„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ბულგარეთის რესპუბლიკის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სამინისტროს შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი

მიღების თარიღი 22.03.2013
ძალაში შესვლა 01.10.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №17-60
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016213
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/10/2013
matsne.gov.ge 511 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.03.2013 მიღება
01.10.2013 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს სპორტისა და  ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო     ლევან ყიფიანი ბულგარეთის რესპუბლიკის ფიზიკური  აღზრდისა და სპორტის სამინისტრო     პეტარ სტოიჩევ

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ბულგარეთის რესპუბლიკის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სამინისტროს შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ბულგარეთის რესპუბლიკის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სამინისტროს შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და ბულგარეთის რესპუბლიკის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სამინისტრო, შემდგომში ,,მხარეები“, გამოთქვამენ რა საერთო სურვილს სპორტის სფეროში თანამშრომლობის მეშვეობით ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, აცნობიერებენ რა იმ როლს, რომელსაც სპორტი ასრულებს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერების პროცესში, ითვალისწინებენ რა ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და პარტნიორობის არსებობის ხანგრძლივ ისტორიას, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 მხარეები უზრუნველყოფენ დახმარების გაწევას სპორტულ ორგანიზაციებს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და ორივე სახელმწიფოში ჩასატარებელ სპორტულ ღონისძიებებში მათი მონაწილეობის მიზნით. მხარეები უზრუნველყოფენ დახმარების გაწევას ორივე სახელმწიფოს ეროვნულ ანტი-დოპინგურ ორგანიზაციებს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების, სპორტის სფეროში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობისა და ერთობლივი მუშაობის მიზნით. მუხლი 2🔗 მხარეები ითანამშრომლებენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა სპორტული ღონისძიებების ორგანიზებაში გამოცდილების გაზიარება, პირთა ჩაბმა  რეგულარულ სპორტულ აქტივობებში და სამეცნიერო და მეთოდოლოგიური ინფორმაციის ურთიერთგაცვლა სპორტის მეშვეობით პირთა რეაბილიტაციის შესახებ. მუხლი 3🔗 მწვრთნელებისა და შესაბამისი სპეციალისტებისათვის პროფესიონალიზმის დონისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მხარეები ხელს შეუწყობენ პირდაპირი ურთიერთობების დამყარებას ორივე ქვეყნის სასპორტო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სპორტულ საქმიანობაში ჩართულ კვლევით ცენტრებსა და უნარშეზღუდულ სპორტსმენებს შორის. მუხლი 4🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ ერთობლივი საწვრთნელი ბანაკების ორგანიზებას, მათ შორის შეჯიბრებებისთვის მომზადების მხრივ არსებული გამოცდილების გაზიარებასა და ორივე ქვეყნის პარაოლიმპიური ცენტრების გამოყენებას იმ უნარშეზღუდული სპორტსმენებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ თავიანთ ქვეყნებს პარაოლიმპიურ თამაშებზე. მუხლი 5🔗 მხარეები, თავიანთი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის საფუძველზე, ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას სპორტული აღჭურვილობის დამზადების, ასევე სპორტული ობიექტების დაპროექტების, მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის სფეროში. მუხლი 6🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ სპორტის სპეციალისტებს, მწვრთნელებსა და შესაბამის სფეროებში დაკავებულ სხვა სპეციალისტთა შორის გამოცდილების ურთიერთგაცვლას. მუხლი 7🔗 მხარეები წინასწარ მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, თავიანთ სახელმწიფოს ტერიტორიაზე დახმარებას აღმოუჩენენ მეორე მხარის სპორტულ  ჯგუფებსა და სხვადასხვა ოფიციალურ წარმომადგენლებს. მუხლი 8🔗 ყველა ხარჯი, რომელიც წარმოიშობა წინამდებარე მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, განისაზღვრება მხარეთა შორის სპეციალური შეთანხმებებით მხარეების ხელმისაწვდომი ბიუჯეტის გათვალისწინებით . მუხლი 9🔗 მხარეთა წარმომადგენლები იკრიბებიან ყოველწლიურად, რათა განიხილონ მემორანდუმის დებულებების განხორციელების საკითხი და მომავალი წლისთვის შეიმუშავონ ერთობლივი სამოქმედო გეგმა. მუხლი 10🔗 წინამდებარე მემორანდუმში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა წინამდებარე მემორანდუმის მე-12  მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს. მუხლი 11🔗 ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე მემორანდუმის განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით. მუხლი 12🔗 1. წინამდებარე მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ მემორანდუმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ,  დიპლომატიური არხებით,  უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს. 2. წინამდებარე მემორანდუმი დადებულია 5 წლის ვადით და ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე მემორანდუმის მოქმედება, მეორე მხარისათვის, მემორანდუმის მოქმედების შეწყვეტის შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში, მემორანდუმი მოქმედებას წყვეტს მეორე მხარის მიერ წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 6  თვის გასვლის შემდეგ. შესრულებულია ქ. თბილისში, 2013 წლის 22 მარტს, ორ დედნად, ქართულ, ბულგარულ და ინგლისურ  ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს სპორტისა და  ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ლევან ყიფიანი ბულგარეთის რესპუბლიკის ფიზიკური  აღზრდისა და სპორტის სამინისტრო პეტარ სტოიჩევ