დავით სახვაძის, მარინე ცინცაბაძის, ჯუმბერ ხანთაძის, გიგო ჯანდიერის, რაულ გვეტაძის, გივი ინანიშვილის, ვანო თვალავაძის, რევაზ კანაშვილის ასოციაცია „მწვანე ალეტერნატივას“ და ირინა ღამბაშიძის, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ

მიღების თარიღი 03.10.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1430
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016093
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/10/2013
matsne.gov.ge 4,645 სიტყვა · ~23 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

დავით სახვაძის, მარინე ცინცაბაძის, ჯუმბერ ხანთაძის, გიგო ჯანდიერის, რაულ გვეტაძის, გივი ინანიშვილის, ვანო თვალავაძის, რევაზ კანაშვილის ასოციაცია „მწვანე ალეტერნატივას“ და ირინა ღამბაშიძის, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.BalloonTextChar { } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:595.35pt 841.95pt; margin:45.0pt 46.35pt 58.5pt 66.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №1430 2013 წლის 3 ოქტომბერი ქ. თბილისი დავით სახვაძის, მარინე ცინცაბაძის, ჯუმბერ ხანთაძის, გიგო ჯანდიერის, რაულ გვეტაძის, გივი ინანიშვილის, ვანო თვალავაძის, რევაზ კანაშვილის ასოციაცია „მწვანე ალეტერნატივას“ და ირინა ღამბაშიძის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე -40 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის მიერ ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება დავით სახვაძის, მარინე ცინცაბაძის, ჯუმბერ ხანთაძის, გიგო ჯანდიერის, რაულ გვეტაძის, გივი ინანიშვილის, ვანო თვალავაძის, რევაზ კანაშვილის, ასოციაცია ,,მწვანე ალეტერნატივასა” და ირინა ღამბაშიძის №25411, №25527 და №25915 ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით. განსახილველი ადმინისტრაციული საჩივრებით მოთხოვნილ იქნა „საქართველოს სსრ 1977 წლის კანონის ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვისა და გამოყენების შესახებ“ მოქმედების პერიოდში ისტორიისა და კულტურის ძეგლებად გამოცხადებული ობიექტებისათვის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის №3/133 ბრძანების ნაწილის ბათილად ცნობის თაობაზე“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის №03/108 ბრძანების ბათილად ცნობა. ამასთან, რაულ გვეტაძის, გივი ინანიშვილის, ვანო თვალავაძისა და რევაზ კანაშვილის ადმინისტრაციული საჩივრით მოთხოვნილ იქნა ასევე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მაისის №03/82 ბრძანების ბათილად ცნობაც. 2013 წლის 26 სექტემბერს დანიშნულ ზეპირ მოსმენაზე №25411, №25527 და №25915 ადმინისტრაციული საჩივრები გაერთიანდა ერთ ადმინისტრაციულ წარმოებად და განხილულ იქნა ერთად. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის №03/108 ბრძანებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60​1 და 62-ე მუხლებისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მაისის №03/82 ბრძანებით შექმნილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა საყდრისის უძველესი სამთამადნო მრეწველობის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის №3/133 ბრძანების დანართში უკანონოდ ასახული „საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს“ დანართიდან ამოღების მიზნით: 1. ბათილად იქნა ცნობილი „საქართველოს სსრ 1977 წლის კანონის ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვისა და გამოყენების შესახებ“ მოქმედების პერიოდში ისტორიისა და კულტურის ძეგლებად გამოცხადებული ობიექტებისათვის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის №3/133 ბრძანების დანართის რიგითი №2042 (საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღარო, ბოლნისის მუნიციპალიტეტი). 2. ამ ბრძანების შესრულების უზრუნველსაყოფად, სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს და სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტს დაევალა საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 ნოემბრის №665 ბრძანებულებაში ცვლილებებისათვის საჭირო, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება 3 დღის ვადაში. 3. სამინისტროს კუტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს დაევალა საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ზონაში არსებული, კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 4. სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტს დაევალა სათანადო სამუზეუმო სივრცის შესაქმნელად და ამ სივრცეში საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ზონაში მოპოვებული კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლების გადასატანად კომპანია „RMG“-სა და სამინისტროს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მომზადება. 5. საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის შესწავლის ვადა განისაზღვრა 2013 წლის 15 სექტემბრამდე. საჩივრის ავტორების განმარტებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მაისის №03/82 ბრძანებით შეიქმნა კომისია ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა საყდრისის უძველესი სამთამადნო მრეწველობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისათვის სტატუსის მინიჭების დოკუმენტაციის შესწავლისა და მისი გადატანისათვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, რომლის მიზანიც თავიდანვე იყო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგებისაგან დამოუკიდებლად, ძეგლის გადატანისათვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავება. 2013 წლის 16 ივლისს სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, სადავო ბრძანების გამოცემა განხორციელდა თითქოსდა საქართველოს მთავრობის ინიცი iრებითა და კომპანია RMG“-ს 2013 წლის 26 აპრილის განცხადების საფუძველზე, რომლებიც თავისთავად არ შეიძლებოდა გამხდარიყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების დოკუმენტაცის შესწავლისა და , მითუმეტეს, ძეგლის გადატანისათვის კომისიის შექმნის საფუძველი, ვინაიდან, კომპანია „RMG“-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ ქუთელიას ზემოხსენებული განცხადებით დასტურდება, რომ მან საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართა კომპანიაში არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით და მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათი ლიცენზიის კონტურის ფარგლებში არსებულ საბადოზე აღმოჩენილი ძველი სამთო გამონამუშევრების გამო, რომელთაც მინიჭებული ჰქონდა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის კატეგორია, ვეღარ ახდენდნენ საბადოს უდიდესი ნაწილის დამუშავებას, რითაც ილახებოდა და ზიანი ადგებოდა კომპანიის ინტერესებს. აღნიშნული მოსაზრება საჩივრის ავტორების განმარტებით, უსაფუძვლოა, ვინაიდან, საყდრისის საბადოზე კომპანია „RMG“-ს წიაღით სარგებლობის მოქმედი ლიცენზიის ვადა იწურება 2014 წლის 14 აპრილს, რის შემდეგ ხსენებულ საბადოზე კომპანია საქმიანობის გაგრძელებას შესძლებს 2012 წლის 29 თებერვალს მოპოვებული ლიცენზიის საფუძველზე. ამდენად, ახალი ლიცენზიის გაცემის დროს კომპანია სრულად იყო ინფორმირებული სალიცენზიო ფართობზე ძეგლის არსებობის შესახებ, თუმცა მას უარი არ განუცხადებია ლიცენზიის შეძენაზე. გარდა ამისა, ასევე საფუძველს მოკლებულია კომპანიის მითითება ძეგლის გადატანის შესახებ, ვინაიდან, აღნიშნული ეწინააღმდეგება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მოთხოვნებს. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ თავად კომპანიას 2006 წელს ძეგლისათვის სტატუსის მინიჭების კანონიერება სადავოდ არ გაუხდია უფრო მეტიც , გარემოს დაცვის სამინისტროსათვის წარდგენილ ანგარიშებში იგი წლების განმავლობაში უთითებდა ძეგლის ღირებულებასა და ამ აღმოჩენის ფასეულობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის წერილი არ უნდა გამხდარიყო ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების დოკუმენტაციის შესწავლისათვის კომისიის შექმნის საფუძველი. გარდა ამისა, ადმინისტრაციული საჩივრის ავტორების განმარტებით, კომისიის დასკვნა, რომელიც საფუძვლად დაედო სადავო ბრძანების გამოცემას, შეიცავს მრავალი ფაქტის არასწორ ინტერპრეტაციას და მასში მოცემული მსჯელობა წინააღმდეგობრივია, ტენდენციურია და სცილდება კომისიის უფლებამოსილების ფარგლებს. კერძოდ, დასკვნაში მითითებულია, რომ ძეგლის შესაბამისი დეტალური არქეოლოგიური კვლევა არ ჩატარებულა, ამასთან, კვლევის სანებართვო დოკუმენტაცია და ოფიციალური ანგარიშები არ ყოფილა კომისიისათვის მიწოდებული და 2004-2005 წლების არქეოლოგიური ექსპედიციის ანგარიშების არსებობა არ დასტურდებოდა, თუმცა არქეოლოგიური კვლევების ჩატარების ფაქტს წლების განმავლობაში აღიარებდა საყდრისის საბადოზე წიაღით სარგებლობის უფლების მქონე კომპანია. გარდა ამისა, დასკვნაში მითითებულ იქნა, რომ ხსენებულ არქეოლოგიურ ობიექტზე 2004-2005 წლების ჩატარებული არქეოლოგიური ექსპედიციის ანგარიშები არ მოიპოვებოდა არც სამინისტროში და არც აკადემიის მთავარ არქივში, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო არ მოხდა მათი გამოთხოვა ეროვნული მუზეუმიდან, რომელიც კვლევებს ატარებდა. შესაბამისად, კომისიამ, ისე, რომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელო bის მქონე გარემოებები, დასკვნაში მიუთითა, რომ 2006 წელს არ არსებობდა არავითარი საფუძველი ე.წ. „უძველესი მაღაროს“ ძეგლად გამოცხადებისა, რითაც დაირღვა იმ დროს მოქმედი „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. ადმინისტრაციული საჩივრების თანახმად, ასევე უსაფუძვლოა დასკვნაში მითითებული მთავარი არგუმენტი მაღაროსთვის უძრავი ძეგლის სტატუსის მოხსნის შესახებ, რომლის თანახმად, „საყდრისის საბადოს, მათ შორის ყაჩაღიანის უბნის მადნები ძირითადად ღარიბია, ოქროს დაბალი ან საშუალო შემცველობით. ხილული ოქრო დღემდე ცნობილი არ არის, საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის უბანზე შეიძლება ადგილი ჰქონოდა მხოლოდ სპილენძის და არა ოქროს მოპოვებას. ამიტომ „საყდრისის უძველესი ოქროს მაღარო“ სინამდვილეში ჩვეულებრივი ძველი სპილენძის მაღაროა, რომელიც მრავლად არის დაფიქსირებული საქართველოში და არ წარმოადგენს უნიკალურ მოვლენას“. დასკვნაში არ არის მითითებული, თუ რა კვლევებსა და მონაცემებს დაეყრდნო კომისია აღნიშნული მოსაზრების გამოთქმისას. აქვე გასათვალისწინებელია, რომ კომისიამ არ განიხილა კვარციტისა და მადნეულის (ამჟამად RMG) საინფორმაციო გეოლოგიური ანგარიშები, რომლებსაც ყოველწიურად წარადგენენ ლიცენზიის გამცემ უწყებაში და რომელიც ადასტურებს, რომ საყდრისის საბადოზე ოქროს მნიშვნელოვანი მარაგებია, რაც ეწინააღმდეგება დასკვნაში მოცემულ მოსაზრებას და წარმოადგენს იმის მტკიცებულებას, რომ საყდრისი ნამდვილად არის ოქროს საბადო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღეის მდგომარეობით არსებობს სამეცნიერო ნაშრომები, რომელთა თანახმად, საყდრისის ტერიტორიის უნიკალურობა, როგორც კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტისა, მდგომარეობს იმაში, რომ იგი არის ჩვენ წელთაღრიცხვამდე IV-III ათასწლეულის უძველესი სამთო მაღარო, სადაც დღეისათვის შემორჩენილია ოქროს მოპოვების კვალი უძველეს დროში, რისი ნათელი დადასტურებაც გახლავთ მათ შორის გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის წერილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრისადმი. საჩივრის ავტორებს მიაჩნიათ, რომ კომისია დასკვნაში მითითებულ ზოგიერთ საკითხზე მსჯელობისას გასცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს და იმსჯელა ისეთ საკითხებზე, რომელიც არ შედიოდა მის კომპეტენციაში, კერძოდ, ესენია დასკვნის მე-7, მე-8 და მე-9 თავში მითითებული საკითხები. ამავდროულად, ასევე აღსანიშნავია, რომ კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ პირები, რომელთაც არ ჰქონდათ უფლებამოსილება , მონაწილეობა მიეღოთ გადაწყვეტილების მიღებაში, ვინაიდან, ისინი იყვნენ დაინტერესებულნი. შესაბამისად, 2013 წლის 28 მაისის №03/82 ბრძანებაც, რომელიც წარმოადგენს შუალედურ აქტს და ცალკე არ საჩივრდება, განხილული უნდა იქნეს 2013 წლის 5 ივლისის სადავო ბრძანებასთან ერთად. ადმინისტრაციული საჩივრის ავტორების განმარტებით, აღსანიშნავია ასევე ის გარემოება, რომ ძეგლისათვის სტატუსის მოხსნა საზოგადოებისათვის მხოლოდ მინისტრის სადავო ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ პროცესი დახურულად მიმდინარეობდა და დაინტერესებული საზოგადოების არათუ მონაწილეობის, არამედ ინფორმირების გარეშე წარიმართა, რითაც დაირღვა როგორც ეროვნული, ასევე საერთაშაროსიო კანონმდებლობის მოთხოვნები, კერძოდ, კი „საზოგადოებისათვის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის შესახებ“ ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენციის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპი, რომლის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება, საკუთარი არჩევანით გამოიყენოს კულტურული მემკვიდრეობა, ამასთან, პატივი სცეს სხვა ადამიანთა უფლებებსა და თავისუფლებებს, რაც კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლების ერთ-ერთი ასპექტია, რომელიც აღიარებულია გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით და გარანტირებულია ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტით. გარდა ამისა, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლი განსაზღვრავს ძეგლისათვის სტატუსის მოხსნის პროცედურებს, რაც არ იქნა დაცული სადავო აქტის გამოცემის დროს. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს თავისი ინიციატივით ბათილად გამოაცხადოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აღნიშნული უფლებამოსილება საჩივრის წარდგენის შემთხვევაში გააჩნია ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო სარჩელის შემთხვევაში – სასამართლოს. განსახილველ შემთხვევაში გაუგებარია, რომელ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. გარდა ამისა, დარღვეულია ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი, რაც ამავე კოდექსის 60​1 მუხლის თანახმად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს. შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივრის ავტორებმა მიიჩნიეს, რომ დაირღვა მათი უფლებები და მოითხოვეს საჩივრის დაკმაყოფილება, ამასთან, ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“ განმარტავს, რომ „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის შესაბამისად, ასოციაცია წარმოადგენს დაინტერესებულ პირს. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო არ დაეთანხმა ადმინისტრაციულ საჩივრებს (17.09.2013წ. , №01/13-3892) და მიუთითა, რომ 2013 წლის 2 მაისს სამინისტროში შევიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეზოლუცია, რომელიც სამინისტროს ავალებდა განეხილა „კომპანია RMG Gold“-ის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე გაგზავნილი წერილი და მოეხდინა შესაბამისი რეაგირება. კომპანიის წერილში აღნიშნული იყო რომ, მას შემდეგ , რაც 2006 წლის 30 მარტის №3/133 ბრძანებით, კომპანიის სალიცენზიო ტერიტორიაზე, საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვზე მდებარე მაღაროს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ხოლო შემდეგ განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია, კომპანია დადგა დიდი ეკონომიკური პრობლემის წინაშე, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებდა კომპანიის საქმიანობას ძვირფასი ლითონების მოპოვების კუთხით. ზემოხსენებული პრობლემის შესწავლისა და პრობლემის მოგვარების მიზნით, 2013 წლის 28 მაისის №03/82 მინისტრის ბრძანებით , შეიქმნა კომისია, რომელსაც დაევალა საყდრისი-ყაჩაღიანის ძეგლისათვის – „უძველესი ოქროს მაღარო“ – 2006 წლის 30 მარტს სტატუსის მისანიჭებლად საჭირო, კანონმდებლობით გათვალისწინებული, დოკუმენტაციის სამართლებრივი კუთხით შესწავლა და ძეგლის გადატანისათვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავება. ორმოცდღიანი მუშაობის შემდეგ, კომისიის მიერ წარდგენილ იქნა დასკვნა, რომლის მიხედვით დადგინდა, რომ „საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს“ –თვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება, ხოლო შემდგომ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის განსაზღვრა მოხდა სათანადო სამეცნიერო და იურიდიული საფუძვლების გარეშე, რის გამოც დაუსაბუთებლად აღმოჩნდა 2006 წლის 30 მარტის №3/133 ბრძანების დანართში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მინისტრს მიეცა რეკომენდაცია, ზემოხსენებული კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები. ამავე დასკვნით, მიჩნეულ იქნა, რომ საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის (ორსაყდრისი) უბანზე უძველესი სამთამადნო მრეწველობის ძეგლის, კერძოდ, ოქროს მაღაროს არსებობის მეცნიერული დასაბუთება შეიცავდა მნიშვნელოვან ხარვეზს და არადამაჯერებელი იყო, ვინაიდან, ის მასალა, რომელიც წარდგენილ იქნა კომისიისათვის, ვერ ადასტურებდა ოქროს უძველესი მაღაროს არსებობას. დასკვნით დადგენილ იქნა, რომ სამთო-გამონამუშევრების უდიდესი ნაწილი, მათი ფიზიკურ-გეოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ იყო ხელმისაწვდომი არა თუ ვიზიტორების, არამედ მკვლევარებისთვისაც, ხოლო კომპანია „RMG“-ის ეთხოვა საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, მოეწყო სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ბოლნისის ფილიალი, სადაც შეძლებისდაგვარად გადატანილ იქნებოდა მაღაროში არსებული არტეფაქტები. იმავდროულად, კომისიამ მიზანშეუწონლად მიიჩნია კომპანიის საქმიანობის შემდგომი შეფერხება, ვინაიდან, იგი გამოიწვევდა მნიშვნელოვან ზიანს როგორც თავად კომპანიის, ასევე სახელმწიფოსთვისაც. სამინისტროს განმარტებით, აღსანიშნავია, რომ ძეგლთან დაკავშირებით სამეცნიერო წრეებში არსებობს განსხვავებული მოსაზრებები და დღესაც მიმდინარეობს მსჯელობა აღნიშნულთან დაკავშირებით. რაც შეეხება გასაჩივრებული ბრძანების კანონიერების სამართლებრივ მხარეს, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60​1 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი წესი. სამინისტრომ შეისწავლა „საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროსთვის“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების იურიდიული საფუძველი და გამოიკვლია, რომ 2006 წლის 30 მარტის №3/133 ბრძანება გამოცემული იყო იმ მოტივით, რომ 1999 წლის 25 ივნისს მიღებული იქნა საქართველოს კანონი „კულტურული მემკვიდრეობების დაცვის შესახებ“, რომლის 77-ე მუხლის მიხედვით, ძალადაკარგულად გამოცხადდა მანამდე მოქმედი, საქართველოს სსრ 1977 წლის კანონი, „ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვისა და გამოყენების შესახებ“, რის შედეგადაც „ნორმატიული აქტების შესახებ“ 1996 წლის საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების გათვალისწინებით, ძალადაკარგულად ჩაითვალა ყველა ის კანონქვემდებარე აქტი, რომელთა გამოცემაც მოხდა 1977 წლის „ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვისა და გამოყენების შესახებ“ საქართველოს სსრ კანონის საფუძველზე, მათ შორის ის აქტები, რომელთა მიხედვითაც კონკრეტული ობიექტები გამოცხადდნენ იტორიისა და კულტურის ძეგლებად, კერძოდ: საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1978 წლის 19 ივლისის №212, 1982 წლის 06 მაისის №339, 1983 წლის №274, 1985 წლის 20 მარტის №179, 1986 წლის 14 ნოემბრის №706, 1989 წლის 5 მაისის №212 დადგენილებები, ქალაქ თბილისის სახალხო დეპუტათა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 10 მარტის №06.22.185. გადაწყვეტილება, ქალაქ ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1987 წლის 14 აგვისტოს და 21 აგვისტოს №748 და №430 დადგენილებები, ასევე ქალაქ თბილისის მთავრობის 1999 წლის 25 მარტის №01.19.19. დადგენილება. იმის გამო, რომ ზემოაღნიშნული ძველი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ ობიექტებს არ ჰქონდათ დაკარგული კულტურული ღირებულება, საქართველოს სსრ 1977 წლის კანონის „ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვისა და გამოყენების შესახებ“ მოქმედების პერიოდში „ისტორიისა და კულტურის ძეგლებად გამოცხადებული ობიექტებისათვის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის №3/133 ბრძანებით მათ მიენიჭათ კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი ამავე ბრძანების დანართში მოყვანილი ნუსხის მიხედვით. მათ შორის აღმოჩნდა ბოლნისის რაიონის ობიექტების ნუსხაში მითითებული საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროც, თუმცა ისე, რომ არცერთ ზემოხსენებულ სამართლებრივ აქტში არ იყო აღნუსხული, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. აქედან გამომდინარე, უდავოა, რომ იგი უსაფუძვლოდ იქნა შეტანილი ზემოაღნიშნული ბრძანების დანართში. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევას, რაც ამავე კოდექსის 60​1 მუხლის მიხედვით წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს. გარდა ამისა, დარღვეულია ასევე სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები. აღსანიშნავია ისიც, რომ სამინისტრომ თავის დასკვნაში მიუთითა, რომ საჩივრის ავტორები არ წარმოადგენდნენ დაინტერესებულ მხარეებს, ვინაიდან, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით არ ილახებოდა მათი კანონიერი უფლებები და ინტერესები. დაინტერესებული მხარე - შპს „RMG Gold“ არ დაეთანხმა ადმინისტრაციულ საჩივრებს და განმარტა, რომ ისინი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, სადავო ბრძანების გამოცემის დროს არ დარღვეულა კანონმდებლობის მოთხოვნები. ადმინისტრაციული საჩივრის შესწავლის, ადმინისტრაციული წარმოების მასალების სრულყოფილად გამოკვლევისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, მიჩნეულ იქნა, რომ დავით სახვაძის, მარინე ცინცაბაძის, ჯუმბერ ხანთაძის, გიგო ჯანდიერის, რაულ გვეტაძის, გივი ინანიშვილის, ვანო თვალავაძის, რევაზ კანაშვილის, ასოციაცია ,,მწვანე ალტერნატივასა” და ირინა ღამბაშიძის ადმინისტრაციული საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო: ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოირკვა შემდეგი: ადმინისტრაციული წარმოების მასალებით, კერძოდ, „საქართველოს სსრ 1977 წლის კანონის „ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვისა და გამოყენების შესახებ“ მოქმედების პერიოდში ისტორიისა და კულტურის ძეგლებად გამოცხადებული ობიექტებისათვის კულტურის უძრავი ძეგლის სტატსუსის მინიჭების თაობაზე“ 2006 წლის 30 მარტის საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის №3/133 ბრძანებით, დანართში ჩამოთვლილი ობიექტები, მათ შორის ბოლნისის რაიონში მდებარე, საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს მიენიჭა კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი. ამავე ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომისიას, დაევალა უმოკლეს ვადაში წარედგინა შესაბამისი დასკვნები დანართში მითითებული ობიექტებისათვის კატეგორიის მინიჭების თაობაზე. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 ნოემბრის №665 ბრძანებულებით დასტურდება, რომ საყდრისის, უძველესი ოქროს სამთამადნო მრეწველობის ძეგლს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია. 2013 წლის 26 აპრილს შპს „RMG Gold“-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ წერილობით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და განუმარტა, რომ 2004 წელს საბადოს კონტურის ფარგლებში, გეოლოგიურ სამუშაოთა ჩატარებისას ნაპოვნი იქნა ძველი სამთო გამონამუშევრები (გვირაბები), რომელთაც 2006 წელს მიენიჭა ეროვნული მნიშნელობის კულტურის ძეგლის კატეგორია, რა დროსაც იგნორირებულ იქნა ის ფაქტი, რომ აღმოჩენილი ობიექტი მდებარეობდა ლიცენზირებულ საბადოზე. განცხადების თანახმად, ზემოხსენებული გარემოება შეუძლებელს ხდიდა საყდრისის საბადოს უდიდესი ნაწილის დამუშავებას, რაც მინიმუმამდე ამცირებდა საბადოს ეკონომიკურ მნიშვნელობას და ზიანს აყენებდა კომპანიის ინტერესებს. შესაბამისად, წერილის ავტორმა განმარტა, რომ იგი გამოთქვამდა მზადყოფნას თავისი სახსრებით მოეხდინა ძეგლის გადატანა იმგვარად, რომ ძეგლს შეენარჩუნებინა მისი ისტორიულ-კულტურული ღირებულება. შესაბამისად, კომპანიის წარმომადგენელმა მოითხოვა მის მიერ დასმული საკითხის შესაბამისი ორგანოების მიერ განხილვა და სათანადო გადაწყვეტილების მიღება. 2013 წლის 01 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ზემოხსენებული წერილი შემდგომი რეაგირებისა და საკითხის შესწავლის მიზნით გადაეგზავნა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს. შესაბამისად, 2013 წლის 28 მაისის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/82 ბრძანებით შეიქმნა სპეციალისტთა თერთმეტკაციანი კომისია, რომელსაც დაევალა ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა საყდრისის უძველესი სამთამადნო მრეწველობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისათვის სტატუსის მინიჭების დოკუმენტაციის შესწავლა და ძეგლის გადატანისათვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავება. კომისიამ მუშაობის შედეგად წარადგინა დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ საყდრისის ე.წ. „უძველესი ოქროს მაღაროსთვის“ კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსისა და შემდგომ „ეროვნული კატეგორიის“ მინიჭება მოხდა სათანადო სამეცნიერო და იურიდიული საფუძვლების გარეშე, კანონმდებლობის უხეში დარღვევით, ვინაიდან, საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღარო უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად აღმოჩნდა 2006 წლის 30 მარტის №3/133 ბრძანების დანართში და უძრავი ძეგლის სტატუსი განესაზღვრა „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევით, რის გამოც რეკომენდაცია მიეცა მინისტრს, ზემოხსენებული კანონდარღვევის აღმოსაფხვრელად გაეტარებინა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის №03/108 ბრძანებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60​1 და 62-ე მუხლებისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მაისის №03/82 ბრძანებით შექმნილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა საყდრისის უძველესი სამთამადნო მრეწველობის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის №3/133 ბრძანების დანართში უკანონოდ ასახული „საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს“ დანართიდან ამოღების მიზნით: 1 . ბათილად იქნა ცნობილი „საქართველოს სსრ 1977 წლის კანონის ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვისა და გამოყენების შესახებ“ მოქმედების პერიოდში ისტორიისა და კულტურის ძეგლებად გამოცხადებული ობიექტებისათვის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის №3/133 ბრძანების დანართის რიგითი №2042 (საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღარო, ბოლნისის მუნიციპალიტეტი). 2. ამ ბრძანების შესრულების უზრუნველსაყოფად, სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს და სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტს დაევალა საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 ნოემბრის №665 ბრძანებულებაში ცვლილებებისათვის საჭირო, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება 3 დღის ვადაში. 3. სამინისტროს კუტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს დაევალა საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ზონაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ობიექტებისათვის, კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 4. სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტს დაევალა სათანადო სამუზეუმო სივრცის შესაქმნელად და ამ სივრცეში საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ზონაში მოპოვებული კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლების გადასატანად კომპანია „RMG“-სა და სამინისტროს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მომზადება. 5. საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის შესწავლის ვადა განისაზღვრა 2013 წლის 15 სექტემბრამდე. ამასთან, ხსენებული ბრძანების მე-5 პუნქტში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 08 აგვისტოს №03/131 ბრძანებით შევიდა ცვლილება და საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ზონაში მდებარე არქეოლოგიური ობიექტის საველე შესწავლის საბოლოო, დასკვნითი ეტაპის დასრულების უკიდურეს ვადად განისაზღვრა 2013 წლის 30 სექტემბერი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის 60​1 მუხლის​ პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამასთან, ხსენებული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. 2006 წლის 30 მარტის №3/133 ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტს მიენიჭება უძრავი ძეგლის სტატუსი, თუ მას აქვს ამგვარი ძეგლის მახასიათებელი ნიშნები, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტს უძრავი ძეგლის სტატუსს ანიჭებს სამინისტრო კომისიის დასკვნის საფუძველზე. ადმინისტრაციული წარმოების მასალებში არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება, ზემოხსენებული კანონით გათვალისწინებული კომისიის დასკვნის არსებობა, რაც უნდა ყოფილიყო ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების საფუძველი, ხოლო საქმეში წარმოდგენილი სამეცნიერო კვლევები საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტის შესახებ შესრულებულია არა 2006 წლამდე, არამედ 2006 წლის შემდგომ პერიოდში. ამასთან, საჩივრის ავტორების მიერ წარმოდგენილი ერთადერთი კვლევა , რომელიც ჩატარებულია 2006 წლამდე, ეს არის პროფესორ თ. მუჯირის სამთო-არქეოლოგიური კვლევები (წულუკიძის სახელობის სამთო მექანიკის ინსტიტუტის 1987 წლის ანგარიში), რაც ვერ იქნება მიჩნეული, ობიექტისათვის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭებისათვის საკმარის და კანონით გათვალისწინებულ მტკიცებულებად. ამდენად, უდავოა, რომ 2006 წლის 30 მარტის №3/133 ბრძანების დანართში საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტი შეტანილ იქნა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევით, ვინაიდან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, აღნიშნული კი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60​1 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს. აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ როგორც თავად ზემოხსენებული ბრძანებით დასტურდება, ბრძანების დანართში მითითებული ობიექტებისათვის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭება განხორციელდა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ უძრავი ძეგლის სტატუსი მინიჭებული ჰქონდათ „ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვისა და გამოყენების შესახებ“ საქართველო სსრ 1977 წლის კანონის საფუძველზე არსებული კანონქვემდებარე აქტებით, რომლებიც ძალადაკარგულად გამოცხადდა „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ 1999 წლის 25 ივნისის საქართველოს კანონით. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტს ამ პერიოდში მინიჭებული ჰქონდა უძრავი ძეგლის სტატუსი, ხოლო როგორც თავად სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, ასეთი დოკუმენტი არც სამინისტროში და არც ეროვნულ არქივში დაცული არ არის. აქვე აღსანიშნავია, რომ სადავო ობიექტი ერთადერთია, რომელიც 2006 წლის 30 მარტის ბრძანების დანართში აღმოჩნდა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რადგან ყველა დანარჩენი ობიექტი ზემოხსენებულ ბრძანებაში აისახა ძალადაკარგულად გამოცხადებული კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ამ ფაქტს არც ადმინისტრაციული საჩივრის ავტორები ხდიან სადავოდ. ამდენად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედებდა კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, რის გამოც არ არსებობს 2013 წლის 5 ივლისის სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი. ვერ იქნება გაზიარებული ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის – ასოციაცია „მწვანე ალტერნატივის“ პოზიცია იმის შესახებ, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი გამოეცა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ვინაიდან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ითვალისწინებს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მხოლოდ ორ შემთხვევას – დაინტერესებული პირის განცხადებას და თავად ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ნებისმიერ ქმედებას, რომელიც მიმართულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად. ამავდროულად, ხსენებული კოდექსის 76-ე მუხლი ადგენს, თუ რა შეიძლება იყოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი – ესენია, დაინტერესებული პირის განცხადება და ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება – გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ მმართველობის პრაქტიკაში ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო საკუთარი ინიციატივით იწყებს ადმინისტრაციულ წარმოებას და იღებს გადაწყვეტილებას. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას და არა უფლებამოსილებას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „RMG Gold“-ის წარმომადგენელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე წარადგინა განცხადება, რომელშიც მიუთითა, რომ საბადოს ტერიტორიაზე განთავსებული ძეგლის არსებობა მნიშვნელოვან ზიანს აყენებდა კომპანიის ინტერესებს და იმავდროულად, მოითხოვა არსებული ძეგლის გადატანის შესახებ წინადადების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული საკმარის საფუძველს წარმოადგენდა სამინისტროსათვის დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება. ასევე ვერ იქნება გაზიარებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ დაირღვა აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში საყდრისი–ყაჩაღიანის ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მოხსნა არ განხორციელებულა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით, რადგან, სამინისტროს მიერ განხორციელდა არა ძეგლის სტატუსის მოხსნა, არამედ სადავო ბრძანებით ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი 2006 წლის 30 მარტის №3/133 ბრძანება, საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტის მოცემული ბრძანების დანართში უკანონოდ ასახვის გამო. საჩივრის ავტორების მიერ ასევე ვერ იქნა დასაბუთებული ისეთი არსებითი დარღვევის არსებობა, რომლის დროსაც სამინისტროს მიერ მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. რაც შეეხება გასაჩივრებული ბრძანების დანარჩენ პუნქტებს, უნდა აღინიშნოს, რომ ვინაიდან არ არსებობს სადავო ბრძანების პირველი პუნქტის ბათილად ცნობის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი, აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს დანარჩენი პუნქტების ბათილობის საფუძველიც. ამავდროულად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მაისის №03/82 ბრძანების კანონიერებასთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს, რომ ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ვერანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის კანონსაწინააღმდეგობას. აქვე მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მსჯელობა იმის შესახებ, წარმოადგენენ თუ არა ადმინისტრაციული საჩივრის ავტორები დაინტერესებულ პირებს გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან მიმართებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, ხოლო ამავე კოდექსის 177-ე მუხლი მხოლოდ დაინტერესებულ მხარეს აძლევს შესაძლებლობას გაასაჩივროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. განსახილველ შემთხვევაში სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პირველი პუნქტით ბათილად იქნა ცნობილი 2006 წლის 30 მარტის №3/133 ბრძანების რიგითი №2042 (საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღარო), ხოლო ბრძანების დანარჩენი პუნქტებით სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტებს დაევალათ ამ ბრძანების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ზონაში არსებული, კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება. ამდენად, ზემოხსენებული ნორმის განმარტებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საჩივრის შეტანის უფლება აქვს იმ პირს, რომლის სუბიექტური უფლებაც დაირღვა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო იმისათვის, რომ განისაზღვროს ადმინისტრაციული საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილი პირიდაინტერესებული მხარე, აუცილებელია, რომ გასაჩივრებული აქტი გავლენას ახდენდენს მის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებზე და ზიანს აყენებდეს უშუალოდ მას. ამასთან, კანონიერი ინტერესისათვის ზიანის მიყენება გულისხმობს იმას, რომ იგი უნდა იყოს პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ადმინისტრაციული საჩივრის ავტორებისათვის, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს როგორც კონსტიტუციით განსაზღვრული ძირითადი უფლებებიდან, ასევე უშუალოდ მოქმედი სამართლებრივი ნორმებიდან, ანუ სახეზე უნდა იყოს კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული მხარის უფლებისათვის ან ინტერესისათვის პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენების ფაქტი. საგულისხმოა, რომ ადმინისტრაციული საჩივრის ავტორი ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“ უთითებს „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციით მათთვის მინიჭებული უფლების დარღვევას. აღნიშნულთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული კონვენციის პირველი მუხლის მიხედვით, ამ კონვენციის დებულების შესაბამისად, ყველა მხარე იძლევა საზოგადოებისათვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის და მასთან დაკავშირებულ მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის უფლების გარანტიას. ამავე კონვენციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, „გარემოსდაცვითი ინფორმაცია“ გულისხმობს წერილობითი, აუდიოვიზუალური, ელექტრონული ან ნებისმიერი სხვა მატერიალური ფორმით მიწოდებულ ყველა ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გარემოს შემადგენელი ისეთი ელემენტების მდგომარეობა, როგორიც არის ჰაერი და ატმოსფერო, წყალი, ნიადაგი, მიწა ლანდშაფტი და ბუნებრივი ობიექტები, ბიოლოგიური მრავალფეროვნება და მისი კომპონენტები, გენეტეკიურად მოდიფიცირებული ორგანიზაციები და ამ ელემენტების ურთერთმოქმედება და კულტურული ობიექტების და შენობა-ნაგებობების მდგომარეობა, იმდენად, რამდენადაც მათზე ზეგავლენას ახდენს ან შესაძლოა მოახდენს გარემოს შემადგენელი ელემენტების მდგომარეობა ან ამ ელემენტების მეშვეობით ზემოთ, ბ) ქვეპარაგრაფში მითითებული ფაქტორები, ქმედებები ან ღონისძიებები. ამავე კონვენციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კონვენციის ყოველი მხარე ეცდება უზრუნველყოს, რომ ოფიციალურმა პირებმა და ხელისუფლების ორგანოებმა წარმართონ და ხელი შეუწყონ საზოგადოებას, რათა მათთვის ხელმისაწვდომი გახადონ გარემოსდაცვითი ინფორმაცია, გაუადვილონ გარემოს დაცვის სფეროში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობა და ხელმისაწვდომი გახადონ სამართალწარმოება. ამავე კონვენციის მე-4 მუხლი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ ხელისუფლების ორგანოებმა ეროვნული კანონმდებლობის გათვალისწინებით დააკმაყოფილონ ეკოლოგიურ ინფორმაციაზე საზოგადოების მოთხოვნა და შესაბამისი დოკუმენტების გადაცემა, ხოლო მე-9 მუხლის თანახმად, ყოველი მხარე საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობის ფარგლებში ვალდებულია სასამართლოში ან შესაბამის კომპეტენტურ ორგანოში უზრუნველყოს საკითხის გარჩევის შესაძლებლობა იმ პირისათვის, რომელიც თვლის, რომ მისი მოთხოვნა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ მეოთხე მუხლის მიხედვით არ დაკმაყოფილდა. მას უსამართლოდ ეთქვა უარი, ნაწილობრივ ან მთლიანად არასწორი პასუხები გაეცა ან სხვაგვარად დაირღვა ზემოხსენებული მუხლის პირობები. ამავე მუხლის თანახმად, ის, რაც შეიძლება ჩაითვალოს საკმაო ინტერესად ან უფლებების შელახვად განსაზღვრული უნდა იყოს ქვეყნის კანონმდებლობის მოთხოვნებისამებრ, ხოლო ფართო საზოგადოებისათვის მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობა განსაზღვრულია წინამდებარე კონვენციით. ამდენად, ზემოხსენებული კონვენცია ეხება გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და ადგენს, რომ კონვენციის მონაწილე ყველა სახელმწიფომ, რომლის ერთ-ერთი მონაწილეც არის საქართველო, უნდა უზრუნველყოს საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით და საზოგადოების მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, თუმცა გადაწყვეტილების მიღების გარკვეულ საფეხურზე, სანამ არჩევანი გაკეთდება (მე-8 მუხლი). ხსენებული კონვენციის მიხედვით, პირს უფლება აქვს გაასაჩივროს მხოლოდ ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საკითხები. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ამჟამად მოქმედი არც ერთი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტი არ ითვალისწინებს სადავო საკითხთან (უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭება ან სტატუსის მოხსნა) დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ფართო საზოგადოების მიერ გასაჩივრების წესს, თუმცა, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე თავად „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილია, რომ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ ფლობდნენ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, უზრუნველყონ მისი დაცვა და შენარჩუნება. აღნიშნული არ შეიძლება განმარტებულ იქნეს იმდაგვარად, რომ ნებისმიერ პირს გააჩნია უფლება გაასაჩივროს სამინისტროს მიერ ხსენებულ საკითხზე მიღებული რომელიმე გადაწყვეტილება, გარდა იმისა, რომელიც დაკავშირებულია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხელშეშლასთან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გარდა იმისა, რომ ადმინისტრაციული საჩივრები უსაფუძვლოა, ადმინისტრაციული საჩივრის ავტორები ასევე არ წარმოადგენენ დაინტერესებულ პირებს, ვინაიდან, არ არის დადასტურებული მათ კანონიერ ინტერესზე პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენების ფაქტი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201 -ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად: 1 . დავით სახვაძის, მარინე ცინცაბაძის, ჯუმბერ ხანთაძის, გიგო ჯანდიერის, რაულ გვეტაძის, გივი ინანიშვილის, ვანო თვალავაძის, რევაზ კანაშვილის, ასოციაცია ,,მწვანე ალეტერნატივ iს ” და ირინა ღამბაშიძის ადმინისტრაციული საჩივრები არ დაკმაყოფილდეს. 2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე -12 კილომეტრი, №6). პრემიერ-მინისტრი                      ბ . ივანიშვილი