ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების საკოორდინაციო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 09.10.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №261
სარეგისტრაციო კოდი 010340000.10.003.017428
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/10/2013
matsne.gov.ge 633 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების საკოორდინაციო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №261 2013 წლის 9 ოქტომბერი ქ. თბილისი ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების საკოორდინაციო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა და  „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მო­სი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის საფუძველზე, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისა და თბილისის მერის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების პროცესში მონაწილე სახელმწიფო ორგანოების შეთანხმებულად მოქმედების უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნას ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების საკოორდინაციო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით: – საქართველოს იუსტიციის მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე; – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე/პირველი მოადგილე – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე/პირველი მოადგილე; – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე/პირველი მოადგილე; – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე/პირველი მოადგილე; – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე/პირველი მოადგილე; – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე/პირველი მოადგილე; – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე/პირველი მოადგილე; – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე/პირველი მოადგილე; – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე/პირველი მოადგილე; – საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი; – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი; – ქალაქ თბილისის მერის მოადგილე; – სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე; – სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე; – სსიპ – იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი; – სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თავმჯდომარე; – სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსი. მუხლი 2🔗 კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს; – საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს; – საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარეს;  – საპარლამენტო ფრაქცია  „ქართული ოცნება – რესპუბლიკელების“ თავმჯდომარეს;   – საპარლამენტო ფრაქცია  „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ თავმჯდომარეს;  – საპარლამენტო ფრაქცია  „ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის“ თავმჯდომარეს;  – საპარლამენტო ფრაქცია  „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარეს;  – საპარლამენტო ფრაქცია  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს; – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს კომისიის თანდართული დებულება მუხლი 4🔗 კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 2014 წლის 1 ივნისამდე. მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი დანართი ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების საკოორდინაციო კომისიის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს დებულება განსაზღვრავს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების საკოორდინაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) საქმიანობის წესს და კომისიის უფლებამოსილებებს.      2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით. მუხლი 2🔗. კომისიის უფლებამოსილებები კომისია უფლებამოსილია: ა) დააკვირდეს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობას ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების პროცესში, მათი თანამშრომლობის ხარისხს  და ამომრჩეველთა მონაცემების დადგენის პროცესის მიმდინარეობას; ბ) შეიმუშაოს და წარუდგინოს რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას და ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების პროცესში მონაწილე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს; გ) შეიმუშაოს რეკომენდაციები პრობლემურ/სადავო საკი­თხებზე, რომლებიც წარმოიშობა ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების პროცესში განსა­ხორ­ციელებელ პრაქტიკულ სამუშაოებთან დაკავშირებით; დ) ყოველი თვის ბოლოს მოახდინოს განვლილი პერიოდის განმავ­ლობაში ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების პროცესის შეფასება და შეიმუშაოს მომავალი პრაქტიკული სამუშაოების გეგმა. მუხლი 3🔗. კომისიის ხელმძღვანელობა 1. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომე­ლიც: ა) უძღვება კომისიის საქმიანობას; ბ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს კომისიის მდივნის წარდგი­ნებით; გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს; დ) წარმოადგენს კომისიას მესამე პირებთან ურთიერთობაში; ე) უზრუნველყოფს კომისიის ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა ღო­ნისძიებების განხორციელებას. 2. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში კომისიის სხდომას უძღვე­ბა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. მუხლი 4🔗. კომისიის მდივანი 1. კომისიას ჰყავს მდივანი, რომელიც არ არის კომისიის წევრი. 2. კომისიის მდივანი ადგენს კომისიის სხდომის ოქმს, ახორციელებს კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას და კომისიის დავალებათა შესრულების ზედამხედველობას. 3. კომისიის მდივანს კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ირჩევს კომისია. მუხლი 5🔗. კომისიის სხდომის ჩატარების წესი 1. კომისიის სხდომა იმართება თვეში ერთხელ მაინც, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ან ერთ-ერთი წევრის მოთხოვნის საფუძველზე. 2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 3. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 4. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 5. კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.