დავით სახვაძის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ

მიღების თარიღი 04.10.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1435
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016096
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/10/2013
matsne.gov.ge 1,464 სიტყვა · ~7 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

დავით სახვაძის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.BalloonTextChar { } p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 841.95pt; margin:45.0pt 46.35pt 58.5pt 55.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;}  საქართველოს მთავრობის განკარგულება №1435 2013 წლის 4 ოქტომბერი ქ. თბილისი დავით სახვაძის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე -40 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა დავით სახვაძის 2013 წლის 9 სექტემბრის №28968 ადმინისტრაციული საჩივარი. ადმინისტრაციული საჩივრით მოთხოვნილ იქნა „საყდრისი–ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ზონაში მდებარე არქეოლოგიურ ობიექტთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 08 აგვისტოს №03/130 ბრძანების ბათილად ცნობა. დავით სახვაძის განმარტებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის №03/108 ბრძანებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მაისის №03/82 ბრძანებით შექმნილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა საყდრისის უძველესი სამთამადნო მრეწველობის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის №3/133 ბრძანების დანართში უკანონოდ ასახული „საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს“ დანართიდან ამოღების მიზნით, ბათილად იქნა ცნობილი „საქართველოს სსრ 1977 წლის კანონის ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვისა და გამოყენების შესახებ“ მოქმედების პერიოდში ისტორიისა და კულტურის ძეგლებად გამოცხადებული ობიექტებისათვის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის №3/133 ბრძანების დანართის რიგითი №2042 (საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღარო, ბოლნისის მუნიციპალიტეტი), რომლის ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილ იქნა ადმინისტრაციული საჩივარი საქართველოს მთავრობის კანცელარიაში. ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული ბრძანებით, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საყდრისი–ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ზონაში მდებარე არქეოლოგიური ობიექტის შესწავლის პროცესის მონიტორინგის განხორციელება და ამ მიზნით ბრძანების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაში სათანადო კომისიის შექმნა და ამ კომისიის ხელმძღვანელის შერჩევა კომპანია „RMG“-ის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურებისაგან. ამავე ბრძანების მეორე პუნქტით სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტსა და კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს დაევალათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების დაუყოვნებლივ განხორციელება საყდრისი–ყაჩაღიანის არქეოლოგიური ზონის 2013 წლის პირველ ოქტომბერს გაუქმების მიზნით, ხოლო ბრძანების მე–3 პუნქტით, კომპანია „RMG“-ის მიეცა თანხმობა, რომ საყდრისი–ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ზონაში აწარმოოს ისეთი სახით საინჟინრო–გეოლოგიური სამუშაოები, რომლებიც არ დააზიანებს ან არ შეუქმნის დაზიანების საფრთხეს ზონაში მდებარე არქეოლოგიურ ობიექტს. ხსენებული ბრძანება, დავით სახვაძის განმარტებით გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან, კულტურის უძრავი ძეგლისათვის სტატუსის მოხსნა განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე. გარდა ამისა, ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გასაჩივრება იწვევს მის შეჩერებას, რის გამოც სადავო საკითხის გადაწყვეტამდე, მინისტრს არ ჰქონდა უფლება გამოეცა „საყდრისი–ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ზონაში მდებარე არქეოლოგიურ ობიექტთებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ბრძანება. შესაბამისად, დავით სახვაძემ მოითხოვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილება და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 8 აგვისტოს #03/130 ბრძანების ბათილად ცნობა. საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2013 წლის 16 სექტემბრის №29792 წერილით დავით სახვაძეს ეთხოვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წარმოედგინა თავისი პოზიცია ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტთან (ადმინისტრაციული საჩივრის შეტანა არაუფლებამოსილი პირის მიერ) მიმართებაში. 2013 წლის 20 სექტემბერს დავით სახვაძემ საქართველოს მთავრობის კანცელარიაში წარმოადგინა №30424 განცხადება, რომელშიც მიუთითა, რომ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განმარტებულია ფიზიკური პირებისათვის მინიჭებული უფლება–მოვალეობები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს დაინტერესებულ პირს. ადმინისტრაციული საჩივრის შესწავლისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად, მიჩნეულ იქნა, რომ დავით სახვაძეს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უნდა ეთქვას უარი, შემდეგ გარემოებათა გამო: ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოირკვა შემდეგი:  „საქართველოს სსრ 1977 წლის კანონის „ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვისა და გამოყენების შესახებ“ მოქმედების პერიოდში ისტორიისა და კულტურის ძეგლებად გამოცხადებული ობიექტებისათვის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“ 2006 წლის 30 მარტის საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის №3/133 ბრძანებით, დანართში ჩამოთვლილ ობიექტებს, მათ შორის ბოლნისის რაიონში მდებარე, საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს მიენიჭა კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 ნოემბრის №665 ბრძანებულებით დასტურდება, რომ საყდრისის, უძველეს ოქროს სამთამადნო მრეწველობის ძეგლს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია. 2006 წლის 17 ივლისის საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით, „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდა დაბა საყდრისში, სამთამადნო მრეწველობის ძეგლის არქეოლოგიური ზონა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის №03/108 ბრძანებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60​1 და 62-ე მუხლებისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მაისის №03/82 ბრძანებით შექმნილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა საყდრისის უძველესი სამთამადნო მრეწველობის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის №3/133 ბრძანების დანართში უკანონოდ ასახული „საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს“ დანართიდან ამოღების მიზნით, ბათილად იქნა ცნობილი „საქართველოს სსრ 1977 წლის კანონის ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვისა და გამოყენების შესახებ“ მოქმედების პერიოდში ისტორიისა და კულტურის ძეგლებად გამოცხადებული ობიექტებისათვის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის №3/133 ბრძანების დანართის რიგითი №2042 (საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღარო, ბოლნისის მუნიციპალიტეტი). „საყდრისი–ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ზონაში მდებარე არქეოლოგიურ ობიექტთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 08 აგვისტოს №03/130 ბრძანებით დასტურდება, რომ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საყდრისი–ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ზონაში მდებარე არქეოლოგიური ობიექტის შესწავლის პროცესის მონიტორინგის განხორციელება და ამ მიზნით ბრძანების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაში სათანადო კომისიის შექმნა და ამ კომისიის ხელმძღვანელის შერჩევა კომპანია „RMG“-ის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურებისაგან. ამავე ბრძანების მეორე პუნქტით სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტსა და კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს დაევალათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების დაუყოვნებლივ განხორციელება საყდრისი–ყაჩაღიანის არქეოლოგიური ზონის 2013 წლის პირველ ოქტომბერს გაუქმების მიზნით, ხოლო ბრძანების მე–3 პუნქტით, კომპანია „RMG“-ის მიეცა თანხმობა, რომ საყდრისი–ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ზონაში აწარმოოს ისეთი სახის საინჟინრო–გეოლოგიური სამუშაოები, რომლებიც არ დააზიანებს ან არ შეუქმნის დაზიანების საფრთხეს ზონაში მდებარე არქეოლოგიურ ობიექტს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო ამავე კოდექსის 182–ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ ადმინისტრაციული საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ. ამასთან, ხსენებული კოდექსის მე–2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესებზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება. ამდენად, ზემოხსენებული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საჩივრის შეტანის უფლება აქვს იმ პირს, რომლის სუბიექტური უფლებაც დაირღვა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო იმისათვის, რომ განისაზღვროს ადმინისტრაციული საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილი პირი, ანუ დაინტერესებული მხარე, აუცილებელია, რომ გასაჩივრებული აქტი გავლენას ახდენდენს მის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებზე და ზიანს აყენებდეს უშუალოდ მას. ამასთან, კანონიერი ინტერესისათვის ზიანის მიყენება გულისხმობს იმას, რომ იგი უნდა იყოს პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ადმინისტრაციული საჩივრის ავტორებისათვის, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს როგორც კონსტიტუციით განსაზღვრული ძირითადი უფლებებიდან, ასევე უშუალოდ მოქმედი სამართლებრივი ნორმებიდან, ანუ სახეზე უნდა იყოს კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული მხარის უფლებისათვის ან ინტერესისათვის პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენების ფაქტი. საგულისხმოა, რომ ამჟამად მოქმედი არც ერთი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტი არ ითვალისწინებს, სადავო საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ფართო საზოგადოების მიერ გასაჩივრების წესს, თუმცა, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე თავად „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილია, რომ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ ფლობდნენ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, უზრუნველყონ მისი დაცვა და შენარჩუნება, რაც არ შეიძლება განმარტებულ იქნეს იმდაგვარად, რომ ნებისმიერ პირს გააჩნია უფლება გაასაჩივროს სამინისტროს მიერ ხსენებულ საკითხზე მიღებული რომელიმე გადაწყვეტილება. გარდა ამისა, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ამ დროისათვის არქეოლოგიური ზონა მოხსნილი არ არის და გასაჩივრებული ბრძანებით სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტებს მიეცათ მხოლოდ გარკვეული დავალებები. აქვე უნდა განიმარტოს, რომ არქეოლოგიური ზონის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს არა სამინისტრო, არამედ საქართველოს მთავრობა. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საჩივრის ავტორი არ წარმოდგენს დაინტერესებულ პირს, ვინაიდან, არ არის დადასტურებული მის კანონიერ ინტერესზე პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენების ფაქტი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად: 1 . დავით სახვაძეს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე ეთქვას უარი. 2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6). პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი