„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოსა“ და სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 23 აგვისტოს №670 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№783
სარეგისტრაციო კოდი
040030000.08.002.016879
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/10/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №783

2013 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოსა“ და სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 23 აგვისტოს №670 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოსა“ და სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 23 აგვისტოს №670 ბრძანებულებაში (სსმ, III ნაწ., 2010 წ., №102, მუხ. 1532) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) ბრძანებულების მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8.     დამტკიცდეს სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის უმაღლესი, პირველი და მეორე კატეგორიის აბონენტთა ნუსხები (დანართი N2, დანართი N3 და დანართი N4) და  საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოს“ მიერ შესასრულებელი საპროექტო-სამონტაჟო სამუშაოების ზედნადები ხარჯების ნორმები და მათი განსაზღვრის წესი (დანართი N5).“;

ბ) ბრძანებულების მე-3 პუნქტით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს  N5 დანართი შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი N5

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოს“ მიერ შესასრულებელი საპროექტო-სამონტაჟო სამუშაოების ზედნადები ხარჯების

ნორმები და მათი განსაზღვრის წესი

 

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოს“ მიერ შესასრულებელი საპროექტო-სამონტაჟო სამუშაოების ზედნადები ხარჯების ნორმებია:

სამუშაოების დასახელება

ზედნადები ხარჯების ნორმები

 

1.

შემაერთებელი ხაზების, ქსელების მოწყობა

ფაქტობრივად დახარჯული მატერიალური ფასეულობების ღირებულების 30%

2.

სადგურების, აპარატების, მათი კომუნიკაციებისა და სხვა მოწყობილობების (მატერიალური ფასეულობები 5 000 ლარამდე) მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება

 დამონტაჟებული აპარატურის (სახარჯი მასალის ჩათვლით) ღირებულების 15%

 

3.

სადგურების, აპარატების, მათი კომუნიკაციებისა და სხვა მოწყობილობების (მატერიალური ფასეულობები 5 000 ლარზე მეტი) მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება

დამონტაჟებული აპარატურის (სახარჯი მასალის ჩათვლით) ღირებულების 10%

4.

სადგურების, აპარატების, მათი კომუნიკაციებისა და სხვა მოწყობილობების დემონტაჟი

დემონტირებული მატერიალური ფასეულობის ნარჩენი საბალანსო ღირებულების 5%, მაგრამ არანაკლებ 30 ლარისა

5.

პროგრამული უზრუნველყოფა და ლიცენზირება

პროგრამისა და ლიცენზიის ღირებულების 10%

2.  N5 დანართის:

ა) პირველი  პუნქტით  გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას მატერიალური  ფასეულობების  დანაკარგის  ზღვრული ოდენობა განისაზღვროს ფაქტობრივად დამონტაჟებული სადენებისა და გამოყენებული სახარჯი მასალის საერთო ღირებულების არა უმეტეს 3%-ით, რაც შეიტანება შესრულებული სამუშაოს ფასის გაანგარიშებაში;

ბ)  მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას სახარჯი მასალის დანაკარგის ზღვრული ოდენობა განისაზღვროს ფაქტობრივად გამოყენებული მასალის საერთო ღირებულების არა უმეტეს 3%-ით, რაც შეიტანება შესრულებული სამუშაოს ფასის გაანგარიშებაში.

3. N5 დანართით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას ზედნადები ხარჯების დადგენილ ნორმებს ემატება კანონმდებლობით გათვალისწინებული ტრანსპორტირებისა და მივლინების ხარჯები.

შენიშვნა:

1. დანართში მითითებული მატერიალური ფასეულობების ღირებულება მოცემულია დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე.

2. ზედნადები ხარჯები აისახება სააგენტოს ამ ბრძანებულებით გათვალისწინებულ შემოსავლებში.

3.ზედნადები ხარჯები არ ერიცხება უმაღლესი კატეგორიის აბონენტების სპეციალური კავშირების სისტემით უზრუნველყოფის ნებისმიერ და პირველი კატეგორიის აბონენტების სპეციალური კავშირების სისტემის აპარატურის პირველად სამონტაჟო სამუშაოებს.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი