სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 04.10.2013
ძალის დაკარგვა 15.12.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №1479-Iს
სარეგისტრაციო კოდი 010190060.09.001.016175
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/10/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ქუთაისი, 4 ოქტომბერი 2013 წ. N1479-Iს | საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება 15.12.2016
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. შეიქმნას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის მომზადების მიზნით.
2. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.
3. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტს ერთი თვის ვადაში წარუდგინოს დასამტკიცებლად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების პროექტი, რომლითაც განისაზღვრება კომისიის სტრუქტურა, საქმიანობის წესი, საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურები, კომისიის მუშაობაში საზოგადოების ჩართულობის მექანიზმები და სხვა ორგანიზაციული საკითხები.
4. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტს ერთი თვის ვადაში წარუდგინოს დასამტკიცებლად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა, რომელშიც უნდა შედიოდნენ:
ა) საპარლამენტო ფრაქციების და იმ პარლამენტის წევრთა, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში, ჯგუფის მიერ პროპორციულობის პრინციპის დაცვით დასახელებული პარლამენტის არაუმეტეს 20 წევრისა;
ბ) იმ კვალიფიციური პოლიტიკური პარტიის ერთი წარმომადგენელი, რომელიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის მეშვეობით არ არის პარლამენტში წარმოდგენილი;
გ) იმ არაკვალიფიციური პოლიტიკური პარტიის ერთი წარმომადგენელი, რომლის მიერ დასახელებული პრეზიდენტობის კანდიდატი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 3%-ზე მეტის ხმებს მიიღებს;
დ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები, საქართველოს სახალხო დამცველი, იუსტიციის მინისტრი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, მთავრობის საპარლამენტო მდივანი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე;
ე) სამართლის, საჯარო პოლიტიკისა და სახელმწიფო მართვის არაუმეტეს 20 ექსპერტ-სპეციალისტი, მათ შორის, ამავე სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.
5. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს 2014 წლის 1 სექტემბრამდე.
6. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის და მისი აპარატის საქმიანობა უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტის აპარატმა.
7. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილი
ქუთაისი,
4 ოქტომბერი 2013 წ.
N1479-Iს