სს „საქორგგაზი“-ს რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სააქციო საზოგადოება “საქორგგაზის” (ს/კ 208147637) აქციონერთა საყურადღებოდ
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სააქციო საზოგადოების რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს დღის 13 საათსა და 30 წუთზე, საქართველოს “მეწარმეთა შესახებ” კანონის თანახმად სს “საქორგგაზის” დირექტორი იწვევს საზოგადოების აქციონერებს სააქციო საზოგადოების რიგგარეშე საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება ქ. თბილი შ ი, ქიზიყის ქ. № 13.
დღის წესრიგი:
1. სს “საქორგგაზის” რეორგანიზაცია (შერწყმა მიერთების გზით, სს “საქორგგაზთან” ხორციელდება მიერთება სს“ბოლნისიგაზის” (ს/კ225357869), სს “გორიგაზის” (ს/კ217885947), სს“ქუთაისგაზის”(ს/კ 212673196), სს “თეთრიწყაროგაზის”(ს/კ 230798866), სს“რუსთავგაზის” (ს/კ216290877)”, სს“კასპიგაზის” (ს/კ232539063), შპს “სამტრედიაგაზის” (ს/კ238755496), შპს “ვანიგაზის”(ს/კ229722878), შპს “თერჯოლის ბუნებრივი აირის” (ს/კ431945014), შპს “ბორჯომიგაზის” (ს/კ226149833).
2. სხვადასხვა.
დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ კომპანიის ადმინისტრაციაში.