„ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1289-რს
სარეგისტრაციო კოდი
460070000.05.001.017153
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/10/2013

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №13-14 (45-46/13), 12 აპრილი, 1997, გვ. 3) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქართველოს საკურორტო რესურსების დაცვისა და რაციონალური გამოყენების მიზნით თითოეული კურორტისა და საკურორტო ადგილისათვის იქმნება სანიტარიული დაცვის ზონები, რომელთა პროექტს ადგენს დარგის მართვის სახელმწიფო ორგანო და რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

2. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს მთავრობა:

ა) უზრუნველყოფს ტურიზმისა და კურორტების დარგში ერთიანი პოლიტიკის განხორციელებას;

ბ) დარგის მართვის უფლებამოსილი ორგანოსა და შესაბამისი სამსახურების წარდგინებით ამტკიცებს სანიტარიული დაცვის ზონებს;

გ) ითვალისწინებს ტურიზმისა და კურორტების განვითარების ინტერესებს ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებისას, აგრეთვე სახელმწიფოთაშორის და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;

დ) დარგის მართვის უფლებამოსილი ორგანოს წარდგინებით ამტკიცებს კურორტების ნუსხას და სტატუსს.“.

მუხლი 2

1. სათანადო ადმინისტრაციულმა ორგანოებმა უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა ამავე კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.

2. ამ კანონის ამოქმედებამდე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მიღებული სამართლებრივი აქტების ამოქმედებამდე.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

24 სექტემბერი 2013 წ.

N1289-რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.09.2013.
როდის იქნა მიღებული „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.09.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1289-რს. სარეგისტრაციო კოდი — 460070000.05.001.017153.
რამდენი მუხლისგან შედგება „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.09.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1289-რს, 24.09.2013, სარეგისტრაციო კოდი 460070000.05.001.017153 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.09.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2032198/