„ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1361-რს
სარეგისტრაციო კოდი
010100000.05.001.017169
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/10/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

    1. მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 2

  ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს საქართველოს მთავრობის წარდგინებით, დადგენილებით ქმნის და აუქმებს საქართველოს პარლამენტი.

 

   მუხლი 3

  1. დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე სახელმწიფო მმართველობის განხორციელების უფლებამოსილება საქართველოს მთავრობამ, შეთანხმების საფუძველზე, შეიძლება მიანიჭოს ადგილობრივი პოლიტიკური ძალებისა და ადგილობრივი საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს.

  2. დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე სახელმწიფო მმართველობის განხორციელების მიზნით იქმნება დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია, რომლის საქმიანობის წესი და ფარგლები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

   2. მე-4 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ი) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

 

   მუხლი 2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ კანონის საფუძველზე მიღებული ახალი სამართლებრივი აქტების ამოქმედებამდე.

 

  მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

27 სექტემბერი 2013 წ.

N1361-რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.09.2013.
როდის იქნა მიღებული „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.09.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1361-რს. სარეგისტრაციო კოდი — 010100000.05.001.017169.
რამდენი მუხლისგან შედგება „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.09.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1361-რს, 27.09.2013, სარეგისტრაციო კოდი 010100000.05.001.017169 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.09.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2036885/