ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 11.10.2013
ძალის დაკარგვა 01.10.2020
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №202
სარეგისტრაციო კოდი 310010010.54.066.016045
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/10/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია | სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება 24.09.2007
დოკუმენტის ტექსტი
ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ
სსიპ –
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება
№202
2013 წლის 11 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნორმატიული ბაზის შემდგომი სრულყოფის მიზნით, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ კონვენციის (1944წ.), კონვენციის №1 დანართის („საავიაციო პერსონალის მოწმობების გაცემა“), საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილისა და 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების წესები“.
მუხლი 2🔗
ამ ბრძანების გამოქვეყნებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამონისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 24 სექტემბრის ბრძანება №109 „ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების წესების“ დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების წესების“ მე-9 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების წესების“ მე-9 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2014 წლის 1 თებერვლიდან.
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია
ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების წესები
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
1. ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების წესები (შემდგომში – წესები) შემუშავებულია ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის №1 დანართის „საავიაციო პერსონალის მოწმობების გაცემა“ და იკაო-ს №1 დანართის შესაბამისად.
2. ამ წესების მიზანია მე-4 მუხლით განსაზღვრული ავიასპეციალისტების ჯანმრთელობის მდგომარეობის ნორმების დადგენა და საავიაციო-სამედიცინო-საექსპერტო კომისიის საქმიანობის განსაზღვრა.
3. ამ წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდეგ – სააგენტო).
მუხლი 2🔗
1. ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც საქართველოს საჰაერო კოდექსში.
2. ამ წესებში გამოყენებულ შემოკლებებს და ცნებებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აივ - ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსი;
ბ) განმცხადებელი (კანდიდატი, აბიტურიენტი) - ავიასპეციალისტის მოწმობის ან სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი;
გ) ეკგ - ელექტროკარდიოგრამა;
დ) იკაო – სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია;
ე) მოწმობა - ავიასპეციალისტის მოწმობა;
ვ) სააგენტო - სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო;
ზ) სა – სამოქალაქო ავიაცია;
თ) სამედიცინო შემფასებელი - სამედიცინო ნაწილში სააგენტოს წარმომადგენელი;
ი) სმ – საჰაერო მოძრაობა;
კ) სსსკ – საავიაციო-სამედიცინო-საექსპერტო კომისია;
ლ) №5 და №14 ცხრილები - ოფთალმოლოგიაში მიღებული სტანდარტული ცხრილები მხედველობის სიმახვილის შესაფასებლად.
თავი II
სამედიცინო სერტიფიკატი
მუხლი 3🔗
1. საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში გაიცემა სამი კლასის (I, II, III) სამედიცინო სერტიფიკატი, რომლებიც ერთმანეთისაგან ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ წაყენებული მოთხოვნების დონით განირჩევა. სამედიცინო სერტიფიკატი (დანართი №1) ივსება ქართულ და ინგლისურ ენაზე.
2. სამედიცინო სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს:
ა) გვარს, სახელს;
ბ) მოქალაქეობას;
გ) დაბადების თარიღს;
დ) სქესს;
ე) სისხლის ჯგუფსა და რეზუსს;
ვ) სპეციალობას;
ზ) კლასს;
თ) გაცემის თარიღსა და მოქმედების ვადას.
მუხლი 4🔗
1. სამედიცინო სერტიფიკატი გაიცემა ავიასპეციალისტის მოწმობის მფლობელზე და მის კანდიდატზე (შემდგომში – ავიასპეციალისტი), მისი სპეციალობის მიხედვით.
2. I კლასის სამედიცინო სერტიფიკატი გაიცემა:
ა) ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტზე;
ბ) კომერციულ პილოტზე;
გ) ბორტინჟინერზე;
დ) აერნაოსანზე;
ე) მრავალწევრიანი ეკიპაჟის პილოტზე.
3. II კლასის სამედიცინო სერტიფიკატი გაიცემა:
ა) მოყვარულ პილოტზე;
ბ) პლანერის პილოტზე;
გ) თავისუფალი აეროსტატის პილოტზე;
დ) ბორტრადისტზე;
ე) ბორტგამყოლზე;
ვ) სატვირთო საჰაერო ხომალდის ბორტოპერატორზე.
4. III კლასის სამედიცინო სერტიფიკატი გაიცემა საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეზე.
მუხლი 5🔗
ამ წესების მე-4 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული სპეციალობების მიღების მსურველი ავიასპეციალისტი (კანდიდატი) გამოიკვლევა იმ კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მოთხოვნების მიხედვით, რა სპეციალობის მიღებასაც ის შემდგომში აპირებს.
მუხლი 6🔗
1. სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადაა:
ა) 60 თვე მოყვარული პილოტის სერტიფიკატისთვის (თვითმფრინავი, დირიჟაბლი. ვერტმფრენი, ამწე ძალის სამატი სისტემით აღჭურვილი საჰაერო ხომალდი);
ბ) 12 თვე კომერციული პილოტის სერტიფიკატისთვის (თვითმფრინავი, დირიჟაბლი, ვერტმფრენი, ამწე ძალის სამატით აღჭურვილი საჰაერო ხომალდი);
გ) 12 თვე მრავალწევრიანი ეკიპაჟის პილოტის სერტიფიკატისთვის (თვითმფრინავი);
დ) 12 თვე ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის სერტიფიკატისთვის (თვითმფრინავი, ვერტმფრენი,ამწე ძალის სამატით აღჭურვილი საჰაერი ხომალდი);
ე) 60 თვე პლანერის პილოტის სერტიფიკატისთვის;
ვ) 60 თვე თავისუფალი აერისტატის პილოტის სერტიფიკატისთვის;
ზ) 12 თვე აერნაოსანის სერტიფიკატისთვის;
თ) 12 თვე ბორტინჟინრის სერტიფიკატისთვის;
ი) 24 თვე ბორტგამყოლის სერტიფიკატისთვის;
კ) 48 თვე საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის სერტიფიკატისთვის.
2. ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტს (თვითმფრინავი, ვერტმფრენი და ამწე ძალის სამატით აღჭურვილი საჰაერო ხომალდი) და კომერციულ პილოტს (თვითმფრინავი, დირიჟაბლი, ვერტმფრენი და ამწე ძალის სამატით აღჭურვილი საჰაერო ხომალდი), რომელთაც შეუსრულდათ 40 წელი და ახორციელებენ ერთპილოტიანი საჰაერო ხომალდით კომერციულ ფრენებს მგზავრთა გადასაყვანად, სერტიფიკატის მოქმედების ვადა უმცირდებათ 6 თვემდე.
3. ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტს (თვითმფრინავი, ვერტმფრენი და ამწე ძალის სამატით აღჭურვილი საჰაერო ხომალდი), კომერციულ პილოტს (თვითმფრინავი, ვერტმფრენი, დირიჟაბლი და ამწე ძალის სამატით აღჭურვილი საჰაერო ხომალდი) (რომლებიც დაფრინავენ მრავალპილოტიან საჰაერო ხომალდზე) და მრავალწევრიანი ეკიპაჟის პილოტს (თვითმფრინავი), რომელთაც შეუსრულდათ 60 წელი და ისინი დაკავებული არიან კომერციული გადაზიდვებით, სერტიფიკატის მოქმედების ვადა უმცირდებათ 6 თვემდე.
4. მოყვარულ პილოტს (თვითმფრინავი, ვერტმფრენი, დირიჟაბლი და ამწე ძალის სამატით აღჭურვილი საჰაერო ხომალდი), თავისუფალი აეროსტატის პილოტს, პლანერის პილოტსა და საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეს, რომელთაც შეუსრულდათ 40 წელი, სერტიფიკატის მოქმედების ვადა უმცირდებათ 24 თვემდე.
5. მოყვარულ პილოტს (თვითმფრინავი, ვერტმფრენი, დირიჟაბლი და ამწე ძალის სამატით აღჭურვილი საჰაერო ხომალდი), თავისუფალი აეროსტატის პილოტს, პლანერის პილოტსა და საჰაერო ხომალდის მეთვალყურეს, რომელთაც შეუსრულდათ 50 წელი, სერტიფიკატის მოქმედების ვადა უმცირდებათ 12 თვემდე.
შენიშვნა: ზემოდ მითითებული მოქმედების ვადები, ეფუძნება განმცხადებლის ასაკს, როდესაც ის გადის სამედიცინო შემოწმებას.
6. ნებისმიერი სახეობის საჰაერო ხომალდის პილოტი, რომელმაც 65 წლის ასაკს მიაღწია, საერთაშორისო კომერციულ ფრენებზე არ დაიშვება.
7. სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადა აითვლება იმ კალენდარული რიცხვიდან, რა რიცხვიდანაც მოხდა სამედიცინო სერტიფიკატის გაცემა და მისი მოქმედების ვადა გრძელდება ზემოდ მოყვანილი ვადების მიხედვით. თუ მოქმედების ვადის ამოწურვის თვეში არ არის იგივე რიცხვი, რა რიცხვითაც გაიცა სამედიცინო სერტიფიკატი, მოქმედების ვადის ამოწურვის დღედ ითვლება ამ თვის ბოლო რიცხვი.
8. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადები შესაძლებელია გახანგრძლივდეს 45 დღემდე, სააგენტოს მიერ.
9. სამედიცინო სერტიფიკატის ამ მუხლით მითითებული მოქმედების ვადების შემცირების უფლება აქვს სსსკ-ს კლინიკური ჩვენების საფუძველზე. სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადის შემცირების საფუძველი მითითებული უნდა იყოს სამედიცინო წიგნაკში.
მუხლი 7🔗
1. სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადა:
ა) განმცხადებლის ასაკიდან გამომდინარე, დადგინდეს სამედიცინო გამოკვლევის დღე და გადათვლა მოხდეს სამედიცინო გამოკვლევის თარიღიდან, პირველადი გაცემისა და განახლების შემთხვევაში. გახანგრძლივების შემთხვევაში, წინა სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვის თარიღიდან;
ბ) სამედიცინო სერტიფიკატის გახანგრძლივება შესაძლებელია ჩატარდეს სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასვლამდე 45 დღით ადრე;
გ) სამედიცინო სერტიფიკატის განახლება:
გ.ა) თუკი მფრინავი არ აკმაყოფილებს „ბ“ ქვეპუნქტს, მოთხოვნილი უნდა იქნეს, განახლების შემოწმება/ან შეფასება;
გ.ბ) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები მოეთხოვება მხოლოდ პირველი და მეორე კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მფლობელებს.
2. სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადა თუ ამოწურულია 2 წელზე მეტი დროის მანძილზე, სამედიცინო ექსპერტს ან კომისიას შეუძლია განახორციელოს მხოლოდ განახლების შემოწმება განმცხადებლის ავიასამედიცინო ჩანაწერების შეფასების შემდეგ.
3. იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადა ამოწურულია 5 წელზე მეტი დროის მანძილზე, გამოყენებული უნდა იქნეს პირველადი გაცემის მოთხოვნები და შეფასება უნდა ეფუძნებოდეს რევალიდაციის მოთხოვნებს.
4. სამედიცინო შეფასების საფუძველზე სამედიცინო სერტიფიკატის ვალიდაციის პერიოდი შესაძლებელია გახანგრძლივდეს 45 დღემდე, სააგენტოს შეხედულებისამებრ.
5. სამედიცინო სერტიფიკატის (შეფასების) ვალიდაციის პერიოდი უნდა დაიწყოს სამედიცინო კვლევის განხორციელებისას.
მუხლი 8🔗
1. სამედიცინო სერტიფიკატი არის ავიასპეციალისტის მოწმობის განუყოფელი ნაწილი. ავიასპეციალისტი, სამედიცინო სერტიფიკატის გარეშე ან ვადაგასული სამედიცინო სერტიფიკატით, პროფესიული მოვალეობების შესასრულებლად არ დაიშვება.
2. საავადმყოფო ფურცელზე მყოფი ავიასპეციალისტი სამუშაოდ დაიშვება საავადმყოფო ფურცლის დახურვისა და ავადმყოფის ისტორიის ამონაწერის ავიასაწარმოს ექიმისათვის წარდგენის შემდეგ.
3. ავიასპეციალისტის ჯანმრთელობის ისეთი გაუარესებისას, რაც მისი პროფესიული მოვალეობების სათანადო შესრულებას ხელს შეუშლის, ავიასპეციალისტი ვალდებულია შეწყვიტოს მოწმობით და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით მინიჭებული უფლებამოსილებით სარგებლობა და მიმართოს სამკურნალო დაწესებულებას. გამოჯანმრთელების შემდეგ, ავიასპეციალისტის მიერ პროფესიული საქმიანობის გაგრძელების საკითხს წყვეტენ სსსკ-ის შესაბამისი სპეციალობის წევრები, რომელთა დასკვნა ავიასპეციალისტის სამედიცინო წიგნაკში აღინიშნება.
4. ავიასპეციალისტებს არ აქვთ უფლება, გამოიყენონ მოწმობით და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით მინიჭებული უფლებამოსილება, როდესაც ისინი იმყოფებიან ფსიქოაქტიური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ.
5. ფრენის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი, მოწმობის მფლობელი ის პირები, რომლებიც შეყვანილი არიან ფსიქოაქტიური ნივთიერების გამოყენების რისკის ჯგუფში, ექვემდებარებიან განთავისუფლებას. საჭიროების შემთხვევაში მოვალეობების შესრულებაზე მათი დაშვება შესაძლებელია სათანადო მკურნალობის შემდგომ, ან ისეთ შემთხვევაში, როდესაც შეუძლიათ განახორციელონ მათზე დაკისრებული უფლებამოსილებანი, ისე რომ საშიშროება არ შეუქმნან ფრენის უსაფრთხოებას.
6. სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მოწმობის მფლობელმა არ გამოიყენოს მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით მინიჭებული უფლებამოსილება, როცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ სავალდებულო გახდა სერტიფიკატის ვადის შეზღუდვა.
თავი III
საავიაციო-სამედიცინო-საექსპერტო კომისია
მუხლი 9🔗
1. ავიასპეციალისტების ჯანმრთელობის მდგომარეობის სამედიცინო გამოკვლევას ატარებს სსსკ. სსსკ შეიძლება ჩამოყალიბდეს ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში, თუ ეს დაწესებულება აკმაყოფილებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და აღიარებულია სააგენტოს მიერ.
2. სსსკ-ის ყველა წევრი ასევე აღიარებული უნდა იყოს სააგენტოს მიერ, აღიარების პროცედურის შესაბამისად.
3. სსსკ-ის თავმჯდომარეს, აგრეთვე კომისიის შემდეგ წევრებს: თერაპევტს, ნევროპათოლოგს, ქირურგს, ოტორინოლარინგოლოგს და ოფთალმოლოგს, ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის №1 დანართის შესაბამისად, დამატებით უნდა გააჩნდეთ საავიაციო მედიცინაში მომზადების სერტიფიკატი, რომლის გამცემი ორგანიზაცია აღიარებული უნდა იყოს იკაო-ს ან სააგენტოს მიერ.
4. აღიარებამდე სამედიცინო ექსპერტებმა, უნდა მოახდინონ ადეკვატური კომპეტენციის დემონსტრირება საავიაციო მედიცინაში. სამედიცინო ექსპერტებს ასევე უნდა ჰქონდეთ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება იმ პირობებისა, რომელშიც მოწმობისა და საკვალიფიკაციო აღნიშვნების მფლობელები ახორციელებენ მათ საქმიანობას. სამედიცინო ექსპერტების პრაქტიკული ცოდნის და გამოცდილების მაგალითია გამოცდილება სიმულატორზე, ადგილზე დაკვირვება და სხვა გამოცდილებები, რომელიც შესაბამისობაში იქნება სააგენტოს მოთხოვნებთან.
5. სამედიცინო დაწესებულების და სამედიცინო გამომცდელების აღიარების შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდოს დაინტერესებულ მხარეს განაცხადის შემოტანიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
6. სსსკ-ს ევალება განახორციელოს ავიასპეციალისტთა სამედიცინო შემოწმება იკაო-ს სტანდართების შესაბამისად, რომელიც მოცემულია აღნიშნული წესების IX-XII თავებში და საავიაციო მედიცინის სახელმძღვანელოში (დოკ.8984).
7. სსსკ-ის თავმჯდომარე და წევრები საექიმო სპეციალობაში კვალიფიკაციის დასადასტურებლად გადიან დახელოვნების კურსებს, კანონმდებლობით დადგენილ ვადებში (3-5 წელი).
შენიშვნა: სამედიცინო ექსპერტების კომპეტენცია პერიოდულად უნდა მოწმდებოდეს სამედიცინო შემფასებლის მიერ.
მუხლი 10🔗
სსსკ-ში საქმისწარმოება მიმდინარეობს კანონმდებლობის შესაბამისად. სსსკ-ს აქვს ბეჭედი, რომელზეც ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოსახულია დაწესებულების სრული დასახელება და წარწერა „საავიაციო-სამედიცინო-საექსპერტო კომისია – AviationMedicalExpertCommision.“
მუხლი 11🔗
საავიაციო-სამედიცინო-საექსპერტო კომისიის ფუნქციებია:
ა) ავიასპეციალისტების ჯანმრთელობის მდგომარეობის სამედიცინო-საექსპერტო გამოკვლევა;
ბ) ავიასპეციალისტების სამკურნალო-გამაჯანსაღებელი, პროფილაქტიკური და რეაბილიტაციური ღონისძიებების მეთვალყურეობა;
გ) სამედიცინო ჩვენების მიხედვით, ავიასპეციალისტთა გაგზავნა სტაციონარულ და სხვა გამოკვლევაზე ჯანდაცვის სპეციალიზებულ სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში;
დ) ავიასაწარმოს ექიმებისათვის კონსულტაციური და მეთოდური დახმარება;
ე) ავიასპეციალისტების შრომის პირობების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, პროფესიული დაავადებებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შესწავლა;
ვ) საავიაციო მოვლენების მიზეზების შესწავლა და გაანალიზება, თუ ისინი ადამიანის ფაქტოთან არის დაკავშირებული;
ზ) საავიაციო მედიცინის მოწინავე გამოცდილების გამოყენება და დანერგვა.
მუხლი 12🔗
1. სსსკ-ის წევრს უფლება აქვს:
ა) ავიასაწარმოს ხელმძღვანელს (ავიასაწარმოს ექიმს) მოსთხოვოს ის დამატებითი, კანონმდებლობით დაშვებული, მონაცემები, რაც საექსპერტო დასკვნის გამოსატანადაა საჭირო;
ბ) მონაწილეობა მიიღოს სამედიცინო საკითხებზე გამართულ შეკრებებში, კონფერენციებსა და სემინარებში.
2. სსსკ-ის წევრი პასუხისმგებელია საექსპერტო დასკვნის საფუძვლიანობაზე და სიზუსტეზე.
მუხლი 13🔗
სსსკ-ის თავმჯდომარე უფლებამოსილია:
ა) ავიასპეციალისტი გააგზავნოს რიგგარეშე სტაციონარულ და სსსკ-ის გამოკვლევაზე, სამედიცინო ჩვენებით;
ბ) სსსკ-ის წევრის მიერ პროფესიული, უფლებრივი და ეთიკური ნორმების დარღვევისას იშუამდგომლოს შესაბამის ორგანოებთან მისთვის სახელმწიფო სერტიფიკატის ჩამორთმევის შესახებ.
2. სსსკ-ის თავმჯდომარე პასუხისმგებელია სსსკ-ის მუშაობის ორგანიზებაზე.
თავი IV
საავიაციო-სამედიცინო საექსპერტო გამოკვლევის ზოგადი პრინციპები
მუხლი 14🔗
1. ავიასპეციალისტი საავიაციო-სამედიცინო-საექსპერტო გამოკვლევას გადის ამ წესების მე-9 მუხლის შესაბამისად შექმნილ სსსკ-ში. აღნიშნული მოთხოვნა ეხება აგრეთვე ამ წესების მე-4 მუხლით განსაზღვრულ უცხო ქვეყნის ავიასპეციალისტს/კანდიდატს, რომელიც აპირებს საქმიანობის დაწყებას საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში, თუ მისი სამედიცინო სერტიფიკატი არ შეესაბამება ჩიკაგოს კონვენციის №1 დანართით დადგენილ მოთხოვნებს.
2. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესების IX-XII თავებით განსაზღვრულ ავიასპეციალისტთა სამედიცინო-საექსპერტო გამოკვლევების მოცულობასთან და/ან ჯანმრთელობის მდგომარეობასთან წაყენებული მოთხოვნები ეწინააღმდეგება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 11 ივლისის №215/ნ ბრძანების „დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების შემთხვევათა ჩამონათვალისა და წესის დამტკიცების შესახებ“ №1 დანართის მოთხოვნებს, მაშინ სსსკ და ავიასაწარმოს ექიმი ხელმძღვანელობენ აღნიშნული ბრძანების მოთხოვნებით.
მუხლი 15🔗
1. სამედიცინო შემოწმებაზე ავიასპეციალისტმა სამედიცინო ექსპერტს უნდა წარუდგინოს განცხადება (დადგენილი ფორმის) ინდივიდუალური შემოწმების შესახებ, იმ სამედიცინო ფაქტებით, რომელიც ეხება პერსონალურ, ოჯახურ და გენეტიკურ ისტორიას. ავიასპეციალისტის მიერ წარდგენილი განცხადება უნდა იყოს აკურატულად შევსებული და დასრულებული, ავიასპეციალისტის ცოდნის შესაბამისად. განცხადებაში ნებისმიერი მცდარი ინფორმაციის შეტანის შემთხვევაში, ზემოაღნიშნული უნდა ეცნობოს მოწმობის გამცემ სააგენტოს, რომელიც იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.
2. განმცხადებელმა, ხელი უნდა მოაწეროს და სამედიცინო ექსპერტს წარუდგინოს დეკლარაცია, რომელშიც აღნიშნული იქნება, თუ როდის გაიარა პირველად ასეთი სახის გამოკვლევა, გამოკვლევების რიცხვი, ადგილი და ბოლო გამოკვლევების შედეგები. მათ უნდა აჩვენონ იყო თუ არა რაიმე გადახრა ნორმიდან, იყო თუ არა სამედიცინო სერტიფიკატი ანულირებული ან დროებით შეჩერებული წინა გამოკვლევის დროს და, შესაბამისად, ზემოაღნიშნულის მიზეზები. განმცხადებლის მიერ დეკლარაციაში შევსებული, ნებისმიერი მცდარი ინფორმაციის შესახებ, უნდა ეცნობოს მოწმობის გამცემ სააგენტოს, რომელიც იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.
მუხლი 16🔗
გამოსაკვლევი პირი გამოკვლევის გავლის დროს თავისუფლდება სამუშაოდან. საექსპერტო დასკვნა გაიცემა საავიაციო-სამედიცინო-საექსპერტო გამოკვლევიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 17🔗
ავიასპეციალისტის მძიმე დაავადებისას (ტრავმისას), სსსკ-ის საექსპერტო დასკვნა შეიძლება გამოტანილ იქნეს სამკურნალო დაწესებულების საბუთების საფუძველზე.
მუხლი 18🔗
რიგგარეშე გამოკვლევის გადაწყვეტილებას იღებს სსსკ-ის თავმჯდომარე, სსსკ-ის წევრის ან/და ავიასაწარმოს ექიმის მიმართვის საფუძველზე.
მუხლი 19🔗
სპეციალურ პირობებში მომუშავე ავიასპეციალისტის სამედიცინო გამოკვლევისას, ავიასაწარმოს ექიმი, საჭიროების შემთხვევაში, ვალდებულია მიიღოს ინდივიდუალური გადაწყვეტილება დამატებითი კვლევების საწარმოებლად.
მუხლი 20🔗
პოლარულ და/ან ცხელი კლიმატის ქვეყნებში ავიასპეციალისტის 3 თვეზე მეტი ხნით მივლინების შემთხვევაში, ავიაკომპანიის ექიმი უნდა ფლობდეს ინფორმაციას ავიასპეციალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც მოწოდებული იქნება ბაზირების ადგილზე, ავიაკომპანიის მიერ ხელშეკრულებით დანიშნული ექიმის მიერ.
მუხლი 21🔗
1. ავიასპეციალისტის სტაციონარული გამოკვლევა ტარდება ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებისას, სამედიცინო ჩვენების მიხედვით.
2. სტაციონარული გამოკვლევის აუცილებლობის გადაწყვეტილებას იღებს სსსკ-ის თავმჯდომარე, ავიასაწარმოს ექიმის და/ან სსსკ-ის წევრის წარდგინებით.
3. სტაციონარული გამოკვლევის შედეგების მიხედვით, დასკვნა გამოაქვს სსსკ-ს.
თავი V
სსსკ-ის დასკვნა და მისი გასაჩივრების წესი
მუხლი 22🔗
1. სამედიცნო გამოკვლევების დასრულების შემდეგ სამედიცინო ექსპერტმა უნდა მოახდინოს გამოკვლევების შედეგების კოორდინირება და სააგენტოს წარუდგინოს ხელმოწერილი მოხსენება ან ეკვივალენტური დოკუმენტი, სადაც აღწერილი იქნება გამოკვლევების დეტალური შედეგები და ის ნაკლოვანებები, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობასთან არის დაკავშირებული.
2. სსსკ-ის დასკვნას ხელს აწერს კომისიის ის წევრი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ავიასპეციალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენაში.
მუხლი 23🔗
1. სამედიცინო ექსპერტმა უნდა აცნობოს სააგენტოს ნებისმიერი ინდვიდუალური შემთხვევის შესახებ, როცა ექსპერტის აზრით ავიასპეციალისტი ვერ აკმაყოფილებს რაიმე მოთხოვნას, რაოდენობრივად ან რაიმე სხვა სახით, მაგრამ არარის ისეთი რამ, რამაც ავიასპეციალისტის მოწმობით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას შეიძლება საფრთხე შეუქმნას ფრენის უსაფრთხოებას.
2. სააგენტოში სამედიცინო ექსპერტის მიერ წარდგენილ დასკვნებსა და მოხსენებებს ამოწმებს სამედიცინო შემფასებელი.
3. სამედიცინო ექსპერტს მოეთხოვება, რომ სააგენტოს წარუდგინოს საკმარისი ინფორმაცია სამედიცინო აუდიტის განხორციელებისათვის.
4. აუდიტის მიზანია უზრუნველყოს სამედიცინო ექსპერტების შესაბამისობა საუკეთესო სამედიცინო პრაქტიკის მისაღებ სტანდარტებთან და ავიასამედიცინო რისკ-ფაქტორების სწორ შეფასებასთან.
მუხლი 24🔗
1. თუ სამედიცინო გამოკვლევები ხორციელდება ორი ან მეტი სამედიცინო ექსპერტის მიერ, სააგენტო ნიშნავს ერთ-ერთ მათგანს, რომ ის იყოს პასუხისმგებელი გამოკვლევის შედეგებზე და იმ ნაკლოვანებების გამოვლენაზე, რომელიც დაკავშირებულია ჯანმრთელობის მდგომარეობასთან. მანვე უნდა მოაწეროს ხელი მოხსენებას.
2. სამედიცინო ექსპერტის მიერ დასკვნისა და მოხსენების ელექტრონული სახით წარდგენისას ხდება ექსპერტის ადეკვატური იდენტიფიკაცია.
მუხლი 25🔗
1. ყველა სამედიცინო დასკვნა, ანგარიში და ჩანაწერი უნდა იყოს უსაფრთხოდ შენახული დაკეტილ შენობაში და ის ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ უფლებამოსილი პერსონალისათვის.
2. სამედიცინო კონფიდენციალურობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
3. თუ ეს არის გამართლებული საექსპლუატაციო მოსაზრებებით, სამედიცინო საექსპერტო კომისიის წევრი განსაზღვრავს, საქმიდან გამომდინარე, რა მოცულობის სამედიცინო ინფორმაცია წარედგინოს სააგენტოს, ავიასპეციალისტის შესაბამისი მოწმობის გასაცემად.
მუხლი 26🔗
1. თუ ავიასპეციალისტი სსსკ-ის დასკვნას არ ეთანხმება, სამედიცინო სერტიფიკატის გაცემის საკითხს განიხილავს საპრეტენზიო კომისია, რომელიც იქმნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის.
2. საპრეტენზიო კომისიის დასკვნა ფორმდება ოქმის სახით და იგზავნება სსსკ-ში.
3. თუ საპრეტენზიო კომისიის დასკვნას ავიასპეციალისტი არ ეთანხმება, მას უფლება აქვს გასაჩივრებისათვის მიმართოს სასამართლოს.
თავი VI
სსსკ-ის საბუთების გაფორმება
მუხლი 27🔗
1. ავიასაწარმოს ექიმი ინახავს და აწარმოებს ავიასპეციალისტის სამედიცინო წიგნაკს. წიგნაკში უნდა იყოს სსსკ-ის ბეჭდით დამოწმებული ავიასპეციალისტის ფოტოსურათი.
2. აბიტურიენტის გაფორმებული სამედიცინო წიგნაკი გამოკვლევის დამთავრების შემდეგ იგზავნება სასწავლო დაწესებულებაში.
3. უვარგისად მიჩნეული ან სპეციალობით არამომუშავე ავიასპეციალისტის სამედიცინო წიგნაკი სსსკ-ში ინახება 7 წლის ვადით.
მუხლი 28🔗
1. ავიასპეციალისტის სტაციონარში გამოსაკვლევად გაგზავნისას ავიასაწარმოს ექიმი აფორმებს ეპიკრიზს, რომელსაც ეცნობა და ხელს აწერს ავიასპეციალისტი.
2. ეპიკრიზი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ჩივილების, გადატანილი დაავადების, მათ შორის, დროებითი შრომისუუნარობის არსებობა ან არარსებობა;
ბ) საფრენოსნო დატვირთვა, ფრენის სახეობები, საფრენოსნო დროის ნორმის გახანგრძლივება, გადასწავლება, საავიაციო მოვლენები;
გ) მორიგი შვებულებით სარგებლობა, დასვენება, დასასვენებელი დღეების რეგულირება, გამოუყენებელი შვებულებები;
დ) ფრენიდან გათავისუფლების ფაქტები და მიზეზები;
ე) სხვა სამედიცინო სპეციალისტების გამოკვლევები, სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ღონისძიებებისა და სსსკ-ის რეკომენდაციების შესრულება;
ვ) პირადი შემოწმების მონაცემები;
ზ) დიაგნოზი;
თ) ავიასაწარმოს ექიმის დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის დინამიკის დისპანსერული მეთვალყურეობის ეფექტურობაზე და მისი რეკომენდაციები.
მუხლი 29🔗
სსსკ-ზე გაგზავნისას ავიასაწარმოს ექიმი გამოსაკვლევის სამედიცინო წიგნაკს, მუშაობის მთელი წლის მონაცემებით, ეკგ-ის უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, რენტგენის ფირებს, სხვა გამოკვლევებისა და დაკვირვების მონაცემებს უგზავნის სსსკ-ს.
მუხლი 30🔗
სსსკ-ს მუშაობისას, გამოკვლევის შედეგები (ლაბორატორიული, რენტგენოლოგიური, ეკგ, ეგ, რეგი და სხვა) შეაქვს გამოსაკვლევი პირის სამედიცინო წიგნაკში. სსსკ-ის თავმჯდომარის და წევრების კონსულტაციებს და ყველა ჩანაწერს მიეთითება თარიღი.
მუხლი 31🔗
1. სსსკ-ის წევრი ვალდებულია სამედიცინო საბუთებში ჩაწეროს ობიექტური გამოკვლევის მონაცემები, დიაგნოზი და რეკომენდაციები, რაც სსსკ-ის წევრის პირადი ხელმოწერით მოწმდება. საექსპერტო საბუთებში გამოყენებული ტერმინოლოგია საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში მიღებულ ტერმინოლოგიას უნდა შეესაბამებოდეს.
2. სამედიცინო შემოწმებისას სსსკ-ის წევრების მხრიდან დარღვევების გამოვლენისას, მათ მიმართ გამოიყენება როგორც დისციპლინარული, ასევე ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომები, აღიარების პროცედურიდან გამომდინარე (გაუქმება ან შეჩერება).
მუხლი 32🔗
სტაციონარული გამოკვლევის შედეგები ფორმდება ავადმყოფობის ისტორიიდან ამონაწერის სახით, რომელიც ერთვის გამოსაკვლევის სამედიცინო წიგნაკს.
მუხლი 33🔗
საექსპერტო დასკვნა გამოაქვთ სსსკ-ის სხდომაზე, სადაც ერთდროულად დგინდება დისპანსერული მეთვალყურეობის ჯგუფი.
მუხლი 34🔗
1. სსსკ-ის სხდომის ჩატარება ფორმდება ოქმით. ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და ის წევრები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენაში.
