სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 02.10.2013
ძალის დაკარგვა 18.07.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №251
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.017418
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/10/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 499 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.10.2013 მიღება
18.07.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №251 2013 წლის 2 ოქტომბერი ქ. თბილისი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარე; საქართველოს იუსტიციის მინისტრი – საბჭოს წევრი; საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი – საბჭოს წევრი; საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი – საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი – საბჭოს წევრი; საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – საბჭოს მოწვეული წევრი; საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე – საბჭოს მოწვეული  წევრი; საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – საბჭოს მოწვეული წევრი. მუხლი 2🔗 საბჭომ საქართველოს მთავრობის სხდომებზე პერიოდულად წარადგინოს ინფორმაცია თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი საბჭოს თანდართული დებულება.  მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი საბჭოს დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის  უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭო, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რაციონალური გამოყენების მიზნით შეისწავლის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებულ  საკითხებს. 2. საბჭო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით. მუხლი 2🔗. საბჭოს ამოცანები და უფლებამოსილებები 1. საბჭოს ამოცანებია: ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვისა და აუქციონის ფორმით პრივატიზებასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების, მათ შორის, საპრივატიზებო პირობების განხილვა, შესაბამისი წინადადებების შემუშავება და უფლებამოსილი ორგანოსთვის წარდგენა; ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის ფორმით ან მის გარეშე, სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების განხილვა, შესაბამისი წინადადებების შემუშავება და უფლებამოსილი ორგანოსთვის წარდგენა. გ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების განკარგვასთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა. 2. საბჭო უფლებამოსილია: ა) საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში, მოითხოვოს ყველა საჭირო ინფორმაცია შესაბამისი უწყებებიდან; ბ) საჭიროების შემთხვევაში, სათათბირო ხმის უფლებით სხდომაზე მოიწვიოს სამინისტროების, უწყებებისა და ორგანიზაციების დაინტერესებული და პასუხისმგებელი პირები, აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტები; გ) საბჭოს საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის  მიზნით მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან. მუხლი 3🔗. საბჭოს საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების წესი 1. საბჭოს ხელმძღვანელობს და მის საქმიანობას წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე. 2. საბჭოს სხდომა იმართება პერიოდულად, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. 3. საბჭოს წევრს (მათ შორის, საბჭოს თავმჯდომარეს) უფლება აქვს საბჭოს სხდომაში მონაწილეობის უფლებამოსილება კანონმდებლობით დადგენილი წესით მიანიჭოს სხვა პირს. 4. სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. 5. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. მუხლი 4🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი საბჭოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.