⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2017)
გაუქმებულია:

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიწის რესურსების დაცვისა და წიაღის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.10.2013
ძალის დაკარგვა 01.01.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №74
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.023.016199
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/10/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 555 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.10.2013 მიღება
01.01.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიწის რესურსების დაცვისა და წიაღის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №74 2013 წლის 1 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიწის რესურსების დაცვისა და წიაღის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ’’  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,რ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიწის რესურსების დაცვისა და წიაღის სამსახურის    მოხელეთა   დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები’’. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე დანართი საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების  დაცვის  სამინისტროს მიწის რესურსების დაცვისა და წიაღის სამსახურის  მოხელეთა   დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗. მიწის რესურსების დაცვისა და წიაღის სამსახურის უფროსი მიწის რესურსების დაცვისა და წიაღის სამსახურის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულებით; ბ) გარემოსდაცვითი კუთხით საჯარო სამსახურში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ან კერძო სექტორში მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება; გ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; დ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ნიადაგის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,წიაღის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №15 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს მიწის რესურსების დაცვისა და წიაღის სამსახურის  დებულების  ცოდნა; ე) სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; ვ) სასურველია გეოინფორმაციულ სისტემასთან (GIS) მუშაობის გამოცდილება; ზ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word - კარგად) ცოდნა. მუხლი 2🔗. მიწის რესურსების დაცვისა და წიაღის სამსახურის მთავარი სპეციალისტი მიწის რესურსების დაცვისა და წიაღის სამსახურის მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულებით; ბ) გარემოსდაცვითი კუთხით  საჯარო სამსახურში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ან კერძო სექტორში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; გ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; დ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ნიადაგის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,წიაღის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №15 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს მიწის რესურსების დაცვისა და წიაღის სამსახურის  დებულების  ცოდნა; ე) სასურველია ინგლისური  და რუსული ენების ცოდნა; ვ) სასურველია გეოინფორმაციულ სისტემასთან (GIS) მუშაობის გამოცდილება; ზ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word - კარგად) ცოდნა. მუხლი 3🔗. მიწის რესურსების დაცვისა და წიაღის სამსახურის უფროსი სპეციალისტი მიწის რესურსების დაცვისა და წიაღის სამსახურის უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულებით; ბ) გარემოსდაცვითი კუთხით  საჯარო სამსახურში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ან კერძო სექტორში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; გ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; დ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ნიადაგის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,წიაღის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №15 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს მიწის რესურსების დაცვისა და წიაღის სამსახურის  დებულების  ცოდნა; ე) სასურველია ინგლისური  და რუსული ენების ცოდნა; ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word - კარგად) ცოდნა.