თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ქუჩების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 30.09.2013
ძალის დაკარგვა 02.11.2023
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №43
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016142
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/10/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დიმიტრი ბოჭორიძე | თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 სექტემბრის N43 დადგენილების „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 31.10.2023
📋 აუქმებს — 1 აქტი
- თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 05.07.2011
დოკუმენტის ტექსტი
თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ქუჩების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №43
2013 წლის 30 სექტემბერი
ქ. თელავი
თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-22 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესი დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 ივლისის №17 დადგენილება;
მუხლი 4🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედიმიტრი ბოჭორიძე
დანართი №1
თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად და განსაზღვრავს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების პირობებსა და პროცედურებს.
2. წინამდებარე წესის მიღების მიზანია თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების და ნუმერაციის მოწესრიგება.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გეოგრაფიული ობიექტები – თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ბუნებრივი თუ ანთროპოგენური გეოინფორმაციული ერთეული: თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ან/და ისტორიულად ჩამოყალიბებული უბანი, გეგმარებითი ზონა, სხვა ტერიტორიული ერთეული: მთა, ბორცვი, ხევი, მდინარე, ტბა, წყარო, მოედანი, პროსპექტი (გამზირი), გზატკეცილი, ქუჩა, შესახვევი, ჩიხი, გასასვლელი, სანაპირო, ბულვარი, ხეივანი, სკვერი, ბაღი, პარკი, ტყე-პარკი, ტყე, პანთეონი, სასაფლაო, შენობა-ნაგებობები, სატრანსპორტო სისტემის ობიექტები;
ბ) სატრანსპორტო სისტემის ობიექტი – მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, ავტოსადგური, რკინიგზის სადგური ან გაჩერება, ვაგზალი, პლატფორმა, აეროპორტი, აეროდრომი;
გ) სახელდება – წინამდებარე წესის შესაბამისად უსახელო გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელის მინიჭება ან სახელის მქონესთვის ძველი სახელწოდების აღდგენა ან შეცვლა (გადარქმევა);
დ) დუბლირება – თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ერთი ტიპოლოგიური ჯგუფის სხვადასხვა გეოგრაფიული ობიექტის იდენტური სახელდება;
ე) გამოჩენილი პირი – ქართული კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის, სპორტის განვითარების, სამშობლოს დაცვის, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ან საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული ან საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული, საერო ან სასულიერო პირი.
მუხლი 3🔗. სახელდების პრინციპები
1. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ძირითადი პრინციპებია:
ა) ისტორიული ტოპონიმიის მაქსიმალურად გამოვლენა, შენარჩუნება და აღდგენა, თუ ის არ ეწინააღმდეგება ქვეყნის იდეურ-პოლიტიკურ ორიენტაციას, საყოველთაოდ აღიარებულ ფასეულობებს და საზოგადოებრივ აზრს;
ბ) კონკრეტული ფიზიკურ - გეოგრაფიული, ისტორიული, კულტურული, ეთნოლოგიური, კონფესიური, ქალაქგეგმარებითი, ფუნქციური თუ სხვაგვარი თავისებურებების ხაზგასმა;
გ) მაქსიმალური ინფორმირებულობა და მუნიციპალიტეტში ორიენტირების ხელშეწყობა;
დ) უნიკალურობა, დუბლირების თავიდან აცილება, გეოინფორმაციული სისტემის წარმოების წესების მოთხოვნათა გათვალისწინება, ორგანული ერთობა, ანსამბლურობა;
ე) თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის სიტყვათწარმოქმნის, ფონეტიკური, სტილისტური ნორმების გათვალისწინება, კეთილხმოვანება, სისხარტე, დამახსოვრების სიადვილე;
ვ) ისეთი სახელდების დაუშვებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება ეროვნულ ღირსებას, რელიგიას და ტრადიციებს, საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს, ხელს უწყობს რასობრივ, ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, სახელს გაუთქვამს საოკუპაციო რეჟიმს ან მის მოღვაწეებს;
ზ) საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინება.
