საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.10.2013
ძალის დაკარგვა 19.12.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №1197
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016213
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/10/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,055 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.10.2013 მიღება
19.12.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია საქართველოს თავდაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №1197 2013 წლის 10 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „უ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის დებულება   მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი  1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამედიცინო დეპარტამენტი (შემდგომ - დეპარტამენტი) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფი.  2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ -  მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, გაერთიანებული შტაბის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით. 3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია გაერთიანებული შტაბის უფროსის წინაშე. 4. დეპარტამენტს აქვს საკუთარი სახელწოდებით - ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით, შტამპი და ბლანკი.  მუხლი 2🔗. დეპარტამენტის  ამოცანები და ფუნქციები დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია: ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში-სამინისტრო) მოსამსახურეების ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის გატარება და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი პროგრამების შემუშავება. მოქმედი პროგრამების საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით განახლება. დასახული ამოცანების შესრულებისათვის გაერთიანებული შტაბის ქვედანაყოფებში სამედიცინო უზრუნველყოფის კოორდინაცია და კონტროლი; ბ) საგანგებო და/ან საომარი მდგომარეობის დროს, აგრეთვე სხვა განსაკუთრებული სიტუაციების დროს, სამინისტროს მოსამსახურეებისათვის განსაზღვრული სამედიცინო დახმარების მოცულობისა და ხარისხის მაქსიმალური თანხვედრა მშვიდობიანობის დროის სტანდარტებთან; გ) სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის პრიორიტეტების საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამედიცინო უზრუნველყოფის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმების შემუშავება, ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამედიცინო ქონებით უზრუნველსაყოფად წინადადებების მომზადება და გაერთიანებული შტაბის უფროსისათვის წარდგენა;  დ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა და  მათი შესრულების კონტროლი. განხორციელებული ღონისძიებების შესახებ შესაბამისი ანგარიშების მომზადება; ე) სამედიცინო ქონებით უზრუნველყოფის დაგეგმვა და მისი მონიტორინგი; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმძღვანელო დოკუმენტების, მითითებებისა და ინსტრუქციების პროექტების მომზადება, გაერთიანებული შტაბის უფროსისათვის დასამტკიცებლად წარდგენა და მათი შესრულების მონიტორინგის განხორციელება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონის პროექტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობა; თ) სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ი) სამედიცინო ქონების სტრატეგიული, ოპერატიული და საჯარისო მარაგების  გათვლა; კ) სამედიცინო სადაზღვევო პროგრამების შემუშავება ან/და განხილვა; ლ) დადგენილი ნორმების შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესწავლა, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების მონიტორინგი; მ) სამხედრო-სამედიცინო განათლების, სამხედრო მედიცინის მეცნიერების განვითარებისათვის შესაფერისი გარემოს შექმნის ხელშეწყობა; ასევე სამხედრო-სამედიცინო კადრების მომზადების დონის ამაღლების, კვალიფიკაციისა და უწყვეტი სამედიცინო განათლების პროცესის ორგანიზება; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, სამედიცინო რეზერვის მომზადებისა და საჭიროებისამებრ გადანაწილების  გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ო) სამხედრო ნაწილებში ავადობის სამედიცინო სტატისტიკური მონაცემების ანალიზის საფუძველზე გაკეთებული დასკვნების შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში რეაგირება; პ) მოქმედი კანონმდებლობით, მინისტრისა და გაერთიანებული შტაბის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.  მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა  1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.   2. დეპარტამენტის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება გაერთიანებული შტაბის უფროსს.  3. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარადგენს დასამტკიცებლად დეპარტამენტის საშტატო ნუსხას; გ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობაზე, თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი (ფუნქციონალური) მოვალეობებისა და დისციპლინის დაცვაზე;  დ) დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსების შუამდგომლობის საფუძველზე, გაერთიანებული შტაბის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის (სტრუქტურული ქვედანაყოფების) მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების, წახალისების ან/და მათ მიმართ დისციპლინალური ზომების გამოყენების შესახებ; ე) ხელს აწერს და/ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებაზე;  ზ) გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან ან კომპეტენციის ფარგლებში სხვა ორგანოებიდან; თ) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნას. 4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს სამი მოადგილე, რომლებსაც დეპარტამენტის უფროსის შუამდგომლობით და გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის დროს მის ფუნქცია-მოვალეობებს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე. 6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:    ა) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;    ბ) ხელს აწერს და/ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;    გ) აკონტროლებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობასა და შედეგებზე;    დ) ორგანიზაციას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადებისა და ატესტაციის საკითხებს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით;    ე) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ეფექტურ ფუნქციონირებას. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები, მათი ფუნქციები და ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია (შემდეგ- ერთეულები): ა) ადმინისტრაციული სამმართველო; ბ) სამედიცინო უზრუნველყოფისა და დაგეგმვის სამმართველო; გ) სამედიცინო მარაგების დაგეგმვისა და აღრიცხვის სამმართველო; დ) რეაბილიტაციის ცენტრი.  2. ადმინისტრაციული სამმართველოს ფუნქციებია: ა) დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია და ორგანიზება. დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფის წარმართვა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამედიცინო პერსონალის საკადრო საკითხების აღრიცხვა და აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამის პირთა/დანაყოფთა ინფორმაციული უზრუნველყოფა; გ) დეპარტამენტის საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება. დეპარტამენტში შემოსული დოკუმენტაციის დროულად შესრულების კოორდინაცია. მათი შესრულების შესახებ მოხსენებების მომზადება; დ) დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტების სამართლებლივი უზრუნველყოფა. 3. სამედიცინო უზრუნველყოფისა და დაგეგმვის სამმართველოს ფუნქციებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, საბრძოლო ოპერაციების და სამხედრო-საველე სწავლებების სამედიცინო უზრუნველყოფის ორგანიზება და მისი შესრულების კონტროლი; ბ) სტანდარტული სამედიცინო პროცედურების შემუშავება და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მათი დანერგვის უზრუნველყოფა;  გ) დაჭრილთა და ავადმყოფთა სამედიცინო ევაკუაციის დაგეგმვა და კოორდინაცია;  დ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებულ ძალების სამედიცინო პირადი შემადგენლობის წვრთნებისა და განათლების პროგრამების დაგეგმვა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა;  ე) სამედიცინო ქვედანაყოფებში პაციენტთა გამოკვლევის, მკურნალობისა და სამედიცინო შემოწმების ჩატარების კონტროლი;    ვ) ქვედანაყოფებში პირადი შემადგენლობის ავადობისა და ტრავმატიზმის აღრიცხვიანობის კონტროლი, ანალიზი და პრევენციისათვის წინადადებების შემუშავება;  ზ) ქვედანაყოფების სამედიცინო სამსახურების ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მუშაობის შეფასება, მათთვის მეთოდური დახმარების გაწევა. 4. სამედიცინო მარაგების დაგეგმვისა და აღრიცხვის სამმართველო: ა)  გაერთიანებული შტაბის სამედიცინო დანაყოფებისა და ქვედანაყოფების მედიკამენტებით, ხარჯვადი სამედიცინო ქონებით, ინვენტარითა და სამედიცინო ტექნიკით მომარაგების კოორდინაცია; ბ) ქვედანაყოფებისათვის სამედიცინო ქონების საჭიროების განსაზღვრა და დაგეგმვა; გ) სამედიცინო ქონების შესყიდვების შესახებ რეკომენდაციების მომზადება;       დ) ქვედანაყოფებში სამედიცინო ქონების აღრიცხვის კონტროლი, სამედიცინო ქონების სააღრიცხვო ფორმების სრულყოფისათვის რეკომენდაციების მომზადება. 5. რეაბილიტაციის ცენტრის ფუნქციებია: ა) ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მისიებში დაშავებულების სარეაბილიტაციო მკურნალობის უზრუნველყოფა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს სამხედრო და სამოქალაქო, ასევე პარტნიორი ქვეყნების სპეციალიზირებული პროფილის სამედიცინო დაწესებულებების რესურსების გამოყენება; გ) ჩატარებული სარეაბილიტაციო მკურნალობის მონიტორინგის განხორციელება.   6. ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის შუამდგომლობითა და გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 7. ერთეულის უფროსი: ა) დეპარტამენტის უფროსის ხელმძღვანელობით წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას, პასუხისმგებელია ერთეულზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს დავალებებს თანამშრომლებზე  და ახორციელებს კონტროლს მათ მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე; გ) ხელს აწერს ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) შეიმუშავებს წინადადებებს თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ე) შუამდგომლობს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე. 8. დეპარტამენტის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ შემთხვევაში ერთეულს (სამმართველო) შეიძლება გააჩნდეს განყოფილებები, განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელიც: ა) ანაწილებს განყოფილებაში შესულ დავალებებს; ბ) ახორციელებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს; გ) შესაბამისი ერთეულის (სამმართველოს) უფროსს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე.