საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების პირველი სხდომების მოწვევის ახალი ვადების დადგენისა და ზოგიერთი საარჩევნო უბნის გაუქმების შესახებ

მიღების თარიღი 08.10.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №40/2013
სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016107
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/10/2013
matsne.gov.ge 235 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ცესკოს მდივანი გიზო მჭედლიძე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების პირველი სხდომების მოწვევის ახალი ვადების დადგენისა და ზოგიერთი საარჩევნო უბნის გაუქმების შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №40/2013 2013 წლის 8 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების პირველი სხდომების მოწვევის ახალი ვადების დადგენისა და ზოგიერთი საარჩევნო უბნის გაუქმების შესახებ გამომდინარე იქიდან, რომ სხვა სახელმწიფოში გახსნილი საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა სიები საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელების მიერ ცესკოში წარმოდგენილ იქნა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტით დადგენილი ვადის დარღვევით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებისათვის, სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების პირველი სხდომების მოწვევისა და კენჭისყრის შენობაში ამ უბნის ამომრჩეველთა სიების საჯარო ვერსიის გამოკვრის ბოლო ვადად დადგინდეს კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-15 დღე (12 ოქტომბერი). მუხლი 2🔗 ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით გაუქმდეს სხვა სახელმწიფოში შექმნილი ის საარჩევნო უბნები, რომელთა ამომრჩეველთა სიები შესაბამისი საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელების მიერ ცესკოში არ იქნა წარმოდგენილი და იმავე განკარგულებით გაუქმებულ იქნეს ცესკოს ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც გამოცემულ იქნა აღნიშნული უბნების შექმნიდან გამომდინარე. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 4🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე