საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.10.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი
ნომერი №01/773
სარეგისტრაციო კოდი 460080000.22.055.016033
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/10/2013
matsne.gov.ge 379 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ბრძანება №01/773 2013 წლის 28 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანხმად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი“. მუხლი 2🔗  ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრილევან ყიფიანი დანართი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში  საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში (შემდგომში - სამინისტრო) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და გაცემის წესს. მუხლი 2🔗. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა 1. საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესითა და ვადებში მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია. 2. ელექტრონული ფორმით მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უნდა გაიგზავნოს სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთან ელექტრონულ მისამართზე publicinfo@msy.gov.ge, სამინისტროს ვებგვერდზე ან/და სსიპ - მონაცემთა გაცვლის სააგენტოს სახელმწიფო სერვისების ელექტრონული პორტალიდან (www.my.gov.ge). 3.  ელექტრონული ფორმით წარდგენილი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უნდა შეიცავდეს: ა) ინფორმაციის მომთხოვნი ფიზიკური პირის სახელს, გვარს, პირად ნომერს, ტელეფონის ნომერს; ბ) ინფორმაციის მომთხოვნი იურიდიული პირის დასახელებას, საიდენტიფიკაციო ნომერს, იურიდიულ მისამართს, ტელეფონის ნომერს, ხელმძღვანელი პირის სახელს, გვარს; გ) მითითებას საჯარო ინფორმაციის მიღების სასურველი ფორმის შესახებ - ელექტრონული ფოსტის საშუალებით, კომპაქტურ დისკზე ჩაწერილი, მატერიალური სახით თუ დედანში გაცნობის გზით. 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესების დარღვევით წარდგენილი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე სამინისტროს მიერ არ განიხილება. მუხლი 3🔗. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემა 1. ელექტრონული ფორმით წარდგენილი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ელექტრონული მისამართის  (publicinfo@.msy.gov.ge) მეშვეობით გადის რეგისტრაციას სამინისტროს დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (დეს) და მომთხოვნს ეგზავნება რეგისტრაციის დადასტურება. 2. „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადების ათვლა დაიწყება მოთხოვნის ელექტრონული ფორმით მიღებიდან (მოთხოვნის რეგისტრაციის დადასტურებიდან, სარეგისტრაციო ნომრის მითითებით) მეორე სამუშაო დღეს. 3.  თუ მოთხოვნილი ინფორმაცია, მოცულობიდან გამომდინარე, შეუძლებელია სახელმწიფო სერვისების ელექტრონული პორტალიდან გაგზავნილ იქნეს ელექტრონულად, სამინისტრო ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს მომთხოვნს და იტოვებს უფლებას, მომთხოვნის თანხმობის შემთხვევაში განახორციელოს მისი გაცემა „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.