საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.10.2013
ძალის დაკარგვა 15.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №155/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016675
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/10/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 893 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.10.2013 მიღება
15.12.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №155/ნ 2013 წლის 10 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს დებულება ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე დანართი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის – ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს (შემდგომში – სამმართველო) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2🔗 სამმართველო არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული   ქვედანაყოფი. მუხლი 3🔗 სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. მუხლი 4🔗 სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი II სამმართველოს კომპეტენცია  მუხლი 5🔗 სამმართველოს კომპეტენციაა: ა) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის განსაზღვრა, სამინისტროს სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის სრულყოფის მიზნით რეკომენდაციებისა და შესაბამისი პროცედურების შემუშავება; ბ) სამუშაოს ანალიზის საფუძველზე თითოეული თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრა, თანამდებობების აღწერების შედგენის პროცესის კოორდინირება და მეთოდური უზრუნველყოფა; გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების საშტატო ნუსხების პროექტების შედგენა და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; დ)  ადამიანური  რესურსების საჭიროების განსაზღვრა და შერჩევის გრაფიკების შექმნა; ე)  პერსონალის შერჩევის უზრუნველყოფა, კონკურსებისა და ატესტაციის პროცესების ორგანიზება, ტესტირებისა და სტრუქტურირებული/არასტრუქტურირებული გასაუბრების დაგეგმვა, განხორციელება; ვ) საკონკურსო-საასტესტაციო კომისიის მუშაობის ორგანიზაციული მხარდაჭერა, შესაბამისი დოკუმენტების მომზადება, ანალიზი და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება, აგრეთვე ატესტირების შედეგების სისტემატიზება; ზ)  სამინისტროს სისტემის შესაბამის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების, გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, შვებულებისა და მივლინებების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება; თ) შრომითი ხელშეკრულებების დადების უზრუნველყოფა საგრანტო ხელშეკრულებებისა და სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამების ფარგლებში; ი) სამინისტროს სისტემის შესაბამის თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა, წარმოება და კანონმდებლობით დადგენილი საბუთების წარდგენა/აღრიცხვის კონტროლი; კ) თანამშრომელთა პერსონიფიცირებულ მონაცემთა ბაზის შექმნა და ადმინისტრირება; ლ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა შემადგენლობის აღრიცხვა; მ)  სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება და მისი დაცვის უზრუნველყოფა; ნ) სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადების კომპიუტერული აღრიცხვის შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზი და შემდგომი რეაგირება; ო) სამინისტროს თანამშრომელთა საქმიანობის შეფასების თანამედროვე სისტემის დანერგვის უზრუნველყოფა; პ) სამინისტროს თანამშრომელთა შეფასების  პროცესის მონიტორინგი; ჟ)  თანამშრომელთა პროფესიული განვითარების დაგეგმვა, ამ მიზნით, შესაბამისი რესურსების მოძიება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;  რ) მოტივაციის სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა; ს) კორპორატიული ფასეულობების ანალიზი, საორგანიზაციო კულტურის ჩამოყალიბება და მისი დანერგვა; ტ)  ახლად მიღებულ თანამშრომელთა ადაპტაციის პროცესის წარმართვა; უ) სამინისტროში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა, სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და სტაჟირების პროცესის ზედამხედველობა; ფ) მოხელეთა რეზერვის შექმნა და მოხელეთა რეზერვის ერთიანი მონაცემთა ბაზის ფორმირება; ქ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების საკითხებზე რეკომენდაციების მიცემა; ღ) სამინისტროს სისტემაში ადამიანური რესურსების სტაბილურობის, გადაადგილებისა და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების წარმოება, პერიოდული ანალიზი და შეფასება; ყ) ადამიანური რესურსების მართვის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის მოძიება, სხვა სახელმწიფოთა გამოცდილების შესწავლა და განზოგადება.  სხვადასხვა სამინისტროებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან  ურთიერთობა ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებით; შ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა  და მათზე რეაგირება; ჩ) მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. თავი III სამმართველოს  ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები მუხლი 6🔗 1. სამმართველოში საჯარო სამსახურს ეწევიან: ა) სამმართველოს უფროსი; ბ) მთავარი სპეციალისტი; 2. სამმართველოში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად შეიძლება მიღებულ იქნეს შტატგარეშე მოსამსახურე. 3. სამმართველოს მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. სამმართველოს მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით. 5. სამმართველოს საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. მუხლი 7🔗 1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი. 2. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. 3. სამმართველოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) წარმოადგენს სამმართველოს და პასუხისმგებელია სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში სამმართველოს უფლებების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებაზე; გ) ანაწილებს ფუნქციებს სამმართველოს  მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; დ) ხელს აწერს და ავიზებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე თავისი კომპეტენციის ფარგლებში ავიზებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებულ დოკუმენტებს; ე) აკონტროლებს სამმართველოს მოხელეთა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ასევე, სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; ვ) პერიოდულად ისმენს სამმართველოს მოსამსახურეების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენს წინადადებებს მინისტრს სამინისტროს  მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე; თ) წარუდგენს მინისტრს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ კვარტალში ერთხელ, წლის ბოლოს კი – საბოლოო, წლიურ ანგარიშს, აგრეთვე მინისტრის მოთხოვნით – ნებისმიერ დროს; ი) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამინისტროს სტრუქტურისა და საშტატო განრიგის ოპტიმიზაციის მიზნით; კ) უფლებამოსილია სამმართველოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია; ლ) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნას და მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას; მ)  შუამდგომლობს სამმართველოსათვის იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რაც აუცილებელია სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში  უფლებების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებისათვის; ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს, ასრულებს მინისტრის ცალკეულ დავალებებს.  5. სამმართველოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამმართველოს უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის უფლებამოსილებას ახორციელებს მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ერთ-ერთი მთავარი სპეციალისტი. 6. სამმართველოს მოხელეები  სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით ასრულებენ სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.