ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ

მიღების თარიღი 04.10.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1433
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016099
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/10/2013
matsne.gov.ge 2,427 სიტყვა · ~12 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.BalloonTextChar { } p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 841.95pt; margin:.75in 46.35pt 58.5pt 67.5pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №1433 2013 წლის 4 ოქტომბერი ქ. თბილისი ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე-40 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის მიერ განხილული იქნა ასოციაცია ,,მწვანე ალტერნატივას” 2013 წლის 9 სექტემბრის №29018 ადმინისტრაციული საჩივარი. ადმინისტრაციული საჩივრით მოთხოვნილ იქნა „საყდრისი–ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ზონაში მდებარე არქეოლოგიურ ობიექტთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 08 აგვისტოს №03/130 ბრძანების ბათილად ცნობა. ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ განმარტებით, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის №3/133 ბრძანებით „საყდრისი–ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღარო“ შეტანილ იქნა უძრავი ძეგლების სახელმწიფო რეესტრში და მიენიჭა კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი, თუმცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის №03/108 ბრძანებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60​1 და 62-ე მუხლებისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მაისის №03/82 ბრძანებით შექმნილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა საყდრისის უძველესი სამთამადნო მრეწველობის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის №3/133 ბრძანების დანართში უკანონოდ ასახული „საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს“ დანართიდან ამოღების მიზნით, ბათილად იქნა ცნობილი „საქართველოს სსრ 1977 წლის კანონის ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვისა და გამოყენების შესახებ“ მოქმედების პერიოდში ისტორიისა და კულტურის ძეგლებად გამოცხადებული ობიექტებისათვის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის №3/133 ბრძანების დანართის რიგითი №2042 (საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღარო, ბოლნისის მუნიციპალიტეტი), რომლის ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილ იქნა ადმინისტრაციული საჩივარი საქართველოს მთავრობის კანცელარიაში. ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული ბრძანებით, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საყდრისი–ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ზონაში მდებარე არქეოლოგიური ობიექტის შესწავლის პროცესის მონიტორინგის განხორციელება, ამ მიზნით ბრძანების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაში სათანადო კომისიის შექმნა და ამ კომისიის ხელმძღვანელის შერჩევა კომპანია „RMG“-ის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურებისაგან. ამავე ბრძანების მეორე პუნქტით სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტსა და კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს დაევალათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების დაუყოვნებლივ განხორციელება საყდრისი–ყაჩაღიანის არქეოლოგიური ზონის 2013 წლის პირველ ოქტომბერს გაუქმების მიზნით, ხოლო ბრძანების მე–3 პუნქტით, კომპანია „RMG“-ის მიეცა თანხმობა, რომ საყდრისი–ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ზონაში აწარმოოს ისეთი სახით საინჟინრო–გეოლოგიური სამუშაოები, რომლებიც არ დააზიანებს ან არ შეუქმნის დაზიანების საფრთხეს ზონაში მდებარე არქეოლოგიურ ობიექტს. ხსენებული ბრძანება, ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ განმარტებით გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან, „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ 1999 წლის 25 ივნისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, კულტურის უძრავი ძეგლი არის მატერიალური კულტურის ძეგლი ან მისი ნაწილი, რომელიც ისტორიულად, ფუნქციურად და კომპოზიციურად შერწყმულია გარემოსთან და რომლის გადაადგილება შეუძლებელია ან დაკავშირებულია რთულ საინჟინრო ღონისძიებებთან და გაუმართლებელია მეცნიერული, ეთიკური და სხვა თვალსაზრისით. 