ქარელის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ
მიღების თარიღი 23.09.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1388
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016054
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/10/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.09.2013 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქარელის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1388
2013 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
ქარელის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება ქარელის მუნიციპალიტეტს, სოფელ ზემო ხვედურეთის სასმელი წყლის სისტემის მოწყობისთვის საჭირო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხის – 364 999 (სამას სამოცდაოთხი ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარის ფარგლებში, განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი