ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის შესახებ

მიღების თარიღი 07.10.2013
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016049
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/10/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 282 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №15  2013  წლის 7 ოქტომბერი ქ. თბილისი ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის შესახებ ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის 16​1 მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლის, მე-14 მუხლის მე-12 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად: 1. 2013 წლის 11 ნოემბრამდე ლიკვიდირებულ იქნეს ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატი (შემდგომში - მინისტრის აპარატი). 2. შეიქმნას მინისტრის აპარატის სალიკვიდაციო კომისია (შემდგომში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით: მ. ფარფალია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე; მ. ჯაჭვლიანი - ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი; ვ. ზაქარაია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე; გ. საჯაია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილის მოვალეობის  შემსრულებელი; დ. გაბეჩავა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზაციის დეპარტამენტის უფროსი. 3. კომისიამ, მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის მიზნით, 2013 წლის 11 ნოემბრამდე უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საკადრო, მატერიალურ-ტექნიკური, სამართლებრივი და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება, მინისტრის აპარატის ბალანსზე რიცხული ქონების სრული ინვენტარიზაცია და აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროსათვის გადაცემა, ასევე, სალიკვიდაციო  ბალანსის შედგენა. 4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ხორავა), მინისტრის აპარატის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით უზრუნველყოს ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის წარმოდგენა. 5. 2013 წლის 11 ნოემბრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აფხაზეთის მთავრობაში ,,ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის“ თანამდებობის შემოღების, ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების  შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2006 წლის 18 სექტემბრის №35 დადგენილება. 6. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმა (ო. გარმელია). 7. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                                                                                ვ. ყოლბაია