„საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-3−მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3
საქართველოს მთავრობა საქართველოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას ცალკეული სამხედრო მოსამსახურეების ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების, დაპირისპირებულ მხარეთა დაშორიშორებისა და სხვა ფუნქციების შესასრულებლად საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენისათვის და სხვა ისეთი სახის სამშვიდობო საქმიანობის განსახორციელებლად, რომელიც არ არის დაკავშირებული იძულებითი ზომებისა და სამშვიდობო ძალის გამოყენებასთან, ნებაყოფლობითი გაგზავნის შესახებ.
მუხლი 4
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შესაბამის დაწესებულებასთან შეთანხმების შემდეგ საქართველოს მთავრობას წარუდგენს იმ საჯარო მოსამსახურის კანდიდატურას, რომელიც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე დამხმარე სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილი უნდა იქნეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებსა და სხვა ისეთი სახის სამშვიდობო საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც არ არის დაკავშირებული იძულებითი ზომებისა და სამშვიდობო ძალის გამოყენებასთან.
მუხლი 5
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციების უზრუნველსაყოფად და სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად სახელმწიფო მატერიალური რეზერვებიდან მატერიალურ-ტექნიკური, სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სატრანსპორტო საშუალებების გამოყოფის შესახებ.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების სახელმწიფო რეზერვებიდან გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.“.
2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ საქართველომ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად დაიწყო სამშვიდობო ძალების ფორმირება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებსა და სხვა ისეთი სახის სამშვიდობო საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც დაკავშირებულია იძულებითი ზომებისა და სამშვიდობო ძალების გამოყენებასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით აწარმოებს მოლაპარაკებებს შესაბამისი ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ხელმოწერის მიზნით, რომლებიც განსაზღვრავს ჯარების რაოდენობას, სახეობას, საერთო განლაგებას, მზადყოფნის ხარისხს, მომსახურებისა და დახმარების საშუალებების ხასიათს.“.
3. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მთავრობა სამშვიდობო ძალების ან/და სამოქალაქო პერსონალის საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენისა და შენარჩუნების ოპერაციებში ან/და სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად წარგზავნისათვის ამტკიცებს ორგანიზაციულ ღონისძიებათა გეგმას.“.
4. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საერთაშორისო ნორმების შესაბამისად შეიმუშავებს სამშვიდობო ძალების სამხედრო მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელს და განმასხვავებელ ნიშნებს, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.
ქუთაისი, 27 სექტემბერი 2013 წ. N1388-რს |