საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.10.2013
ძალის დაკარგვა 03.11.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №73
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.023.016198
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/10/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №73
2013 წლის 1 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,რ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები’’.
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე
დანართი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗.
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება ტექნიკური ან სამედიცინო მიმართულებით;
ბ)
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;
გ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
დ)
საჯარო სამსახურში მუშაობის, საერთაშორისო პროგრამების კოორდინაციის და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
ე)
ნორმატიულ აქტებზე მუშაობის გამოცდილება;
ვ)
,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (მუხლები, რომლებიც შეეხება ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (მუხლები, რომლებიც შეეხება ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას), საერთაშორისო ნორმების, რომლებიც აფუძნებენ რადიაციული უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს, აგრეთვე საერთაშორისო მოთხოვნების ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგულირებისადმი, რადიოაქტიური ნივთიერებების გადაზიდვისა და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისადმი, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №8 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულების ცოდნა;
ზ)
სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
თ)
საოფისე კომპიტერული პროგრამების (MS office Word – კარგად, Excel – კარგად, Power Point – კარგად, Outlook – კარგად) ცოდნა.
მუხლი 2🔗.
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის რეესტრის, ლიცენზირების, ინსპექტირების და ხარისხის კონტროლის სამმართველოს უფროსი
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის რეესტრის, ლიცენზირების, ინსპექტირების და ხარისხის კონტროლის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება ტექნიკური, ზუსტი და საბუნებისმეტყველო ან სამედიცინო მიმართულებით;
ბ)
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება;
გ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
დ)
ნორმატიულ აქტებზე მუშაობის გამოცდილება;
ე)
,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (მუხლები, რომლებიც შეეხება ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (მუხლები, რომლებიც შეეხება ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას), საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №8 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულების ცოდნა;
ვ)
სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
ზ)
საოფისე კომპიტერული პროგრამების (MS office Word – კარგად, Power Point – კარგად, Outlook – კარგად) ცოდნა.
მუხლი 3🔗.
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის რეესტრის, ლიცენზირების, ინსპექტირების და ხარისხის კონტროლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის რეესტრის, ლიცენზირების, ინსპექტირების და ხარისხის კონტროლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება ზუსტი და საბუნებისმეტყველო ან სამედიცინო მიმართულებით;
ბ)
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
გ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
დ)
,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (მუხლები, რომლებიც შეეხება ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას), საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №8 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულების ცოდნა;
ე)
საოფისე კომპიტერული პროგრამების (MS office Word – კარგად, Power Point – კარგად, Outlook – კარგად) ცოდნა.
მუხლი 4🔗.
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხეოების დეპარტამენტის რეესტრის, ლიცენზირების, ინსპექტირების და ხარისხის კონტროლის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხეოების დეპარტამენტის რეესტრის, ლიცენზირების, ინსპექტირების და ხარისხის კონტროლის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება ტექნიკური, ზუსტი და საბუნებისმეტყველო, იურიდიული ან სამედიცინო მიმართულებით;
ბ)
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
გ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
დ)
,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონის ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №8 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულების ცოდნა;
ე)
საოფისე კომპიტერული პროგრამების (MS office Word – კარგად, Power Point – კარგად, Outlook – კარგად) ცოდნა.
მუხლი 5🔗.
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის ინციდენტებზე, ავარიულ სიტუაციებზე და არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების სამმართველოს უფროსი
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის ინციდენტებზე, ავარიულ სიტუაციებზე და არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება ტექნიკური, ზუსტი და საბუნებისმეტყველო ან სამედიცინო მიმართულებით;
ბ)
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება;
გ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
დ)
ნორმატიულ აქტებზე მუშაობის გამოცდილება;
ე)
,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (მუხლები, რომლებიც შეეხება ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (მუხლები, რომლებიც შეეხება ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას), საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის N98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის N8 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულების ცოდნა;
ვ)
სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
ზ)
საოფისე კომპიტერული პროგრამების (MS office Word – კარგად, Power Point – კარგად, Outlook – კარგად) ცოდნა.
მუხლი 6🔗.
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის ინციდენტებზე, ავარიულ სიტუაციებზე და არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის ინციდენტებზე, ავარიულ სიტუაციებზე და არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება ტექნიკური, ზუსტი და საბუნებისმეტყველო ან სამედიცინო მიმართულებით;
ბ)
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
გ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
დ)
,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ( მუხლები, რომლებიც შეეხება ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას), საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №8 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულების ცოდნა;
ე)
საოფისე კომპიტერული პროგრამების (MS office Word – კარგად, Excel – კარგად) ცოდნა.
მუხლი 7🔗.
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის ინციდენტებზე, ავარიულ სიტუაციებზე და არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის ინციდენტებზე, ავარიულ სიტუაციებზე და არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება ტექნიკური, ზუსტი და საბუნებისმეტყველო ან სამედიცინო მიმართულებით;
ბ)
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
გ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
დ)
,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №8 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულების ცოდნა;
ე)
საოფისე კომპიტერული პროგრამების (MS office Word – კარგად, Excel – კარგად) ცოდნა.
მუხლი 8🔗.
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის რადიოაქტიური ნარჩენების სამმართველოს უფროსი
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის რადიოაქტიური ნარჩენების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება ტექნიკური, ზუსტი და საბუნებისმეტყველო ან სამედიცინო მიმართულებით;
ბ)
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება;
გ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
დ)
ნორმატიულ აქტებზე მუშაობის გამოცდილება;
ე)
,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (მუხლები, რომლებიც შეეხება ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (მუხლები, რომლებიც შეეხება ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას), საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №8 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულების ცოდნა;
ვ)
სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
ზ)
საოფისე კომპიტერული პროგრამების (MS office Word – კარგად, Excel – კარგად) ცოდნა.
მუხლი 9🔗.
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის რადიოაქტიური ნარჩენების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის რადიოაქტიური ნარჩენების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება ტექნიკური, ზუსტი და საბუნებისმეტყველო ან სამედიცინო მიმართულებით;
ბ)
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
გ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
დ)
,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (მუხლები, რომლებიც შეეხება ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას), საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №8 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულების ცოდნა;
ე)
საოფისე კომპიტერული პროგრამების (MS office Word – კარგად, Excel – კარგად) ცოდნა.
მუხლი 10🔗.
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის რადიოაქტიური ნარჩენების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის რადიოაქტიური ნარჩენების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: