„თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- თავდაცვის დაგეგმვის შესახებ 28.04.2006
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) თავდაცვის დაგეგმვის სტრატეგიული დონის სამართლებრივი აქტები – ამ კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული აქტები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა ან საქართველოს პრეზიდენტი;“.
2. მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. „საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი“ მრავალწლიანი პერიოდისათვის მიმოიხილავს არსებულ სტრატეგიულ გარემოს და კონკრეტულად ადგენს ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს. „საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის“ საფუძველზე ხორციელდება შეიარაღებულ ძალებში ოპერატიული გეგმების შემუშავება და ამ დოკუმენტთან დაკავშირებული დაგეგმვის სხვა სფეროების (მატერიალურ-ტექნიკური, ინფორმაციული და უწყებათაშორისი კოორდინაციის) ორგანიზება. „საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტს“ საქართველოს მთავრობის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. აღნიშნული დოკუმენტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყოველწლიურად ხდება მისი ანალიზი.
3. თავდაცვის სფეროში „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციით“ გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული შეიმუშავებს „საქართველოს ეროვნულ სამხედრო სტრატეგიას“, რომელიც მრავალწლიანი პერიოდისათვის განსაზღვრავს ეროვნულ სამხედრო მიზნებსა და შეიარაღებული ძალების მოთხოვნილებებს, მათი განხორციელების ზოგად გზებს, სტრუქტურასა და სამომავლო ხედვას. ამასთანავე, ეს სტრატეგია ადგენს იმ შესაძლებლობებს, რომლებიც აუცილებელია შეიარაღებული ძალების მიერ მათ წინაშე დასმული ამოცანების ეფექტიანად შესასრულებლად. ყოველწლიურად ხდება აღნიშნული სტრატეგიის შედარება არსებულ ან/და მოსალოდნელ მდგომარეობასთან და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მასში შესაბამისი ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა. „საქართველოს ეროვნულ სამხედრო სტრატეგიას“ ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.
ქუთაისი, 27 სექტემბერი 2013 წ. N1386-რს |