განჩინება შპს „ლაზიკა“-ს გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1029-13
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/10/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/1029-13

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

2013 წლის 25 სექტემბერი

ქ. ქუთაისი

           ქუთაისის საქალაქო სასამართლო

     მოსამართლე გენადი მაკარიძე

განმცხადებელი – შპს „ლაზიკა’’;

(საიდენტიფიკაციო ნომერი 419986206)

წარმომადგენელი – მიხეილ ნამადოვი (დირექტორი);

მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,ლაზიკის’’ გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი

     

      2013 წლის 17 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა ‘’ლაზიკ ი ს’’ დირექტორმა მიხეილ ნამადოვმა და აღნიშნა, რომ კომპანია დაფუძნდა 2012 წლის 1 ივნისს, კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა პურ-პროდუქტების წარმოება, ამავე წლის 1 ივნისიდან კომპანიამ იჯარით აიღო ქ. ზუგდიდში მდებარე პურის ქარხანა, რომელიც წარმოადგენდა შპს ‘’კოლხის’’ საკუთრებას, ხოლო ხსენებულმა კომპანიამ შეწყვიტა აღნიშნულ საწარმოში ფუნქციონირება. აქტიური მარკეტინგული კამპანიით და მაღაზიებისათვის ექსკლუზიური ფასების შეთავაზების მიუხედევად კომპანიამ ვერ შეძლო მომგებიანობის იმ ნიშნულზე გასვლა, რომლითაც შეძლებდა ყოველთვიური ხარჯების დაფარვას.

      2013წლის22 ივლისის განჩინებით შპს ,,ლაზიკის’’დირექტორს მიხეილ ნამადოვს უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან   მოვალე თავისი  ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას.ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ,,ლაზიკის’’მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა,რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.

     ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 ივლისის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2013 წლის 24 ივლისს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორ ს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებ ით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

    ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი  ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

   ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

     გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს ,,ლაზიკა’’ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს ,,ლაზიკის’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით, 

  : 1.   შპს ,,ლაზიკა’’  (ს/ნ 419986206) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,ლაზიკის’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2.  განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში(ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

 

მოსამართლე                                                                 გენადი მაკარიძე