეკვიზიტები.
2.
საქმის წარმოების დოკუმენტების ბლანკები დოკუმენტების სახეების მიხედვით დგება ელექტრონული ვერსიების სახით. ბლანკების ელექტრონული ვერსიები ინახება მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის, ადგილობრივი სამსახურების და ტერიტორიული ორგანოების მონაცემთა ბაზებში.
3.
ბლანკზე არსებული და ხელით დატანილი რექვიზიტების გარდა დოკუმენტზე გამოყენებული რეკვიზიტებისათვის შესაძლებელია ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტებისათვის გამოყენებული იქნეს შტამპები. შტამპის სახით არსებული რეკვიზიტები განისაზღვრება ამ დებულებით.
მუხლი 37🔗.
დოკუმენტის ავტორის აღმნიშვნელი რექვიზიტები
1.
დოკუმენტის ავტორის აღმნიშვნელი რეკვიზიტებია:
ა)
ძირითადი რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ავტორი – დაწესებულების დასახელება“;
ბ)
ძირითადი რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ავტორი – დაწესებულების მისამართი“;
გ)
დამატებითი რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ავტორი – სტრუქტურული ერთეულის დასახელება“.
2.
ძირითადი რეკვიზიტები ,,დოკუმენტის ავტორი – დაწესებულების დასახელება“ და ,,დოკუმენტის ავტორი – დაწესებულების მისამართი“ დაიტანება მხოლოდ გაგზავნილ დოკუმენტებზე. დამატებითი რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ავტორი – სტრუქტურული ერთეულის დასახელება“ დაიტანება მხოლოდ შიდა მოხმარების დოკუმენტებზე.
3.
ძირითადი რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ავტორი – დაწესებულების დასახელება“ საქმისწარმოების დოკუმენტებზე (ბლანკებზე) დაიტანება მცირე სახელმწიფო გერბისა და მუნიციპალიტეტის გერბის შუაში №16 შრიფტით შესრულებული წარწერის: ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო (ან გამგეობა)“ სახით. ამ რეკვიზიტის 1 ინტერვალით ქვემოთ დაიტანება გამყოფი ზოლი.
4.
ძირითადი რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ავტორი – დაწესებულების დასახელება“ საქმისწარმოების დოკუმენტებზე (ბლანკებზე) დაიტანება მცირე სახელმწიფო გერბისა და მუნიციპალიტეტის გერბის შუაში №16 შრიფტით შესრულებული წარწერის: ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო (ან გამგეობა)“ სახით. ამ რეკვიზიტის 1 ინტერვალით ქვემოთ დაიტანება გამყოფი ზოლი.
5.
დამატებითი რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ავტორი – სტრუქტურული ერთეულის დასახელება“ დაიტანება შიდა მოხმარების დოკუმენტებზე ფურცლის თავში და №14 შრიფტით შესრულებული წარწერის, რომელიც აღნიშნავს სტრუქტურული ერთეულის სრულ დასახელებას, სახით.
მუხლი 38🔗.
რეკვიზიტი ,,დოკუმეტის დასახელება“
1.
რეკვიზიტი დოკუმენტის დასახელება დაიტანება საქმისწარმოების ყველა დოკუმენტზე, გარდა წერილებისა. დოკუმენტის დასახელება უნდა შეესაბამებოდეს ამ ტაბელის მე-5 თავით დადგენილ დოკუმენტების სახეებს.
2.
რეკვიზიტი ,,დოკუმენტის დასახელება“ დაიტანება ამ ტაბელის 37-ე მუხლის მე-3პუნქტში მითითებული გამყოფი ზოლისა და რექვიზიტების: ,,თარიღი“ და ,,ინდექსი“ 2 ინტერვალით ქვემოთ №16 გამუქებული შრიფტით შესრულებული წარწერის სახით.
მუხლი 39🔗.
რეკვიზიტი ,,თარიღი“
1.
რეკვიზიტი ,,თარიღი“ დაიტანება საქმისწარმოების ყველა დოკუმენტზე, რეკვიზიტ ,,დოკუმენტის დასახელების“ 2 ინტერვალით ზემოთ ფურცლის მარჯვენა მხარეს.
2.
დოკუმენტის თარიღად გარდა ოქმებისა, მიეთითება დოკუმენტის ხელმოწერის (დამტკიცების) თარიღი. ოქმების შემთხვევაში მიეთითება მოქმედების შესრულების თარიღი.
3.
თარიღი აღინიშნება №11 შრიფტით ციფრობრივ სიტყვიერი ფორმით ერთ ხაზში.
მუხლი 40🔗.
რეკვიზიტი ,,ინდექსი“
1.
რეკვიზიტი ,,ინდექსი“ დაიტანება მხოლოდ წერილებზე. ინდექსი წარმოადგენს დოკუმენტის პირობით აღნიშვნას, რომელიც მას ენიჭება რეგისტრაციის დროს. ინდექსთან ერთად წერილზე დაიტანება მითითება საპასუხო დოკუმენტზე.
2.
ინდექსი შედგება რიგითი სარეგისტრაციო ნომრისა და საქმეთა ნომენკლატურის მიხედვით მინიჭებული ნომერისაგან. მითითება საპასუხო დოკუმენტზე აიღება შემოსული საინიციატივო წერილისაგან და ფორმდება შემდეგი სახით: ,,პასუხად 08. 07. 05. №12/01-02-ზე“
3.
რეკვიზიტი ,,ინდექსი“ განთავსდება რეკვიზიტ ,,თარიღის“ გასწვრივ ფურცლის მარცხენა მხარეს.
მუხლი 41🔗.
რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ტექსტის სათაური“
1.
რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ტექსტის სათაური“ დაიტანება სამართლებრივ აქტებსა და ამ ტაბელის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“, ,,ე“, ,,ვ“, ,,ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საქმისწარმოების დოკუმენტებზე.
2.
სათაური წარმოადგენს დოკუმენტის შინაარსის მოკლე გადმოცემას და უნდა უთანხმდებოდეს დოკუმენტის სახელწოდებას.
3.
რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ტექსტის სათაური“ განთავსდება რექვიზიტის ,,დოკუმენტის დასახელება“ 2 ინტერვალით ქვემოთ ფურცლის ცენტრალურ ადგილას.
მუხლი 42🔗.
რეკვიზიტი ,,ვიზები“
1.
რეკვიზიტი ,,ვიზა“ დაიტანება მხოლოდ სამართლებრივი აქტების და საქმისწარმოების სხვა დოკუმენტების პროექტებზე და აღნიშნავს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დოკუმენტის პროექტზე თანხმობას.
2.
რეკვიზიტი ,,ვიზა“ ქაღალდზე ამობეჭდილ დოკუმენტებზე დაიტანება მის უკანა მხარეს. ელექტრონულ დოკუმენტებზე ვიზირება ხორციელდება საოფისე პროგრამის მეშვეობით.
3.
ვიზირების შტამპზე ამოიტვიფრება შემდეგი მონაცემები:
ა)
წარწერა ,,ვეთანხმები“;
ბ)
უფლებამოსილი პირის თანამდებობის დასახელება, გვარი და სახელი;
გ)
თარიღის აღმნიშვნელი წარწერა: ,,----- -------- -------- წელი“
დ)
უფლებამოსილი თანამდებობის პირის ფაქსიმილია.
4.
თუ ვიზის მიმცემს აქვს შენიშვნები ან დამატებები დოკუმენტის პროექტზე, იგი ფორმდება ცალკე ფურცელზე, რომელიც დაერთვის ძირითად დოკუმენტს.
მუხლი 43🔗.
რეკვიზიტი ,,ხელმოწერა“
1.
რეკვიზიტი ,,ხელმოწერა“ დაიტანება მუნიციპალიტეტის საქმისწარმოების ყველა დოკუმენტზე, დოკუმენტის ტექსტის 2 ინტერვალით ქვემოთ ერთ ხაზში შესრულებული წარწერის სახით.
2.
რეკვიზიტი ,,ხელმოწერა“ შედგება შემდეგი ნაწილებისაგან:
ა)
თანამდებობის დასახელება;
ბ)
პირადი ხელმოწერა (შესაძლებელია ფაქსიმილიის შტამპის გამოყენება);
გ)
ხელმოწერის გაშიფვრა (სახელი და გვარი).
3.
თანამდებობა მიეთითება სრულად, თუ ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტი ბლანკზე არ სრულდება, ხოლო ბლანკზე შესრულებულ დოკუმენტებზე გამოიყენება თანამდებობის შემოკლებული დასახელება.
4.
ელექტრონულ დოკუმენტებზე რექვიზიტი ,,ხელმოწერა“ გამოიყენება ელექტრონული-ციფრული ხელმოწერის სახით.
მუხლი 44🔗.
რეკვიზიტი ,,აღნიშვნა დოკუმენტის შესრულებისა და მისი საქმეში მოთავსების შესახებ“
1.
რეკვიზიტი ,,აღნიშვნა დოკუმენტის შესრულებისა და მისი საქმეში მოთავსების შესახებ“ დაიტანება ადმინისტრაციული საქმისწარმოების პროცესში საბოლოოდ გაფორმებულ (უკვე შესრულებულ) ქაღალდზე ამობეჭდილ დოკუმენტებზე.
2.
რეკვიზიტი ,,აღნიშვნა დოკუმენტის შესრულებისა და მისი საქმეში მოთავსების შესახებ“ დოკუმენტზე დაიტანება:
ა)
წარწერა ,,საქმეში“
ბ)
თარიღის აღმნიშვნელი წარწერა: ,,----- ------ ------ წ.“;
გ)
საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირის დასახელება, გვარი და სახელი;
დ)
უფლებამოსილი თანამდებობის პირის ფაქსიმილია.
3.
შესრულებული ელექტრონული დოკუმენტების შენახვა დაარქივირება ხორციელდება საოფისე პროგრამების მეშვეობით.
მუხლი 45🔗.
რეკვიზიტი ,,რეზოლუცია“
1.
რეკვიზიტი ,,რეზოლუცია“ დაიტანება შემოსულ და შიდასამსახურებრივ შესასრულებელ დოკუმენტებზე და აღნიშნავს ადმინისტრაციული საქმისწარმოების პროცესში უფლებამოსილი თანამდებობის პირის დავალებას დოკუმენტის შემსრულებელზე.
2.
ქაღალდზე ამობეჭდილ დოკუმენტებზე რეზოლუცია ხელნაწერის სახით დაიტანება დოკუმენტის ზედა მარჯვენა კუთხეში ან რეზოლუციის ფურცელის სახით და ერთვის ძირითად დოკუმენტს. რეზოლუცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა)
დოკუმენტის შემსრულებლის სახელსა და გვარს;
ბ)
დავალების შინაარსს (თუ დავალება სტანდარტულ პროცედურას გულისხმობს, კეთდება წარწერა ,,შესასრულებლად“);
გ)
დავალების შესრულების ვადას;
დ)
ხელმძღვანელის პირად ხელმოწერას და თარიღს.
3.
ელექტრონულ დოკუმენტებზე რექვიზიტი ,,რეზოლუცია“ სრულდება საოფისე პროგრამის მეშვეობით.
მუხლი 46🔗.
რეკვიზიტი ,,დამტკიცების გრიფი“
1.
რეკვიზიტი ,,დამტკიცების გრიფი“ დაიტანება ამ ტაბელის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“, ,,ვ“, ,,ი“ , ,,ლ“, ,,მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საქმისწარმოების დოკუმენტებზე.
2.
რექვიზიტი ,,დამტკიცების გრიფი“ ქაღალდზე ამობეჭდილ დოკუმენტზე დაიტანება 3X5 ზომის შტამპის სახით. შტამპზე ამოიტვიფრება:
ა)
წარწერა ,,ვამტკიცებ“;
ბ)
უფლებამოსილი პირის თანამდებობის დასახელება, გვარი და სახელი ;
გ)
თარიღის აღმნიშვნელი წარწერა: ,,----- -------- -------- წ.“
დ)
უფლებამოსილი თანამდებობის პირის ფაქსიმილია.
3.
დამტკიცების გრიფის გამოყენებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირთა ვინაობა და შტამპების გამოყენების წესი განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით, გამგეობის დებულებით.
4.
დამტკიცების გრიფის შტამპი დაიტანება დოკუმენტის ზედა მარჯვენა კუთხეში.
5.
ელექტრონული დოკუმენტების დამტკიცება ხორციელდება საოფისე პროგრამების მეშვეობით.
მუხლი 47🔗.
რეკვიზიტი ,,ბეჭედი“
1.
რეკვიზიტი ,,ბეჭედი“ დაიტანება შემდეგ დოკუმენტებზე:
ა)
სამართლებრივ აქტებზე;
ბ)
სამივლინებო დავალებებზე (სამივლინებო ფურცლებზე);
გ)
საფინანსო დოკუმენტაციაზე;
დ)
მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ გარიგებებზე;
ე)
ოქმებზე;
ვ)
ცნობებზე;
ზ)
მუნიციპალიტეტის რწმუნებულის სანოტარო აქტებზე.
2.
მუნიციპალიტეტის საქმისწარმოებისას გამოიყენება შემდეგი სახის ბეჭდები:
ა)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბეჭედი;
ბ)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ბეჭედი;
გ)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგობის ბეჭედი;
დ)
ადგილობრივი სამსახურის ბეჭედი;
ე)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ბეჭედი;
3.
ბეჭდების გამოყენებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირთა ვინაობა და ბეჭდების გამოყენების წესი განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით, გამგეობის დებულებით, ადგილობრივი სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებებით.
4.
ბეჭდის ანაბეჭდი დოკუმენტს დაესმება იმგვარად, რომ ტვიფრმა მოიცვას ხელმომწერის თანამდებობის და ხელმოწერის ნაწილი.
5.
ელექტრონულ დოკუმენტებზე ბეჭდის ანალოგს წარმოადგენს ელექტრონული-ციფრული ხელმოწერა.
მუხლი 48🔗.
რეკვიზიტი ,,მუნიციპალიტეტის გერბი“
1.
რეკვიზიტი ,,მუნიციპალიტეტის გერბი“ გამოიყენება:
ა)
სამართლებრივი აქტების ბლანკებზე;
ბ)
წერილების ბლანკებზე;
გ)
ცნობების ბლანკებზე;
დ)
მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგებლისა და გამგეობის რწმუნებულის ბეჭდებზე.
2.
მუნიციპალიტეტის გერბი დოკუმენტების ბლანკებზე დაიტანება სახელმწიფოს მცირე გერბის გასწვრივ, ფურცლის ზედა ნაწილში. გერბის ზემოთ რაიმე წარწერის ან სიმბოლოს დატანა დაუშვებელია.
3.
საქმის წარმოების დოკუმენტებზე და ბეჭდებზე გამოყენებული გერბი ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს საკრებულოს ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გერბის შესახებ“ საკრებულოს დადგენილებაში მოცემულ გერბის აღწერილობას.
მუხლი 49🔗.
რეკვიზიტი ,,ადრესატი“
1.
რეკვიზიტი ,,ადრესატი“ დაიტანება ფოსტით გასაგზავნ წერილებზე და შეიცავს:
ა)
თუ ადრესატი ფიზიკური პირია:
ა.ა)
ადრესატის გვარსა და სახელს;
ა.ბ)
ფიზიკური პირის რეგისტრაციის მიხედვით ადრესატის მისამართს (საფოსტო ინდექსი, ქალაქი, ქუჩა, სახლის №).
ბ)
თუ ადრესატი საჯარო დაწესებულება ან იურიდიული პირია:
ბ.ა)
დაწესებულების (იურიდიული პირის) სრულ დასახელებას სახელობით ბრუნვაში;
ბ.ბ)
ადრესატის თანამდებობას, სახელსა და გვარს მიცემით ბრუნვაში;
ბ.გ)
დაწესებულების (იურიდიული პირის) მისამართს (საფოსტო ინდექსი, ქალაქი, ქუჩა, სახლის №).
2.
დოკუმენტის რამდენიმე ადრესატისადმი გაგზავნისას მითითება ,,ასლი“ არ გამოიყენება. რამდენიმე ადრესატისადმი გაგზავნისას ხელმოწერილი უნდა იქნეს ყველა ეგზემპლარი.
3.
რეკვიზიტი ,,ადრესატი“ განთავსდება დოკუმენტის მარჯვენა ზედა მხარეს.
მუხლი 50🔗.
რეკვიზიტი ,,აღნიშვნა დოკუმენტის შემოსვლის შესახებ“
1.
რეკვიზიტი ,,აღნიშვნა დოკუმენტის შემოსვლის შესახებ“ დაიტანება შემოსულ დოკუმენტებზე, მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციისას.
2.
რეკვიზიტი ,,აღნიშვნა დოკუმენტის შემოსვლის შესახებ“ 3X5 ზომის შტამპის სახით დაიტანება შემოსული დოკუმენტის პირველი ფურცლის მარჯვენა ქვედა კუთხეში.
3.
დოკუმენტის შემოსვლის შტამპზე ამოიტვიფრება:
ა)
დოკუმენტის ადრესატის (საკრებულო, გამგეობა) დასახელება;
ბ)
წარწერა: ,,-------- ---------- -------- წელი“
გ)
წარწერა ,,№------------“
4.
შტამპის დატანის შემდგომ შემოსული დოკუმენტის რეგისტრატორის მიერ ხელით ივსება ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებში განსაზღვრული შტამპის წარწერები, შესაბაბისად მიეთითება დოკუმენტის შემოსვლის თარიღი და შემოსული დოკუმენტისათვის მინიჭებული ინდექსი.
მუხლი 51🔗.
რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ხელმისაწვდომობის გრიფი“
1.
რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ხელმისაწვდომობის გრიფი“ დაიტანება იმ დოკუმენტებზე, რომლებიც შეიცავენ საიდუმლო ან კონფიდენციალურ ინფორმაციას.
2.
რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ხელმისაწვდომობის გრიფი“ საიდუმლო ან კონფიდენციალურ დოკუმენტზე დაიტანება 3X4 ზომის შტამპის სახით. შტამპს დოკუმენტზე დაიტანს მხოლოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირი – საკრებულოს ან გამგეობის აპარატის უფროსი. გასაიდუმლოების შტამპზე ამოტვიფრულია წარწერა ,,საიდუმლოდ“.
3.
გასაიდუმლოების შტამპი დოკუმენტის პირველი გვერდის მარჯვენა ზედა კუთხეში დაიტანება.