მუხლი 4🔗. გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელის მინიჭება
1. სახელწოდებები ენიჭება:
ა) ახლად წარმოქმნილ გეოგრაფიულ ობიექტს;
ბ) სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს.
2. გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება შეიძლება აღნიშნავდეს თვალსაჩინო სახელმწიფო თუ საზოგადო მოღვაწის ვინაობას, მნიშვნელოვან და გამორჩეულ თარიღს (მაგ.: 9 აპრილის ქუჩა, 26 მაისის ქუჩა და სხვა), ცალკეულ ღირებულებებსა და ფასეულობებს (მაგ: სააკაძის მოედანი და სხვა), მნიშვნელოვან ფაქტს ან/და მოვლენას, სხვა გეოგრაფიული ობიექტის (მაგ: თბილისის გზატკეცილი) დასახელებას და სხვა.
3. გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება უნდა იყოს ენობრივად გამართული, შინაარსობრივად მიზანშეწონილი, გამომდინარეობდეს ხსოვნის კულტურისა და ერის სულიერი კულტურის სხვა ფასეულობებიდან. სახელწოდება არ უნდა ქმნიდეს დისჰარმონიას ქართული სახელმწიფოს ტრადიციებთან და დღევანდელობასთან.
4. გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე სიტყვისაგან. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ რამდენიმე გეოგრაფიულ ობიექტს არ შეიძლება ჰქონდეს ერთი და იგივე სახელწოდება.
5. გეოგრაფიული ობიექტის სახელდება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე. გეოგრაფიული ობიექტის მისი სახელდების აღმნიშვნელ ნიშანზე (მაჩვენებელზე) სავალდებულოა სახელწოდება მითითებული იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სახელწოდება შეიძლება მიეთითოს აგრეთვე არასახელმწიფო ენაზეც. ასეთ შემთხვევაში არასახელმწიფო ენაზე მითითებული სახელწოდება არ შეიძლება განთავსებულ (გამოსახულ) იქნეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე განთავსებული (გამოსახული) სახელწოდების ზევით, მარჯვნივ (დამკვირვებლის პოზიციიდან) ან/და საქართველოს სახელმწიფო ენაზე მოცემულ სახელწოდებაზე დიდი მოცულობით (დიდი ანბანით).
მუხლი 5🔗. გეოგრაფიული ობიექტებისთვის სახელის აღდგენა ან შეცვლა (გადარქმევა)
1. გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელწოდების აღდგენა ან შეცვლა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) შესაძლებელია ისტორიული ტოპონიმების აღდგენა, რომლებსაც განსაკუთრებული ისტორიულ - კულტურული მნიშვნელობა გააჩნია;
ბ) მიიღწევა სახელწოდების დუბლირების თავიდან აცილება;
გ) არსებითად იცვლება გეოგრაფიული ობიექტის ფუნქციური დანიშნულება ან სტატუსი;
დ) ტარდება სახელდების ობიექტის და მიმდებარე ტერიტორიის ისეთი ქალაქთმშენებლობითი სახეცვლილება ან რეკონსტრუქცია, რომელიც იწვევს გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების შეცვლას ან გაუქმების აუცილებლობას;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 6🔗. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებები
1. გამოჩენილ პირთან დაკავშირებული სახელდება დასაშვებია ამ პირის გარდაცვალებიდან არანაკლებ 25 წლის გასვლის შემდეგ. ამ წესიდან გამონაკლისი დაიშვება საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის გადაწყვეტილებით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პიროვნებას ენიჭება საქართველოს ეროვნული გმირის წოდება და აქვს განსაკუთრებული წვლილი შეტანილი ქვეყნის განვითარებაში.