2006 წლის 30 მარტის №3/133 ბრძანება, რომლითაც „საყდრისი–ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღარო“ შეტანილ იქნა უძრავი ძეგლების სახელმწიფო რეესტრში და მიენიჭა კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი წარმოადგენს აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტს, ვინაიდან, აღნიშნული აქტით განხორციელდა საყდრისი–ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს აღჭურვა კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსით, ხოლო 2013 წლის 5 ივლისის №03/108 ბრძანებით განხორციელდა მისთვის უძრავი ძეგლის სტატუსის მოხსნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრებოდა ვალდებულება აღნიშნული უფლებამოსილება განეხორციელებინა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. გარდა ამისა, საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის თანახმად, ძეგლის დაცვის ძირითადი პრინციპია მისთვის იმ თვისებებისა და მახასიათებლების, უძრავი ძეგლის შემთხვევაში – ასევე იმ გარემოების შენარჩუნება, რომლებიც (რომელიც) განაპირობებს მის ისტორიულ, კულტურულ, მემორიალურ, ეთნოლოგიურ, მხატვრულ, ესთეტიკურ, მეცნიერულ ან სხვა ღირებულებას. გასაჩივრებული აქტით უხეშად დაირღვა ზემოხსენებული ნორმის მოთხოვნები, რაც გამოიწვევს უნიკალური ისტორიული და კულტურული ღირებულების მქონე „საყდრისი–ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს“ განადგურებას. ამასთან, გასაჩივრებული ბრძანებით კომპანია „RMG“-ს მიეცა თანხმობა საყდრისი–ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ზონაში აწარმოოს ისეთი საინჟინრო–გეოლოგიური სამუშაოები, რომლებიც არ დააზიანებს და საფრთხეს არ შეუქმნის არქეოლოგიურ ობიექტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ 2013 წლის 8 აგვისტოს №03/130 ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60​1 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2013 წლის 16 სექტემბრის №29793 წერილით ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ ეთხოვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182–ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წარმოედგინა თავისი პოზიცია ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტთან (ადმინისტრაციული საჩივრის შეტანა არაუფლებამოსილი პირის მიერ) მიმართებაში. 2013 წლის 20 სექტემბერს ასოციაცია „მწვანე ალტერნატივამ“ საქართველოს მთავრობის კანცელარიაში წარმოადგინა №30331 განცხადება, რომელშიც მიუთითა, რომ თავდაპირველად, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს „პირი, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაზე“ და პირი, რომელიც არ არის დაინტერესებული მხარე. კერძოდ, „პირი, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაზე“ არის ისეთი პირი, რომელიც მიმართავს ადმინისტრაციული საჩივრით ადმინისტრაციულ ორგანოს თავისი უფლების დასაცავად, თუმცა უფლება, რომლის დაცვასაც იგი მოითხოვს სინამდვილეში ეკუთვნის არა მას, არამედ სხვას, რომელსაც შესაძლებელია ეწოდოს შეცდომა უფლებაში, რაც შეეხება – ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაზე უფლებამოსილ პირს – ეს ისეთი პირია, რომელიც აღძრავს ადმინისტრაციულ საჩივარს არა თავისი, არამედ სხვა პირის უფლების დასაცავად. მოქმედი კანონმდებლობით ეს დასაშვებია, თუმცა ამისთვის საჭიროა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გაფორმება. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“ წარმოადგენს დაინტერესებულ პირს, ვინაიდან, „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „გარემოსდაცვითი ინფორმაცია“ გულისხმობს წერილობითი, აუდიოვიზუალური, ელექტრონული ან ნებისმიერი სხვა მატერიალური ფორმით მიწოდებულ ყველა ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ა) გარემოს შემადგენელი ისეთი ელემენტების მდგომარეობა, როგორიც არის ჰაერი და ატმოსფერო, წყალი, ნიადაგი, მიწა ლანდშაფტი და ბუნებრივი ობიექტები, ბიოლოგიური მრავალფეროვნება და მისი კომპონენტები, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზაციები და ამ ელემენტების ურთიერთმოქმედება; ბ) ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ნივთიერებები, ენერგია, ხმაური და რადიაცია, მოქმედებები და ღონისძიებები, აგრეთვე ადმინისტრაციული ღონისძიებები, შეთანხმებები გარემოს დაცვის სფეროში, კანონმდებლობა, გეგმები და პროგრამები, რომლებიც გავლენას ახდენს ან სავარაუდოა, რომ მოახდენს ზემოთ ა) ქვეპარაგრაფში ჩამოთვლილ გარემოს შემადგენელ ელემენტებზე, ხარჯ–მოგება და სხვა ეკონომიკური ანალიზები და მოსაზრებები, რომლებსაც იყენებენ გარემოს დაცვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას; გ) ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება, მისი ცხოვრების პირობების, კულტურული ობიექტების და შენობა-ნაგებობების მდგომარეობა, იმდენად რამდენადაც მათზე ზეგავლენას ახდენს ან შესაძლოა მოახდენს გარემოს შემადგენელი ელემენტების მდგომარეობა ან ამ ელემენტების მეშვეობით ზემოთ ბ) ქვეპარაგრაფში მითითებული ფაქტორები, ქმედებები ან ღონისძიებები. ამდენად, ზემოხსენებული ნორმიდან გამომდინარე, განსახილველი საჩივარი შეეხება გარემოსდაცვით საკითხს. ამავდროულად, ხსენებული კონვენციის მე–2 მუხლის მე–5 პუნქტის თანახმად, დაინტერესებული საზოგადოება ნიშნავს საზოგადოებას, რომელსაც ეხება ან შესაძლოა შეეხოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღება ან რომელიც დაინტერესებულია გარემოს დაცვის სფეროში გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობით; არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ხელს უწყობენ გარემოს დაცვას და პასუხობენ ეროვნული კანონმდებლობის ყველა მოთხოვნას, განიხილებიან, როგორც დაინტერესებული სუბიექტები. ასოციაციის წესდების თანახმად, ამ ორგანიზაციის მიზნებს წარმოადგენს მათ შორის გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელება, ამ სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ადამიანის უფლებებისა და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა. გარდა ამისა, კონვენციის მე–9 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი მხარე საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობის ფარგლებში ვალდებულია უზრუნველყოს, რომ საზოგადოებრივი უწყებების წევრები რომლებიც საკმაოდ დაინტერესებულნი არიან, ან სხვაგვარად უფლებები აქვთ შეზღუდული, იქ სადაც ამ მხარის ადმინისტრაციული პროცესუალური კანონი მოითხოვს ამას, როგორც წინა პირობას, მიეცეთ საშუალება გაიარონ გადახედვის პროცედურა სასამართლოს წინაშე, აიცილონ სუბსტანციური ან პროცესუალური სამართლიანობის ნებისმიერი გადაწყვეტილება, თუკი ქვეყნის კანონმდებლობით ამგვარადაა გათვალისწინებული ქვემოთ მოყვანილი მესამე პარაგრაფის ამ წინამდებარე კონვენციის სხვა შესაბამისი პირობის დარღვევის გარეშე. ყოველივე ზემოაღნიშნული ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“ წარმოადგენს დაინტერესებულ პირს. შესაბამისად, საჩივრის ავტორმა მოითხოვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა და მისი დაკმაყოფილება. ადმინისტრაციული საჩივრის შესწავლისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად, მიჩნეულ იქნა, რომ ასოციაცია ,,მწვანე ალტერნატივას”, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უნდა ეთქვას უარი, შემდეგ გარემოებათა გამო: ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოირკვა შემდეგი: „საქართველოს სსრ 1977 წლის კანონის „ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვისა და გამოყენების შესახებ“ მოქმედების პერიოდში ისტორიისა და კულტურის ძეგლებად გამოცხადებული ობიექტებისათვის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“ 2006 წლის 30 მარტის საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის №3/133 ბრძანებით, დანართში ჩამოთვლილი ობიექტებს, მათ შორის ბოლნისის რაიონში მდებარე, საყდრისი-ყაჩაღიანის უძველეს ოქროს მაღაროს მიენიჭა კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 ნოემბრის №665 ბრძანებულებით დასტურდება, რომ საყდრისის, უძველესი ოქროს სამთამადნო მრეწველობის ძეგლს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია. 2006 წლის 17 ივლისის საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით, „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდა დაბა საყდრისში, სამთამადნო მრეწველობის ძეგლის არქეოლოგიური ზონა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის №03/108 ბრძანებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60​1 და 62-ე მუხლებისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მაისის №03/82 ბრძანებით შექმნილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა საყდრისის უძველესი სამთამადნო მრეწველობის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის №3/133 ბრძანების დანართში უკანონოდ ასახული „საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს“ დანართიდან ამოღების მიზნით, ბათილად იქნა ცნობილი „საქართველოს სსრ 1977 წლის კანონის ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვისა და გამოყენების შესახებ“ მოქმედების პერიოდში ისტორიისა და კულტურის ძეგლებად გამოცხადებული ობიექტებისათვის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის №3/133 ბრძანების დანართის რიგითი №2042 (საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღარო, ბოლნისის მუნიციპალიტეტი). „საყდრისი–ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ზონაში მდებარე არქეოლოგიურ ობიექტთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 08 აგვისტოს №03/130 ბრძანებით დასტურდება, რომ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საყდრისი–ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ზონაში მდებარე არქეოლოგიური ობიექტის შესწავლის პროცესის მონიტორინგის განხორციელება და ამ მიზნით ბრძანების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაში სათანადო კომისიის შექმნა და ამ კომისიის ხელმძღვანელის შერჩევა კომპანია „RMG“-ის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურებისაგან. ამავე ბრძანების მეორე პუნქტით სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტსა და კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს დაევალათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების დაუყოვნებლივ განხორციელება საყდრისი–ყაჩაღიანის არქეოლოგიური ზონის 2013 წლის პირველ ოქტომბერს გაუქმების მიზნით, ხოლო ბრძანების მე–3 პუნქტით, კომპანია „RMG“-ის მიეცა თანხმობა, რომ საყდრისი–ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ზონაში აწარმოოს ისეთი სახით საინჟინრო–გეოლოგიური სამუშაოები, რომლებიც არ დააზიანებს ან არ შეუქმნის დაზიანების საფრთხეს ზონაში მდებარე არქეოლოგიურ ობიექტს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო ამავე კოდექსის 182–ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ ადმინისტრაციული საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ. ამასთან, ხსენებული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესებზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება. ამდენად, ზემოხსენებული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საჩივრის შეტანის უფლება აქვს იმ პირს, რომლის სუბიექტური უფლებაც დაირღვა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო იმისათვის, რომ განისაზღვროს ადმინისტრაციული საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილი პირი, ანუ დაინტერესებული მხარე, აუცილებელია, რომ გასაჩივრებული აქტი გავლენას ახდენდენს მის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებზე და ზიანს აყენებდეს უშუალოდ მას. ამასთან, კანონიერი ინტერესისათვის ზიანის მიყენება გულისხმობს იმას, რომ იგი უნდა იყოს პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ადმინისტრაციული საჩივრის ავტორებისათვის, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს როგორც კონსტიტუციით განსაზღვრული ძირითადი უფლებებიდან, ასევე უშუალოდ მოქმედი სამართლებრივი ნორმებიდან, ანუ სახეზე უნდა იყოს კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული მხარის უფლებისათვის ან ინტერესისათვის პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენების ფაქტი. საგულისხმოა, რომ ადმინისტრაციული საჩივრის ავტორი ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“ უთითებს „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციით მათთვის მინიჭებული უფლების დარღვევას. აღნიშნულთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული კონვენციის პირველი მუხლის მიხედვით, ამ კონვენციის დებულების შესაბამისად, ყველა მხარე იძლევა საზოგადოებისათვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის და მასთან დაკავშირებულ მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის უფლების გარანტიას. ამავე კონვენციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, „გარემოსდაცვითი ინფორმაცია“ გულისხმობს წერილობითი, აუდიოვიზუალური, ელექტრონული ან ნებისმიერი სხვა მატერიალური ფორმით მიწოდებულ ყველა ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გარემოს შემადგენელი ისეთი ელემენტების მდგომარეობა, როგორიც არის ჰაერი და ატმოსფერო, წყალი, ნიადაგი, მიწა ლანდშაფტი და ბუნებრივი ობიექტები, ბიოლოგიური მრავალფეროვნება და მისი კომპონენტები, გენეტეკიურად მოდიფიცირებული ორგანიზაციები და ამ ელემენტების ურთერთმოქმედება და კულტურული ობიექტების და შენობა-ნაგებობების მდგომარეობა, იმდენად რამდენადაც მათზე ზეგავლენას ახდენს ან შესაძლოა მოახდენს გარემოს შემადგენელი ელემენტების მდგომარეობა ან ამ ელემენტების მეშვეობით ზემოთ ბ) ქვეპარაგრაფში მითითებული ფაქტორები, ქმედებები ან ღონისძიებები. ამავე კონვენციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კონვენციის ყოველი მხარე ეცდება უზრუნველყოს, რომ ოფიციალურმა პირებმა და ხელისუფლების ორგანოებმა წარმართონ და ხელი შეუწყონ საზოგადოებას, რათა მათთვის ხელმისაწვდომი გახადონ გარემოსდაცვითი ინფორმაცია, გაუადვილონ გარემოს დაცვის სფეროში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობა და ხელმისაწვდომი გახადონ სამართალწარმოება. ამავე კონვენციის მე-4 მუხლი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს რომ, ხელისუფლების ორგანოებმა ეროვნული კანონმდებლობის გათვალისწინებით დააკმაყოფილონ ეკოლოგიურ ინფორმაციაზე საზოგადოების მოთხოვნა და შესაბამისი დოკუმენტების გადაცემა, ხოლო მე-9 მუხლის თანახმად, ყოველი მხარე საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობის ფარგლებში ვალდებულია სასამართლოში ან შესაბამის კომპეტენტურ ორგანოში უზრუნველყოს საკითხის გარჩევის შესაძლებლობა იმ პირისათვის, რომელიც თვლის, რომ მისი მოთხოვნა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ მეოთხე მუხლის მიხედვით არ დაკმაყოფილდა. მას უსამართლოდ ეთქვა უარი, ნაწილობრივ ან მთლიანად არასწორი პასუხები გაეცა ან სხვაგვარად დაირღვა ზემოხსენებული მუხლის პირობები. ამავე მუხლის თანახმად, ის, რაც შეიძლება ჩაითვალოს საკმაო ინტერესად ან უფლებების შელახვად განსაზღვრული უნდა იყოს ქვეყნის კანონმდებლობის მოთხოვნებისამებრ, ხოლო ფართო საზოგადოებისათვის მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობა განსაზღვრულია წინამდებარე კონვენციით. ამდენად, ზემოხსენებული კონვენცია ეხება გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და ადგენს, რომ კონვენციის მონაწილე ყველა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ, უნდა უზრუნველყოს საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით და საზოგადოების მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, თუმცა გადაწყვეტილების მიღების გარკვეულ საფეხურზე, სანამ არჩევანი გაკეთდება (მე-8 მუხლი). ხსენებული კონვენციის მიხედვით, პირს უფლება აქვს გაასაჩივროს მხოლოდ ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საკითხები. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ამჟამად მოქმედი არც ერთი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტი არ ითვალისწინებს, სადავო საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ფართო საზოგადოების მიერ გასაჩივრების წესს, თუმცა, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე თავად „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილია, რომ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ ფლობდნენ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, უზრუნველყონ მისი დაცვა და შენარჩუნება, რაც არ შეიძლება განმარტებულ იქნეს იმდაგვარად, რომ ნებისმიერ პირს გააჩნია უფლება გაასაჩივროს სამინისტროს მიერ ხსენებულ საკითხზე მიღებული რომელიმე გადაწყვეტილება. გარდა ამისა, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ამ დროისათვის არქეოლოგიური ზონა მოხსნილი არ არის და სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტებს გასაჩივრებული ბრძანებით მიეცათ მხოლოდ გარკვეული დავალებები, რის გამოც ამ შემთხვევაში, საჩივრის ავტორი დაინტერესებულ მხარედ ვერ იქნება მიჩნეული. აქვე უნდა განიმარტოს, რომ არქეოლოგიური ზონის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს არა სამინისტრო, არამედ საქართველოს მთავრობა. ამდენად, ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საჩივრის ავტორი არ წარმოდგენს დაინტერესებულ პირს, ვინაიდან, არ არის დადასტურებული მის კანონიერ ინტერესზე პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენების ფაქტი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად: 1.      ასოციაცია ,,მწვანე ალტერნატივას” ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე ეთქვას უარი. 2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6). პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი