ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ

მიღების თარიღი 04.10.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1434
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016095
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/10/2013
matsne.gov.ge 1,974 სიტყვა · ~10 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } span.apple-converted-space {} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 841.95pt; margin:.75in 55.35pt 58.5pt 67.5pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №1434 2013 წლის 4 ოქტომბერი ქ. თბილისი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე–40 მუხლის შესაბამისად , საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის მიერ ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2013 წლის 15 ივლისის №23455 ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით. ადმინისტრაციული საჩივრით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მოთხოვნილ იქნა „შპს „ჯანმრთელობა 2010“–ის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილის საჯარო აუქციონის (პირობებიანი) ფორმით განკარგვის (პრივატიზების) შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №1–1/1524 ბრძანების მე–7 პუნქტის ბათილად ცნობა, რომლითაც საპრივატიზებო ქონება დაქვემდებარების მიხედვით განისაზღვრა საერთო–სახელმწიფოებრივ ქონებად და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის ქმედების განხორციელების დავალება, კერძოდ,  არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწისა და შენობების გაყიდვიდან მიღებული შემოსულობის 50%–ის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი  ბიუჯეტის  შემოსავალში ჩარიცხვა. ადმინისტრაციული წარმოების  შედეგად გამოირკვა შემდეგი: ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის განმარტებით, სსიპ – საწარმოთა მართვის სააგენტოს 2010 წლის 10 მაისის №1–3/331 ბრძანებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საავადმყოფოების შენობები, ასევე მის გარშემო არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწა შეტანილ იქნა შპს „ჯანმრთელობა 2010“–ის კაპიტალში, ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სადაო ბრძანებით განხორციელდა შპს „ჯანმრთელობა 2010“–ის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილის საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზება.  2010 წლის 29 სექტემბერს გამართულ საჯარო აუქციონზე ზემოხსენებული ქონების შემძენი გახდა შპს „ჰოსპიტალის ოპერირების საერთაშორისო საწარმო“, ხოლო გაყიდვიდან მიღებული თანხები სრულად ჩაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალში. აღნიშნული ქმედებით დარღვეულ იქნა საქართველოს საბიჯეტო კოდექსის დანართის სტრიქონი 40.7.1.2., რომლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე განლაგებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არაწარმოებული აქტივების, მათ შორის არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვიდან მიღებული შემოსულობების 50% ექვემდებარება შესაბამისი ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავალში ჩარიცხვას. ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის განცხადებით, სადავო ბრძანების მე–7 პუნქტით, საპრივატიზებო ქონება განისაზღვრა საერთო–სახელმწიფოებრივ ქონებად, რაც საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან, არ არსებობს აღნიშნულის სამართლებრივი დასაბუთება. ამასთან, უდავოა, რომ გასხვისებული უძრავი ქონება მდებარეობდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომელიც წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, რომელიც გასხვისდა არამატერიალურ აქტივთან – წილთან ერთად, რაც დასტურდება, სადაო ბრძანებით დამტკიცებული პირობადადებული საჯარო აუქციონის დანართი 2–ით და ამავე ბრძანების მე–7 პუნქტით. გარდა ამისა, დადასტურებულია, რომ საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქონების ნუსხა უნდა შეედგინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა და რაც წარმოადგენს კანონდარღვევას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №1–1/1524 ბრძანების მე–7 პუნქტი კანონსაწინააღმდგეოა, რითაც ილახება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის უფლებები  და რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. შესაბამისად, სამინისტროს უნდა დაევალოს ქმედების განხორციელება და  ქონების პრივატიზებიდან მიღებული შემოსულობის 50%–ის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის შემოსავალში ჩარიცხვა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არ ეთანხმება ადმინისტრაციულ საჩივარს და განმარტავს, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო არ წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს, ვინაიდან, სადავო ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი პირდაპირ და უშუალო ზიანს არ აყენებს მის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. ამასთან, სადავო ბრძანებით განხორციელდა შპს „ჯანმრთელობა 2010“–ის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%–იანი წილის პრივატიზება საჯარო აუქციონის (პირობებიანი) ფორმით. ხსენებული ბრძანების ერთ–ერთ სამართლებრივ საფუძვლად მითითებულ იქნა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 25–ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, შემოსულობები სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის ნაწილდება ამ კოდექსის დანართის შესაბამისად, ხოლო ამ დანართში მითითებული საერთო–სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის და სახელმწიფო ქონების ნუსხას ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.   სამინისტროს მიერ ასეთი ნუსხა წინასწარ დადგენილი არ არის, თუმცა საერთო–სახელმწიფოებრივი ქონების განსაზღვრა ხდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გარკვეული ურთიერთობის მარეგულირებელი შესაბამისი აქტით. გარდა ამისა, სამინისტრო განმარტავს, რომ საჩივრის ავტორის მიერ მითითებული საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის დანართის 40.7.1.2. ქვეპუნქტი არ ვრცელდება მოცემულ შემთხვევაზე, ვინაიდან, ხსენებული ნორმა შეეხება მხოლოდ მიწის გაყიდვიდან შემოსულ თანხებს, სადავო ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით კი განიკარგა არა უძრავი ქონება, არამედ არამატერიალური ქონებრივი სიკეთე – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილი. გარდა ამისა, სამინისტროს პოზიციით საჩივრის მოთხოვნა არის ხანდაზმული, ვინაიდან, სადავო ბრძანების მე–8 პუნქტის თანახმად, ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს მთავრობაში, მისი ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში. სადაო ურთიერთობის დროს მოქმედი  „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების/რეალიზაციის შესახებ ინფორმაცია განთავსდება სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტის ინტერნეტგვერდზე, ხოლო ამავე მუხლის            მე–7 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების პრივატიზების/რეალიზაციის შესახებ ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტი ვალდებულია ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოაქვეყნოს აგრეთვე „გაზეთ 24 საათში“.  მოცემულ შემთხვევაში, სამინისტროს მიერ აუქციონის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა კანონით დადგენილი წესით, რის გამოც გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს მისი გამოქვეყნების მომენტიდან. ყოველივე ზემოხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე, სამინისტრომ მოითხოვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.  ადმინისტრაციული საჩივრის შესწავლის, ადმინისტრაციული წარმოების მასალების სრულყოფილად გამოკვლევისა და მხარეთა ახსნა–განმარტებების მოსმენის შედეგად, მიჩნეულ იქნა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უნდა ეთქვას უარი, შემდეგ გარემოებათა გამო: ადმინისტრაციული წარმოების მასალებით, კერძოდ,  „შპს „ჯანმრთელობა – 2010“–ის (ს.კ. №404381165) კაპიტალში ცვლილებების შეტანის შესახებ“ სსიპ – საწარმოთა მართვის სააგენტოს  2010 წლის 10 მაისის №1–3/331 ბრძანებით დასტურდება, რომ შპს „ჯანმრთელობა – 2010“–ის კაპიტალში შეტანილ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მათ შორის, ქ.ჩოხატაურში, კოსტავას ქ.№13–ში (ს/კოდი 28.01.23.040) და დუმბაძის      ქ.№22–ში (ს/კოდი 28.01.21.026) მდებარე არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, მასზე არსებულ შენობა–ნაგებობებთან ერთად. ამავე ბრძანების მე–2 პუნქტის თანახმად, ზემოხსენებული ცვლილებების გამო შპს „ჯანმრთელობა – 2010“–ის კაპიტალი გაიზარდა, ხოლო მე–3 პუნქტით, საზოგადოებას დაევალა 2 კვირის ვადაში განხორციელებული ცვლილებების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. შესაბამისად, როგორც საჩივარზე თანდართული 2010 წლის 28 დეკემბერს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერებით დასტურდება,  სსიპ – საწარმოთა მართვის სააგენტოს 2010 წლის 10 მაისის №1–3/331 ბრძანების საფუძველზე, ქ.ჩოხატაურში, კოსტავას ქ.№13–ში (ს/კოდი 28.01.23.040) და დუმბაძის ქ.№22–ში (ს/კოდი 28.01.21.026) მდებარე არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, მასზე არსებულ შენობა–ნაგებობებთან ერთად, 2010 წლის 18 მაისს დარეგისტრირდა შპს „ჯანმრთელობა  – 2010“–ის  საკუთრებად. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის  №1–1/1524 ბრძანებით დადგინა შპს „ჯანმრთელობა  – 2010“–ის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილის პრივატიზება საჯარო აუქციონის (პირობებიანი) ფორმით და შესაბამისად, განისაზღვრა საპრივატიზებო პირობები. ამავე ბრძანების მე–7 პუნქტით, საპრივატიზებო ქონება დაქვემდებარების მიხედვით განისაზღვრა საერთო–სახელმწიფოებრივ ქონებად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის 180–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილი უნდა იქნეს ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ხოლო 58–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას. ამავდროულად, ხსენებული კოდექსის 55–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი გამოქვეყნდება კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში. განსახილველ შემთხვევაში,  „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების/რეალიზაციის შესახებ ინფორმაცია უნდა განთავსდეს სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტის ინტერნეტგვერდზე, ხოლო ამავე მუხლის მე–7 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების პრივატიზების/რეალიზაციის შესახებ ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტი ვალდებულია ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოაქვეყნოს აგრეთვე „გაზეთ 24 საათში“. მოცემულ შემთხვევაში, საგულისხმოა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით – „გაზეთი 24 საათიდან“ ამონარიდით, დასტურდება, რომ ინფორმაცია შპს „ჯანმრთელობა  – 2010“–ის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილის საჯარო აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების შესახებ, გამოქვეყნდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუმცა მიუხედავად ამისა, ვერ იქნება გაზიარებული მოსაზრება მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან, წარმოდგენილი დოკუმენტით არ დასტურდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის  №1–1/1524 ბრძანების სადავო  – მე–7 პუნქტის გამოქვეყნების ფაქტი, რის გამოც ამ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება აქტის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან. სადავო ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის დროისათვის მოქმედი საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე–10 მუხლის თანახმად, ბიუჯეტის შემოსულობებია საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში მიღებული ფულადი სახსრების ერთობლიობა. ამავე კოდექსის 25–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსულობები სახელმწიფო, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის ნაწილდება ამ კოდექსის დანართის შესაბამისად, ხოლო დანართში მითითებული საერთო–სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის და სახელმწიფო ქონების ნუსხას ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–60​1 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის  კანონმდებლობით  დადგენილი  სხვა მოთხოვნები. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი 2010 წლის 14 სექტემბრის ბრძანების სადავო პუნქტით დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას,  საპრივატიზებო ქონება განისაზღვრა, როგორც საერთო–სახელმწიფოებრივი ქონება. აღნიშნული უფლებამოსილება, წარმოადგენს მინისტრის დისკრეციულ  უფლებამოსილებას და მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს სამინისტროს მიერ გამოცემული ცალკე ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი საერთო–სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისა და სახელმწიფო ქონების ნუსხის შესახებ, აღნიშნული არ წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს. აღსანიშნავია, რომ სადაო ურთიერთობის დროს მოქმედი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 39–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, სამინისტრო სახელმწიფო ქონების ბაზაზე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აფუძნებს სააქციო საზოგადოებებსა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებს, ან/და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს.  მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შპს „ჯანმრთელობა – 2010“–ის ერთადერთ პარტნიორს წარმოადგენდა სახელმწიფო, რომელიც იყო  საზოგადოების 100% წილის მფლობელი. საქმეზე დართული სსიპ – საწარმოთა მართვის სააგენტოს ბრძანებით ასევე დადასტურებულია, რომ სახელმწიფომ თავისი 100% წილის განკარგვამდე, შპს „ჯანმრთელობა – 2010“–ის კაპიტალში შეიტანა რამოდენიმე უძრავი ქონება, მათ შორის ქ.ჩოხატაურში, მდებარე ორი უძრავი ქონება, რის შემდეგ მათი მესაკუთრე გახდა შპს „ჯანმრთელობა – 2010“. ამდენად, 2010 წლის 14 სექტემბრისთვის, მაშინ როდესაც განხორციელდა შპს „ჯანმრთელობა – 2010“–ის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილის პრივატიზება საჯარო აუქციონის (პირობებიანი) ფორმით, სახელმწიფო არ წარმოადგენდა ქ.ჩოხატაურში მდებარე უძრავი ქონებების მესაკუთრეს. ზემოხსენებული გარემოებიდან გამომდინარე, ამ ურთიერთობაზე ვერ გავრცელდება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის დანართის 40.7.1.2. პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვიდან შემოსულობების განაწილებას პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტსა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის, რადგან, იგი არეგულირებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გაყიდვიდან შემოსულობის განაწილების წესს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ სადაო ურთიერთობის დროს მოქმედი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, ასევე არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ხოლო ამავე კანონის 39–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს მიეკუთვნება წილები და აქციები, ასევე ყველა ის მოთხოვნა და უფლება, რომელიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირს ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მის მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი ან/და მიენიჭოს უფლება, მოსთხოვოს რაიმე სხვა პირებს. ამდენად, სადავო – მე–7 პუნქტში მოხსენიებული „საპრივატიზებო ქონება“ არ გულისხმობს მხოლოდ უძრავ ან მოძრავ ქონებას და მასში მოიაზრება ასევე წილებიც. გარდა ამისა, ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის მითითებასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №1–1/1524 ბრძანების დანართებში მითითებულ უძრავი ქონებების ჩამონათვალს, რომლითაც დაინტერესებული მხარის განცხადებით, თითქოსდა დასტურდება საზოგადოების წილთან ერთად, უძრავი ქონების პრივატიზების ფაქტი, უნდა აღინიშნოს, რომ  საზოგადოების კაპიტალი, სამართლებრივ დოქტრინაში განიმარტება, როგორც მეწარმის ძირითადი და საბრუნავი საშუალებების საერთო ღირებულება.  „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 44–ე მუხლის მე–3 პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალი დაყოფილია წილებად, ხოლო ამავე კანონის მე–3 მუხლის მე–5 პუნქტის თანახმად, საზოგადოების დაფუძნებისას პარტნიორები უნდა შეთანხმდნენ წილების განაწილებაზე და დათქვან კაპიტალში მათი შენატანის ოდენობა, რომელიც შეიძლება იყოს მატერიალური და არამატერიალური ქონება, სამუშაოს შესრულება ან/და მომსახურება. ამდენად, სადავო ბრძანების დანართში ასახულია შპს „ჯანმრთელობა – 2010“–ის საკუთრებაში არსებული  აქტივების ჩამონათვალი, რის მიხედვითაც არის განსაზღვრული საზოგადოების წილის საპრივატიზებო ღირებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე საფუძველს მოკლებულია ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, თითქოს თავად სადავო ბრძანების მე–7 პუნქტითა და დანართით დასტურდება, რომ  სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ წილთან ერთად განიკარგა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებაც. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №1–1/1524 ბრძანების მე–7 პუნქტის ბათილად ცნობის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლები, რის გამოც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201 -ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად: 1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციული საჩივარი  არ დაკმაყოფილდეს. 2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6). პრემიერ–მინისტრი                                                                       ბ . ივანიშვილი