2. გამოჩენილ პიროვნებებთან დაკავშირებულ სახელდებისას მათი სახელ-გვარები ან ზედწოდებები უნდა გადმოიცეს ტრადიციული, ისტორიულად ჩამოყალიბებული ფორმით (მაგ., სახელდებისას დასაშვებია ისეთი ანთროპონიმი, როგორიცაა „ილია“, „შოთა“, „ვაჟა“, „გალაკტიონი“).
3. სახელდებისას დაუშვებელია გამოჩენილი პიროვნებების ინიციალების გამოყენება (მაგ., „შ. რუსთაველი“, „დ. აღმაშენებელი“, „ი. გურჯი“).
4. დასაშვებია რთული შემადგენლობის საკუთარი სახელის შემოკლება მხოლოდ რიგობრივი სახელის რომაული ციფრით გადმოცემისას (მაგ., „მეფე სოლომონ I-ის ქუჩა”).
5. თუკი საკუთარ სახელს ახლავს ხელობის, წოდების ან თანამდებობის აღმნიშვნელი სახელი და ზედწოდება, გამოიყენება შემდეგი თანამიმდევრობა: საზოგადო სახელი, საკუთარი სახელი, ზედწოდება (მაგ: „მეფე დემეტრე თავდადებული”).
6. ერთ ჯგუფურ სახელწოდებაში მოქცეულ სუბიექტთა რაოდენობა უნდა აისახოს სიტყვიერად და არა ციფრობრივად (მაგ.: „სამასი არაგველი“, „ცხრა ძმა ხერხეულიძე“), ხოლო ღირსშესანიშნავი კალენდარული თარიღების გამოყენების შემთხვევაში გამოიყენება რიცხვითი მნიშვნელობები (მაგ: „26 მაისის ქუჩა“).
7. დასაშვებია მოკლე ჩიხების თუ გასასვლელების სახელდება რომაული ციფრების და იმ ქუჩის სახელწოდების მითითებით, რომელსაც უერთდება ჩიხი, თუ გასასვლელი (მაგ: ახვლედიანის ქუჩის II ჩიხი) ქუჩის სახელწოდების შეცვლის შემთხვევაში სახელი ეცვლება ქუჩაზე მიერთებულ ჩიხს, შესახვევსა და გასასვლელსაც.
8. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლათინურენოვანი ტრანსლიტერაცია ხდება ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლათინურენოვანი ტრანსლიტერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 24 თებერვლის №109 ბრძანებულების შესაბამისად.
9. იმ მაკროტოპონიმების უცხოურ ენაზე დაწერისას, რომელთა უცხოურენოვანი დაწერილობა ტრადიციულად განსხვავდება ქართული ფორმისგან, გამოიყენება არა ტრანსლიტერირებული, არამედ ტრადიციული (უცხოური) ფორმები.
10. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტები, რომელთაც გააჩნიათ რთული ან შედგენილი სახელწოდება და ქართულ ენაზე იწერება ერთად, ცალ-ცალკე ან ტირეთი, უცხოურენოვანი წარწერის დროს ინარჩუნებენ, შესაბამისად, ერთად, ცალ-ცალკე ან ტირეთი დაწერის ფორმას.
მუხლი 7🔗. გეოგრაფიული ობიექტის სახელდებაზე ინიცირება
1. გეოგრაფიული ობიექტების სახელდებასთან თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილობითი წინადადებით შეიძლება მიმართოს საკრებულოს წევრმა, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა, დაინტერესებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა.
2. მიმართვაში მითითებული უნდა იყოს მიმართვის ავტორის აზრით თუ რომელ გეოგრაფიულ ობიექტს რა სახელწოდება უნდა მიენიჭოს. მიმართვა უნდა შეიცავდეს შესაბამის დასაბუთებას. მიმართვა უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათავალისწინებულ, ადმინისტრაციული განცხადებისათვის საჭირო მოთხოვნებს.
3. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საფუძველი შეიძლება იყოს არსებული სახელწოდების შეცვლა (გადარქმევა), ახალი გეოგრაფიული ობიექტისათვის სახელწოდების მინიჭება ან უსახელო გეოგრაფიული ობიექტის (ასეთის არსებობისას) სახელწოდების მინიჭება.
მუხლი 8🔗. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხის მომზადება
1. გეოგრაფიული ობიექტის სახელდებასთან დაკავშირებული, საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხის საკრებულოში წინასწარი მომზადება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობითა და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.
2. გეოგრაფიული ობიექტის სახელდებასთან დაკავშირებით საკრებულოში შემოსულ წერილობით მომართვას შეისწავლის საკრებულოს სივრცითი - ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისია. საკრებულოს კომისია საკითხის შესწავლისა და განხილვის შემდეგ ადგენს დასაბუთებულ დასკვნას კონკრეტული გეოგრაფიული ობიექტის სახელდების მიზანშეწონილობის თაობაზე.
3. საკრებულოს კომისია გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხს განიხილავს თავის სხდომაზე. ერთ კონკრეტულ საკითხზე შეიძლება ჩატარდეს კომისიის რამდენიმე სხდომა. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს კომისია თავის დასკვნას ადგენს ბოლო სხდომაზე. საკრებულოს კომისია ვალდებულია საკითხი განიხილოს და შესაბამისი დასკვნა შეადგინოს საკითხის მისთვის დადგენილი წესით გადაცემიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში.
4. საკრებულოს კომისიაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობას ღებულობენ და საკრებულოს კომისიას შესაბამის რეკომენდაციებსა და კონსულტაციებს უწევენ თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი დარგის სპეციალისტები, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურის დაწესებულებების, არასამთავრობო სექტორის და საზოგადოებრიობის სხვა წარმომადგენლები, რომლებსაც საკრებულოს ბიუროსთან კონსულტაციების შემდეგ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე საკრებულოს კომისიაში სამუშაოდ ანაზღაურების გარეშე მათივე თანხმობით მოიწვევს საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე.
5. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხი განიხილება ამ წესის შესაბამისად მაშინაც კი, როდესაც ამ საკითხის წარდგენის ავტორი საკრებულოს კომისიაა.
6. კომისიის სხდომაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით დგება სხდომის ოქმი, რომელშიც სხვა შესაბამის საკითხებთან ერთად აისახება კომისიის წევრებისა და კომისიაში მოწვეული პირების მიერ განსახილველი საკითხის ირგვლივ წარმოთქმული მოსაზრებები, შეხედულებები და კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებები. კომისიის დასკვნის მიღების დროს გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობას ღებულობენ მხოლოდ კომისიის თავმჯდომარე და საკრებულოს ის წევრები, რომლებიც არიან ამ კომისიის შემადგენლობაში.
7. კომისიის დადებითი დასკვნის მიღების შემთხვევაში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხი (სახელდების შესახებ მომართვის ასლი, საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი და საკრებულოს კომისიის დასაბუთებული დასკვნის ასლი), დასკვნის მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში საკრებულოს თავმჯდომარის წერილობითი მიმართვით შესათანხმებლად ეგზავნება „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 აპრილის №160 ბრძანებულებით შექმნილ სამთავრობო კომისიას (შემდგომში – სამთავრობო კომისია).
8. სამთავრობო კომისიის მიერ საკრებულოსათვის თანხმობის მიცემაზე უარის თქმის (უარყოფითი დასკვნის შედგენის) შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს სხდომაზე საკითხის კენჭისყრის დროს იგი უარყოფითად იქნა გადაწყვეტილი, ამის შესახებ მიმართვის ავტორს (გარდა საკრებულოს წევრისა) ეცნობება საკრებულოს თავმჯდომარის ან საკრებულოს აპარატის უფროსის წერილით.
9. კონკრეტულ ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეები და თელავის მუნიციპალიტეტი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულნი არიან ქუჩის ან მოედნის სახელდების შესახებ საკრებულოს განკარგულების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები მოცემულ ქუჩაზე ან მოედანზე არსებული სახელწოდების აღმნიშვნელი ნიშნების (მაჩვენებლების) საკრებულოს განკარგულებასთან შესაბამისობაში მოსაყვანად.
მუხლი 9🔗. უფლებამოსილი ორგანო და გადაწყვეტილების მიღების წესი
1. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხი (სახელდების შესახებ მომართვის ასლი, საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი, საკრებულოს კომისიის დასაბუთებული დასკვნის ასლი და სამთავრობო კომისიის თანხმობა) წარედგინება საკრებულოს ბიუროს სხდომას, რომელიც ღებულობს გადაწყვეტილებას საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შესაბამისი გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხის შეტანასთან დაკავშირებით.
2. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
დანართი №2
თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების
ნუმერაციის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის პირობებსა და წესს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. ბინა მრავალბინიან სახლში – მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების ფართი, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსები), რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი, მათ შორის კომერციული მიზნებისათვის.
2. დაინტერესებული პირი – ნებისმიერი მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონიერი მოსარგებლე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნუმერაცია.
3. კანონიერი მოსარგებლე – ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი, და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს ბინით, შენობით.
4. შენობა – სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისაგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავადაა დაკავშირებული, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით;
5. ინდექსი – რიცხვით ან ასოითი მაჩვენებელი, რომელიც ციფრს ეწერება მარჯვნივ ზევით.
მუხლი 3🔗. უფლებამოსილი ორგანოები
გადაწყვეტილებას ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შესახებ, მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ მომზადებული გადაწყვეტილების პროექტის გათვალისწინებით, გამგებლის წარდგინებით, იღებს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
მუხლი 4🔗. ნუმერაციის მოთხოვნა
1. ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის განცხადების ან/და ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივის საფუძველზე.
2. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემთხვევაში განცხადებას თან უნდა ახლდეს დაინტერესებული პირის მიერ აღნიშნული ბინის/ბინების საკუთრების უფლების ან კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 5🔗. ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, ნუმერაციის საფუძველი
1. ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) შენობის/შენობების ნუმერაციის არარსებობა;
ბ) შენობის/შენობების გაყოფა ან/და შეერთება;
გ) არსებულ დოკუმენტებში შენობის/შენობებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა;
დ) სხვა ხდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შენობის/შენობების ნუმერაციის მოთხოვნა.
მუხლი 6🔗. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის საფუძველი
1. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის არარსებობა;
ბ) ბინის/ბინების გაყოფა ან/და შეერთება;
გ) არსებულ დოკუმენტებში სადარბაზოს/სადარბაზოებისთვის ან/და ბინის/ბინებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა;
დ) სხვა ხდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის მოთხოვნა.
2. ნუმერაცია დაუშვებელია თუ მესაკუთრეს ან კანონიერ მოსარგებლეს არ გააჩნია ბინით დამოუკიდებლად სარგებლობის შესაძლებლობა და იგი არ შეიძლება წარმოადგენდეს ცალკე უფლების ობიექტს.
3. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია ხდება მარცხნიდან მარჯვნივ.
მუხლი 7🔗. ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია
1. ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, ნუმერაცია ხდება არაბული ციფრით, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში, შენობის სპეციფიკიდან გამომდინარე - არაბულ ციფრზე ინდექსის დამატებით.
2. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია ხდება არაბული ციფრით ან ციფრზე ქართული ანბანის ასოს დამატებით.
მუხლი 8🔗. გადაწყვეტილების მიღების წესი
1. განცხადებას ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შესახებ განიხილავს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახური, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში გამგებელს წარუდგენს ბრძანების პროექტს ნუმერაციის თაობაზე საკრებულოს თავმჯომარისთვის წარსადგენად.
2. საკრებულო ვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებს მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით.