განჩინება შპს „მარშე“-ს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/13642-13
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში
მიღების თაობაზე
2013 წლი ს 30 სექტემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: შპს ”მარშე” (ს/კ 245587011)
წარმომადგენელი: ლაშა ნოდია
მოთხოვნა: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა.
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2013 წლის 23 სექტემბერს განცხადებით მიმართა შპს ”მარშეს” წარმომადგენელმა ლაშა ნოდიამ და რეაბილიტაციის შესაძლებლობის გათვალისწინებით ითხოვა შპს ”მარშეს” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.
განმცხადებელი განმარტავს, რომ 2013 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით შპს ”მარშეს” აქვს დაახლოვებით 32341087 ლარის კრედიტორული დავალიანება, საიდანაც 19000000 მილიონის გადახდის ვალდებულება უკვე დამდგარია. ამავე დროს შპს ”მარშეს” აქტივების ღირებულება არ აღემატება 22000000 ლარს. ამ აქტივების ძირითადი ნაწილი დებიტორული მოთხოვნებია და მისი ოდენობა 20000000 მილიონი ლარია. ამ თანხიდან 18 მილიონი შეადგენს შპს ”გუდვილისადმი” არსებულ მოთხოვნას. ამასთან, განმცხადებელი აღნიშნავს, რომ შპს ”გუდვილმა” სასამართლოს უკვე მიმართა მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით. განმცხადებლის მტკიცებით მოვალე შპს ”მარშეს” სასაქონლო მარაგების ღირებულება 1166379 ლარია, ძირითადი და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ღირებულება 533536 ლარს შეადგენს და მოვალეს ასევე აქვს 284112 ლარის ღირებულების მქონე არამატერიალური აქტივები.
2013 წლის 24 სექტემბრის განჩინებით განმცხადებელს მიეთითა განცხადებისათვის დამახასიათებელ ხარვეზთა თაობაზე და მათი აღმოფხვრის მიზნით მოვალეს მიეცა 5 სამუშაო დღის ვადა. 2013 წლის 25 და 26 სექტემბერს ხარვეზის გამოწორების მიზნით მოვალემ სასამართლოს წარუდგინა სათანადო დოკუმენტები.
სასამართლო გაეცნო გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების და ხარვეზის გამოსწორების შესახებ განცხადებებს, მათზე თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს შპს ”მარშეს” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები და შესაბამისად, განცხადება ექვემდებარება სასამართო წარმოებაში მიღებას.
სასამართლომ იხელმძღვანელა ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 21-ე, 24-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ”მარშეს” (ს/კ 245587011) განცხადება მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე მიღებულ იქნეს სასამართლო წარმოებაში.
2. შპს ”მარშეს” მეურვედ დაინიშოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.
3. აეკრძალოს შპს ”მარშეს” ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე.
4. შეჩერდეს შპს ”მარშეს” მიმართ დაწყებული იძულებითი აღსრულებ ის ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება.
5. აიკრძალოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე არსებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა, პროცენტების, პირგასამტეხლოს და საურავების (მათ შორის საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა.
6 . გ ა ნ ე მარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ, კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება.
7. განემარტოს შპს ”მარშეს” დირექტორს ეკატერინე ჩხაბერიძეს, რომ იგი ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ. მასვე განემარტოს, რომ ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა გამო ი წვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
8. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილ ნ ი არიან განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს და მეურვეს თავი ანთი მოთხოვნები შპს ”მარშეს” მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად. მოთხოვნები გაცხადებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში.
9. განემარტოთ უცხოელ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილ ნ ი არიან მათთვის წინამდებარე განჩინების შესაბამის ენაზე ნათარგმნი ეგზემპლარის გადაცემიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს და მეურვეს თავი ანთი მოთხოვნები შპს ”მარშეს” მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად. მოთხოვნები გაცხადებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო მ უზრუნველყოს უცხოელ კრედიტორთა გასაგებ ენაზე განჩინების თარგმნა და მისი კრედიტორებისათვის ჩაბარება.
10. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეული იქნას 2013 წლის 6 ნოემბერს, 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი,დ ავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6, დარბაზი #2). კრედიტორთა პირველი კრების დღის წესრიგია: ა) მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის მოხსენების განხილვა და ანალიზი; ბ) ოდენობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება; გ) მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა.
1 1 . განჩინება გამოქვეყნდეს ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ს” ვებგვერდზე არაუგვიანეს 2013 წლის 4 ოქტომბრისა. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო მ. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე ც.
12. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით განჩინების გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ბესიკ სისვაძე