„შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1380-რს
სარეგისტრაციო კოდი
120190000.05.001.017174
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/10/2013

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დადგენილი პროდუქციის სხვა სახეები.“.

2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებანი

საქართველოს მთავრობა:

ა) იღებს ნორმატიულ აქტებს საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის მოსაწესრიგებლად და განსახორციელებლად;

ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის წარდგინებით ამტკიცებს საექსპორტო და საიმპორტო კონტროლისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დანიშნულების სამხედრო პროდუქციისა და მომსახურების ნუსხას;  

გ) ხელმძღვანელობს საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის განმახორციელებელი საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობას;

დ) განსაზღვრავს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების უფლებამოსილებებს საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის სფეროში;

ე) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ადგენს რაოდენობრივ შეზღუდვებს საექსპორტო და საიმპორტო კონტროლისადმი დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტზე (იმპორტზე);

ვ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებულ სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიასთან შეთანხმებულ საექსპორტო და საიმპორტო კონტროლისადმი დაქვემდებარებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხას.“.

3. მე-7 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებულ სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიასთან ერთად განსაზღვრავენ და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენენ საკონტროლო სიებსა და საექსპორტო და საიმპორტო კონტროლისადმი დაქვემდებარებული პროდუქციის ნუსხას;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

27 სექტემბერი 2013 წ.

N1380-რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.09.2013.
როდის იქნა მიღებული „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.09.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1380-რს. სარეგისტრაციო კოდი — 120190000.05.001.017174.
რამდენი მუხლისგან შედგება „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.09.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1380-რს, 27.09.2013, სარეგისტრაციო კოდი 120190000.05.001.017174 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.09.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2036943/