საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების და სხვა ობიექტების დაცვის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 04.11.2013
ძალის დაკარგვა 27.01.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №276
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016231
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 7,371 სიტყვა · ~37 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.11.2013 მიღება
27.01.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მინისტრი სოზარ სუბარი მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების და სხვა ობიექტების დაცვის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება  №276 2013 წლის 4 ნოემბერი ქ. თბილისი „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების და სხვა ობიექტების დაცვის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“    პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების და სხვა ობიექტების დაცვის ინსტრუქცია თანდართული რედაქციით. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრისოზარ სუბარი დანართი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის  დაწესებულებების და სხვა ობიექტების დაცვის  ინსტრუქცია თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. 1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების და სხვა ობიექტების დაცვის  ინსტრუქცია (შემდგომში - ინსტრუქცია) განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში - დეპარტამენტი) დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისა და სხვა ობიექტების (შემდგომში - ობიექტი) დაცვის განხორციელების წესს. 2. ობიექტების დაცვას ახორციელებენ დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს (შემდგომში - მთავარი სამმართველო) გარე დაცვლის სამმართველოს (შემდგომში - სამმართველო) განყოფილებები (შემდგომში - განყოფილება). 3. განყოფილების დანიშნულებაა ობიექტების და ბრალდებულების/მსჯავრდებულების დაცვა, დაცულ ობიექტებზე დადგენილი სასაშვო რეჟიმის განხორციელება, დაწესებულებებიდან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაქცევის აღკვეთა, დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ დასახული სხვა ამოცანების შერულება. 4. განყოფილების მოსამსახურეები ვალდებულნი არიან მკაცრად დაიცვან საქრთველოს კანონმდებლობა, მორალური და ფიზიკური ძალების სრული დატვირთვით შეასრულონ სამსახურებრივი ამოცანები, გამოიჩინონ გამძლეობა, სიმამაცე, პატიოსნება, გონიერი ინიციატივა და საზრიანობა. სამმართველოს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი ამოცანების შესრულება წარმოადგენს საბრძოლო ამოცანის შესრულებას. ამ წესების  დამრღვევებს ეკისრებათ დისციპლინური ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. მუხლი 2🔗. ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) გარე აკრძალული ზოლი - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულების  გარე დამცავი ღობის გარე პერიმეტრი 20 მეტრის რადიუსით;      ბ) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულების საცხოვრებელ ზონებსა და საწარმოო ობიექტებზე დაცვის ხაზი - გარე პერიმეტრის ძირითადი ღობე, საკონტროლო-გამშვები პუნქტის გარეთა კარები, დაწესებულების ადმინისტრაციული შენობისა და ძირითად ღობესთან არსებული ახლომდებარე სხვა შენობების გარეთა კედელი; გ) შიდა აკრძალული ზოლი - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულების  შიდა მხარეს გარე დამცავ ღობესა და პირველად დამაბრკოლებელ ღობეს შორის ადგილი; დ) ობიექტის დაცვა - განყოფილების მიერ განხორციელებულ ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც ხორციელდება ობიექტზე თავდასხმის აღკვეთის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაქცევისა და მათ მიერ სხვა დანაშაულის ჩადენის აღკვეთის, დამრღვევების დაკავების, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ გამოსაყენებლად აკრძალული ნივთების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ობიექტზე მოხვედრის დაუშვებლობის, აგრეთვე მატერიალური ბაზის შენახულობის უზრუნველყოფის მიზნით; ე) ყარაული - განყოფილების შეიარაღებული მოსამსახურეებისაგან (მათშორის სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეებისაგან) შემდგარი ჯგუფი, რომელიც გამოიყოფა, როგორც წესი, ოცეულის შემადგენლობაში და განკუთვნილია  ობიექტების ან/და ობიექტებზე მყოფი, ბრალდებულების/მსჯავრდებულების დასაცავად, ობიექტების დაცვისა და თავდაცვისათვის საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად;        ვ) გუშაგი - შეიარაღებული სამმართველოს მოსამსახურე ან/და სამხედრო სავალდებულო მოსამსახურე, რომელიც ასრულებს საბრძოლო ამოცანას მასზე გაპიროვნებულ საგუშაგოს დაცვისა და თავდაცვის მიზნით; ზ) საგუშაგო - ყველაფერი, რისი დაცვაც დაევალა გუშაგს, აგრეთვე ადგილი ან ადგილმდებარეობის მონაკვეთი, რომელზედაც გუშაგი ასრულებს თავის მოვალეობებს; თ) ყარაულის მოქმედების ზონა - გარე აკრძალულის ზოლიდან  5 კმ. რადიუსის მანძილი.      მუხლი 3🔗. სამმართველო ახორციელებს: ა) დეპარტამენტის, დაწესებულებების და სხვა ობიექტების გარე პერიმეტრის, დაწესებულებათა საცხოვრებელი ზონებისა და მათი მიმდებარე დაწესებულებათა საწარმოო ობიექტების დაცვას; ბ) დეპარტამენტსა და დაწესებულებებში აკრძალული ნივთების და ნივთიერებების მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით, სათანადო ღონისძიებების გატარებას და კონტროლს მის შესრულებაზე; გ) სასაშვო-გამშვები რეჟიმის განხორციელებას დაცულ ობიექტებზე; დ) დაწესებულებებიდან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაქცევის აღკვეთას და გაქცეულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შეჩერებას; ე) დაცულ ობიექტებზე, ყარაულებზე და სამსახურებრივ განაწესებზე თავდასხმების მოგერიებას და თავდამსხმელთა დაკავებას; ვ) დაწესებულებებში მასობრივი არეულობების ფაქტების თავიდან აცილების მიზნით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან კოორდინირებულ მუშაობას; ზ) დაცული ობიექტების ტერიტორიაზე და მათ მახლობლად ხანძრების, ბუნებრივი და ტექნოლოგიური ხასიათის საგანგებო შემთხვევების ლიკვიდაციაში მონაწილეობა შეძლებისდაგვარად; თ) ,,ბ“, ,,დ“, ,,ე“, ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ან/და სპეციალურად გამოყოფილ თანამშრომლებთან კოორდინირებულ მუშაობას. მუხლი 4🔗. 1. სამსახურებრივი ამოცანების შესასრულებლად სამმართველოდან გამოიყოფა შემდეგი ძალები და საშუალებები: ა) პირადი შემადგენლობა; ბ) შეიარაღება; გ) კავშირგაბმულობის საშუალებები; დ) სატრანსპორტო საშუალებები; ე) სპეციალური საშუალებები; ვ) დაცვის ტექნიკური საშუალებები. 2. სამმართველოს სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი საქმიანობის განსახორციელებლად დადგენილია როგორც ყაზარმული, ასევე მორიგეობის (სამ დღე-ღამეში ერთი დღე-ღამე) რეჟიმი. თავი II. ობიექტთა დაცვის საფუძვლები მუხლი 5🔗. 1. დაწესებულებათა ობიექტები, რომლებიც დაცვას ექვემდებარება, მათი ფუნქციონირების ვადების მიხედვით იყოფა შემდეგ სახეობებად: ა) მუდმივი; ბ) დროებითი; გ) მოკლევადიანი. 2. მუდმივ ობიექტებს მიეკუთვნება დაწესებულებათა საცხოვრებელი ზონები, მათი მიმდებარე საწარმოო ზონები, საწარმოო ობიექტები მათზე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ორ წელზე მეტი მუშაობის ხანგრძლივობით. 3. დროებით ობიექტებს მიეკუთვნება დაწესებულებათა საწარმოო ობიექტები მათზე მსჯავრდებულთა სამი თვიდან ორ წლამდე მუშაობის ხანგრძლივობით. 4. მოკლევადიან ობიექტებს მიეკუთვნება დაწესებულებათა საწარმოო ობიექტები მათზე მსჯავრდებულთა არა უმეტეს სამი თვის მუშაობის ხანგრძლივობით. მუხლი 6🔗. 1. სამმართველოს წინაშე მდგარი ამოცანების წარმატებით შესრულების მიზნით, ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლში აღნიშნული ძალებისა და საშუალებების ეფექტური და ეკონომიური გამოყენებით იქმნება ობიექტების დაცვის სისტემა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს დასაცავი ობიექტის ხასიათს და თავისებურებებს და უზრუნველყოფდეს ობიექტის დაცვის საიმედოობას. 2. ობიექტების დაცვის სისტემა მოიცავს ობიექტების დაცვისა და თავდაცვის გეგმას, ყარაულს, მისი განლაგების ადგილს, საგუშაგოებს, დაკვირვებისა და ცეცხლის გახსნის სექტორებს, მოძრაობის მარშრუტებს, დაცვის საინჟინრო - ტექნიკურ საშუალებებს, ობიექტის დასაცავად გამოყენებად სხვა საშუალებებსა და რეზერვებს. 3. ობიექტების დაცვის სისტემას განსაზღვრავს მთავარი სამმართველო დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარ სამმართველოსთან ერთად და ათანხმებს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან დაცვისა და ბადრაგირების დარგში. ობიექტების დაცვის სისტემას ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. მუხლი 7🔗. 1. ობიექტების დაცვისა და თავდაცვის გეგმას ადგენს შესაბამისი განყოფილების უფროსი და ამტკიცებს მთავარი სამმართველოს უფროსი დაცვისა და ბადრაგირების დარგში დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან შეთანხმებით. 2. ობიექტების დაცვისა და თავდაცვის გეგმა შედგება: ა) ობიექტების დაცვისა და თავდაცვის სქემისაგან; ბ) საგუშაგოების ტაბელისაგან; გ) ყარაულის ცვლის უფროსისადმი ინსტრუქციისაგან; დ) ყარაულის ცვლის უფროსისადმი საგანგებო შემთხვევების დროს სამოქმედო ინსრტუქციისაგან; ე) ყარაულის ცვლის უფროსის მოადგილისადმი ინსტრუქციისაგან; ვ) ყარაულის საბრძოლო გათვლისაგან; ზ) განყოფილების მოსამსახურეების განგაშით გამოძახების სქემისაგან. მუხლი 8🔗. 1. ობიექტების დაცვისა და თავდაცვის სქემაზე დადგენილი პირობითი ნიშნებით და აღნიშვნებით აღინიშნება: ა) დასაცავი ობიექტის ძირითადი შემოღობვა, შიდა აკრძალული ზოლის შემოღობვა; ბ) საგუშაგოების საზღვრები და დაწესებულების საცხოვრებელ ზონებსა და საწარმოო ობიექტებზე დაცვის ხაზი. გ) საგუშაგო კოშკურების განლაგება და პატრულირების მარშრუტები; დ) დაწესებულებების ადმინისტრაციული, საცხოვრებელი, საწარმოო, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო და სხვა დამხმარე შენობა-ნაგებობების განლაგების ზუსტი ადგილები;      ე) მსჯავრდებულთა გაქცევისათვის ყველაზე მეტად სავარაუდო ადგილები; ვ) საგუშაგოების სახიფათო მისადგომები. 2. ობიექტების დაცვისა და თავდაცვის სქემაზე ცალკე აღინიშნება: ა) შიდა და გარე აკრძალული ზონების ჭრილი; ბ) საყარაულო შენობისა, სასაშვო-გამშვები და საკონტროლო-გამშვები პუნქტის გეგმა, მასზე დამონტაჟებული გაქცევის საწინააღმდეგო ზღუდეებისა და დაცვის ტექნიკური საშუალებების მოწყობილობების მითითებით; გ) მიწისქვეშა კომუნიკაციების ჭრილი, მასში დაყენებული დაცვის საინჟინრო-ტექნიკური საშუალებებით; დ) ცხრილი ყარაულის შემადგენლობის ჩვენებით სამსახურის შესრულების ჩვეულებრივი და გაძლიერებული რეჟიმებისათვის.  3. ობიექტების დაცვისა და თავდაცვის სქემისათვის შემუშავდება განმარტებითი ბარათი, რომელშიც მიეთითება: ა) დაცული ობიექტის პერიმეტრის სიგრძე; ბ) ობიექტის დაცვის ხერხი და რეჟიმის სახეობა; გ) ობიექტის დაცვის წარმოების ხასიათი; დ) ობიექტის დაცვის ორგანიზაციისათვის მნიშვნელოვანი სხვა მონაცემები. მუხლი 9🔗. საგუშაგოების ტაბელში მიეთითება: ა) რა ექვემდებარება გუშაგის დაცვას ყოველი საგუშაგოს მიხედვით; ბ) გუშაგის განსაკუთრებული მოვალეობანი საგუშაგო სამსახურის კონკრეტული პირობების გათვალისწინებით; გ) საგუშაგოზე არსებული ვითარების თაობაზე მოხსენების ვადები და წესი; დ) მანძილი საგუშაგოსთან, რომელზე ახლოსაც უცხო პირთა დაშვება აკრძალულია; ე) გუშაგის მოქმედების წესი საგუშაგოზე თავდასხმის, მსჯავრდებულთა შიდა აკრძალული ზოლის შემოღობვასთან მიახლოების, მასში შეღწევის, ძირითადი შემოღობვისადმი მიახლოების, მისი გადალახვის, ძირითად შემოღობვაზე საგნების გადასროლის, გარე აკრძალულ ზონაში უცხო პირთა შეღწევის, მასობრივი არეულობებისა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შორის საზოგადოებრივი წესრიგის ჯგუფური დარღვევების, ხანძრის, სტიქიური უბედურებების შემთხვევებში; ვ) მეზობელი საგუშაგოების გუშაგებთან, დაწესებულების მორიგე ცვლასთან ურთიერთმოქმედების წესი; ზ) იარაღის გამოყენების აკრძალვის და გამოყენების შემთხვევები; თ) ყოველ საგუშაგოზე დაცვის ტექნიკური საშუალებების ტიპი და მარკა; ი) აღმოჩენისა და კავშირგაბმულობის ტექნიკური საშუალებების მწყობრიდან გამოსვლისას მოქმედების წესი. მუხლი 10🔗. ყარაულის ცვლის უფროსისადმი ინსტრუქციაში მიეთითება: ა) ყარაულის ამოცანები და დასაცავი ობიექტის თავისებურებებიდან გამომდინარე ყარაულის ცვლის უფროსის განსაკუთრებული მოვალეობები; ბ) ობიექტის დასაცავად მიღებისას და დაცვის მოხსნისას ყარაულის ცვლის უფროსის მოქმედების თანმიმდევრობა და წესები; გ) დაცვის ტექნიკური საშუალებების შემოწმების პერიოდულობა და წესი; დ) ღამით და უამინდობაში დასაცავი ობიექტის დაცვის გაძლიერების ღონისძიებები; ე) მითითებები დაცულ ობიექტზე თავდასხმის, დაცვის საინჟინრო-ტექნიკური საშუალებების მწყობრიდან გამოსვლის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაქცევის, მასობრივი არეულობების ან საზოგადოებრივი წესრიგის ჯგუფური დარღვევების, ძირითად ზღურბლზე საგნების გადასროლის, ხანძრის, სტიქიური უბედურებების შემთხვევებში ყარაულის მოქმედებების თაობაზე, აგრეთვე მითითებები იარაღისა და საბრძოლო მასალების შენახულობის უზრუნველყოფის თაობაზე; ვ) ყარაულის უფროსის დასვენების დრო, თუ ყარაულების ცვლა ხდება დღე-ღამეში ერთხელ. მუხლი 11🔗. ყარაულის ცვლის უფროსისადმი საგანგებო შემთხვევების დროს სამოქმედო ინსტრუქციაში მიეთითება: ა) ყარაულში განგაშის გამოცხადების საფუძვლები და წესი; ბ) ყარაულის ცვლის უფროსის მოქმედება სხვადასხვა საგანგებო შემთხვევების წარმოქმნის დროს. მუხლი 12🔗. ყარაულის ცვლის უფროსის მოადგილისადმი ინსტრუქციაში მიეთითება: ა) რა უნდა იცოდეს ყარაულის ცვლის უფროსის მოადგილემ, დასაცავი ობიექტის თავისებურებიდან გამომდინარე; ბ) ყარაულებისა და გუშაგების ცვლისას მოქმედების წესი; გ) ყარაულის შემმოწმებელ პირთა თანხლებისა და გაცილების წესი; დ) ყარაულის ცვლის უფროსის მძიმე ავადმყოფობის, დაჭრის, დაღუპვის შემთხვევაში მოქმედების წესი; ე) მოქმედება სხვადასხვა საგანგებო შემთხვევების წარმოქმნის დროს; ვ) დასვენების დრო, თუ ყარაულების ცვლა ხდება დღე-ღამეში ერთხელ. მუხლი 13🔗. ყარაულის საბრძოლო გათვლაში მიეთითება: ა) სარეზერვო ჯგუფები საგუშაგოებისა და ცვლების მიხედვით; ბ) სარეზერვო ჯგუფების მოქმედება საგანგებო შემთხვევების წარმოშობის შემთხვევაში; გ) სარეზერვო ჯგუფების მოქმედების არეალი. მუხლი 14🔗. განყოფილების მოსამსახურეების განგაშით გამოძახების სქემაში მიეთითება: ა) განყოფილების მოსამსახურეების სია ყარაულების ცვლების მიხედვით, მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართები და საკონტაქტო ტელეფონის ნომრები; ბ) განყოფილების მოსამსახურეების გამოძახების თანმიმდევრობა და გამოძახებაზე პასუხისმგებელი პირი. მუხლი 15🔗. 1. ობიექტის დაცვა შეიძლება განხორციელდეს ობიექტზე გუშაგების განთავსებით ან ყარაულის ოპერატიული მორიგეობით. 2. ობიექტის დაცვის შესაძლო ხერხებია: ა) საგუშაგო კოშკურებიდან თვალთვალი; ბ) დასაცავი ობიექტის პერიმეტრში პატრულირება; გ) ცალკეული ობიექტების დაცვა გუშაგების მიერ გადაადგილების გარეშე. 3. ობიექტების დაცვის ორგანიზებისას ობიექტის ხასიათისა და ადგილმდებარეობის რელიეფის მიხედვით გუშაგს მოენიშნება დასაცავი ზოლის მონაკვეთი შემდეგი მანძილით: ა) საგუშაგო კოშკურებიდან ობიექტის დაცვისას - 400 მეტრამდე; ბ) პატრულირების ხერხით ობიექტის დაცვისას - 500 მეტრამდე ღამე და 1000 მეტრამდე დღე. 4. თუ დასაცავი ობიექტის პერიმეტრის სიგრძე აღემატება 2000 მეტრს, მის დასაცავად გამოიყოფა ორი ან მეტი ყარაული, რომლებიც განლაგდებიან ცალ-ცალკე საყარაულო შენობებში. 5. მსჯავრდებულთა გაქცევის აღსაკვეთად ყარაულებისათვის დგინდება მოქმედების ზონა დაცვის ხაზიდან 5 კილომეტრამდე რადიუსით. თავი III. ობიექტების მიღება დასაცავად მუხლი 16🔗. ობიექტს დასაცავად იღებს სამმართველო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე. დასაცავი ობიექტის დაცვის მოხსნა დასაშვებია დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით. ობიექტის დასაცავად მიღება და დაცვის მოხსნა ფორმდება შესაბამისი აქტით. მუხლი 17🔗. 1. სამმართველოს მოსამსახურეები ობიექტების დაცვისას ფიზიკურ ძალას, სპეციალურ საშუალებებსა და ცეცხლსასროლ იარაღს იყენებენ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) დაწესებულებებისა და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ვრცელდება სარეჟიმო მოთხოვნა; ბ) დაცულ ობიექტებზე; გ) გაქცეულ მსჯავრდებულთა დევნა-დაკავებისას. 2. ყარაულის შემადგენლობაში მყოფი სამმართველოს მოსამსახურეები თავდასხმის ან თავდასხმის მცდელობისას, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაქცევისას ან გაქცევის მცდელობისას ფიზიკურ ძალას, სპეციალურ საშუალებებსა და ცეცხლსასროლ იარაღს იყენებენ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. გაქცევა ჩაითვლება აცილებულად, თუ გაქცევის მცდელობის ჩამდენი პირი შეჩერებულ იქნა აკრძალულ ზოლში. 4. გაქცევა ჩაითვლება აღკვეთილად, თუ გაქცეული პირი შეჩერებულ იქნა ყარაულის მოქმედების ზონაში, აგრეთვე თუ პირი დაკავებული იქნა უშუალო დევნის ან კვალზე დევნის შედეგად და მას არ ჩაუდენია ახალი დანაშაული. 5. სამმართველოს მოსამსახურეები, რომლებმაც აუცილებლობის შემთხვევაში არ გამოიყენეს ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი IV. დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირთა მოვალეობანი ობიექტის დაცვის ორგანიზაციაში მუხლი 18🔗. მთავარი სამმართველოს საქმიანობას კორდინაციასა და კონტროლს უწევს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე დაცვისა და ბადრაგირების დარგში. მუხლი 19🔗. 1. მთავარი სამმართველოს უფროსი პასუხისმგებელია სამმართველოში მტკიცე დისციპლინის დაცვაზე, სამსახურის ორგანიზებასა და შესრულებაზე, სამმართველოს მოსამსახურეების მომზადებისათვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფაზე, ხანძრსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვასა და შესრულებაზე. 2. მთავარი სამართველოს უფროსი ვალდებულია: ა)  აკონტროლოს სამმართველოს მოსამსახურეების მუშაობა; ბ) უხელმძღვანელოს დასაცავი ობიექტების დაცვის სისტემის მოწყობას; გ) უხელმძღვანელოს სამმართველოს მოსამსახურეთა სწავლების დაგეგმვასა და ჩატარებას; დ) უხელმძღვანელოს ახლად გახსნილი ობიექტების დაცვის ქვეშ აყვანას და მათი მზადყოფნის შემოწმებას; ე) სისტემატურად გააანალიზოს სამმართველოში დისციპლინისა და სამსახურის შესრულების მდგომარეობა, დროულად მიიღოს ზომები მათ გასაუმჯობესებლად და ყოველგვარი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად. ვ) არანაკლებ თვეში ერთხელ შეამოწმოს სამმართველოს ყარაულების მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულება; ზ) მუდმივად შეისწავლოს სამსახურებრივი მდგომარეობა დაცულ ობიექტებზე და დროულად მიიღოს აუცილებელი ზომები; თ) ყოველთვიურად შეიმუშაოს და დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს დაცვისა და ბადრაგირების დარგში წარუდგინოს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ ყარაულების მუშაობაზე კონტროლის გრაფიკი, გააანალიზოს კონტროლის შედეგები და მიიღოს ზომები გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად; ი) 6 თვეში ერთხელ მაინც შეისწავლოს ობიექტების დაცვის ტექნიკური საშუალებების მდგომარეობა და დროულად მიიღოს ზომები ყოველგვარი გაუმართაობის აღმოსაფხვრელად; კ) კონტროლი გაუწიოს შეიარაღების, საბრძოლო მასალების, ტექნიკისა და სხვა მატერიალური საშუალებების აღრიცხვას, მათ სწორ ექსპლუატაციასა და შენახვის წესების დაცვას; ლ) უხელმძღვანელოს სამმართველოში სასწავლო-საკონტროლო მეცადინეობების დაგეგმვასა და ჩატარებას. მუხლი 20🔗. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ვალდებულია: ა) ხელი შეუწყოს მთავარი სამმართველოს უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) ზედამხედველობა გაუწიოს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას. მუხლი 21🔗. სამმართველოს უფროსი ვალდებულია: ა) ყოველდღიურად უხელმძღვანელოს სამმართველოს მოსამსახურეების მუშაობას; ბ) უხელმძღვანელოს დასაცავი ობიექტების დაცვის სისტემის მოწყობას და დაამტკიცოს ობიექტების დაცვის ყარაულების განრიგი; გ) უხელმძღვანელოს სამმართველოს მოსამსახურეთა სწავლების დაგეგმვასა და ჩატარებას; დ) მონაწილეობა მიიღოს ახლად გახსნილი დაწესებულებების, საწარმოო ობიექტების დაცვის ქვეშ აყვანაში და მათი მზადყოფნის შემოწმებაში; ე) სისტემატურად გააანალიზოს სამმართველოში დისციპლინისა და სამსახურის შესრულების მდგომარეობა, დროულად მიიღოს ზომები მათ გასაუმჯობესებლად და ყოველგვარი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად; ვ) ჩაატაროს სამუშაოები სიფხიზლის ასამაღლებლად და სახელმწიფო საიდუმლოების შენახვისათვის; ზ) კვირაში ერთხელ მაინც შეამოწმოს ყარაულების მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულება; თ) მუდმივად შეისწავლოს ოპერატიული ვითარება დაცულ ობიექტებზე და დროულად მიიღოს აუცილებელი ზომები ვითარების შესაცვლელად; ი) არანაკლებ კვარტალში ერთხელ ჩაატაროს განყოფილების მოსამსახურეთა შეკრება (ვარჯიში) საგანგებო სიტუაციებში სამოქმედოდ; კ) უხელმძღვანელოს განყოფილების მოსამსახურეების მოქმედებებს დაცულ ობიექტზე ვითარების გართულებისას ზემდგომი ხელმძღვანელი პირის (პირების) მოსვლამდე, მისი (მათი) მოსვლის შემდეგ მოახსენოს მას (მათ) ჩატარებული ღონისძიებების შესახებ და შემდგომში იმოქმედოს მისი (მათი) მითითებების შესაბამისად; ლ) მიიღოს გადაწყვეტილებები განყოფილების სამსახურებრივ ამოცანათა შესასრულებლად ნახევარი წლისათვის, ყოველთვიურად შეაფასოს ვითარება დაცულ ობიექტებზე და მიიღოს შესაბამისი ზომები; მ) ყოველთვიურად შეიმუშაოს და წარუდგინოს მთავარი სამმართველოს უფროსს განყოფილებების მიერ სამსახურის შესრულების შემოწმების გრაფიკი და პირადად მიიღოს მონაწილეობა განყოფილებების შემოწმებაში; ნ) ორგანიზება გაუწიოს განყოფილებების და დაწესებულებების შესაბამისი სამსახურების მუდმივ ურთიერთმოქმედებას; ო) მონაწილეობა მიიღოს განყოფილებების მოსამსახურეთა სამსახურებრივი საქმიანობის შედეგების შეჯამებაში; პ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს ბრალდებუთა/მსჯავრდებულთა გაქცევის ფაქტებზე სამსახურებრივ მოკვლევის ჩატარებაში, დროულად მოახსენოს ამის შესახებ მთავარ სამმართველოს უფროსს და დროულად მიიღოს ზომები ასეთი ფაქტების პრევენციისათვის. ჟ) ჩაატაროს ობიექტების დაცვის ტექნიკური საშუალებებით მოწყობის, საყარაულო შენობების, გაჩხრეკვის ოთახებისა, სასაშვო-გამშვები და საკონტროლო-გამშვები პუნქტების სათანადო მდგომარეობაში ყოფნისა და მათი აუცილებელი ქონებითა და ინვენტარით აღჭურვის ღონისძიებები; რ) უზრუნველყოს განყოფილებებში არსებული შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და ტექნიკის აღრიცხვის, შენახვისა და სწორი ექსპლუატაციის წესების დაცვის ღონისძიებების დროული დაგეგმვა და მათი შესრულების კონტროლი. მუხლი 22🔗. 1. სამმართველოს უფროსის მოადგილე ვალდებულია: ა) მონაწილეობა მიიღოს ობიექტების დაცვის სისტემის მოწყობაში; ბ) მონაწილეობა მიიღოს სამმართველოს მოსამსახურეთა სწავლების დაგეგმვასა და ჩატარებაში; გ) სამმართველოს უფროსის დავალებით შეამოწმოს ყარაულების მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულება; დ) მონაწილეობა მიიღოს სამმართველოს მოსამსახურეთა სამსახურეობრივი საქმიანობის შედეგების შეჯამებაში; ე) მონაწილეობა მიიღოს სამსახურისათვის აუცილებელი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში; 2. სამმართველოს უფროსის მოადგილე ექვემდებარება სამმართველოს უფროსს. მუხლი 23🔗. 1. სამმართველოს საორგანიზაციო განყოფილების უფროსი ექვემდებარება სამმართველოს უფროსს, სამმართველოს უფროსის მოადგილეს და განყოფილების ყველა მოსამსახურისათვის ითვლება უშუალო უფროსად. 2. საორგანიზაციო განყოფილების უფროსი პასუხს აგებს განყოფილებაში მტკიცე დისციპლინის დაცვაზე, განყოფილების დასაცავ ობიექტებზე ცვლების მიერ სამსახურის ორგანიზებასა და შესრულებაზე, განყოფილების მოსამსახურეების ყოველდღიური ყოფისა და მომზადებისათვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფაზე,  განყოფილების დასაცავ ობიექტებზე ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დაცვაზე, განყოფილების მოსამსახურეების მუდმივ მზადყოფნაზე საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედებისათვის, განყოფილების მიერ გაწეული მუშაობის შედეგების შეგროვებასა და ანალიზზე, სამმართველოსათვის საჭირო სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა რაოდენობის განსაზღვრაზე, შესაბამისი განაცხადების მომზადებაზე, სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა საწყის მომზადებასა და მათ განაწილებაზე. 3. საორგანაიზაციო განყოფილების უფროსი ვალდებულია: ა) დაგეგმოს დეპარტამენტისა და ობიექტების დაცვის ღონისძიებები  და უზრუნველყოს მათი შესრულება; ბ) დეპარტამენტსა და დაწესებულებებში აკრძალული ნივთებისა და ნივთიერებების მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით დაგეგმოს ღონისძიებები  და განახორციელოს მათი შესრულების კონტროლი; გ) განყოფილებებიდან შეაგროვოს და გააანალიზოს ოპერატიულ-სამსახურებრივი მდგომარეობის შესახებ მონაცემები,  გააკეთოს დასკვნები, მოამზადოს წინადადებები და წარუდგინოს სამმართველოს უფროსს; დ) მონაწილეობა მიიღოს სამსახურისათვის აუცილებელი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში; ე) შეიმუშაოს და სამმართველოს უფროსს წარუდგინოს სამმართველოს მოსამსახურეების მომზადებისა და სწავლების პროგრამები, სასწავლო-მეთოდური სახელმძღვანელოები, ორგანიზება გაუკეთოს სასწავლო-მეთოდურ შეკრებებსა და ტრენინგებს, მოსამსახურეთა მომზადებასა და გადამზადებას; ვ) მონაწილეობა მიიღოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად საგანგებო სიტუაციებში მოქმედებების ხარისხის ამაღლებისათვის სწავლებებისა და ვარჯიშების მომზადებასა და ჩატარებაში; ზ)  სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით პერიოდულად შეამოწმოს განყოფილებების მიერ სამსახურებრივი საქმიანობის შესრულება, შემოწმების შედეგები და გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის შესახებ წინადადებები წარუდგინოს სამმართველოს უფროსს; თ) განყოფილებებიდან დროულად მიიღოს განაცხადები სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა საჭირო რაოდენობების შესახებ, მოამზადოს საერთო განაცხადი და წარუდგინოს სამმართველოს უფროსს; ი) შეიმუშაოს სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა საწყისი მომზადების პროგრამები, გეგმები, დამხმარე სასწავლო-მეთოდური სახელმძღვანელოები და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამმართველოს უფროსს; კ) უხელმძღვანელოს სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა საწყისი მომზადების დაგეგმვასა და ჩატარებას. მუხლი 24🔗. 1. ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი ექვემდებარება სამმართველოს უფროსს, სამმართველოს უფროსის მოადგილეს და განყოფილების ყველა მოსამსახურისათვის ითვლება უშუალო უფროსად. 2. ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი პასუხს აგებს განყოფილებაში მტკიცე დისციპლინის დაცვაზე, განყოფილების მოსამსახურეების ყოველდღიური ყოფაზე და მომზადებისათვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფაზე, განყოფილებაში ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვასა და უზრუნველყოფაზე, განყოფილების მოსამსახურეების მუდმივ მზადყოფნაზე საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედებისათვის, სამმართველოს და მის დაქვემდებარეაში არსებული განყოფილებების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე. 3. ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი ვალდებულია: ა) მონაწილეობა მიიღოს ობიექტების დაცვის ქვეშ მიღებაში და მათი დაცვის სისტემის შექმნაში; ბ) მუდმივად მიიღოს განყოფილებებისაგან ინფორმაცია დაცვის ტექნიკური და სხვა მატერიალური საშუალებების მდგომარეობის შესახებ, შეიმუშაოს და წარუდგინოს სამმართველოს უფროსს წინადადებები ნაკლოვანებების აღმოფხვრის შესახებ; გ) სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით პერიოდულად შეამოწმოს განყოფილებებში არსებული შეიარაღების, საბრძოლო მასალების, დაცვის ტექნიკური საშუალებებისა და სხვა მატერიალური საშუალებების არსებობა, მდგომარეობა, შენახვისა და ექსპლუატაციის წესების დაცვა, შემოწმების შედეგები და გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის შესახებ წინადადებები წარუდგინოს სამმართველოს უფროსს; დ) მონაწილეობა მიიღოს სამმართველოს სხვა განყოფილებებთან ერთად საგანგებო სიტუაციებში მოქმედებების ხარისხის ამაღლებისათვის სწავლებებისა და ვარჯიშების მომზადებასა და ჩატარებაში; ე) მონაწილეობა მიიღოს სამსახურისათვის აუცილებელი სამართლებლივი აქტების პროექტების შემუშავებაში; ვ) დროულად მოამზადოს განაცხადები განყოფილებების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის და წარუდგინოს სამმართველოს უფროსს; ზ) მონაწილეობა მიიღოს სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა საწყისი მომზადების პროგრამების, გეგმებისა და დამხმარე სასწავლო-მეთოდური სახელმძღვანელოების შემუშავებაში. მუხლი 25🔗. 1. სპეციალური დაცვის განყოფილების უფროსი ექვემდებარება სამმართველოს უფროსს, სამმართველოს უფროსის მოადგილეს და განყოფილების ყველა მოსამსახურისათვის ითვლება უშუალო უფროსად. 2. სპეციალური დაცვის განყოფილების უფროსი პასუხს აგებს განყოფილებაში მტკიცე დისციპლინის დაცვაზე, განყოფილების მოსამსახურეების ყოველდღიური ყოფაზე და მომზადებისათვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფაზე, განყოფილებაში ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვასა და უზრუნველყოფაზე, განყოფილების მოსამსახურეების მუდმივ მზადყოფნაზე საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედებისათვის. 3. სპეციალური დაცვის განყოფილების უფროსი ვალდებულია: ა) მონაწილეობა მიიღოს ობიექტების დაცვის ქვეშ მიღებაში და მათი დაცვის სისტემის შექმნაში; ბ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს მინისტრის, დეპარტამენტის თავმჯდომარის და სხვა თანამდებობის პირების პირად უსაფრთხოება; მუხლი 26🔗. 1. N1 - N17 განყოფილების უფროსი ექვემდებარება სამმართველოს უფროსს, სამმართველოს უფროსის მოადგილეს და განყოფილების ყველა მოსამსახურისათვის ითვლება უშუალო უფროსად. 2. განყოფილების უფროსი პასუხს აგებს განყოფილებაში მტკიცე დისციპლინის დაცვაზე, განყოფილების ყარაულის მიერ სამსახურის შესრულებაზე, განყოფილების მოსამსახურეების ყოველდღიურ ყოფასა და მომზადებისათვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფაზე, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვასა და შესრულებაზე, განყოფილების მოსამსახურეების მუდმივ მზადყოფნაზე საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედებისათვის, ყარაულის ცვლებში მოსამსახურეების სწორ განაწილებაზე, განყოფილებაზე რიცხული იარაღის, საბრძოლო მასალებისა და დაცვის ტექნიკური საშუალებების სწორ შენახვასა და ექსპლუატაციაზე. 3. განყოფილების უფროსი ვალდებულია: ა) იცოდეს განყოფილების მოსამსახურეების რაოდენობა, მორალური და საქმიანი თვისებები; ბ) სამმართველოს უფროსს დროულად წარუდგინოს განაცხადები მოსამსახურეებითა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით განყოფილების დასაკომპლექტებლად; გ) მოამზადოს განყოფილების ძალები და საშუალებები ყოველდღიური ამოცანების შესასრულებლად და საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედებისათვის; დ) ყოველდღიურად ჩაატაროს ინსტრუქტაჟი ყარაულის ცვლის უფროსებთან და მათ მოადგილეებთან, დაუსვას ამოცანები და გააცნოს იმ დროისათვის არსებული სიახლეები; ე) ყოველდღიურად ჩაატაროს სამუშაოს შესრულების შედეგების შეჯამება, განიხილოს საგუშაგო უწყისი, მიიღოს აუცილებელი ზომები გამოვლენილი ნაკლოვანებების დროული აღმოფხვრისათვის; ვ) ყოველდღიურად განახორციელოს გარე აკრძალული ზოლის დათვალიერება და სასწრაფოდ მიიღოს ზომები გამოვლენილ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად; ზ) უზრუნველყოს განყოფილებაზე რიცხული იარაღის, საბრძოლო მასალების, სპეციალური საშუალებების შენახვის წესების დაცვა და სწორი ექსპლუატაცია, არანაკლებ კვირაში ერთხელ შეამოწმოს მათი მდგომარეობა, შენახვის პირობები და შემოწმების შესახებ შეადგინოს შესაბამისი ოქმი; თ) ყოველთვიურად შეადგინოს და სამმართველოს უფროსს დასამტკიცებლად წარუდგინოს განყოფილების მოსამსახურეების მორიგეობის გრაფიკი; ი) შეიმუშაოს და სამმართველოს უფროსს დასამტკიცებლად წარუდგინოს ობიექტების დაცვისა და თავდაცვის გეგმა.  4. განყოფილების უფროსის მოადგილე ვალდებულია: ა) იცოდეს განყოფილების მოსამსახურეების რაოდენობა, მორალური და საქმიანი თვისებები; ბ) მონაწილეობა მიიღოს განყოფილების ძალების და საშუალებების ყოველდღიური ამოცანების შესასრულებლად და საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედებისათვის მოამზადებაში; გ) მონაწილეობა მიიღოს სამსახურის შესრულების შედეგების შეჯამებაში; დ) განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში შეასრულოს მისი მოვალეობები. თავი V. ობიექტების დაცვის გაძლიერება მუხლი 27🔗.   1. ობიექტების დაცვის გაძლიერება გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში: ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაქცევისას, დაცულ ობიექტზე, ყარაულზე, ცვლაზე თავდასხმის მზადების თაობაზე ინფორმაციის მიღებისას ან უშუალო თავდასხმისას; ბ) მასობრივი არეულობების წარმოშობისას, ჯგუფური დაუმორჩილებლობისას, მძევალთა აყვანისას; გ) საზოგადოებრივი წესრიგის ჯგუფური დარღვევისას, დაცულ ობიექტზე და მათ მახლობლად აფეთქების, ავარიების, სტიქიური უბედურებების წარმოქმნისას და ვითარების სხვაგვარი მკვეთრი გართულებისას; დ) ობიექტებზე განსაკუთრებული რეჟიმის შემოღებისას. 2. დაცვის გაძლიერება შეიძლება შემოღებულ იქნეს როგორც ყველა განყოფილებაში, ისე ცალკეულ მათგანში. 3. ობიექტების დაცვის გაძლიერების უფლება აქვს: ა) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს ან დეპარტამენტის თავმჯდომარეს; ბ) სამმართველოს უფროსს, ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე   - ვადით არაუმეტეს 24 საათისა; გ) განყოფილების უფროსს, მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების შემთხვევაში, სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით - ვადით არაუმეტეს 24 საათისა. 4. ობიექტების დაცვის გაძლიერების შემთხვევაში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს: ა) ძალებისა და საშუალებების საგანგებო ვითარებაში მოქმედებისათვის მზადყოფნის ამაღლების ღონისძიებები, რეზერვების მზადყოფნისა და დაცვის საინჟინრო-ტექნიკურ საშუალებათა გამართულობის შემოწმება; ბ) ყარაულების რიცხოვნების გაზრდა, მუშაობაზე კონტროლის გამკაცრება; გ) გაქცევისა და სხვა დანაშაულების აცილებისათვის პროფილაქტიკური მუშაობის აქტივიზაცია; დ)  ობიექტებზე მორიგეობის გაძლიერება, დაცული ობიექტების განლაგების პუნქტებში პატრულირების ორგანიზება; ე) იარაღის, საბრძოლო მასალების, სპეციალოური საშუალებების არსებობის, აღრიცხვისა და შენახვის მდგომარეობის შემოწმება, მათ გაცემასა და მიღებაზე კონტროლის გაძლიერება; ვ) ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების მდგომარეობის შემოწმება; 5. პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისათვის პრაქტიკული დახმარების აღმოჩენის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ობიექტის დაცვის გაძლიერების პერიოდის განმავლობაში დასაშვებია დეპარტამენტის დამატებით მოსამსახურეთა მიმაგრება (მივლინება). თავი VI. ობიექტების დაცვა მუხლი 28🔗. 1. საგუშაგოების სახეობებია: ა) სადღეღამისო; ბ) ნახევრად სადღეღამისო (დღის, ღამის); გ) დროებითი (დროებითი საგუშაგოები უქმდება სამსახურეობრივი ამოცანების შესრულების შემდეგ). 2. ყარაულის შემადგენლობაში უნდა იყოს არანაკლებ სამი მოსამსახურე. ყარაულის რიცხობივი შემადგენლობა განისაზღვრება ამ ყარაულისათვის დადგენილი საგუშაგოებისა და ცვლების რაოდენობის მიხედვით. 3. ყარაულის შემადგენლობაში როგორც წესი ინიშნებიან: ა) ყარაულის ცვლის უფროსი; ბ) ყარაულის ცვლის უფროსის მოადგილე; გ) მოსამსახურეები საგუშაგოებისა და ცვლების მიხედვით. 4. ყარაულის შემადგენლობაში არ შეიძლება დაინიშნოს შტატგარეშე მოსამსახურე, მოსამსახურე რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ შესძლებს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, აგრეთვე პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სამსახურებრივი შემოწმება. 5. ყარაულში იარაღის შემოწმება ხდება უშუალოდ საგუშაგოზე გასვლის წინ და საგუშაგოდან დაბრუნების შემდეგ. იარაღის შემოწმება, როგორც წესი, ხორციელდება ამისათვის სპეციალურად მოწყობილ და განათებულ ადგილზე, რომელსაც გააჩნია ტყვიის დამჭერი. იარაღის ლულა შემოწმებისას უნდა იყოს მიმართული 45-60 გრადუსით ზევით და არ უნდა უსწორდებოდეს ახლომდებარე საცხოვრებელ და სამსახურებრივ შენობა-ნაგებობებს და დაცულ ობიექტებს. მუხლი 29🔗. 1. ყარაულის ცვლის უფროსი პასუხისმგებელია ყარაულისათვის მინდობილი ობიექტების საიმედო დაცვაზე, დადგენილი სასაშვო რეჟიმის დაცვაზე, დასახული ამოცანების ზუსტ და დროულ შესრულებაზე, ყარაულში განწესებული მოსამსახურეების საბრძოლო მზადყოფნაზე, მათ მიერ სამსახურის შესრულებაზე, ყარაულში განწესებული მოსამსახურეების დისციპლინის მდგომარეობაზე, უსაფრთხოების წესების დაცვაზე, იარაღის შესანახი ოთახის („პირამიდის“) საიმედო დაცვაზე, საყარაულო შენობაში წესრიგისა და სისუფთავის შენარჩუნებაზე, მატერიალურ ფასეულობათა შენახვასა და სწორ ექსპლუატაციაზე. 2. ყარაულის ცვლის უფროსი ემორჩილება განყოფილების უფროსს, მის მოადგილეს და ყარაულის მთელი შემადგენლობისათვის ითვლება უშუალო უფროსად. 3. ყარაულის ცვლის უფროსი ვალდებულია: ა) იცოდეს ყარაულის ამოცანები, მათი შესრულების თანმიმდევრობა და ყარაულში შემავალი ყველა პირის მოვალეობები; ბ) მოითხოვოს ყარაულში შემავალი ყველა მოსამსახურისაგან თავიანთი ფუნქციონალური მოვალეობების ცოდნა, მათი ზუსტი შესრულება, სიფხიზლე და მაღალი დისციპლინა; გ) ყარაულების შეცვლის დროს წინა ყარაულის უფროსისაგან პირადად ჩაიბაროს დაცვის გეგმა და სხვა დოკუმენტაცია, იარაღის შესანახი ოთახი და მისი გასაღები, კავშირგაბმულობის, დაცვის ტექნიკური და ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებები; დ) წინა ყარაულის უფროსთან ერთად პირადად შეამოწმოს დასაცავი ობიექტის გარე აკრძალული ზოლების მდგომარეობა და განათების გამართულობა; ე) საგუშაგო უწყისში აწარმოოს საგუშაგოებზე გამოვლენილი ყველა ნაკლოვანების აღრიცხვა; ვ) დროულად გააგზავნოს ცვლები საგუშაგოებზე, შეამოწმოს ყარაულის მიერ მოვალეობების ცოდნა, დაუზუსტოს ამოცანები, მიუთითოს, რას უნდა მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება, შეახსენოს იარაღის გამოყენებისა და ყარაულთან დაკავშირების წესები; ზ)  სასაშვო-გამშვებ პუნქტზე მკაცრად აკონტროლოს დადგენილი სასაშვო რეჟიმის დაცვა; თ)  საგუშაგოებიდან ყოველი ცვლის დაბრუნების შემდეგ ჩაატაროს ყარაულის პირადი შემადგენლობის გათვლა; ი) დაიცვას შიდა წესრიგი და დისციპლინა საყარაულო შენობაში; კ) კონტროლი გაუწიოს გუშაგების მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებას, პირადად შეამოწმოს ისინი დღე-ღამის განმავლობაში არანაკლებ ოთხჯერ (მათ შორის - ორჯერ ღამით), შემოწმების შედეგების შესახებ გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი საგუშაგო უწყისში და სასწრაფოდ მიიღოს ზომები გამოვლენილ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად; ლ)  დადგენილ ვადებში გუშაგებისგან მიიღოს მოხსენებები საგუშაგოზე არსებული მდგომარეობის შესახებ, ხოლო მოხსენების დაგვიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მივიდეს ან გააგზავნოს თავისი მოადგილე საგუშაგოზე სიტუაციის გასარკვევად; მ) არ დაუშვას საყარაულო შენობაში არავინ, გარდა იმ პირებისა, ვისაც ამის უფლება აქვს; ნ) მოახდინოს შეჩერებული საეჭვო პირების მოკლე გამოკითხვა, საჭიროების შემთხვევაში კი - მათი დათვალიერება და ამის შესახებ მოახსენოს განყოფილების უფროსს ან მიდ მოადგილეს; ო) ყარაულში განწესებულ მოსამსახურეებთან ჩაატაროს ინსტრუქტაჟი  დასახული ამოცანების წარმატებით შესასრულებლად; პ) დასაცავ ობიექტზე წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის დროს იმოქმედოს შესაბამისი ინსტრუქციისა და ყარაულის საბრძოლო გათვლის მიხედვით; ჟ) ადგილზევე გაერკვეს გუშაგის მიერ იარაღის გამოყენების ყველა შემთხვევაში, რის შესახებაც დაუყოვნებლივ მოახსენოს განყოფილების უფროსს ან მის მოადგილეს და გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი საგუშაგო უწყისში თუ როდის, სად, ვის მიერ და რა მიზნით იქნა გამოყენებული იარაღი, რა სახის და რამდენი საბრძოლო მასალა იქნა გახარჯული; რ) ცვლაში მყოფი ყარაულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რის თაობაზეც აცნობებს განყოფილების უფროსს ან მის მოადგილეს, აუცილებლობის შემთხვევაში,  მოსამსახურე ყარაულის შემადგენლობიდან გააგზავნოს სამკურნალო დაწესებულებაში და გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი საგუშაგო უწყისში; ს) ყარაულის მიერ ამოცანის შესრულების (ყარაულების ცვლის) შემდეგ შეაჯამოს შედეგები და შეაფასოს თითოეული მოსამსახურის სამსახური. 4. დასაცავ ობიექტზე, გუშაგზე ან საყარაულო შენობაზე აშკარა თავდასხმის შემთხვევაში ყარაულის ცვლის უფროსს უფლება აქვს  ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე თავად ან ყარაულის შემადგენლობით გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი. 5. ყარაულის ცვლის უფროსს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვს გამოყენოს სპეციალური საშუალებები ან/და ცეცხლსასროლი იარაღი ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შორის არეულობის აღსაკვეთად ან გაქცეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ. ამ შეთხვევაში მან შეძახილით ან ჰაერში გასროლით უნდა გააფრთხილოს ის პირები, რომელთა წინააღმდეგაც უნდა გამოიყენოს ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები ან ცეცხლსასროლი იარაღი. 6. ყარაულის ცვლის უფროსი ვალდებულია გამოიძახოს ყარაული განგაშით: ა) დასაცავ ობიექტზე, გუშაგზე, საყარაულო შენობაზე თავდასხმისას ან დაცვის ტექნიკური საშუალებებით სათანადო სიგნალის მიღების დროს; ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ არეულობის მოწყობის ან საზოგადოებრივი წესრიგის ჯგუფურად დარღვევისას და ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევის მცდელობის თავიდან ასაცილებლად; გ) დასაცავ ობიექტზე ან საყარაულო შენობაში ხანძრის გაჩენის, სტიქიური უბედურების ან სხვა საგანგებო შემთხვევების დროს. 7. ყარაულის განგაშით გამოსაძახებლად ყარაულის ცვლის უფროსი გასცემს ბრძანებას ,,განგაში". ამ ბრძანების მიღებისას ყარაულის მთელი შემადგენლობა მოქმედებს ყარაულის საბრძოლო გათვლის შესაბამისად. 8. ყარაულის ცვლის უფროსი საყარაულო შენობაში დაუშვებს მხოლოდ იმ პირებს, ვისაც ამის უფლება აქვთ და მათ თანმხლებ პირებს, ხოლო სხვა მოსულ პირებს - მხოლოდ მას შემდეგ, როცა დაადგენს მათი მოსვლის მიზანს, ვინაობას, შეამოწმებს შესაბამისი უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებსა და უფლებამოსილებას. 9. ყარაულის ცვლის უფროსს ეკრძალება: ა) საყარაულო შენობიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს დაკავშირებულია მისი მოვალეობის შესრულებასთან. საყარაულო შენობიდან გასვლისას იგი ტოვებს თავის მოადგილეს; ბ) გამოიყენოს კავშირგაბმულობის საშუალებები პირადი საუბრებისათვის ან დართოს ამის ნება ყარაულის შემადგენლობაში მყოფ სხვა პირებს; გ) შეცვალოს საგუშაგოს უწყისით გათვალისწინებული ყარაულის შემადგენლობის განლაგება ან მათი სამსახურის გაწევის გრაფიკი  განყოფილების უფროსის თანხმობის გარეშე; დ) სხვა პირს გადასცეს  იარაღის შესანახი ოთახის (პირამიდის) გასაღები. 10. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში ყარაულის ცვლის უფროსი მოახსენებს განყოფილების უფროსს ან მის მოადგილეს და შემდგომ მოქმედებს მისი მითითების შესაბამისად. მუხლი 30🔗. 1. ყარაულის ცვლის უფროსის მოადგილე ექვემდებარება ყარაულის ცვლის უფროსს. 2. ყარაულის ცვლის უფროსის მოადგილე ვალდებულია: ა) იცოდეს ყარაულის ამოცანები, მათი შესრულების თანმიმდევრობა და ყარაულში შემავალი ყველა პირის მოვალეობები; ბ) ყარაულების ცვლისას ჩაიბაროს საყარაულო შენობა, მასში არსებული მოწყობილობა, ინვენტარი და ქონება აღწერილობის მიხედვით; გ) ყარაულის ცვლის უფროსის ბრძანებით, გაგზავნოს მორიგი ცვლა საგუშაგოებზე და შეამოწმოს გუშაგების მიერ სამსახურის შესრულება; დ) თვალყური ადევნოს საყარაულო შენობაში არსებული მოწყობილობის, ინვენტარისა და ქონების შენახვას და მათ სწორ ექსპლუატაციას, საყარაულო შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სისუფთავისა და წესრიგის დაცვას, განათების მდგომარეობას; ე) ყარაულის ცვლის უფროსის არყოფნისას ან დასვენების დროს შეასრულოს მისი მოვალეობები; ვ) ყარაულის ცვლის უფროსის მიერ მოვალეობების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში შეუდგეს მისი მოვალეობების შესრულებას და მოახსენოს ამის შესახებ განყოფილების უფროსს ან მის მოადგილეს. მუხლი 31🔗. 1. გუშაგი ვალდებულია: ა) ფხიზლად და მტკიცედ დაიცვას თავისი საგუშაგო; ბ) არ გაუშვას ხელიდან და არავის გადასცეს იარაღი, იმ პირებსაც კი რომლებსაც ის ექვემდებარება; გ) გადაადგილებისას ყურადღებით დაათვალიეროს საგუშაგოს მისადგომები და გარე აკრძალული ზოლების შემოღობვები; დ) არ მიატოვოს საგუშაგო, სანამ არ იქნება შეცვლილი ან მოხსნილი საგუშაგოდან. საგუშაგოს თვითნებური მიტოვება ისჯება მოქმედი კანონმდებლობით; ე) მკაცრად დაიცვას იარაღთან და საბრძოლო მასალებთან მოპყრობისას უსაფრთხოების წესები; ვ) არ დაუშვას საგუშაგოსთან საგუშაგოების ტაბელში მითითებულ საზღვრებში არავინ, გარდა იმ პირებისა, ვისაც ის ექვემდებარება და პირებისა ვისაც ისინი აცილებენ; ზ) საგუშაგოზე არსებული მდგომარეობის შესახებ დადგენილ დროში მოახსენოს ყარაულის ცვლის უფროსს ან მის მოადგილეს; თ) სამსახურის შესრულების დროს,  ამ ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად, იარაღი იქონიოს დამუხტული და ყოველთვის მზად ჰქონდეს მოქმედებისათვის; ი) შეეძლოს საგუშაგოზე არსებული ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება; კ) გამოიძახოს ყარაულის ცვლის უფროსი დასაცავ ობიექტზე, საგუშაგოზე, შემოღობვაში რაიმე გაუმართაობის აღმოჩენის დროს და დასაცავი ობიექტის მახლობლად ან მეზობელ საგუშაგოზე წესრიგის დარღვევის შემჩნევის ყველა შემთხვევაში. 2. ყარაულის გადასვლა გუშაგის მდგომარებაზე (გუშაგისა-ყარაულისაზე) ხდება ყარაულის ცვლის უფროსისადმი საგუშაგოს მიღება-ჩაბარების შესახებ მოხსენების მომენტიდან. კატეგორიულად აკრძალულია გუშაგების თვითნებური შეცვლა. 3. ღამის საათებში გუშაგს იარაღი უნდა ჰქონდეს ფეხზე მდგარი  სროლისათვის მდგომარეობაში, დღის  საათებში კი - ან იგივე მდგომარეობაში ან „ქამარზე“. 4. ხანძრის ჩაქრობის ან სტიქიური უბედურების დროს გუშაგს უფლება აქვს იარაღი იქონიოს მდგომარეობაში „ზურგზე“. 5. საგუშაგოზე ყოფნის დროს გუშაგს ეკრძალება ძილი, ჯდომა, რაიმეზე მიყრდნობა, წერა, კითხვა, სიმღერა, ლაპარაკი, ჭამა, სმა, მოწევა, ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ვინმესგან რაიმე საგნის მიღება ან ვინმესთვის რაიმეს გადაცემა, აუცილებლობის გარეშე ვაზნის სავაზნეში შეტანა. გუშაგი მხოლოდ ყარაულის ცვლის უფროსის, მისი მოადგილისა და მათთან ერთად შემოწმებაზე მოსული პირების შეკითხვებზე პასუხობს. მუხლი 32🔗. 1. გუშაგი ვალდებულია ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გამოიყენოს იარაღი მასზე ან მის მიერ დასაცავ ობიექტზე აშკარა შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში. 2. კარგი ხილვადობის პირობებში ყველა პირს, რომელიც უახლოვდება დასაცავ ობიექტს ან საგუშაგოს საზღვარს, გარდა ყარაულის ცვლის უფროსის ან მისი მოადგილისა და მათთან ერთად მოსული პირებისა, გუშაგი აჩერებს შეძახილით ,,სდექ, უკან!" ან ,,სდექ, მოუარე მარჯვნივ (მარცხნივ)!". თუ მოდის ყარაულის ცვლის უფროსი ან მისი მოადგილე თანმხლებ პირებთან ერთად - ,,სდექ, ყარაულის ცვლის უფროსი ან ყარაულის ცვლის უფროსის მოადგილე ჩემთან, დანარჩენები ადგილზე!" და შემდგომში მოქმედებს ყარაულის ცვლის უფროსის მითითებით. 3. თუ დასაცავ ობიექტთან ან საგუშაგოს საზღვართან მოახლოებული პირი არ შეასრულებს გუშაგის მოთხოვნას ან ყარაულის ცვლის უფროსთან ან მის მოადგილესთან ერთად მოსული პირები არ ასრულებენ გუშაგის მოთხოვნას, დარჩნენ ადგილზე, გუშაგი აფრთხილებს შეძახილით ,,სდექ, ვისვრი!" და დაუყოვნებლივ ატყობინებს ყარაულის უფროსს ან მის მოადგილეს. 4. თუ დამრღვევი არ შეასრულებს გუშაგის ამ მოთხოვნასაც, გუშაგს შეაქვს ვაზნა სავაზნეში და გამაფრთხილებლად ისვრის ჰაერში. თუ დამრღვევი არც ამ მოთხოვნას შეასრულებს და შეეცდება შეაღწიოს აკრძალულ ზოლში, გუშაგი  მის მიმართ გამოიყენებს იარაღს. 5. ცუდი ხილვადობის პირობებში, როდესაც შეუძლებელია საგუშაგოს ტაბელში მითითებულ მანძილზე ან აკრძალულ ზონასთან მოახლოებული პირების გარჩევა, გუშაგი აჩერებს შეძახილით „სდექ, ვინ მოდის?“.  6. თუ მოახლოებული პირი არ პასუხობს შეძახილზე, გუშაგი აფრთხილებს „სდექ, ვისვრი!“, აკავებს დამრღვევს და დადგენილი სიგნალით ატყობინებს ყარაულის უფროსს ან მის მოადგილეს, ყურადღების მოუდუნებლად აგრძელებს ობიექტის დაცვას და თვალყურს ადევნებს დაკავებულის საქციელს. 7. როდესაც გუშაგის შეძახილს მოჰყვება პასუხი „მოდის ყარაულის ცვლის უფროსი“ ან „მოდის ყარაულის ცვლის უფროსის მოადგილე“,  გუშაგი უბრძანებს ,,ყარაულის ცვლის უფროსი ჩემთან, დანარჩენები ადგილზე“ ან ,,ყარაულის ცვლის უფროსის მოადგილე ჩემთან, დანარჩენები ადგილზე“. თუ აუცილებელია, გუშაგი მოითხოვს, რომ მასთან მოახლოებულმა პირმა გაინათოს სახე. როდესაც დარწმუნდება, რომ მოპასუხე ნამდვილად არის ყარაულის ცვლის უფროსი ან მისი მოადგილე, გუშაგი მასთან ერთად მოსულ ყველა პირს დაუშვებს საგუშაგოზე. 8. თუ მოსული პირი, რომელმაც თავი ყარაულის ცვლის უფროსად ან მის მოადგილედ წარადგინა, უცნობი აღმოჩნდება ან მასთან ერთად მოსული პირები არ შეასრულებენ გუშაგის მოთხოვნას დარჩნენ ადგილზე, გუშაგი აფრთხილებს შეძახილით „სდექ, ვისვრი!“. დამრღვევის მიერ ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში გუშაგს შეაქვს ვაზნა სავაზნეში და გამაფრთხილებლად ისვრის ჰაერში, თუ ამის შემდეგ მოთხოვნა კვლავ არ შესრულდება გუშაგი გამოიყენებს იარაღს დამრღვევის მიმართ. 9. უკიდურეს შემთხვევაში ან კავშირის არქონისას გუშაგმა ყარაულის ცვლის უფროსი ან მისი მოადგილე შეიძლება გამოიძახოს ჰაერში გასროლით. 10. გუშაგი მხედრული სალმით მიესალმება იმ უფროსებს, რომელთაც იგი ემორჩილება და მათთან ერთად საგუშაგოზე მოსულ სხვა უფროსებს, რისთვისაც წინასწარ გადააქვს იარაღი მდგომარეობაში „ქამარზე“, იღებს მდგომარეობას „სმენა“ და თავს მოაბრუნებს მათკენ. მუხლი 33🔗. 1. სასაშვო-გამშვები პუნქტის გუშაგი პასუხს აგებს დასაცავ ობიექტზე დადგენილი სასაშვო რეჟიმის დაცვაზე, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაქცევაზე, დასაცავ ობიექტზე აკრძალული ნივთების, ნივთიერებებისა და საკვები პროდუქტების, აგრეთვე მატერიალური ფასეულობების შეტანის ან/და გამოტანის, დაუშვებლობაზე. 2. სასაშვო-გამშვები პუნქტის გუშაგი ვალდებულია: ა) სასაშვო-გამშვებ პუნქტზე მისვლისას ჩაიბაროს საშვები, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტები, მოწყობილობა, ინვენტარი და ქონება აღწერის მიხედვით, შეამოწმოს კარებების, ურდულების, ფანჯრის გისოსების წესრიგში ყოფნა; ბ) სასაშვო-გამშვები პუნქტის მიღებისას და შემდგომ გამოვლენილი ყველა გაუმართაობის თაობაზე დაუყოვნებლივ მოახსენოს ყარაულის ცვლის უფროსს ან მის მოადგილეს; გ) იცოდეს და ზუსტად დაიცვას პირთა სასაშვო-გამშვებ პუნქტზე გაშვების წესები; დ) დააკავოს ყველა პირი, რომელიც ცდილობს დასაცავ ობიექტზე შეღწევას ან/და იქიდან გამოსვლას შესაბამისი დოკუმენტების გარეშე ან არასწორად გაფორმებული დოკუმენტების მეშვეობით; ე) სასაშვო-გამშვები პუნქტის დერეფნის კარები გააღოს მხოლოდ პირთა გაშვებისას; ვ) ყარაულის ცვლის უფროსის ან მისი მოადგილის მეთვალყურეობით განახორციელოს დაწესებულებაში სატრანსპორტო საშუალებების შეშვება-გაშვება; ზ) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას თავაზიანად მოეპყრას ობიექტზე მისულ პირებს; თ) პაემანზე მისულ პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ პირები გაატაროს დაწესებულების ოპერატიული მორიგის თანხლებით, თუ მათ გააჩნიათ წერილობითი ნებართვა. 3. სასაშვო-გამშვები პუნქტის გუშაგი დაცულ ობიექტზე ატარებს: ა) დეპარტამენტისა და დაწესებულების მომსახურეებს – დადგენილი ფორმის საშვებით; ბ) გამომძიებელებს – სამსახურებრივი მოწმობითა და შესაბამისი საშვით; გ) პაემანზე მისულ პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ პირებს დაწესებულების თანამშრომლის თანხლებით, თუ მათ გააჩნიათ დაწესებულების დირექტორის წერილობითი ნებართვა, აგრეთვე მის საფუძველზე დირექტორის მიერ გაცემული საშვი; დ) სხვა პირებს, რომლებიც თავისი სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე უნდა შევიდნენ დაწესებულებაში – ერთჯერადი ან დროებითი საშვითა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით. 4. სასაშვო-გამშვები პუნქტის გუშაგი დაცულ ობიექტზე პირების გაშვებისას იცავს შემდეგ თანმიმდევრობას: ა) აღებს პირველ შემსვლელ კარს, შეუშვებს გამშვებ დერეფანში პირს და დაკეტავს კარს; ბ) ამოწმებს საშვს და პირადობის დამადასტურებელ საბუთს, დარწმუნდება მათ სისწორესა და კუთვნილებაში წარმდგენი პირის მიმართ; გ) გამოკითხავს პირს აქვს თუ არა მას იარაღი, თუ პირს იარაღი გააჩნია, გუშაგი მოახსენებს უშუალო უფროსს და მისი ბრძანებით ინახავს იარაღს შესაბამის დაცულ ადგილას და სანაცვლოდ აძლევს პირს შესაბამის ნომერს. იარაღის მიღება/გაცემა რეგისტრირდება შესაბამის ჟურნალში; დ) სთავზობს პირს, დატოვოს სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე ჩანთა, პორტფელი, ფული, მობილური ტელეფონი, და სხვა ნივთები, გააღებს მეორე შემსვლელ კარს, გაატარებს მოსულ პირს და დაკეტავს კარს (იმ შემთხვევაში, თუ გაშვების სისწორეში ეჭვი შეეპარება, საშვის (დოკუმენტის) დაბრუნების გარეშე მოახსენებს უშუალო უფროსს და შემდეგ იმოქმედებს მისი მითითებით); ე) არ დაუშვებს გამშვებ დერეფანში 3 პირზე მეტის ყოფნას, დაწესებულებიდან გამომსვლელი და დაწესებულებაში შემსვლელი პირების ერთად ყოფნას, აგრეთვე მსჯავრდებულთა და სხვა პირების ერთდროულ გაშვებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსჯავრდებულს ახლავს დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენელი; ვ) პირებს, რომლებიც შედიან დაწესებულებაში, გუშაგი ართმევს მათ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და გადასცემს საშვს, ხოლო გამოსვლისას უბრუნებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს. როდესაც დაწესებულებაში ერთჯერადი საშვით შესასვლელ პირს, აგრეთვე პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს, რომელიც ხანმოკლე პაემანზეა მოსული, ჩამოერთმევა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გადაეცემა საშვი (საკონტროლო ტალონის მოხევის შემდეგ), გამოსვლისას უბრუნდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ჩამოერთმევა საშვი. პირს, რომელმაც დაწესებულებიდან გამოსვლის დროს გადაამეტა, გუშაგი შეაჩერებს დროის გადამეტების მიზეზის გამორკვევამდე; ზ) თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირს, რომელიც საკონტროლო-გამშვებ პუნქტში გადის, განზრახული აქვს შეიტანოს დაწესებულებაში აკრძალული ნივთები, ნივთიერებები და აკრძალული საკვები პროდუქტები ან გაიტანოს დაწესებულებიდან მატერიალური ფასეულობები იგი შეჩერდება შესამოწმებლად. შემოწმების შედეგად გადამალული საგნების, ნაკეთობების ან ნივთიერებების აღმოჩენისას დაუყოვნებლივ ეცნობება ყარაულის უფროსს ან მის მოადგილეს. თ) სასაშვო-გამშვებ პუნქტზე პირის შეჩერების შესახებ ყარაულის ცვლის უფროსი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს საყარაულო უწყისში, სადაც მიუთითებს როდის, ვინ და რა მიზეზით იქნა შეჩერებული; ი) დაწესებულებიდან გათავისუფლებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს, აგრეთვე იმ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს, რომლებსაც დაწესებულების დროებით დატოვების უფლება გააჩნიათ, გუშაგი გაატარებს ყარაულის ცვლის უფროსის ნებართვით. მუხლი 34🔗. 1. სასაშვო-გამშვები პუნქტის გუშაგი პასუხს აგებს დადგენილი სასაშვო რეჟიმის დაცვაზე, იგი ექვემდებარება ყარაულის ცვლის უფროსს და მის მოადგილეს. 2. სასაშვო-გამშვები პუნქტის გუშაგი ვალდებულია: ა) იცოდეს და ზუსტად დაიცვას სასაშვო-გამშვებ პუნქტზე პიროვნებების და სატრანსპორტო საშუალებების გატარების წესები; ბ) შეაჩეროს ყველა პირი, რომელიც ცდილობს დაცულ ობიექტზე შეღწევას; გ) გასასვლელი კარი (შლაგბაუმი) გააღოს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების გაშვებისას; დ) სატრანსპორტო საშუალების საკონტროლო მოედანზე შემოსვლის შემდეგ დაკეტოს კარები; ე) სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას ზრდილობიანად მოეპყროს დაწესებულებაში მისულ პირებს. 3. სახანძრო და სამაშველო ჯგუფები დასაცავ ობიექტზე შედიან ჯგუფის ხელმძღვანელის დაზუსტებით, მისი სამსახურეობრივი დოკუმენტების წარდგენით და ჯგუფის რიცხობრივი რაოდენობის დაზუსტებით. მათი ობიექტიდან გამოსვლა ხდება ჯგუფის ხელმძღვანელის და ყარაულის ცვლის უფროსის თანდასწრებით, ჯგუფის თითოეული წევრის იდენტიფიკაციით და ავტოსატრანსპორტო საშუალების  დათვალიერებით. მუხლი 35🔗. 1. ყარაულების განაწილებისას ხდება ყარაულის შემადგენლობის შემოწმება, რომელიც არ უნდა გრძელდებოდეს 20 წუთზე მეტ ხანს. ყარაულების განაწილებას ახორციელებს განყოფილების უფროსი ან მისი მოადგილე. 2. ყარაულების განაწილებაზე გამოიყვანება ყარაულის მთელი შემადგენლობა, რომელიც ეწყობა შემდეგი შემადგენლობით: ყარაულის ცვლის უფროსი, ყარაულის ცვლის უფროსის მოადგილე და ყარაულეები საგუშაგოებისა და ცვლების მიხედვით. 3. განყოფილების უფროსი ან მისი მოადგილე განაწილებაზე ამოწმებს ყარაულის ყველა მოსამსახურის ადგილზე ყოფნას, მათ გარეგან იერს, მათ მიერ თავიანთი მოვალეობების ცოდნას, გააცნობს მათ მდგომარეობას ობიექტზე, აძლევს ინსტრუქტაჟს უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ და უზუსტებს ამოცანებს. 4. ცუდ ამინდში ყარაულის განაწილება ხდება საყარაულო შენობაში. 5. განაწილების შემდეგ განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს ყარულების დროული შეცვლა. მუხლი 36🔗. 1. ყარაულების შეცვლა წარმოებს განყოფილების უფროსის ან მისი მოადგილის უშუალო კონტროლის ქვეშ. 2. შესაცვლელი ყარაულის ცვლის უფროსს გამოჰყავს თავისი ყარაული საყარაულო შენობიდან, შენობაში ტოვებს თავის მოადგილეს და მოაწყობს ახალი ყარაულის წინ 6-8 ნაბიჯში, ყარაულების ცვლის  უფროსები ახსენებენ ერთმანეთს ცვლისათვის მზადყოფნის შესახებ და მოხსენების შემდეგ ახალი ყარაულის ცვლის უფროსს შეჰყავს თავისი ყარაულის შემადგენლობა საყარაულო შენობაში. 3. ახალი ყარაულის შემადგენლობის საყარაულო შენობაში შესვლის შემდეგ იწყება ყარაულების ცვლა. ძველი ყარაულის ცვლის უფროსის მოადგილე აბარებს, ხოლო ახალი ყარაულის ცვლის უფროსის მოადგილე იბარებს საყარაულო შენობას და მასში არსებულ მოწყობილობებს, ინვენტარს და ქონებას აღწერილობის მიხედვით. აგრეთვე ამოწმებს სისუფთავესა და წესრიგს როგორც საყარაულო შენობაში, ისე საყარაულო შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. 4. ძველი ყარაულის ცვლის უფროსი მოახსენებს ახალი ყარაულის ცვლის უფროსს დასაცავ ობიექტზე იმ დროისათვის არსებული ვითარების შესახებ, აგრეთვე აცნობებს ყველა შენიშვნასა და მითითებაზე, რომელიც მიიღო ყარაულმა მორიგეობის პერიოდში. ამის შემდეგ ახალი ყარაულის ცვლის უფროსი გასცემს ბრძანებას „პირველი ცვლა, მოეწყვეთ!“. ამ ბრძანებაზე პირველი ცვლის ყარაულები აიღებენ თავის იარაღს და მოეწყობიან ერთ რიგად საგუშაგოების ნომრების მიხედვით მარჯვნიდან მარცხნივ. 5. ახალი ყარაულის უფროსი აძლევს პირველ ცვლას მოკლე ინსტრუქტაჟს, უზუსტებს ამოცანებს, დაატოვებინებს საყარულო შენობაში მოსაწევ და ასანთებ საშუალებებს, შეამოწმებინებს იარაღს და მიჰყავს ცვლა გუშაგების შესაცვლელად, მოძრაობის დროს ძველი ყარაულის ცვლის უფროსი ცვლას მოყვება გვერდით მარცხნივ ან ახალი ყარაულის უფროსის წინ. 6. ყველა გუშაგის შეცვლის შემდეგ ძველი ყარაულის ცვლის უფროსი უდგება ცვლას სათავეში და მიჰყავს საყარაულო შენობაში, ხოლო ახალი ყარაულის უფროსი მოჰყვება ცვლას გვერდიდან მარცხნივ ან ძველი ყარაულის ცვლის უფროსის წინ. 7. გუშაგების შეცვლისას ახალი ყარაულის ცვლის უფროსი ძველი ყარაულის ცვლის უფროსთან ერთად აწარმოებს გარე პერიმეტრის მდგომარეობის, ძირითადი გარე აკრძალული ზოლის, საინჟინრო ზღუდეების, შიდა აკრძალული ზონის და სხვა ობიექტების შემოწმებას. 8. თუ ყარაულების შეცვლისას აღმოჩნდება დარღვევის ნიშნები ან გაუმართაობები, რომლებსაც შეუძლიათ იმოქმედონ დასაცავი ობიექტის დაცვის საიმედოობაზე, დაუყოვნებლივ მოხსენდება განყოფილების  უფროსს. 9. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევის ფაქტის დადგენისას ახალი ყარაულის უფროსი ძველი ყარაულის ცვლის უფროსთან ერთად დაუყოვნებლივ ახდენს გაქცეულის ბრალდებულის/მსჯავრდებულის დევნის ორგანიზებას დაწესებულების შესაბამის სამსახურებთან ერთად. აძლიერებს ობიექტის დაცვას და მოქმედებს განყოფილების უფროსის მითითებით. 10. საყარაულო შენობაში დაბრუნების შემდეგ ყარაულის ცვლის უფროსის მოადგილეები ახსენებენ თავიანთ ყარაულის ცვლის უფროსებს მიღება-ჩაბარების შესახებ. მოხსენებების მიღების შემდეგ ყარაულის ცვლის უფროსები, ჯერ წინა ყარაულის ცვლის უფროსი, ხელს აწერენ წინა ყარაულის საგუშაგო უწყისს, ამასთან ახალი ყარაულის ცვლის უფროსს შეაქვს მასში შენიშვნები ცვლის დროს გამოვლენილი ხარვეზებისა და დარღვევების შესახებ. 11. ყარაულების შეცვლის შემდეგ ორივე ყარაულის ცვლის უფროსი ახსენებს განყოფილების უფროსს მიღება-ჩაბარების შესახებ და მისი თანხმობის შემდეგ ძველი ყარაულის შემადგენლობა ტოვებს საყარაულო შენობას.  მუხლი 37🔗. 1. სადღეღამისო ყარაულში გუშაგების შეცვლა ხდება, როგორც წესი, ყოველ 2 საათში. ცუდი კლიმატური პირობების დროს გუშაგების შეცვლა შეიძლება განხორციელდეს ყოველ 1 საათში. 2. სათვალთვალო კოშკურაზე გუშაგების შეცვლისას ყარაულის ცვლის უფროსი ან მისი მოადგილე, მიიყვანს რა ცვლას საგუშაგოს საზღვართან, შეაჩერებს მას და ერთ-ერთ ყარაულს აძლევს ამოცანას საგუშაგოს დროებით დაცვის ქვეშ აყვანის შესახებ, ხოლო საგუშაგოზე გამსვლელ ყარაულთან ერთად ამოწმებს საგუშაგოს მონაკვეთის დათვალიერებას. დათვალიერების დამთავრების შემდეგ ყარაულის ცვლის უფროსი ან მისი მოადგილე და საგუშაგოზე გამსვლელი ყარაული ადიან საგუშაგო კოშკურაზე. 3. ყარაულის ცვლის უფროსის ან მისი მოადგილის ბრძანებაზე ,,გუშაგო, ჩააბარე საგუშაგო!“, გუშაგი ახორციელებს საგუშაგოს სიტყვიერ ჩაბარებას, რა დროსაც გუშაგი ასახელებს საგუშაგოს ნომერს, საგუშაგოების ტაბელით განსაზღვრულ დასაცავ ობიექტებს, ამასთან მიუთითებს, რა იქნა შემჩნეული საგუშაგოზე მისი მორიგეობისას. 4. საგუშაგოს სიტყვიერი ჩაბარების შემდეგ საგუშაგოზე გამსვლელი ყარაული კოშკურიდან ათვალიერებს ობიექტის შიდა აკრძალულ ზოლს, ამოწმებს კოშკურის მდგომარეობას (ფანჯრები, კარები, საკეტები), კავშირგაბმულობის საშუალებების გამართულობას. დათვალიერების დამთავრების შემდეგ გუშაგი და საგუშაგოზე გამსვლელი ყარაული დგებიან სახით დაცული ობიექტისაკენ და რიგითობის დაცვით (ჯერ გუშაგი) აკეთებენ მოხსენებას საგუშაგოს მიღება-ჩაბარების შესახებ. ყარაულის ცვლის უფროსი მოხსენებების მიღების შემდეგ აძლევს ახალ გუშაგს მითითებებს და შეცვლილ ყარაულს უბრძანებს „ყარაულო, საგუშაგოდან ნაბიჯით იარ“. 5. შეცვლილი ყარაული დგება ცვლის უკან და დამოუკიდებლად იღებს იარაღს მდგომარეობაში „ქამარზე“. ამის შემდეგ ყარაულის ცვლის უფროსი ან მისი მოადგილე უბრძანებს: „ცვლა, ნაბიჯით იარ!“ და მიჰყავს ცვლა შემდეგი საგუშაგოსაკენ, სადაც ხდება საგუშაგოს მიღება-ჩაბარება ანალოგიური წესით. მუხლი 38🔗. 1. საყარაულო შენობაში იარაღის დამუხტვა ხდება უშუალოდ  საგუშაგოებზე ცვლის გაყვანის წინ, რისთვისაც: ა) ცვლა ერთ მწკრივად ეწყობა ამისათვის სპეციალურად მოწყობილ ადგილზე; ბ) ყარაულის ცვლის უფროსი ან მისი მოადგილე დგება მარჯვენა მხრიდან ისე, რომ ხედავდეს იარაღის საკეტის ჩარჩოს და გასცემს ბრძანებას ,,ცვლა მარჯვნიდან (მარცხნიდან), რიგ-რიგობით დამუხტე!". ამ ბრძანებაზე ყარაული დგამს ნაბიჯს წინ, აყენებს იარაღს სადგამში, ხსნის მცველს, გადმოწევს საკეტის ჩარჩოს უკან და ამოწმებს მას; გ) შემოწმების შემდეგ უშვებს ხელს საკეტის ჩარჩოს, დაუშვებს სასხლეტ კაუჭს და იარაღს აყენებს მცველზე; დ) იღებს ჩანთიდან სავაზნე კოლოფს, საკონტროლო ხვრელით ამოწმებს ვაზნების რაოდენობას, მოარგებს იარაღს და ახსენებს ყარაულის ცვლის უფროსს ან მის მოადგილეს „იარაღი დამუხტულია, დაყენებულია მცველზე“; ე) დამოუკიდებლად იღებს იარაღს მდგომარეობაში ,,ქამარზე" და დგება მწყობრში; ვ) დანარჩენი მოყარაულეები რიგ-რიგობით ანალოგიურად ახდენენ იარაღის დამუხტვას. 2. საყარაულო შენობაში იარაღის გაცლა (განმუხტვა) ხდება უშუალოდ  საგუშაგოებიდან ცვლის დაბრუნებისთანავე, რისთვისაც: ა) ცვლა ერთ მწკრივად ეწყობა ამისათვის სპეციალურად მოწყობილ ადგილზე; ბ) ყარაულის ცვლის უფროსი ან მისი მოადგილე დგება მარჯვენა მხრიდან ისე, რომ ხედავდეს იარაღის საკეტის ჩარჩოს და გასცემს ბრძანებას ,,ცვლა მარჯვნიდან (მარცხნიდან) რიგ-რიგობით განმუხტე!"; გ) ამ ბრძანებაზე ყარაული დგამს ნაბიჯს წინ, აყენებს იარაღს სადგამში, ხსნის სავაზნე კოლოფს, საკონტროლო ხვრელით ამოწმებს ვაზნების რაოდენობას და დებს ჩანთაში; დ) ყარაული ახსენებს ყარაულის ცვლის უფროსს ან მის მოადგილეს „იარაღი განმუხტულია!“; ე) ყარაული მოხსენების შემდეგ ხსნის იარაღის მცველს, გადმოწევს საკეტის ჩარჩოს უკან და ამოწმებს მას, უშვებს ხელს საკეტის ჩარჩოს, დაუშვებს სასხლეტ კაუჭს და  აყენებს მცველზე; ვ) ყარაული დამოუკიდებლად იღებს იარაღს მდგომარეობაში ,,ქამარზე" და დგება მწყობრში; ზ) დანარჩენი მოყარაულეები რიგ-რიგობით ანალოგიურად ახდენენ იარაღის განმუხტვას. მუხლი 39🔗. 1. საყარაულო შენობის წინ მოეწყობა მოედანი, რომელიც შემოიღობება ყრუ კედლით. ამ მოედანზე განლაგდება: ა) ყარაულების მოწყობის ადგილი; ბ) იარაღის დამუხტვისა და განმუხტვის ადგილი; გ) სიგარეტის მოსაწევი და ფეხსაცმლის გასაწმენდი ადგილები; დ) ხანძარსაწინააღნდეგო სტენდი; ე) სპორტული კუთხე. 2. მოედანსა და საყარაულო შენობაში შესასვლელი კარები აღიჭურვება სათვალთვალო ხვრელით, თვითდაკეტვის მოწყობილობებით და გამოსაძახებელი ღილაკებით, კარები ყოველთვის უნდა იყოს დაკეტილი, ხოლო საყარაულო შენობის ფანჯრები უნდა აღიჭურვოს ლითონის გისოსებით. 3. საყარაულო შენობიდან და მიმდებარე მოედნიდან არავის არა აქვს უფლება გავიდეს გარეთ ყარაულის ცვლის უფროსის ან მისი მოადგილს ნებართვის გარეშე. ტერიტორიის საზღვრები, რომლის ფარგლებს გარეთ გასვლა ითვლება საყარაულო შენობიდან გასვლად, აღინიშნება ობიექტის დაცვისა და თავდაცვის სქემაზე. 4. საყარაულო შენობაში მუდმივად დაცული უნდა იქნას სიჩუმე და წესრიგი. იკრძალება სიმღერა, ცეკვა, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა. დასაშვებია რადიოტრანსლაციის მოსმენა, ტელევიზორის ყურება, წერა, კითხვა, შაშისა და ჭადრაკის თამაში. მოწევა და ფეხსაცმლის წმენდა დასაშვებია ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. 5. ავტომატები პირამიდებში ინახება განმუხტულ მდგომარეობაში და მცველზე დაყენებული. პირამიდები არ უნდა იკეტებოდეს საკეტით, ისინი იდგმება ყარაულის ცვლის უფროსის ოთახში ან ყარაულის ფხიზელი ცვლის ოთახში. მათი ბლოკირება ხდება შუქხმოვანი სიგნალიზაციით, სავაზნე კოლოფების ჩანთები ქამრებიდან არ მოიხსნება. 6. ყარაულის ცვლის უფროსები და მათი მოადგილეები საყარაულო შენობაში პისტოლეტებს არ იხსნიან. 7. იარაღი პირამიდებიდან იღება მხოლოდ ყარაულის ცვლის უფროსის ან მისი მოადგილის ნებართვით, იარაღის წმენდა წარმოებს მათი ხელმძღვანელობისა და დაკვირვების ქვეშ. აკრძალულია იარაღის სრული დაშლა. 8. ყარაულის შემადგენლობას საყარაულო შენობაში შეუძლია იმყოფებოდეს ქუდებისა და ქურთუკების გარეშე. გახდილი ქურთუკები და ქუდები უნდა ეკიდოს საკიდზე. 9. ყარაულის შემადგენლობას, ყარაულის ცვლის უფროსისა და მისი მოადგილის გარდა, ეკრძალება ჩაებას საუბრებში იმ პირებთან, რომლებიც მოსული არიან საყარაულო შენობაში. ყარაულის შემადგენლობას შეუძლია უპასუხოს მხოლოდ შემოწმებაზე მოსული პირების შეკითხვებს. 10. სადღეღამისო ყარაულებში შესაძლებელია გრაფიკით დადგენილ დროს წოლითი დასვენება (ძილი) აღჭურვილობის მოხსნისა და ფეხსაცმლის გახდის გარეშე: ა) ყარაულის ცვლის უფროსისათვის და მისი მოადგილისათვის - არაუმეტეს 4 სათისა; ბ) ყარაულისათვის - არაუმეტეს 6 საათისა (სამი ცვლის არსებობისას-საგუშაგოზე გასვლის წინ, მას შემდეგ რაც მორიგი ცვლა დაბრუნდება საყარაულო შენობაში, ხოლო ორი ცვლის არსებობისას ცვლის საყარაულო შენობაში დაბრუნებიდან საგუშაგოზე გასვლამდე). 11. საყარაულო შენობაში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა ეკისრება ყარაულის შემადგენლობას. პასუხისმგებლობა სისუფთავისა და წესრიგის დაცვაზე, აგრეთვე ინვენტარისა და ქონების სწორ გამოყენებაზე ეკისრება ყარაულის ცვლის უფროსის მოადგილეს. 12. დაბინდებიდან გათენებამდე საყარაულო შენობაში, მის დერეფნებსა და საპირფარეშოში უნდა იყოს სრული განათება, ხოლო დამსვენებელი ცვლის ოთახში დაბალი განათება. მუხლი 40🔗. 1. დაწესებულების დაცვის სადღეღამისო ყარაული, მოწმდება დღეღამეში არანაკლებ ორჯერ, მათ შორის ერთხელ - აუცილებლად ღამით. 2. ყარაულს ამოწმებენ: ა) პირები, რომლებსაც ყარაულები ექვემდებარებიან ან ამ პირებზე ზემდგომი უფროსები; ბ) ინსპექტირების ჩასატარებლად მოსული პირები. 3. ყარაულის შემოწმების დროს მოწმდება: ა) ყარაულის შემადგენლობის ადგილზე ყოფნა, მისი აღჭურვილობა და გარეგანი იერი, მოვალეობების ცოდნა, განაწილება საგუშაგოების მიხედვით, მზადყოფნა საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედებისათვის, კავშირგაბმულობის საშუალებების გამოყენების წესების ცოდნა, იარაღის გამოყენებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა და დაცვა; ბ) სამსახურის შესრულების შესაბამისობა ამ ინსტრუქციის მოთხოვნებსა და ობიექტის დაცვისა და თავდაცვის  გეგმასთან; გ) იარაღისა და საბრძოლო მასალების არსებობა, მათი მდგომარეობა, შენახვისა და მოვლა-პატრონობის სისწორე; დ) გუშაგების მიერ სამსახურის შესრულების ხარისხი; ე) სამსახურეობრივი დოკუმენტაციის წარმოების დროულობა და სისწორე; ვ) დასაცავ ობიექტზე არსებული მდგომარეობა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების შესრულების მდგომარეობა. 4. ყარაულის შემოწმების შედეგების შესახებ აუცილებლად კეთდება შესაბამისი ჩანაწერი საყარაულო უწყისში. 5. შემმოწმებელი პირი გამოვლენილი ნაკლოვანებების შესახებ აცნობებს განყოფილების უფროსს, მოითხოვს მისგან ამ ნაკლოვანებების დაუყოვნებლივ აღმოფხვრას. ხოლო შემოწმების შედეგების შესახებ ახსენებს ზემდგომ უფროსებს. 6. გუშაგების შემოწმებისას გამოვლენილი ნაკლოვანებების შესახებ არ მიეთითება გუშაგს, არამედ მიეთითება ყარაულის უფროსს ან მის მოადგილეს. 7. აკრძალულია გუშაგის შემოწმება საგუშაგოსთან ფარული მიახლოებით, იარაღის წართმევის მცდელობით ან სხვა ხერხებით, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს უბედური შემთხვევა ან სამსახურის წესის დარღვევა. 8. გუშაგის შესამოწმებლად, აგრეთვე გამოძახების შემთხვევაში, ყარაულის ცვლის უფროსი ან მისი მოადგილე საგუშაგოზე გაემართება დამუხტული იარაღით შეიარაღებული ყარაულის თანხლებით. თავი VII. ზოგადი დებულებები მუხლი 41🔗.   1. განყოფილებები საგანგებო ვითარების დროს მოქმედებენ დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და ძალოვან უწყებებთან ურთიერთმოქმედების გეგმისა და დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ დასახული ამოცანების მიხედვით. 2. განყოფილებების მოსამსახურეების მომზადება საგანგებო ვითარების დროს მოქმედებებისათვის მიმდინარეობს სისტემატურად საბრძოლო და სამსახურებრივი ამოცანების შესასრულებლად მზადებასთან ერთად. მუხლი 42🔗. 1. საგანგებო შემთხვევების დროს (ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაქცევა ან მცდელობა, საგუშაგოზე ან დასაცავ ობიექტზე თავდასხმა, სტიქიური უბედურებები და სხვა შემთხვევები) ყარაულის ცვლის უფროსი ან მისი მოადგილე დაუყოვნებლივ ატყობინებს განყოფილების უფროსს, გამოიძახებს ყარაულს განგაშით და იწყებს მოქმედებას ყარაულის საბრძოლო გათვლის მიხედვით. 2. დაწესებულების ოპერატიული მორიგისაგან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საცხოვრებელ ან საწარმოო ობიექტზე არყოფნის შესახებ ინფორმაციის მიღებისას ყარაულის ცვლის უფროსი ან მისი მოადგილე დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ განყოფილების უფროსს და გუშაგებს, ორგანიზებას უკეთებს დაცვის გარე პერიმეტრის შემოწმებას გაქცევის კვალის დადგენის მიზნით, ადგენს როდის რომელი სატრანსპორტო საშუალება გავიდა დაცული ტერიტორიიდან. კვალის აღმოჩენის შემთხვევაში ყარაულის ცვლის უფროსი ან მისი მოადგილე აგზავნის ერთ-ერთ ყარაულს გაქცევის კვალის დასაცავად. 3. გუშაგი, რომელმაც პირველმა შენიშნა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაქცევა ან მცდელობა, იძლევა სიგნალს ,,გაქცევა" და იღებს ყველა შესაძლო ზომას გაქცეულთა შესაჩერებლად, გუშაგი, საჭიროებისამებრ, ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა შესაბამისად იყენებს იარაღს. 4. ყარაულის პირად შემადგენლობაზე, დაცვის ობიექტზე ან საყარაულო შენობაზე თავდასხმის შემთხვევაში ყარაულის უფროსი ორგანიზებას უკეთებს თავდაცვას. ყარაული მასზე ან დასაცავ ობიექტზე თავდასხმის შემთხვევაში იძლევა სიგნალს „თავდასხმა“ და იღებს ზომებს თავდასხმის აღსაკვეთად. 5. ბრალდებულთა/მსჯავდებულთა მიერ საზოგადოებრივი წესრიგის ჯგუფური დარღვევის, მძევლების აყვანის შემთხვევაში გუშაგი დაუყოვნებლივ ატყობინებს ყარაულის ცვლის უფროსს და მოქმედებს მისი მითითებების შესაბამისად. 6. ხანძრის და სტიქიური უბედურებების დროს ყარაულის ცვლის უფროსი ორგანიზებას უკეთებს დაშავებულთა ევაკუაციას, მათი არსებობის შემთხვევაში, იარაღისა და საბრძოლო მასალების, სამსახურებრივი დოკუმენტაციისა და მატერიალური ფასეულობების უსაფრთხო ადგილზე გატანას. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის შემთხვევაში უზრუნველყოფს აღნიშნული ტერიტორიის დაცვას. თავი VIII. განყოფილების უფროსის მოქმედება საგანგებო ვითარების დროს მუხლი 43🔗. 1. საგანგებო ვითარების შესახებ სიგნალის მიღებისას, განყოფილების უფროსი დაუყოვნებლივ ღებულობს ზომებს სამსახურის გასაძლიერებლად, ატყობინებს სიგნალის მიღების შესახებ სამმართველოს უფროსს და მისი მითითებების შესაბამისად პირადად ხელმძღვანელობს ყარაულის შემადგენლობის მოქმედებებს. 2. განყოფილების უფროსი ვალდებულია: ა)  გამოაცხადოს განგაში და აუცილებლობის შემთხვევაში, სამმართველოს უფროსის თანხმობით, გამოიძახოს განყოფილების მთელი შემადგენლობა; ბ) მომხდარი საგანგებო შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ მოახსენოს სამმართველოს უფროსს; გ) პირადად გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე, გაერკვეს ვითარებაში და მიიღოს ყველა შესაძლო ზომები შემთხვევის აღსაკვეთად; დ) პირადად უხელმძღვანელოს ყარაულის საბრძოლო გათვლით დასახული ღონისძიებების გატარებას; ე) შემთხვევის ადგილზე ზემდგომი ხელმძღვანელობის მოსვლისთანავე მოახსენოს იმ დროისათვის არსებული ვითარება და იმოქმედოს მათი მითითებების შესაბამისად.