2. იმ ოქმის ასლი, რითაც ავიასპეციალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობის უვარგისობა დგინდება, 3 დღის ვადაში ეგზავნება სააგენტოს.
მუხლი 35🔗
სსსკ-ში გამოკვლეულ იმ პირზე, რომელიც ვარგისად ჩაითვლება, სსსკ გასცემს ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატს, რომლის ფორმა და შინაარსი ამ წესების დანართი №1-ით არის განსაზღვრული.
მუხლი 36🔗
1. სამედიცინო სტანდარტებთან შეუსაბამობის დროს, კონკრეტულ მოწმობასთან მიმართებაში, სამედიცინო სერტიფიკატი არ უნდა იქნეს გაცემული ან განახლებული, თუ არაა დაცული შემდეგი პირობები:
ა) აკრედიტებული სამედიცინო დასკვნა აჩვენებს, რომ სპეციალურ პირობებში ავიასპეციალისტი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს რაიმე მოთხოვნებს, რაოდენობრივად ან რაიმე სხვა სახით, მისი მოწმობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას, საფრთხეს არ შეუქმნის ფრენის უსაფრთხოებას;
ბ) სათანადო წესით გათვალისწინებულია ავიასპეციალისტის შესაძლებლობები, კვალიფიკაცია და გამოცდილება, ასევე მისი სამუშაო პირობები;
გ) სამედიცინო სერტიფიკატი არის გაცემული რაიმე სპეციალური შეზღუდვით ან შეზღუდვებით და მოწმობის მატარებლის მოვალეობის უსაფრთხო განხორციელება დამოკიდებულია ასეთი შეზღუდვის ან შეზღუდვების დაცვაზე;
2. 40 წლამდე, პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მატარებლებთან მიმართებაში, სააგენტომ თავისი შეხედულებისამებრ შეიძლება ნება დართოს სამედიცინო კომისიას, არ შეასრულოს სამედიცინო მოთხოვნების ზოგიერთი პუნქტი, და ამავე დროს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით უზრუნველყოს უფრო მეტი სამედიცინო განათლება.
შენიშვნა: ინსტრუქციები ზემოაღნიშნულის შესახებ იხილეთ საავიაციო მედიცინის სახელმძღვანელოში (დოკ. 8984).
მუხლი 37🔗
1. კომისიათაშორის პერიოდში სამედიცინო მეთვალყურეობა ტარდება ამ მუხლით განსაზღვრული წესით.
2. ავიასპეციალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაკვირვებას ახორციელებენ ავიასაწარმოს ექიმი და სსსკ-ის წევრები.
3. კომისიათაშორის პერიოდში ამ წესების მე-4 მუხლით განსაზღვრული ავიასპეციალისტების გამოკვლევა ტარდება შემდეგი წესით:
ა) უდიაგნოზო ავიასპეციალისტი საერთო შემოწმებას გადის ავიასაწარმოს ექიმთან (უდიაგნოზო მოყვარული პილოტი – სსსკ-ის შესაბამის წევრთან);
ბ) დიაგნოზიანი ავიასპეციალისტი საერთო თერაპიულ შემოწმებას გადის ავიასაწარმოს ექიმთან და სსსკ-ის იმ წევრთან, რომლის სპეციალობასაც მისი დიაგნოზი განეკუთვნება.
4. ავიასპეციალისტის სამკურნალო, პროფილაქტიკური, გამაჯანსაღებელი ღონისძიებები და საკონტროლო გამოკვლევები (დანიშნულება) ტარდება ინდივიდუალური წესით, სსსკ-ის რეკომენდაციებისა და კანონმდებლობის შესაბამისად.
5. ავიასპეციალისტის პროფილაქტიკური აცრები და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები ტარდება საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად.
6. ლაბორატორიული და ფუნქციური გამოკვლევები ტარდება სსსკ-ის დანიშნულებით, სამედიცინო ჩვენების მიხედვით.
7. გინეკოლოგიური შემოწმება ხორციელდება 3 (სამი) თვეში ერთხელ, ორსულობის დადგენის მიზნით.
თავი VII
ავიასაწარმოს ექიმი
მუხლი 38🔗
ავიასაწარმოს ექიმად ინიშნება უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირი, სერტიფიცირებული ერთ-ერთ საექიმო სპეციალობაში მაინც:
ა) შინაგანი მედიცინა;
ბ) საოჯახო მედიცინა;
გ) ნარკოლოგია;
დ) ნევროლოგია;
ე) ზოგადი ქირურგია;
ვ) ფსიქიატრია;
ზ) ოტორინოლარინგოლოგია;
თ) ოფთალმოლოგია.
მუხლი 39🔗
1. ავიასაწარმოს ექიმი ავიასპეციალისტების სამედიცინო შემოწმებას, ამ წესების 37-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა, ატარებს დაავადებიდან (ტრავმიდან) გამოჯანმრთელების, მორიგი შვებულებიდან გამოსვლის და საავიაციო მოვლენების შემდეგ.
2. ავიასაწარმოს ექიმს შემოწმების შედეგები შეაქვს სამედიცინო წიგნაკში.
მუხლი 40🔗
სამედიცინო შემოწმების შედეგების მიხედვით, ავიასაწარმოს ექიმმა შეიძლება გამოიტანოს შემდეგი დასკვნები:
ა) „ჯანმრთელია“;
ბ) „საჭიროებს რიგგარეშე დასვენებას (მორიგ შვებულებას)“;
გ) „საჭიროებს კონსულტაციას“, „მკურნალობას“ (ამბულატორიულ, სტაციონარულ, საკურორტო)“.
მუხლი 41🔗
სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში, ავიასაწარმოს ექიმი სსსკ-ის თავმჯდომარეს წარუდგენს რიგგარეშე საექსპერტო გამოკვლევის საფუძველს.
მუხლი 42🔗
ავიასაწარმოს ექიმს უნდა ჰქონდეს სათანადო კაბინეტი შესაბამისი აღჭურვილობით, ნორმალური სამუშაო პირობების უზრუნველსაყოფად.
თავი VIII
სამედიცინო შემფასებელი
მუხლი 43🔗
1. სააგენტოს სამედიცინო ნაწილში წარმოადგენს სამედიცინო შემფასებელი.
2. სამედიცინო შემფასებელი არის ექიმი, რომელიც დანიშნულია სააგენტოს მიერ. კვალიფიცირებული და გამოცდილია საავიაციო მედიცინის პრაქტიკულ ნაწილში და კომპეტენტურია ფრენის უსაფრთხოების საკითხებში დაავადების მნიშვნელობის შემოწმებასა და შეფასებაში.
მუხლი 44🔗
1. სამედიცინო შემფასებლის ფუნქციას წარმოადენს სააგენტოში ავიაციის სამედიცინო ნაწილის ხელმძღვანელობა, რომელიც მეთვალყურეობას ახორციელებს და კონსულტაციას უწევს აღიარებულ სამედიცინო გამომცდელებსა და ავიასამედიცინო ცენტრს.
2. სამედიცინიო შემფასებელს უნდა ჰქონდეს საავიაციო-სამედიცინო სპეციალობის როგორც ბაზისური, ასევე შემდგომი განათლების კურსი და ფართო გამოცდილება სამოქალაქო ავიაციის სამედიცინო ნაწილის კლინიკურ და მმართველობის სფეროში.
3. სამედიცინო შემფასებელი პასუხისმგებელი უნდა იყოს აკრედიტებულ სამედიცინო დასკვნაზე, იმ სამედიცინო მოხსენებების შემოწმებისას, რომლებიც წარედგინა სააგენტოს და მის პასუხისმგებლობას წარმოადგენს საკვანძო შემთხვევებში საბოლოო გადაწყვეტილება.
4. საკვანძო შემთხვევებში, სამედიცინო შემფასებლის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად, აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევების ფინანსური მხარე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს დაინტერესებული პირის მიერ.
5. სამედიცინო შემფასებლის მნიშვნელოვანი ვალდებულებაა სამედიცინო კონფიდენციალურობის დაცვა.
6. სამედიცინო შემფასებლის მიერ საქმესთან დაკავშირებული სამედიცინო ინფორმაცია შეიძლება წარედგინოს სააგენტოს სხვა ხელმძღვანელ პირებს იმ შემთხვევაში, როცა ინფორმაცია დაკავშირებულია საავიაციო ექსპლუატაციის წესების დარღვევასთან, ან როდესაც აკრედიტებული სამედიცინო დასკვნის საფუძველზე გადაწყვეტილებაა მისაღები.
7. სამედიცინო შემფასებლის ფუნქციას წარმოადგენს სამედიცინო ჩანაწერების აუდიტი, რომელიც მოწოდებულია აღიარებული სამედიცინო გამომცდელების მიერ.
8. სამედიცინო შემფასებელი უფლებამოსილი და ვალდებულია შეამოწმოს, სამედიცინო ექსპერტების სწავლების კურსის შედეგად მიღებული სერტიფიკატის მოქმედების ვადა.
9. სამედიცინო შემფასებელმა უნდა განსაზღვროს, თუ რა მოცულობის სამედიცინო ინფორმაცია უნდა წარედგინოს სააგენტოს შესაბამის თანამდებობის პირებს, სამედიცინო სერტიფიკატის გასაცემად.
10. სამედიცინო შემფასებელს მოეთხოვება სააგენტოს წარუდგინოს საკმარისი სამედიცინო ინფორმაცია, იმისათვის, რომ სააგენტომ განახორციელოს სამედიცინო შეფასების აუდიტი.
შენიშვნა: ასეთი აუდიტის მიზანია არსებობდეს სარწმუნო მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ სამედიცინო გამომცდელები შეესაბამებიან საუკეთესო სამედიცინო პრაქტიკის მისაღებ სტანდარტებს და ავიასამედიცინო რისკის შეფასებას. სასწავლო ლიტერატურა ავიასამედიცინო რისკის შეფასების შესახებ იხილეთ საავიაციო მედიცინის სახელმძღვანელოში (დოკ. 8984).
11. სამედიცინო შემფასებელმა უნდა შეინარჩუნოს პროფესიონალური ცოდნის მოქმედების ვადა პერიოდული გადამზადების საფუძველზე.
თავი IX
სამედიცინო შეფასების ზოგადი მოთხოვნები
მუხლი 45🔗
განმცხადებელმა, სამედიცინო სერტიფიკატის მისაღებად უნდა გაიაროს შემდეგი სამედიცინო გამოკვლევები:
ა) ფიზიკური და მენტალური;
ბ) მხედველობის და ფერის აღქმის;
გ) სმენის.
მუხლი 46🔗
სამედიცინო სერტიფიკატზე განმცხადებელს არ უნდა აღენიშნებოდეს: თანდაყოლილი და შეძენილი პათოლოგიები, აქტიური, ლატენტური, მწვავე ან ქრონიკული დაავადება ან უუნარობა, ოპერაციის შემდგომი გართულებები, ჭრილობები თუ დაზიანებები, ნებისმიერი მიღებული, ექიმის მიერ დანიშნული ან დაუნიშნავი თერაპიული, დიაგნოსტიკური ან პრევენციულად მიღებული მედიკამენტით გამოწვეული უკუჩვენება ან გვერდითი ეფექტები, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს ფუნქციონალური უუნარობის ისეთი ხარისხი, რომელიც ხელს შეუშლის შესაბამისი მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილების შესრულებაში ან გამოიწვევს განმცხადებლის უეცარ უუნარობას, უსაფრთხოდ განახორციელოს შესაბამისი მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილება.
შენიშვნა: მცენარეული მედიკამენტებით მკურნალობა ან მკურნალობის ალტერნატიული მეთოდების გამოყენება მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას, რომელიც დაკავშირებულია შესაძლო გვერდით ეფექტების არსებობასთან.
მუხლი 47🔗
მეთოდებმა, რომელიც გამოიყენება მხედველობის სიმახვილის გასაზომად, შეიძლება მიგვიყვანოს ერთმანეთისაგან განსხვავებულ შედეგებამდე. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად მხედველობის სიმახვილის შეფასებისათვის უნდა იქნეს გამოყენებული შემდეგი წესები:
ა) მხედველობის სიმახვილის შეფასება უნდა ჩატარდეს ისეთ პირობებში, სადაც განათების დონე შეესაბამება ჩვეულებრივი შენობის განათებას (30-60 სდ/მ2);
ბ) მხედველობის სიმახვილე უნდა იყოს გაზომილი ლანდოლტის რგოლების სერიის საშუალებით ან ანალოგიური ოპტოტიპებით, რომელიც განლაგებული იქნება კანდიდატიდან გარკვეული დისტანციაზე, შემოწმების გამოყენებული მეთოდის გათვალისწინებით.
2. სსსკ-ის მიერ გამოყენებული უნდა იქნეს კვლევის ისეთი მეთოდები რომლებიც უზრუნველყოფენ, ფერის აღქმის შემოწმების სანდოობას.
3. განმცხადებელს მოეთხოვება თავისუფლად არჩევდეს იმ ფერებს, რომელთა აღქმაც აუცილებელია მისი მოვალეობების უსაფრთხო განხორციელებისათვის.
4. სსსკ ამოწმებს განმცხადებლის შესაძლებლობას, სწორად ახდენს თუ არა, ფსევდოიზოქრომატულ სერიის ცხრილში იდენტიფიცირებას ბუნებრივი ან ხელოვნური განათებისას, ერთი და იგივე ფერად ტემპერატურაზე. მაგალითად, როგორიც არის ტემპერატურა, რომელიც უზრუნველყოფილია განათების საერთაშორისო კომისიის (CIE) მიერ განსაზღვრული სტანდარტული გამოსხივებით C ან D65 განათებით.
5. განმცხადებელი, მის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან მიმართებაში, დამაკმაყოფილებელი შედეგის მიღების შემთხვევაში, ფასდება, როგორც ჯანმრთელი.
6. განმცხადებელი, რომელსაც არ შეუძლია ადვილად გაარჩიოს ფერები, რომელიც გამოიყენება აერონავიგაციაში და სწორად ვერ ახდენს ფერადი საავიაციო სინათლეეების იდენტიფიცირებას, უნდა შეფასდეს როგორც არაჯანმრთელი, გარდა მეორე კლასის სერტიფიკატის მფლობელის შეფასებისას, რომლისთვისაც დგინდება შეზღუდვა: ნებადართულია მხოლოდ დღის ფრენებისთვის.
შენიშვნა: ინსტრუქცია ფერის აღქმის შეფასების შესაბამისი მეთოდების შესახებ იხილეთ საავიაციო მედიცინის სახელმძღვანელოში (დოკ.8984).
შენიშვნა: მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების დროს, მზის სათვალის ტარება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ის არ არის პოლარიზებული და აქვს ნეიტრალური ნაცრისფერი შეფერილობა.
მუხლი 48🔗
1. განმცხადებელს მოეთხოვება რომ აჩვენოს, სმენის ტესტის დამაკმაყოფილებელი შედეგები, მისი მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით გათვალისწიებული უფლებამოსილებების უსაფრთხო განხორციელებისათვის.
2. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის განმცხადებელს, სერტიფიკატის პირველადი გაცემისას, უნდა ჩაუტარდეს სუფთა ტონების აუდიომეტრია 40 წლის ასაკამდე 5 წელიწადში ერთხელ.
3. მეორე კლასის სამედიცინო სერტიფიკატზე განმცხადებელს სუფთა ტონების აუდიომეტრია უტარდება პირველი გაცემისას და 50 წლის შემდეგ - ყოველ 2 წელიწადში ერთხელ.
4. მესამე კლასის სამედიცინო სერტიფიკატზე განმცხადებელებს სუფთა ტონების აუდიომეტრია უკეთდება 4 წელიწადში ერთხელ და 40 წლის შემდეგ ყოველ 2 წელიწადში ერთხელ.
შენიშვნა: შეიძლება იქნეს გამოყენებული ალტერნატიული, სხვა მეთოდები, რომლებიც უზრუნველყოფენ ექვივალენტურ შედეგს.
5. სამედიცინო გამოკვლევების დროს, როდესაც არ ტარდება აუდიომეტრია, განმცხადებელს უტარდება ტესტი წყნარ ოთახში, ჩურჩულით და მეტყველებით.
შენიშვნა: საყრდენი ნულოვანი წერტილი, სუფთა ტონების აუდიომეტრიის კალიბრირებისათვის გვევლინება წერტილი, რომელიც მითითებულია შესაბამის სტანდარტებში დოკუმენტის „აუდიომეტრიის შემოწმების მეთოდები“ მოქმედ გამოცემაში.
შენიშვნა: სმენის შემოწმების მიზნით, მოქმედი მოთხოვნების შესაბამისად, წყნარი ოთახი არის ოთახი, სადაც სხვა ხმაურის ინტენსივობა 35 დბ-ზე ნაკლებია
შენიშვნა: სმენის შემოწმების მიზნით, მოქმედი მოთხოვნების შესაბამისად, ბგერის ინტენსივობა საშუალო მეტყველებისას 1 მეტრის მანძილზე ბგერის წყაროდან (მოლაპარაკე პერსონალის ქვედატუჩი), შეადგენს 60 დეციბელს, მაგრამ თუ ლაპარაკობენ ჩურჩულით 45 დბ-ს, მოლაპარაკიდან 2 მეტრის მანძილზე ბგერის ინტენსივობა 6 დეციბელზე ნაკლებია.
შენიშვნა: მითითებებს, იმ განმცხადებლების ინფორმირებისათვის, რომლებიც იყენებენ სასმენ აპარატებს, შეიცავს საავიაციო მედიცინის სახელმძღვანელო(დოკ.8984).
6. მოყვარული პილოტის მოწმობის მატარებელის სმენის სიმახვილე უნდა შეესაბამებოდეს პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მატარებლის მიმართ წაყენებულ სმენის მოთხოვნებს.
7. ნებისმიერი ეტიოლოგიის კოხლიარული ნევრიტის მქონე საფრენოსნო შემადგენლობას, ეკრძალებათ გაახანგრძლივონ თვიური ნაფრენი. სმენის საკმაო სიმახვილის შემთხვევაში, საფრენოსნო სამუშაოზე დასაშვებად, განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს, ორმხრივი რადიოკავშირის ჩატარების ხარისხის შეფასების აქტი.
თავი X
პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მოთხოვნები
მუხლი 49🔗
1. განმცხადებლებს არ უნდა ჰქონდეთ სამედიცინო ისტორიით ან კლინიკური დიაგნოზით დადგენილი, რაიმე სახის დაავადება ან უუნარობა, რამაც შესაძლებელია მიიყვანოს განმცხადებელი, შრომისუნარიანობის უეცარ დაკარგვამდესაჰაერო ხომალდის მართვის დროს ან უსაფრთხოდ განახორციელოს მასზე დაკისრებული უფლებამოსილებები.
2. განმცხადებელს არ უნდა ჰქონდეს სამედიცინო ისტორიაში ან კლინიკური დიაგნოზით დადგენილი შემდეგი:
ა) ორგანული მენტალური აშლილობა;
ბ) მენტალური ან ქცევითი მოშლილობა, რომელიც გამოწვეული ფსიქოაქტიური ნივთირების გამოყენებით: რომელიც ასევე გულისხმობს ალკოჰოლური ან სხვა რაიმე ფსიქოაქტიური ნივთირების დამოკიდებულობის სინდრომს;
გ) შიზოფრენიით, შიზოტიპური ან დელუციური აშლილობა;
დ) ხასიათის მოშლილობა;
ე) ნევროტიკული მოშლილობა, დაკავშირებული სტრესთან ან სომატოფობურ აშლილობასთან;
ვ) ქცევითი მოშლილობა, რომელიც დაკავშირებულია ფიზიოლოგიურ დარღევევასთან ან ფიზიკურ ფაქტორებთან;
ზ) ზრდასრულ ასაკში პერსონალური ან ქცევითი აშლილობა, განსაკუთრებით თუ ის ვლინდება განმეორებით ცალსახად განსაზღვრულ მოქმედებაში;
თ) გონებრივი ჩამორჩენილობა;
ი) აშლილობა ფსიქიკურ განვითარებაში;
კ) მენტალური, ქცევითი ან ემოციური მოშლილობა, რომელიც დაეწყო ბავშვობაში ან ახალგაზრდობაში;
ლ) ფსიქიური აშლილობა, რომელიც არაა სხვაგვარად განმარტებული, რომელმაც შეიძლება განაპირობონ განმცხადებლის უუნარობა, უსაფრთხიოდ განახორციელონ მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილებები.
შენიშვნა: დეპრესიაში მყოფი განმცხადებლები, რომლებიც მკურნალობას იტარებენ ანტიდეპრესანტებით, მიჩნეული უნდა იქნენ არაჯანმრთელად, იმ შემთხვევების გამოკლებით როდესაც სამედიცინო ექსპერტი, რომელსაც ხელი მიუწვდება აღნიშნული პირის მოახდენს მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების შესრულებაზე.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალებს, იმ განმცხადების შესაფასებლად, რომლებიც მკურნალობენ ანტიდეპრესანტებით, შეიცავს სამოქალაქო ავიაციის სახელმძღვანელო (დოკ. 8984).
შენიშვნა: ფსიქიკური და ქცევითი აშლილობა განსაზღვრულია კლინიკური აღწერილობით და დიაგნოსტიკური რეკომენდაციებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, როგორც ეს ნაჩვენებია” დაავადების და მასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის პრობლემების ინტერნაციონალურ სტატისტიკურ კლასიფიკაციაში“ (მე-10 გამოცემა, ვოზ 1992). ეს დოკუმენტი შეიცავს დიაგნოსტიკური მოთხოვნების დეტალურ აღწერილობას, რომელიც შეიძლება იყოს სასარგებლო სამედიცინო შემოწმების წარმოებისას.
მუხლი 50🔗
1. განმცხადებლებს არ უნდა ჰქონდეს სამედიცინო ისტორიით ან კლინიკური დიაგნოზით დადგენილი შემდეგი:
ა) ნერვული სისტემის მოპროგრესირე ან არამოპროგრესირე დაავადებები რამაც შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს მოწმობით განსაზღვრული უფლებამოსილებების უსაფრთხო განხორციელებაზე;
ბ) ეპილეფსია;
გ) გაურკვეველი მიზეზით ცნობიერების პერიოდული მოშლილობა.
2. განმცხადებელს არ უნდა ჰქონდეს თავის რაიმე დაზიანება, რომელმაც შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით განსაზღვრული უფლებამოსილებების უსაფრთხო განხორციელებაზე.
მუხლი 51🔗
1. სამედიცინო სერტიფიკატზე განმცხადებელს არ უნდა აღენიშნებოდეს გულის თანდაყოლილი და შეძენილი პათოლოგიები, რომელმაც შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით განსაზღვრული უფლებამოსილებების უსაფრთხო განხორციელებაზე.
2. განმცხადებელმა, რომელმაც გადაიტანა კორონალური არტერიების ქირურგიული ოპერაცია ან ანგიოპლასტი (სტენტიირებით ან მის გარეშე) ან სხვა ნებისმიერი კარდიალური ჩარევა ან, ვისაც აქვს ისტორიაში მიოკარდიუმის ინფარქტი, ან ვისაც აღენიშნება სხვა კარდიოლოგიური დავადებები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შრომისუნარიანობის დაქვეითება უნდა შეფასდეს, როგორც არაჯანმრთელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განმცხადებლის კარდიოლოგიური მდგომარეობა იქნა გამოკვლეული და შეფასებული საუკეთესო სამედიცინო პრაქტიკით და იყო აღიარებული, რომ მისმა მდგომარეობამ არ შეიძლება უარყოფთი ზეგავლენა მოახდინოს მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებზე.
3. განმცხადებელი, არანორმალური კარდიალური რითმით, უნდა შეფასდეს, როგორც არაჯანმრთელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განმცხადებლის კარდიოლოგიური მდგომარეობა იქნა გამოკვლეული, შეფასდება საუკეთესო სამედიცინო პრაქტიკით და იყო აღიარებული, რომ მისმა მდგომარეობამ არ შეიძლება უარყოფთი ზეგავლენა მოახდინოს მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებზე.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალები გულ–სისხლძარღვთა სისტემის შესამოწმებლად იხილეთ საავიაციო მედიცინისსახელმძღვანელოში(დოკ.8984)
4. სამედიცინო სერტიფიკატის პირველადი გაცემის დროს, ეკგ წარმოადგენს გულის გამოკვლევის ნაწილს.
5. ეკგ ტარდება მოწმობის განახლებისას 50 წლის შემდეგ წელიწადში ერთხელ.
შენიშვნა: ეკგ ტარდება მოწმობის განახლებისას ასაკში 30–50 წელი 2 წელში ერთხელ.
შენიშვნა: რეგულარული ეკგ წარმოების მიზანს წარმოადგენს, დაავადების აღმოჩენა. ის არ გვაძლევს საკმარის მტკიცებულებას, რომ განმცხადებელს მივანიჭოთ დისკვალიფიკაცია გულ–სისხლძარღვთა სისტემის შემდგომი დეტალური გამოკვლევის გარეშე.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალები ელექტროკარდიოგრამის წარმოების შესახებ იხილეთ საავიაციო მედიცინის სახელმძღვანელოში(დოკ. 8984).
6. სისტოლური და დიასტოლური სისხლის წნევა უნდა იყოს ნორმალურ საზღვრებში.
7. იმ მედიკამენტების გამოყენება, რომლითაც კონტროლდება წნევის მაღალი ციფრები, არის მადისკვალიფიცირებელი, გარდა იმ მედიკამენტებისა,რომლებიც საფრთხეს არ უქმნიან მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების უსაფრთხო განხორციელებას.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალები ზემოთ აღნიშნულის შესახებ იხილეთ საავიაციო მედიცინის სახელმძღვანელოში (დოკ. 8984).
მუხლი 52🔗
1. განმცხადებელს არ უნდა ჰქონდეს ფილტვის მწვავე უკმარისობა ან ფილტვის, შუასაყარის და პლევრის სტრუქტურის რაიმე აქტიური დაზიანება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შრომისუუნარობის სიმპტომების გამოვლენა მუშაობისას ჩვეულ ან ავარიულ პირობებში.
2. გულმკერდის რადიოგრაფია უნდა იყოს საწყისი გამოკვლევების ნაწილი.
3. გულმკერდის პერიოდული რადიოგრაფია ყოველთვის არ არის საჭირო, მაგრამ შეიძლება გახდეს აუცილებელი, როდესაც მოსალოდნელია ფილტვის ასიმტომატური დაავადებები.
4. განმცხადებელი ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებით, უნდა შეფასდეს არაჯანმრთელად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განმცხადებლის მდგომარეობა იქნა გამოკვლეული, შეფასდა საუკეთესო სამედიცინო პრაქტიკით და აღიარებული იქნება რომ, მისმა მდგომარეობამ არ შეიძლება უარყოფთი ზეგავლენა მოახდინოს მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე.
5. განმცხადებელი ასთმით,რომელიც ხასიათდება შრომისუნარიანობის დაკარგვის სიმპტომებით, რაც ვლინდება მუშაობის ჩვეულ ან ავარიულ პირობებში უნდა შეფასდეს როგორც არაჯანმრთელი.
6. ასთმის კონტროლისათვის მედიკამენტების გამოყენება, უნდა იყოს მადისკვალიფიცირებელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გამოყენებული მედიკამენტები თავსებადია განმცხადებლის მიერ მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების უსაფრთხო განხორციელებასთან.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალები მედიკამენტების და ნარკოტიკული ნივთიერებების საშიში მოქმედების შესახებ იხილეთ საავიაციო მედიცინისსახელმძღვანელოში(დოკ.8984).
7. განმცხადებელი ფილტვის აქტიური ტუბერკულიოზით, უნდა შეფასდეს როგორც არაჯანმრთელი.
8. განმცხადებელი არააქტიურ, მაგრამ განკურნებული ფილტვის დაავადებით , რომლებიც იყვნენ დიაგნოსტირებული ან სავარაუდოდ დიაგნოსტირებული, როგორც ტუბერკულიოზი, შეიძლება იყოს შეფასებული როგორც ჯანმრთელი.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალები რესპირატორული დაავადებების შესახებ იხილეთ საავიაციო მედიცინისსახელმძღვანელოში (დოკ. 8984).
მუხლი 53🔗
განმცხადებლები,დიგესტიური ტრაქტის ან მის დანამატების მნიშვნელოვანი დაზიანებით, უნდა შეფასდენ როგორც არაჯანმრთელი.
2. განმცხადებელს არ უნდა ჰქონდეს თიაქარი, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს უუნარობის სიმპტომები, აფრენის დროს.
3. განმცხადებლები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე დაავადებით ან ქირურგიული ოპერაციებით კუჭ–ნაწლავის ტრაქტზე, ან მის დანამატ ორგანოებზე, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ შრომისუნარიანობის დაქვეითება ფრენის დროს, კერძოდ ნებისმიერი გაუვალობა, შევიწროვების ან ზეწოლის გამო, უნდა შეფასდეს როგორც არაჯანმრთელი.
შენიშვნა: განმცხადებელი, რომელმაც გაიკეთა დიდი მაშტაბის ქირურგიული ოპერაცია სანაღვლე გზებზე,კუჭ–ნაწლავის ტრაქტზე ან მის დანამატ ორგანოებზე, ტოტალური ან ნაწილობრივი ამოკვეთით, ან მათი გადახრით, უნდა შეფასდეს არაჯანმრთელად, მანამდე ვიდრე სამედიცინო ექსპერტი, რომელსაც ექნება საშუალება დეტალურად გაეცნოს ზემოთაღნიშნულ ოპერაციას, არ გამოიტანს დასკვნას, რომ ოპერაციის შედეგებმა არ შეიძლება გამოიწვიოს შრომისუნარის დაქვეითება ფრენის დროს.
4. განმცხადებლები მეტაბოლური, კვებითი ან ენდოკრინული დიფუნქციით უნდა შეფასდნენ არაჯანმრთელად, იმ შემთხვევაში, თუ ის ზეგავლენას ახდენს მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების უსაფრთხო განხორციელებაზე.
5. განმცხადებელი ინსულინ დამოკიდებული შაქრიანი დიაბეტით უნდა შეფასდეს არაჯანმრთელად.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალები იმ განმცხადებელთან მიმართებაში, რომელსაც აქვს დიაბეტი, იხილეთ საავიაციო მედიცინის სახელმძღვანელოში(დოკ.8984).
6. შაქრიანი დიაბეტის მქონე განმცხადებლები, რომლებიც არ საჭიროებენ ინსულინს, შესაძლებელია შეფასდნენ როგორც არაჯანმრთელნი,გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დიაბეტი დამაკმაყოფილებლად კონტროლდება მხოლოდ დიეტითან, ან დიეტით ორალურ ანტიდიაბეტიკთანერთად,რომლის მიღება თავსებადია მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების უსაფრთხო განხორციელებასთან.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალებიიმ განმცხადებელთან მიმართებაში, რომელსაც აქვს დიაბეტი იხილეთ საავიაციო მედიცინისსახელმძღვანელოში(დოკ. 8984).
მუხლი 54🔗
განმცხადებელი სისხლის დაავადებებით ან ლიმფური სისტემის დაავადებებით უნდა შეფასდეს როგორც არაჯანმრთელი, იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც ადეკვატური გამოკვლევის შედეგად დადგინდა რომ, მათი მდგომარეობა არ ეწინააღმდეგება მათი მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების უსაფრთხო განხორციელებას.
შენიშვნა: ნამგლისებური უჯრედების სიჭარბე ან სხვა გემოგლობინოპათიურინიშნები, როგორც წესი, არ ეწინააღმდეგება განმცხდებლის ჯანმრთელად აღიარებას.
მუხლი 55🔗
1. განმცხადებლები, თირკმლის ან შარდსასქესო ტრაქტის დაავადებით, უნდა შეფასდენ როგორც არაჯანმრთელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ ჩაიტარეს ადეკვატური კვლევები და დადაგინდა რომ,ის ზეგავლენას არ ახდენს მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების უსაფრთხო განხორციელებაზე.
2. შარდის გამოკვლევა უნდა იყოს სამედიცინო გამოკვლევების ნაწილი და გადახრები ანალიზში უნდა იყოს გამოკვლეული ადეკვატურად.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალები შარდის ანალიზის და მასში გადახრის დროს, ასევე გამოკვლევის შესახებ ინფორმაციაიხილეთ საავიაციო მედიცინის სახელმძღვანელოში (დოკ. 8984).
3. განმცხადებლები, თირკმლის ან შარდსასქესო ტრაქტის მწვავე დაავადებებით ან ქირურგიული ოპერაციებით, კერძოდ ნებისმიერი გაუვალობა, შევიწროვების ან ზეწოლის გამო, უნდა შეფასდეს როგორც არაჯანმრთელი. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განმცხადებლის მდგომარეობა იქნა გამოკვლეული, შეფასდება საუკეთესო სამედიცინო პრაქტიკით და აღიარებული იქნება რომ, მისმა მდგომარეობამ არშეიძლება უარყოფთი ზეგავლენა მოახდინოს მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე.
4. განმცხადებელი, რომელსაც წარმოებული აქვს ნეფრექტომია, უნდა შეფასდეს არაჯანმრთელად, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ის არ არის კარგად კომპენსირებული.
მუხლი 56🔗
1. განმცხადებელი, რომელსაც აქვს ადამიანის სეროპოზიტიურიიმუნოდეფიციტური ვირუსი (აივ) უნდა შეფასდეს არაჯანმრთელად. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განმცხადებლის მდგომარეობა იქნა გამოკვლეული, შეფასდება საუკეთესო სამედიცინო პრაქტიკით და აღიარებული იქნება რომ, მისმა მდგომარეობამ არ შეიძლება უარყოფთი ზეგავლენა მოახდინოს მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებების განხორციელებაზე.
2. აივ ინფექციის ადრეული დიაგნოსტიკა და აქტიური მენეჯმენტი ანტირეტროვირუსული თერაპიის დახმარებით, აუმჯობესებს ზოგად სურათს და დაავადების მიმდინარეობის პროგნოზს , რითაც ამაღლებს შანსს რომ განმცხადებელი გახდეს ვარგისი.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალები აივ ინფექციის განმცხადებლების შეფასებისათვის, იხილეთ საავიაციო მედიცინისსახელმძღვანელოში(დოკ. 8984).
მუხლი 57🔗
1. ორსული განმცხადებელი უნდა შეფასდეს არაჯანმრთელად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სამეანო გამოკვლევით და მუდმივი სამედიცინო დაკვირვებით აღინიშნება გაურთულებელი ორსულობა, რისკის დაბალი ალბათობით.
შენიშვნა: განმცხადებლების ვარგისობა, რომლებსაც აღენიშნება გაურთულებელი ორსულობა, რისკის დაბალი ალბათობით, რომელმაც მიიღო შეფასება, მის მიერ წაყენებული მოთხოვნების საფუძველზე,შეიძლება შეიზღუდოსორსულობის პერიოდით 12–26 კვირა.
2. განმცხადებელს, მშობიარობის შემდეგ ან ორსულობის შეწყვეტის შემდეგ, არ ეძლევა უფლება განახორციელოს მოწმობით განსაზღვრული უფლებამოსილებები, მანამდე სანამ არ გაივლის განახლების სამედიცინო გამოკვლევებს, საუკეთესო სამედიცინო პრაქტიკაზე დაყრდნობით და არ დადგინდება, რომ მას აქვს უნარი უსაფრთხოდ განახორციელოს მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილებები.
მუხლი 58🔗
განმცხადებლებს არ უნდა ჰქონდეთ ძვლების, სახსრების, კუნთების ან მყესების და მასთან დაკავშირებული სტრუქტურების ანომალიები, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს, მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით განსაზღვრული უფლებამოსილებების უსაფრთხოდ განხორციელებაზე.
შენიშვნა: როგორც წესი, ძვლების, სახსრების, კუნთების და მყესების დაზიანების შემდეგ ნებისმიერი გართულების დროს, ასევე განმცხადებლის ვარგისიანობის განსაზღვრის მიზნით,ზოგიერთი ანატომიური დეფექტების არსებობისას, აუცილებელია ფუნქციონალური შეფასება.
მუხლი 59🔗
1. განმცხადებელს არ უნდა ჰქონდეს ყურის ან მასთან დაკავშირებულ სტრუქტურების, რაიმე ანომალია ან დაავადება,რომელიც ზეგავლენას მოახდენს მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების უსაფრთხო განხორციელებაზე.
2. განმცხადებელს არ უნდა აღენიშნებოდეს:
ა) ვესტიბულარული ფუნქციის დაზიანება;
ბ) ევსტახის მილის მნიშვნელოვანი დისფუნქცია;
გ) დაფის აპკის განუკურნებელი პერპორაცია.
3. დაფის აპკის ერთეული მშრალი პერპორაცია, არ არის საფუძველი იმისათვის რომ, განმცხადებელი მიჩნეულ იქნესარაჯანმრთელად.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალები ვესტიბულარული ფუნქციის შესაფასებლად,იხილეთსავიაციო მედიცინისსახელმძღვანელოში (დოკ. 8984).
მუხლი 60🔗
განმცხადებელს არ უნდა ჰქონდეს ცხვირ-ხახის ობსტრუქცია, პირის ღრუს ან ზედა სასუნთქი გზების რაიმე დეფექტი ან დაავადება, რომლებიც ზეგავლენას მოახდენენ, მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების უსაფრთხო განხორციელებაზე.
მუხლი 61🔗
განმცხადებელი, რომელსაც აღენიშნება მეტყველების სერიოზული ხასიათის დარღვევა,იმდენად რომ, ის პრობლემას წარმოადგენს ურთიერთობისათვის, ითვლება უვარგისად.
მუხლი 62🔗
1. განმცხადებლებს, თვალები და მის დანამატი ორგანოები უნდა ჰქონდეთ ნორმალური. მათ არ უნდა ჰქონდეს, მწვავე ან ქრონიკული, აქტიური პათოლოგიური მდგომარეობა,ან რაიმე გართულება ტრამვის ან ოპერაციული მკურნალობის შემდგომი , რამაც შესაძლებელია შეამციროს მხედველობის ფუნქცია იმ დონემდე რომ,ზეგავლენა მოახდინოს განმცხადებლის მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა უსაფრთხოდ განხორციელებაზე.
2. შორსმხედველობის სიმახვილე კორექციით, ან მის გარეშე უნდა იყოს:თითოეულ თვალში დამოუკიდებლად, 6/9 (0,7) ან უკეთესი, ბინოკულარული მხედველობის სიმახვილე კი 6/6(1,0) ან უკეთესი; არანაირი საზღვარი არ დგინდება არაკორექტირებულ მხედველობის სიმახვილესთან მიმართებაში. თუ მხედველობის ასეთ სიმახვილე მიიღწევა მხოლოდ მაკორეგირებელი ლინზების დახმარებით, განმცხადებელი შეიძლება გახდეს ვარგისი იმ პირობით, თუ:
ა) ასეთი მაკორეგირებელლინზებს ატარებენ მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა უსაფრთხოდ განხორციელების დროს.
ბ) ასევე, განმცხადებლის მიერ მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელების დროს,შესაბამისი მაკორეგირებელი სათადარიგო სათვალეები უნდა იყოს დროულად ხელმისაწვდომი.
შენიშვნა: ითვლება რომ, განმცხადებელირომლებიც აკმაყოფილებენ, მათ მიერ წაყენებულ მოთხოვნებს აგრძელებენ მათ განხორციელებას, იმ შემთხვევის გარდა, თუ არ არსებობს მიზეზი რომელიც არის საეჭვო, რის გამოც სააგენტო მოწმობის გასაცემად ითხოვს ოფთალმოლოგიური კვლევის შედეგების წარდგენას.
3. კორეგირებული და არაკორეგირებული მხედველობის სიმახვილე, როგორც წესი, მოწმდება და რეგისტრირდება ყველა განმეორებითი გამოკვლევის დროს. პირობები, რომელიც მიუთითებს ოფთალმოლოგიური კვლევის მიღების აუცილებლობას, მოიცავს მხედველობის სიმახვილის მნიშვნელოვან დაკლებას კორექციის გარეშე, მხედველობის სიმახვილის ნებისმიერი ხარისხით დაქვეითებას და მაქსიმალურად კორეგირებულ მხედველობას, თვალის დაავადებებს, თვალის დაზიანებას ან მის ქირურგიას.
4. განმცხადებელმა შეიძლება გამოიყენოს კონტაქტური ლინზები რომ შეესაბამებოდეს ამ მოთხოვნებს, იმ პირობით რომ:
ა) ლინზები უნდა იყოს მონოფოკალური და დაუფერავი;
ბ) ლინზები უნდა იყოს კარგად შესაგუებელი;
გ) ასევე, განმცხადებლის მიერ მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელების დროს შესაბამისი მაკორეგირებელი სათადარიგო სათვალეები უნდა იყოს დროულად ხელმისაწვდომი.
შენიშვნა: განმცხადებელს, რომელიც იყენებს კონტაქტურ ლინზებს, შესაძლებელია არ ჭირდებოდეს, ყოველი განმეორებითი გამოკვლევის დროს არაკორგირებული მხედველობის სიმახვილის გამოკვლევა, თუ არსებობს ინფორმაცია მისთვის გამოწერილი კონტაქტური ლინზების შესახებ.
5. დიდი რეფრაციული ცდომილების მქონე განმცხადებლებმა უნდა გამოიყენონ კონტაქტური ლინზები ან მაღალინდექსიანი მხედველობის ლინზები;
შენიშვნა:იმ შემთხვევაში თუ გამოიყენება სათვალე, საჭიროა რომ,მაღალინდექსიანი მხედველობის ლინზები მინიმალურად ახდენდენ მხედველობის ველების დეფორმაციას.
შენიშვნა: იმ განმცხადებელსრომელსაც, თითოეულ თვალში დისტანციური მხედველობის სიმახვილე კორექციის გარეშე აქვს 660 ნაკლები, მას მოეთხოვება რომ უზრუნველყოს სრული ოფთალმოლოგიური გამოკვლევა საწყის სამედიცინო შეფასებამდე და შემდეგ ყოველ 5 (ხუთი) წელიწადში ერთხელ.
შენიშვნა: იმ კვლევების მიზანი, რომელიც ტარდება ოფთალმოლოგიური კვლევის დროს, მდგომარეობს იმაში რომ, დავრწმუნდეთ მხედველობის ნორმალურ ფუნქციაში და გამოვავლინოთ ნებისმიერი მნიშნვნელოვანი პათოლოგია.
შენიშვნა:სახელმძღვანელო მასალები მონოფოკალური მხედველობის განმცხადებლების შეფასებისათვის იხილეთ საავიაციო მედიცინის სახელმძღვანელოში(დოკ. 8984).
6. განმცხადებლები, რომლებმაც გაიარეს თვალის ქირურგიული მკურნალობა, შესაძლებელია შეფასდნენ, როგორც არაჯანმრთელნი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ არ აღენიშნებათ გართულება, რომელიც ზეგავლენას მოახდენს მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების უსაფრთხო განხორციელებაზე.
7. განმცხადებელს მაკორეგირებელი ლინზების ტარებისას,უნდა შეეძლოს კითხვა #5 ცხრილის (ან მისი შესატყვისის) 30-50 სმ-ის დაშორებით და #14 ცხრილის (ან მისი შესატყვისის) 100 სმ-ით დაშორებული მანძილიდან. თუ ეს მოთხოვნები არის დამაკმაყოფილებელი მხოლოდ ახლო მანძილზე მხედველობის კორექციის შემთხვევაში მაშინ, განმცხადებელი შეიძლება შეფასდეს ჯანმრთელად, იმ პირობით როცა, ახლო მანძილზე მხედველობის ასეთი კორექცია ემატება უკვე გამოწერილ სათვალეებით კორექციას. თუ ასეთი კორექცია არ ხორციელდება, მაშინ მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით განსაზღვრული უფლებამოვალეობების განხორციელებისას, მათ ხელმისაწვდომ ადგილზე უნდა ჰქონდეს ახლომხედველობის მაკორეგირებელი სათადარიგო სათვალე. იმ შემთხვევაში, თუ მოითხოვება მხედველობის კორექცია ახლო მანძილზე, განმცხადებელმა უნდა აჩვენოს რომ, მისთვის საკმარისია ერთი წყვილი სათვალე, იმ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რომელიც ეხება როგორც ახლო, ისე შორსმხედველობას.
შენიშვნა: მიმართეთ N5და N14 ცხრილში გამოყენებულ შრიფტს. სხვა დეტალებისათვის მიმართეთ საავიაციო მედიცინის სახელმძღვანელოს(დოკ.8984)
შენიშვნა:განმცხადებელს, რომელსაც მოეთხოვება მხედველობის კორექცია ახლო მანძილზე, იმისთვის რომ შეესაბამებოდეს ზემოთაღნიშნულ მოთხოვნებს, შეიძლება მოეთხოვოს ლინზები,ზედა ნახევარსფეროს გარეშე,ბიფოკალური ან შესაძლებელია მონოფოკალური ან მულტიფოკალური, იმისათვის რომ წაიკითხოს ხელსაწყოების მონაცემები და რუქა ან სახელმძღვანელო, რომელიც უჭირავს ხელში. ასევე სათვალის მოუხსნელად ხედავდეს შორ მანძილსგვერდითა მინის მეშვეობით. მხედველობის უნიფოკალური კორექცია ახლო მანძილზე (სათვალეები მხოლოდ ერთი ძალის, კითხვის შესაბამისი) მნიშვნელოვნად ამცირებს დისტანციური მხედველობის სიმახვილეს და ამიტომ არ არის ნებადართული.
შენიშვნა: ყველა შემთხვევაში, როდესაც განმცხადებელს ესაჭიროებამაკორეგირებელი ლინზების მიღება ან ჩანაცვლება, საფიქრებელია რომ ის შეატყობინებს თვალის სპეციალისტს რეფრაქციის განსაზღვრული უკმარისობის შესახებ და მოხდება სათვალის საკითხავი მანძილის შერჩევა,სახელსაწყო დაფის ამოცანებისათვის,იმ საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის კაბინაში, რომელზეც ამ განმცხადებელს მოუწევს ფრენა.
8. როდესაც მოითხოვება ახლომხედველობის კორექცია, შესაბამისი პარაგრაფის მიხედვით, აუცილებელია რომ არსებობს სათვალის მეორე წყვილი სასწრაფო გამოყენებისათვის, რომელიც აკორეგირებს მხედველობას ახლო დისტანციაზე.
9. განმცხადებელს უნდა ჰქონდეს ნორმალური მხედველობის ველები .
10. განმცხადებელს უნდა ჰქონდეს ნორმალური ბინოკულარული მხედველობა.
11. რედუცირებადისტერეოპსისი( ბინოკულარული მხედველობის დაქვეითება), ანომალიური კონვერგენცია, რომელიც ზეგავლენას არ ახდენს ახლო მხედველობაზე და ოკულარული გადახრა, რომლის დროსაც ფუზიონალური დახასიათება გამორიცხავს ასთენოპიას და დიპლოპიას, არ არის მადისკვალიფიცირებელი.
მუხლი 63🔗
1. მოყვარული პილოტის სერტიფიკატის მატარებელის შეფასება, სმენის სიმახვილეზე, ხდება იმ მოთხოვნების საფუძველზე, რომელიც მოეთხოვება პირველი კლასის სერთიფიკატის მატარებელს.
2. განმცხადებელს, რომელსაც არ ესმის წყნარ ოთახში,ორივე ყურში, საშუალო ხმამაღალი საუბარი ზურგით შებრუნებული კომისიის წევრიდან 2 (ორი) მეტრის მოშორებით, უნდა შეფასდეს როგორც არაჯანმრთელი.
3. წმინდა ტონალური აუდიომეტრით ტესტირებისას,თუ განმცხადებელს აღენიშნება სმენის დაქვეითებითთითოეულ ყურში 35 დეციბელზე მეტი 500, 1000 ან 2000 ჰერცის სიხშირეზე, ან 50 დეციბელს 3000 ჰერც სიხშირეზე, უნდა შეფასდეს როგორც არაჯანმრთელი.
შენიშვნა: განმცხადებლები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სმენის სიმახვილის ზემოთანიშნულ მოთხოვნებს,უნდა გაიაროს შემოწმება, რომლის დროსაც მისი ჯანმრთელად შეფასება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს ნორმალური სმენის სიმახვილე ხმაურის ფონზე. შექმნილი ან იმიტირებული ჩვეულებრივი ხმაური საჰაერო ხომალდის კაბინაში, რომელიც ედება მეტყველებას ან რადიოსადგურის სიგნალს.
თავი XI
მეორე კლასის სამედიცინო სერთიფიკატის მოთხოვნები
მუხლი 64🔗
1. განმცხადებლებს არ უნდა ჰქონდეთ სამედიცინო ისტორიით ან კლინიკური დიაგნოზით დადგენილი, რაიმე სახის დაავადება ან უუნარობა, რამაც განმცხადებელი შესაძლებელია მიიყვანოს შრომისუნარის უეცარ დაკარგვამდე.
2. განმცხადებელს არ უნდა ჰქონდეს სამედიცინო ისტორიაში ან კლინიკური დიაგნოზით დადგენილი შემდეგი:
ა) ორგანული მენტალური აშლილობა;
ბ) მენტალური ან ქცევითი მოშლილობა, რომელიც გამოწვეულია ფსიქოაქტიური ნივთირების გამოყენებით, რომელიც ასევე გულისხმობს ალკოჰოლური ან სხვა რაიმე ფსიქოაქტიური ნივთირების დამოკიდებულობის სინდრომს;
გ) შიზოფრენია, შიზოტიპური ან დელუციური აშლილობით;
დ) ხასიათის მოშლილობა;
ე) ნევროტიკული მოშლილობა, დაკავშირებული სტრესთან ან სომატოფობურ აშლილობასთან ან ფიზიკურ ფაქტორეთან;
ვ) ზრდასრული ასაკში პერსონალური ან ქცევითი აშლილობა , განსაკუთრებით თუ ის ვლინდება, განმეორებით ცალსახად განსაზღვრულ მოქმედებაში;
ზ) გონებრივი ჩამორჩენილობა;
თ) აშლილობა ფსიქიურ განვითარებაში;
ი) მენტალური, ქცევითი ან ემოციური მოშლილობა, რომელიც დაეწყო ბავშვობაში ან ახალგაზრდობაში;
კ) ფსიქიური აშლილობა,რომელიც არაა სხვაგვარად განმარტებული რომელმაც შეიძლება განაპირობონ განმცხადებლის უუნარობა, უსაფრთხიოდ განახორციელონ მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილებები.
შენიშვნა: დეპრესიაში მყოფი განმცხადებლები, რომლებიც მკურნალობას იტარებენ ანტიდეპრესანტებით, მიჩნეული უნდა იქნენ არაჯანმრთელად, იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც სამედიცინო ექსპერტი, რომელსაც ხელი მიუწვდება აღნიშნული პირის მონაცემებზე, ფიქრობს რომ განმცხადებლის ასეთი მდგომარეობა უარყოფითი ზეგავლენას არ მოახდენს მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებების უსაფრთხო შესრულებაზე.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალები, იმ განმცხადებლების შესაფასებლად, რომლებიც მკურნალობენ ანტიდეპრესანტებით, იხილეთ საავიაციო მედიცინის სახელმძღვანელოში (დოკ. 8984).
შენიშვნა: ფსიქიური და ქცევითი აშლილობა განსაზღვრული კლინიკური აღწერილობით და დიაგნოსტიკური რეკომენდაციებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, როგორც ნაჩვენებია ”დაავადების და მასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის პრობლემების ინტერნაციონალურ სტატისტიკურ კლასიფიკაციაში’’ (10 გამოცემა ვოზ 1992). ეს დოკუმენტი შეიცავს დიაგნოსტიკური მოთხოვნების დეტალურ აღწერილობას, რომელიც შეიძლება იყოს სასარგებლო სამედიცინო შემოწმების წარმოებისას.
მუხლი 65🔗
1. განმცხადებელს არ უნდა ჰქონდეს სამედიცინო ისტორიით ან კლინიკური დიაგნოზით დადგენილი შემდეგი:
ა) ნერვული სისტემის მოპროგრესირე ან არამოპროგრესირებადი დაავადებები, რამაც შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს მოწმობით განსაზღვრული უფლებამოსილებების უსაფრთხო განხორციელებაზე;
ბ) ეპილეფსია;
გ) გაურკვეველი მიზეზით ცნობიერების პერიოდული მოშლილობა.
2. განმცხადებელს არ უნდა ჰქონდეს თავის რაიმე დაზიანება, რომელმაც შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით განსაზღვრული უფლებამოსილებების უსაფრთხო განხორციელებაზე.
მუხლი 66🔗
1. სამედიცინო სერტიფიკატზე, განმცხადებელს, არ უნდა აღენიშნებოდეს გულის თანდაყოლილი და შეძენილი პათოლოგიები, რომელმაც შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით განსაზღვრული უფლებამოსილებების უსაფრთხოდ შესრულებაზე.
2. განმცხადებელი, რომელმაც გადაიტანა კორონალური არტერიების ქირურგიული ოპერაცია ან ანგიოპლასტი (სტენტიირებით ან მის გარეშე) ან სხვა ნებისმიერი კარდიალური ჩარევა ან ვისაც აქვს ისტორიაში მიოკარდიუმის ინფარქტი, ან ვისაც აღენიშნება სხვა კარდიოლოგიური დავადებები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შრომისუნარიანობის დაქვეითება, უნდა შეფასდეს როგორც არაჯანმრთელი , გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განმცხადებლის კარდიოლოგიური მდგომარეობა იქნა გამოკვლეული, შეფასდა საუკეთესო სამედიცინო პრაქტიკით და იყო აღიარებული, რომ მისმა მდგომარეობამ არ შეიძლება უარყოფთი ზეგავლენა მოახდინოს მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების უსაფრთხოდ შესრულებაზე.
3. განმცხადებელი, არანორმალური კარდიალური რითმით, უნდა შეფასდეს როგორც არაჯანმრთელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განმცხადებლის კარდიოლოგიური მდგომარეობა იქნა გამოკვლეული, შეფასდა საუკეთესო სამედიცინო პრაქტიკით და იყო აღიარებული, რომ მისმა მდგომარეობამ არ შეიძლება უარყოფთი ზეგავლენა მოახდინოს მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით გათვალისწინებული უფლებამოსოლებების უსაფრთხოდ შესრულებაზე.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალები გულ–სისხლძარღვთა სისტემის შესამოწმებლად იხილეთ საავიაციო მედიცინისსახელმძღვანელოში ( დოკ. 8984).
4. სამედიცინო შეფასების პირველადი გაცემის დროს ეკგ წარმოადგენს გულის გამოკვლევის ნაწილს.
5. ეკგ ტარდება მოწმობის განახლებისას 50 წლის შემდეგ 2 (ორი) წელიწადში ერთხელ.
შენიშვნა: რეგულარული ეკგ წარმოების მიზანს წარმოადგენს დაავადების აღმოჩენა. ის არ გვაძლევს საკმარის მტკიცებულებას, რომ კანდიდატს მივანიჭოთ დისკვალიფიკაცია გულ–სისხლძარღვთა სისტემის შემდგომი დეტალური გამოკვლევის გარეშე.
შენიშვნა:სახელმძღვანელო მასალები ელექტროკარდიოგრამის წარმოების შესახებ იხილეთ საავიაციო მედიცინისსახელმძღვანელოში(დოკ. 8984).
6. სისტოლური და დიასტოლური სისხლის წნევა უნდა იყოს ნორმალურ საზღვრებში.
7. იმ მედიკამენტების გამოყენება, რომლითაც კონტროლდება წნევის მაღალი ციფრები, არის მადისკვალიფიცირებელი, გარდა იმ მედიკამენტებისა, რომლებიც საფრთხეს არ უქმნიან მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების უსაფრთხო განხორციელებას.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალები ზემოთაღნიშნულის შესახებ იხილეთ საავიაციო მედიცინისსახელმძღვანელოში. (დოკ. 8984)
8. გულ–სისხლძარღვთა სისტემას არ უნდა ჰქონდეს, რაიმე სახის სერიოზული ფუნქციონალური ან სტრუქტურული დარღვევები.
მუხლი 67🔗
1. განმცხადებელს, არ უნდა ჰქონდეს ფილტვის მწვავე უკმარისობა ან ფილტვის, შუასაყარის და პლევრის სტრუქტურის რაიმე აქტიური დაზიანება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შრომისუნარიანობის სიმპტომების გამოვლენა მუშაობისას ჩვეულ ან ავარიულ პირობებში.
შენიშვნა: გულმკერდის რენტგენოგრაფიაროგორც წესი არ არის აუცილებელი, ის შეიძლება იყოს ნაჩვენებიიმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელია ასიმტომატურად მიმდინარე ფილტვის დაავადებები.
2. განმცხადებელი ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებით, უნდა შეფასდნენარაჯანმრთელად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განმცხადებლის მდგომარეობა იქნა გამოკვლეული, შეფასებული საუკეთესო სამედიცინო პრაქტიკით და აღიარებული იქნებ, რომ მისმა მდგომარეობამ არ შეიძლება უარყოფთი ზეგავლენა მოახდინოს მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებების განხორციელებაზე.
3. განმცხადებელი ასთმით, რომელიც ხასიათდება მნიშვნელოვანი სიმპტომებით ან რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შრომისუნარიანობის მნიშვნელოვანი გაუარესება მუშაობის ჩვეულ ან ავარიულ პირობებში, უნდა შეფასდეს არაჯანმრთელად.
4. იმ მედიკამენტების გამოყენება, რომლითაც კონტროლდება ასთმა, არის მადისკვალიფიცირებელი, გარდა იმ მედიკამენტებისა, რომლებიც საფრთხეს არ უქმნიან მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების უსაფრთხო განხორციელებას.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალები მედიკამენტების საშიში მოქმედების შესახებ იხილეთ საავიაციო მედიცინისსახელმძღვანელოში(დოკ. 8984).
5. განმცხადებელი ფილტვის აქტიური ტუბერკულიოზით უნდა შეფასდეს როგორც არაჯანმრთელი.
6. განმცხადებელი ფილტვის არააქტიური მაგრამ განკურნებელი დაავადებით , რომლებიც იყვნენ დიაგნოსტირებული ან სავარაუდოდ დიაგნოსტირებული როგორც ტუბერკულიოზი, შეიძლება იყოს შეფასებული როგორც ჯანმრთელი.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალები რესპირატორული დაავადებების შესახებ იხილეთ საავიაციო მედიცინის სახელმძღვანელოში( დოკ. 8984).
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალები მედიკამენტების და ნარკოტიკული ნივთიერებებისსაშიში მოქმედების შესახებ იხილეთ საავიაციო მედიცინის სახელმძღვანელოში (დოკ. 8984).
მუხლი 68🔗
1. განმცხადებლები დიგესტიური ტრაქტის ან მის დანამატების მნიშვნელოვანი დაზიანებით უნდა შეფასდენ როგორც არაჯანმრთელი.
2. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე დაავადები, ან ქირურგიული ოპერაციები კუჭ–ნაწლავის ტრაქტზე ან მის დანამატ ორგანოებზე, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ შრომისუნარიანობის უეცარი დაქვეითება, კერძოდ ნებისმიერი გაუვალობა, შევიწროვების ან ზეწოლის გამო, უნდა შეფასდეს როგორც არაჯანმრთელი.
შენიშვნა: განმცხადებელი რომელმაც გაიკეთა დიდი მაშტაბის ქირურგიული ოპერაცია სანაღვლე გზებზე, კუჭ–ნაწლავის ტრაქტზე ან მის დანამატ ორგანოებზე, ტოტალური ან ნაწილობრივი ამოკვეთით ან მათი გადახრით, უნდა შეფასდეს არაჯანმრთელად, მანამდე ვიდრე სამედიცინო ექსპერტი, რომელსაც ექნება საშუალება დეტალურად გაეცნოს ზემოთაღნიშნულ ოპერაციას, არ გამოიტანს დასკვნას, რომ ოპერაციის შედეგებმა არ შეიძლება გამოიწვიოს შრომისუნარის დაქვეითება.
მუხლი 69🔗
1. განმცხადებლები მეტაბოლური, კვებითი ან ენდოკრინული დიფუნქციით, უნდა შეფასდნენ არაჯანმრთელად, იმ შემთხვევაში, თუ ის ზეგავლენას ახდენს მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების უსაფრთხო განხორციელებაზე.
2. განმცხადებელი ინსულინ დამოკიდებული შაქრიანი დიაბეტით,ფასდება როგორც არაჯანმრთელი.
შენიშვნა:სახელმძღვანელო მასალებიიმ განმცხადებლებთან მიმართებაში, რომელსაც აქვს მეორე ტიპის ინსულინ დამოკიდებული დიაბეტი,იხილეთ საავიაციო მედიცინის სახელმძღვანელოში(დოკ. 8984).
3. შაქრიანი დიაბეტის მქონე განმცხადებლები, რომლებიც საჭიროებენ ინსულინს, შესაძლებელია შეფასდნენ როგორც არაჯანმრთელნი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დიაბეტი დამაკმაყოფილებლად კონტროლდება მხოლოდ დიეტით ან დიეტით ორალურ ანტიდიაბეტიკთან ერთად, რომლის მიღება თავსებადია მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების უსაფრთხო განხორციელებასთან.
შენიშვნა:სახელმძღვანელო მასალები იმ განმცხადებლებთან მიმართებაში, რომელსაც აქვს დიაბეტი,იხილეთ საავიაციო მედიცინის სახელმძღვანელოში(დოკ. 8984).
მუხლი 70🔗
განმცხადებელი, სისხლის ან ლიმფური სისტემის დაავადებებით უნდა შეფასდეს, როგორც არაჯანმრთელი, იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც ადექვატური გამოკვლევის შედეგად დადგინდა რომ მათი მდგომარეობა არ ეწინააღმდეგება მათი მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების უსაფრთხო განხორციელებას.
მუხლი 71🔗
1. განმცხადებლები, თირკმლის ან შარდსასქესო ტრაქტის დაავადებით, უნდა შეფასდენ როგორც არაჯანმრთელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათმა ჩაიტარეს ადექვატური კვლევები და დადაგინდა რომ ის ზეგავლენას არ ახდენს მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების უსაფრთხო განხორციელებაზე.
2. შარდის გამოკვლევა უნდა იყოს სამედიცინო გამოკვლევების ნაწილი და ანალიზში გადახრები უნდა იყოს გამოკვლეული ადექვატურად.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალები შარდის ანალიზის და მასში გადახრის დროს გამოკვლევის შესახებ ინფორმაცია, იხილეთ საავიაციო მედიცინის სახელმძღვანელოში (დოკ. 8984).
3. განმცხადებლები, თირკმლის ან შარდსასქესო ტრაქტის მწვავე დავადებებით ან ქირურგიული ოპერაციებით, კერძოდ ნებისმიერი გაუვალობა, შევიწროვების ან ზეწოლის გამო, უნდა შეფასდეს როგორც არაჯანმრთელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განმცხადებლის მდგომარეობა იქნა გამოკვლეული, შეფასდა საუკეთესო სამედიცინო პრაქტიკით და აღიარებული იქნება, რომ მისმა მდგომარეობამ არ შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებების განხორციელებაზე.
4. განმცხადებელი რომელსაც წარმოებული აქვს ნეფრექტომია, უნდა შეფასდეს არაჯანმრთელად, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ის არ არის კარგად კომპენსირებული.
მუხლი 72🔗
განმცხადებელი, რომელსაც აქვს ადამიანის სეროპოზიტიურიიმუნოდეფიციტური ვირუსი (ვიჩ), უნდა შეფასდეს არაჯანმრთელად. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განმცხადებლის მდგომარეობა იქნა გამოკვლეული, შეფასებული საუკეთესო სამედიცინო პრაქტიკით და აღიარებული იქნება, რომ მისმა მდგომარეობამ არ შეიძლება უარყოფთი ზეგავლენა მოახდინოს მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებების განხორციელებაზე.
შენიშვნა: აივ ინფექციის ადრეული დიაგნოსტიკა და აქტიური მენეჯმენტი ანტირეტროვირუსული თერაპიის დახმარებით აუმჯობესებს ზოგად სურათს და დაავადების მიმდინარეობის პროგნოზს , რითაც ამაღლებს შანსს, რომ კანდიდატი გახდეს ვარგისი.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალები აივ ინფექციის განმცხადებლების შეფასებისათვის იხილეთ საავიაციო მედიცინის სახელმძღვანელოში (დოკ. 8984).
მუხლი 73🔗
1. ორსული განმცხადებელი უნდა შეფასდეს არაჯანმრთელად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სამეანო გამოკვლევით და მუდმივი სამედიცინო დაკვირვებით, აღინიშნება გაურთულებელი ორსულობა, რისკის დაბალი ალბათობით.
შენიშვნა: ორსულობის პერიოდში საჭიროა მიღებული იქნეს უსაფრთხოების ზომები, რომ დისპეჩერი დროულად გაათავისუფლო საჰაერო მოძრაობის მართვისაგან, მშობიარობის და ჭინთვებისნაადრევი დაწყების ან რაიმე გართულების შემთხვევაში.
შენიშვნა: განმცხადებლის ვარგისობა, რომლებსაც აღენიშნება გაურთულებელი ორსულობა, რისკის დაბალი ალბათობით, ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, საჭიროა შეიზღუდოს პერიოდით, რომელიც მოიცავს ორსულობის 34 კვირას.
2. განმცხადებელს, მშობიარობის შემდეგ ან ორსულობის შეწყვეტის შემდეგ, არ ეძლევა უფლება განახორციელოს მოწმობით განსაზღვრული უფლებამოსილებანი, ვიდრე არ გაივლის განახლების სამედიცინო გამოკვლევებს, საუკეთესო სამედიცინო პრაქტიკაზე დაყრდნობით, და არ დადგინდება, რომ მას აქვს უნარი, უსაფრთხოდ განახორციელოს მოწმობით გათვალისწინებული უფლებამოსილებანი.
მუხლი 74🔗
განმცხადებლებს არ უნდა ჰქონდეთ ძვლების, სახსრების, კუნთების ან მყესების და მასთან დაკავშირებულისტრუქტურების ანომალია , რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს გამოსაყენებელი მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით განსაზღვრული უფლებამოსილებების უსაფრთხოდ განხორციელებაზე.
შენიშვნა: როგორც წესი, ძვლების, სახსრების, კუნთების და მყესების დაზიანების შემდეგ ნებისმიერი გართულების დროს, ასევე კანდიტატის ვარგისიანობის განსაზღვრის მიზნით, ზოგიერთი ანატომიური დეფექტების არსებობისას, აუცილებელია განმცხადებლის ფუნქციონალური შეფასება.
მუხლი 75🔗
განმცხადებელს არ უნდა ჰქონდეს ყურის ან მასთან დაკავშირებულ სტრუქტურების, რაიმე ანომალია ან დაავადება, რომელიც ზეგავლენას მოახდენს, მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების უსაფრთხო განხორციელებაზე.
მუხლი 76🔗
1. განმცხადებელს არ უნდა ჰქონდეს, პირის ღრუს ან ზედა სასუნთქი გზების რაიმე დეფექტი ან დაავადება, რომელიც ზეგავლენას მოახდენს მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების უსაფრთხო განხორციელებაზე.
2. განმცხადებელი, რომელსაც აღენიშნება მეტყველების სერიოზული ხასიათის დარღვევა, იმდენად რომ, ის პრობლემას წარმოადგენს ურთიერთობისათვის, ითვლება უვარგისად.
მუხლი 77🔗
1. სამედიცინო გამოკვლევა უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) განმცხადებლებს თვალები და მის დანამატი ორგანოები უნდა ჰქონდეთ ნორმალური. მას არ უნდა ჰქონდეს, მხედველობის მწვავე ან ქრონიკული დარღვევა, ტრამვის ან ოპერაციული მკურნალობის შემდგომი,რაიმე გართულება, რამაც შესაძლებელია შეასუსტოს მხედველობის ფუნქცია იმ დონემდე, რომ ხელი შეუშალოს განმცხადებლის მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით განსაზღვრულ უფლებამოსილებების უსაფრთხოდ განხორციელებას;
ბ) შორსმხედველობის სიმახვილე კორექციით, ან მის გარეშე უნდა იყოს: თითოეულ თვალში დამოუკიდებლად, 6/9 ან უკეთესი, ხოლო ბინოკულარული მხედველობის სიმახვილე კი 6/6 ან უკეთესი; არანაირი საზღვარი არ დგინდება, არაკორექტირებულ მხედველობის სიმახვილესთან მიმართებაში. თუ მხედველობის ასეთი სიმახვილე მიიღწევა მხოლოდ მაკორეგირებელი ლინზების დახმარებით, განმცხადებელი შეიძლება გახდეს ვარგისი იმ პირობით, თუ:
ბ.ა) ასეთ მაკორეგირებელ ლინზებს განმცხადებელი ატარებს მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით განსაზღვრულ უფლებამოსილებების უსაფრთხოდ განხორციელების დროს;
ბ.ბ) განმცხადებლს ყოველთვის აქვს მაკორეგირებელი ლინზების შესატყვისი სათვალის წყვილი, მის მიერ მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების დროს.
შენიშვნა: ითვლება, რომ განმცხადებლები, რომლებიც აკმაყოფილებენ , მათ მიერ წაყენებულ მოთხოვნებს, აგრძელებენ მათ განხორციელებას, იმ შემთხვევის გარდა, თუ არ არსებობს მიზეზი, რომელიც არის საეჭვო, რის გამოც უფლებამოსილი ხელისუფალი მოწმობის გასაცემად ითხოვს ოფთალმოლოგიური კვლევის შედეგების წარდგენას. კორეგირებული და არაკორეგირებული მხედველობის სიმახვილე, როგორც წესი, მოწმდება და რეგისტრირდება ყველა განმეორებითი გამოკვლევის დროს. პირობები, რომელიც მიუთითებს ოფთალმოლოგიური კვლევის მიღების აუცილებლობას, მოიცავს მხედველობის სიმახვილის მნიშვნელოვან დაკლებას, კორექციის გარეშე, მხედველობის სიმახვილის ნებისმიერი ხარისხით დაქვეითებას და მაქსიმალურად კორეგირებულ მხედველობას, თვალის დაავადებების, თვალის დაზიანების ან მის ქირურგიის დროს.
2. განმცხადებელმა შეიძლება გამოიყენოს კონტაქტური ლინზები, რომ შეესაბამებოდეს ამ მოთხოვნებს, იმ პირობით რომ:
ა) ლინზები უნდა იყოს მონოფოკალური და დაუფერავი;
ბ) ლინზები უნდა იყოს კარგად შესაგუებელი;
გ) გარდა ამის,განმცხადებლის მიერ, მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელების დროს, შესაბამისი მაკორეგირებელი სათადარიგო სათვალეები უნდა იყოს დროულად ხელმისაწვდომი.
შენიშვნა: განმცხადებელს, რომელიც იყენებს კონტაქტურ ლინზებს, შესაძლებელია არ სჭირდებოდეს ყოველი განმეორებითი გამოკვლევის დროს არაკორგირებული მხედველობის სიმახვილის გამოკვლევა, თუ არსებობს ინფორმაცია მისთვის გამოწერილი კონტაქტური ლინზების შესახებ.
3. დიდი რეფრაციული ცდომილების მქონე განმცხადებლებმა, უნდა გამოიყენონ კონტაქტური ლინზები ან მაღალინდექსიანი მხედველობის ლინზები;
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ გამოიყენება სათვალე, საჭიროა მაღალინდექსიანი მხედველობის ლინზები, რომლებიც მინიმალურად ახდენდენ მხედველობის ველების დეფორმაციას.
შენიშვნა: იმ განმცხადებელს, რომელსაც, თითოეულ თვალში დისტანციური მხედველობის სიმახვილე კორექციის გარეშე აქვს 660 ნაკლები, მოეთხოვება, რომ უზრუნველყოს სრული ოფთალმოლოგიური გამოკვლევა, საწყის სამედიცინო შეფასებამდე და შემდეგ ყოველ 5 წელში ერთხელ.
შენიშვნა: იმ კვლევების მიზანი, რომელიც ტარდება ოფთალმოლოგიური კვლევის დროს, მდგომარეობს იმაში, რომ დავრწმუნდეთ მხედველობის ნორმალურ ფუნქციაში და გამოვავლინოთ ნებისმიერი მნიშნვნელოვანი პათოლოგია.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალები მონოკულარული მხედველობის განმცხადებლების შეფასებისათვის იხილეთ საავიაციო მედიცინის სახელმძღვანელოში (დოკ. 8984).
4. განმცხადებლები, რომლებმაც გაიარეს თვალის ქირურგიული მკურნალობა, შესაძლებელია შეფასდნენ როგორც არაჯანმრთელნი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ არ აღენიშნებათ გართულება, რომელიც ზეგავლენას მოახდენს მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების უსაფრთხო განხორციელებაზე.
5. განმცხადებელს მაკორეგირებელი ლინზების ტარებისას, უნდა შეეძლოს კითხვა №5 ცხრილის (ან მისი შესატყვისის) 30-50 სმ-ის დაშორებით და №14 ცხრილის (ან მისი შესატყვისის) 100 სმ-ით დაშორებული მანძილიდან. თუ ეს მოთხოვნები არის დამაკმაყოფილებელი მხოლოდ ახლო მანძილზე, მხედველობის კორექციისათვის, მაშინ განმცხადებელი შეიძლება შეფასდეს ჯანმრთელად იმ პირობით, როცა ახლო მანძილზე მხედველობის ასეთი კორექცია ემატება უკვე გამოწერილი სათვალეებით კორექციას. თუ ასეთი კორექცია არ ხორციელდება, მაშინ მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებისას, მათ ხელმისაწვდომ ადგილზე უნდა ჰქონდეთ ახლომხედველობის მაკორეგირებელი სათადარიგო სათვალე. იმ შემთხვევაში, თუ მოითხოვება მხედველობის კორექცია ახლო მანძილზე, განმცხადებელი ადასტურებს, რომ მისთვის საკმარისია ერთი წყვილი სათვალე, იმ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რომელიც ეხება როგორც ახლო, ისე შორსმხედველობას.
შენიშვნა: მიმართეთ №5 და №14 ცხრილში გამოყენებულ შრიფტს. სხვა დეტალებისათვის მიმართეთ საავიაციო მედიცინის სახელმძღვანელოს (დოკ.8984).
შენიშვნა: განმცხადებელმა, რომელსაც მოეთხოვება მხედველობის კორექცია ახლო მანძილზე, იმისათვის რომ შეესაბამებოდეს ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, შეიძლება მოეთხოვოს ლინზები, ზედა ნახევარსფეროს გარეშე, ბიფოკალური ან შესაძლებელია მონოფოკალური ან მულტიფოკალური, რომ წაიკითხოს ხელსაწყოების მონაცემები და რუქა ან სახელმძღვანელო, რომელიც უჭირავს ხელში, და ასევე უყუროს დიდ მანძილს, გვერდითა მინის მეშვეობით, სათვალის მოუხსნელად. მხედველობის უნიფოკალური კორექცია ახლო მანძილზე, (სათვალეები მხოლოდ ერთი ძალის, კითხვის შესაბამისი) მნიშვნელოვნად ამცირებს დისტანციური მხედველობის სიმახვილეს და ამიტომ არ არის ნებადართული.
შენიშვნა: ყველა შემთხვევაში, როდესაც განმცხადებელს მოეთხოვება მაკორეგირებელი ლინზების მიღება ან ჩანაცვლება, საფიქრებელია, რომ ის შეატყობინებს თვალის სპეციალისტს რეფრაქციის განსაზღვრული უკმარისობის შესახებ და სათვალის შერჩევის მანძილს, რომელიც აუცილებელია ვიზუალური სახელსაწყო დაფის ამოცანებისათვის, ეკიპაჟის კაბინაში, იმ საჰაერო ხომალდებზე, რომელზეც ამ განმცხადებელს მოუწევს ფრენა.
6. როდესაც მოითხოვება ახლომხედველობის კორექცია, შესაბამისი პარაგრაფის მიხედვით, აუცილებელია, რომ არსებობდეს სათვალის მეორე წყვილი, სასწრაფო გამოყენებისათვის, რომელიც აკორეგირებს მხედველობას ახლო დისტანციაზე.
7. განმცხადებელს უნდა ჰქონდეს ნორმალური მხედველობის ველები .
8. განმცხადებელს უნდა ჰქონდეს ნორმალური ბინოკულარული მხედველობა.
9. რედუცირებადი სტერეოპსისი (ბინოკულარული მხედველობის დაქვეითება), ანომალიური კონვერგენცია, რომელიც ზეგავლენას არ ახდენს ახლომხედველობაზე, და ოკულარული გადახრა, რომლის დროსაც ფუზიონალური დახასიათება გამორიცხავს ასთენოპიას და დიპლოპიას, არ არის მადისკვალიფიცირებელი.
მუხლი 78🔗
1. განმცხადებელი, რომელსაც არ ესმის წყნარ ოთახში, ორივე ყურში, საშუალო ხმამაღალი საუბარი, ზურგით შებრუნებული კომისიის წევრიდან 2 მეტრის მოშორებით, უნდა შეფასდეს როგორც არაჯანმრთელი.
2. წმინდა ტონალური აუდიომეტრით ტესტირებისას, განმცხადებელს არ უნდა აღენიშნებოდეს სმენის დაქვეითება თითოეულ ყურში 35 დეციბელზე მეტი 500, 1000 ან 2000 ჰერცის სიხშირეზე, ან 50 დეციბელი 3000 ჰერც სიხშირეზე.
შენიშვნა: განმცხადებლებმა, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სმენის სიმახვილის ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, უნდა გაიარონ შემოწმება, რომლის დროსაც მათი ჯანმრთელად შეფასება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ ნორმალური სმენის სიმახვილე ხმაურის ფონზე. შექმნილი ან იმიტირებული ჩვეულებრივი ხმაური საჰაერო ხომალდის კაბინაში, რომელიც ედება მეტყველებას ან რადიოსადგურის სიგნალს.
თავი XII
მესამე კლასის სამედიცინო მოთხოვნები
მუხლი 79🔗
1. განმცხადებლებს არ უნდა ჰქონდეთ სამედიცინო ისტორიით ან კლინიკური დიაგნოზით დადგენილი რაიმე სახის დაავადება ან უუნარობა, რამაც შესაძლებელია მიიყვანოს განმცხადებელი შრომის უნარის უეცარ დაკარგვამდე საჰაერო ხომალდის მართვის დროს ან უსაფრთხოდ განახორციელოს მასზე დაკისრებული უფლებამოსილებები.
2. განმცხადებელს არ უნდა ჰქონდეს სამედიცინო ისტორიაში ან კლინიკური დიაგნოზით დადგენილი შემდეგი:
ა) ორგანული მენტალური აშლილობა;
ბ) მენტალური ან ქცევითი მოშლილობა, რომელიც გამოწვეული ფსიქოაქტიური ნივთირების გამოყენებით: რომელიც ასევე გულისხმობს ალკოჰოლური ან სხვა რაიმე ფსიქოაქტიური ნივთირების დამოკიდებულობის სინდრომს;
გ) შიზოფრენიით, შიზოტიპური ან დელუციური აშლილობით;
დ) ხასიათის მოშლილობა;
ე) ნევროტიკული მოშლილობა, დაკავშირებული სტრესთან ან სომატოფობურ აშლილობასთან;
ვ) ქცევითი მოშლილობა, რომელიც დაკავშირებულია ფიზიოლოგიურ დარღევევასთან ან ფიზიკურ ფაქტორეთან;
ზ) ზრდასრული ასაკში პერსონალური ან ქცევითი აშლილობა, განსაკუთრებით, თუ ის ვლინდება განმეორებით ცალსახად განსაზღვრულ მოქმედებაში;
თ) გონებრივი ჩამორჩენილობა;
ი) აშლილობა ფსიქიკურ განვითარებაში;
კ) მენტალური, ქცევითი ან ემოციური მოშლილობა, რომელიც დაეწყო ბავშვობაში ან ახალგაზრდობაში;
ლ) ფსიქიკური აშლილობა, რომელიც არაა სხვაგვარად განმარტებული.
რომლებმაც, შეიძლება განაპირობონ, განმცხადებლის უუნარობა, უსაფრთხოდ განახორციელონ მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილებები.
შენიშვნა: დეპრესიაში მყოფი განმცხადებლები, რომლებიც მკურნალობას იტარებენ ანტიდეპრესანტებით, მიჩნეული უნდა იქნენ არაჯანმრთელად, იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც სამედიცინო ექსპერტი, რომელსაც ხელი მიუწვდება აღნიშნული პირის მონაცემებზე, ფიქრობს, რომ კანდიდატის ასეთი მდგომარეობა, უარყოფითი ზეგავლენას არ მოახდენს, მოწმობით და რეინტინგით გათვალისწინებულ უფლებამოსილებების უსაფრთხოდ შესრულებაზე.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალები, იმ კანდიდატების შესაფასებლად, რომლებიც მკურნალობენ ანტიდეპრესანტებით, იხილეთ საავიაციო მედიცინის სახელმძღვანელოში (დოკ. 8984).
შენიშვნა: ფსიქიკური და ქცევითი აშლილობა განსაზღვრულია კლინიკური აღწერილობით და დიაგნოსტიკური რეკომენდაციებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, როგორც ნაჩვენებია „დაავადების და მასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის პრობლემების ინტერნაციონალურ სტატისტიკურ კლასიფიკაციაში’’ (10 გამოცემა ვოზ 1992). ეს დოკუმენტი შეიცავს დიაგნოსტიკური მოთხოვნების დეტალურ აღწერილობას, რომელიც შეიძლება იყოს სასარგებლო სამედიცინო შემოწმების წარმოებისას.
მუხლი 80🔗
1. განმცხადებლებს არ უნდა ჰქონდეს სამედიცინო ისტორიით ან კლინიკური დიაგნოზით დადგენილი შემდეგი:
ა) ნერვული სისტემის მოპროგრესირე ან არამოპროგრესირე დაავადებები, რამაც შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს მოწმობით განსაზღვრული უფლებამოსილებების უსაფრთხო განხორციელებაზე;
ბ) ეპილეფსია;
გ) გაურკვეველი მიზეზით ცნობიერების პერიოდული მოშლილობა.
2. განმცხადებელს, არ უნდა ჰქონდეს თავის რაიმე დაზიანება, რომელმაც შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით განსაზღვრული უფლებამოსილებების უსაფრთხო განხორციელებაზე.
მუხლი 81🔗
1. განმცხადებელს, არ უნდა აღენიშნებოდეს, გულის თანდაყოლილი და შეძენილი პათოლოგიები, რომელმაც შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით განსაზღვრული უფლებამოსილებების უსაფრთხო განხორციელებაზე.
2. განმცხადებელმა, რომელმაც გადაიტანა კორონალური არტერიების ქირურგიული ოპერაცია ან ანგიოპლასტი (სტენტიირებით ან მის გარეშე) ან სხვა ნებისმიერი კარდიალური ჩარევა ან ვისაც ისტორიაში აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი, ან ვისაც აღენიშნება სხვა კარდიოლოგიური დავადებები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შრომისუნარიანობის დაქვეითება, უნდა შეფასდეს როგორც არაჯანმრთელი , გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განმცხადებლის კარდიოლოგიური მდგომარეობა იქნა გამოკვლეული, შეფასებული საუკეთესო სამედიცინო პრაქტიკით და იქნება აღიარებული, რომ მისმა მდგომარეობამ არ შეიძლება უარყოფთი ზეგავლენა მოახდინოს მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებზე.
3. განმცხადებელი, არანორმალური კარდიალური რითმით, უნდა შეფასდეს როგორც არაჯანმრთელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განმცხადებლის კარდიოლოგიური მდგომარეობა იქნა გამოკვლეული, შეფასდება საუკეთესო სამედიცინო პრაქტიკით და დადგინდება, რომ მისმა მდგომარეობამ არ შეიძლება უარყოფთი ზეგავლენა მოახდინოს მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებზე.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალები გულ-სისხლძარღვთა სისტემის შესამოწმებლად იხილეთ საავიაციო მედიცინის სახელმძღვანელოში(დოკ. 8984).
4. ეკგ ტარდება მოწმობის განახლებისას 50 წლის შემდეგ 2 წელიწადში ერთხელ.
შენიშვნა:რეგულარული ეკგ-ს წარმოების მიზანს წარმოადგენს დაავადების აღმოჩენა. ის არ გვაძლევს საკმარის მტკიცებულებას, რომ კანდიდატს მივანიჭოთ დისკვალიფიკაცია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის შემდგომი დეტალური გამოკვლევის გარეშე.
5. სისტოლური და დიასტოლური სისხლის წნევა უნდა იყოს ნორმალურ საზღვრებში.
6. იმ მედიკამენტების გამოყენება, რომლითაც კონტროლდება წნევის მაღალი ციფრები, არის მადისკვალიფიცირებელი, გარდა იმ მედიკამენტებისა, რომლებიც საფრთხეს არ უქმნიან მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების უსაფრთხო განხორციელებას.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალები ზემოთ აღნიშნულის შესახებ იხილეთ საავიაციო მედიცინის სახელმძღვანელოში(დოკ. 8984).
7. გულ-სისხლძარღვთა სისტემას არა აქვს რაიმე სერიოზული ფუნქციონალური ან სტრუქტურული დარღვევები.
მუხლი 82🔗
1. განმცხადებელს არ უნდა ჰქონდეს ფილტვის მწვავე უკმარისობა ან ფილტვის, შუასაყარის და პლევრის სტრუქტურის რაიმე აქტიური დაზიანება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შრომისუნარიანობის სიმპტომების გამოვლენა მუშაობისას ჩვეულ ან ავარიულ პირობებში.
შენიშვნა: გულმკერდის პერიოდული რადიოგრაფია უნდა იყოს პირველადი და პერიოდული გამოკვლევების ნაწილი, იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელია ასიმტომატურად მიმდინარე ფილტვის დაავადებები.
2. განმცხადებელი, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებით, უნდა შეფასდეს არაჯანმრთელად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განმცხადებლის მდგომარეობა იქნა გამოკვლეული, შეფასებული საუკეთესო სამედიცინო პრაქტიკით და აღიარებული იქნება, რომ მისმა მდგომარეობამ არ შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებების უსაფრთხო განხორციელებაზე.
3. განმცხადებელი ასთმით, რომელიც ხასიათდება მნიშვნელოვანი სიმპტომებით ან რომელმაც შეიძლება მიგვიყვანოს შრომისუნარიანობის დაკარგვამდე მუშაობის ჩვეულ ან ავარიულ პირობებში, ითვლება არაჯანმრთელად.
4. იმ მედიკამენტების გამოყენება, რომლითაც კონტროლდება ასთმა, არის მადისკვალიფიცირებელი, გარდა იმ მედიკამენტებისა, რომლებიც საფრთხეს არ უქმნიან მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების უსაფრთხო განხორციელებას.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალები მედიკამენტების და ნარკოტიკული ნივთიერებების საშიში მოქმედების შესახებ იხილეთ საავიაციო მედიცინის სახელმძღვანელოში(დოკ. 8984).
5. განმცხადებელი, ფილტვის აქტიური ტუბერკულიოზით, უნდა შეფასდეს როგორც არაჯანმრთელი.
6. განმცხადებელი, ფილტვის არააქტიური, მაგრამ განკურნებული დაავადებით, რომელიც იყო დიაგნოსტირებული ან სავარაუდოდ დიაგნოსტირებული ტუბერკულოზით, შეიძლება იყოს შეფასებული როგორც ჯანმრთელი.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალები რესპირატორული დაავადებების შესახებ იხილეთ საავიაციო მედიცინის სახელმძღვანელოში(დოკ. 8984).
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალები მედიკამენტების და ნარკოტიკული ნივთიერებების საშიში მოქმედების შესახებ იხილეთ საავიაციო მედიცინის სახელმძღვანელოში (დოკ. 8984).
მუხლი 83🔗
განმცხადებელს არ უნდა ჰქონდეს თიაქარი, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს უუნარობის სიმპტომები, აფრენის დროს.
მუხლი 84🔗
1. განმცხადებლები, დიგესტიური ტრაქტის ან მისი დანამატების მნიშვნელოვანი დაზიანებით, უნდა შეფასდენ როგორც არაჯანმრთელნი.
2. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე დაავადებით, ან ქირურგიული ოპერაციებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ან მის დანამატ ორგანოებზე, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს შრომისუნარიანობის დაქვეითება ფრენის დროს, კერძოდ, ნებისმიერი გაუვალობა, შევიწროების ან ზეწოლის გამო, უნდა შეფასდეს როგორც არაჯანმრთელი.
შენიშვნა: განმცხადებელი, რომელმაც გაიკეთა დიდი მასშტაბის ქირურგიული ოპერაცია სანაღვლე გზებზე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ან მის დანამატ ორგანოებზე, ტოტალური ან ნაწილობრივი ამოკვეთით ან მათი გადახრით, უნდა შეფასდეს არაჯანმრთელად, მანამდე ვიდრე სამედიცინო ექსპერტი, რომელსაც ექნება საშუალება დეტალურად გაეცნოს ზემოთ აღნიშნულ ოპერაციას და გამოიტანს დასკვნას, რომ ოპერაციის შედეგებმა არ შეიძლება გამოიწვიოს შრომისუნარის დაქვეითება ფრენის დროს.
მუხლი 85🔗
1. განმცხადებლები, მეტაბოლური, კვებითი ან ენდოკრინული დისფუნქციით, უნდა შეფასდნენ არაჯანმრთელად, იმ შემთხვევაში, თუ ის ზეგავლენას ახდენს მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების უსაფრთხო განხორციელებაზე.
2. განმცხადებელი, ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტით, უნდა შეფასდეს არაჯანმრთელად.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალები იმ განმცხადებლებთან მიმართებაში, რომელსაც აქვს მეორე ტიპის ინსულინდამოკიდებული დიაბეტი, იხილეთ საავიაციო მედიცინის სახელმძღვანელოში (დოკ. 8984).
3. შაქრიანი დიაბეტის მქონე განმცხადებლები, რომლებიც არ საჭიროებენ ინსულინს, შესაძლებელია შეფასდნენ როგორც არაჯანმრთელნი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დიაბეტი დამაკმაყოფილებლად კონტროლდება მხოლოდ დიეტით ან დიეტით ორალურ ანტიდიაბეტიკთან ერთად, რომლის მიღება თავსებადია მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების უსაფრთხო განხორციელებასთან.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალები იმ განმცხადებლებთან მიმართებაში, რომელთაც აქვთ დიაბეტი, იხილეთ საავიაციო მედიცინის სახელმძღვანელოში (დოკ. 8984).
მუხლი 86🔗
განმცხადებელი, სისხლის ან ლიმფური სისტემის დაავადებებით, უნდა შეფასდეს როგორც არაჯანმრთელი, იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც ადეკვატური გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მათი მდგომარეობა არ ეწინააღმდეგება მათი მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების უსაფრთხო განხორციელებას.
შენიშვნა: ნამგლისებური უჯრედების სიჭარბე ან სხვა გემოგლობინოპათიური ნიშნები, როგორც წესი, არ ეწინააღმდეგება განმცხადებლის ჯანმრთელად აღიარებას.
მუხლი 87🔗
1. განმცხადებლები, თირკმლის ან შარდსასქესო ტრაქტის დაავადებით, უნდა შეფასდენ როგორც არაჯანმრთელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ ჩაიტარეს ადეკვატური კვლევები და დადაგინდა, რომ ის ზეგავლენას არ ახდენს მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების უსაფრთხო განხორციელებაზე.
2. შარდის გამოკვლევა უნდა იყოს სამედიცინო გამოკვლევების ნაწილი და გადახრები ანალიზში უნდა იყოს გამოკვლეული ადეკვატურად.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალები შარდის ანალიზის და მასში გადახრის დროს გამოკვლევის შესახებ ინფორმაცია იხილეთ საავიაციო მედიცინის სახელმძღვანელოში (დოკ. 8984).
3. განმცხადებლები, თირკმლის ან შარდსასქესო ტრაქტის მწვავე დავადებებით ან ქირურგიული ოპერაციებით, კერძოდ, ნებისმიერი გაუვალობა, შევიწროების ან ზეწოლის გამო, უნდა შეფასდეს როგორც არაჯანმრთელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განმცხადებლის მდგომარეობა იქნა გამოკვლეული, შეფასდება საუკეთესო სამედიცინო პრაქტიკით და აღიარებული იქნება, რომ მისმა მდგომარეობამ არ შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებების უსაფრთხო განხორციელებაზე.
4. განმცხადებელი, რომელსაც წარმოებული აქვს ნეფრექტომია, უნდა შეფასდეს არაჯანმრთელად, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ის არ არის კარგად კომპენსირებული.
მუხლი 88🔗
განმცხადებელი, რომელსაც აქვს ადამიანის სეროპოზიტიურიიმუნოდეფიციტური ვირუსი (ვიჩ) უნდა შეფასდეს არაჯანმრთელად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განმცხადებლის მდგომარეობა იქნა გამოკვლეული, შეფასებული საუკეთესო სამედიცინო პრაქტიკით და აღიარებული იქნება, რომ მისმა მდგომარეობამ არ შეიძლება უარყოფთი ზეგავლენა მოახდინოს მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებების უსაფრთხოდ განხორციელებაზე.
შენიშვნა: აივ ინფექციის ადრეული დიაგნოსტიკა და აქტიური მენეჯმენტი, ანტირეტროვირუსული თერაპიის დახმარებით, აუმჯობესებს ზოგად სურათს და დაავადების მიმდინარეობის პროგნოზს, რითაც ამაღლებს შანსს, რომ განმცხადებელი გახდეს ვარგისი.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალები, აივ ინფექციის მატარებელი განმცხადებლების შეფასებისათვის, იხილეთ საავიაციო მედიცინის სახელმძღვანელოში (დოკ. 8984).
მუხლი 89🔗
1. ორსული განმცხადებელი, უნდა შეფასდეს არაჯანმრთელად , გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სამეანო გამოკვლევით და მუდმივი სამედიცინო დაკვირვებით აღინიშნება გაურთულებელი ორსულობა, რისკის დაბალი ალბათობით.
შენიშვნა: განმცხადებლების ვარგისობა, რომლებსაც აღენიშნება გაურთულებელი ორსულობა, რისკის დაბალი ალბათობით, რომელმაც მიიღო შეფასება მის მიერ წაყენებული მოთხოვნების საფუძველზე, შეიძლება შეიზღუდოს პერიოდით ორსულობის 12–26 კვირა.
2. განმცხადებელს მშობიარობის შემდეგ ან ორსულობის შეწყვეტის შემდეგ, არ ეძლევა უფლება განახორციელოს მოწმობით განსაზღვრული უფლებამოსილებები, მანამდე, სანამ არ გაივლის განახლების სამედიცინო გამოკვლევებს, საუკეთესო სამედიცინო პრაქტიკაზე დაყრდნობით და არ დადგინდება, რომ მას აქვს უნარი უსაფრთხოდ განახორციელოს მოწმობით განსაზღვრული უფლებამოსილებები.
მუხლი 90🔗
განმცხადებლებს, არ უნდა ჰქონდეთ ძვლების, სახსრების, კუნთების ან მყესების და მასთან დაკავშირებული სტრუქტურების ანომალია, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს გამოსაყენებელი მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით განსაზღვრული უფლებამოსილებების უსაფრთხოდ განხორციელებაზე.
შენიშვნა: როგორც წესი, ძვლების, სახსრების, კუნთების და მყესების დაზიანების შემდეგ ნებისმიერი გართულების დროს, ასევე განმცხადებლის ვარგისიანობის განსაზღვრის მიზნით, ზოგიერთი ანატომიური დეფექტების არსებობისას, აუცილებელია განმცხადებლის ფუნქციონალური შეფასება.
მუხლი 91🔗
განმცხადებელს, არ უნდა ჰქონდეს ყურის ან მასთან დაკავშირებულ სტრუქტურების რაიმე ანომალია ან დაავადება, რომელიც ზეგავლენას მოახდენს მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების უსაფრთხო განხორციელებაზე.
მუხლი 92🔗
განმცხადებელს არ უნდა ჰქონდეს ცხვირ-ხახის ობსტრუქცია, პირის ღრუს ან ზედა სასუნთქი გზების რაიმე დეფექტი ან დაავადება, რომელიც ზეგავლენას მოახდენს მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების უსაფრთხო განხორციელებაზე.
მუხლი 93🔗
განმცხადებელი, რომელსაც აღენიშნება მეტყველების სერიოზული ხასიათის დარღვევა, იმდენად რომ, ის პრობლემას წარმოადგენს ურთიერთობისათვის, ითვლება უვარგისად.
მუხლი 94🔗
1. სამედიცინო გამოკვლევა უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) განმცხადებელს თვალები და მისი დანამატი ორგანოები უნდა ჰქონდეს ნორმალური. მას არ უნდა ჰქონდეს მწვავე ან ქრონიკული, აქტიური პათოლოგიური მდგომარეობა, ან რაიმე გართულება, ტრამვის ან ოპერაციული მკურნალობის შემდგომი, რამაც შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს განმცხადებლის მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა უსაფრთხოდ განხორციელებაზე;
ბ) შორსმხედველობის სიმახვილე კორექციით ან მის გარეშე უნდა იყოს: თითოეულ თვალში დამოუკიდებლად 6/9 ან უკეთესი, ხოლო ბინოკულარული მხედველობის სიმახვილე კი 6/6 ან უკეთესი; არანაირი საზღვარი არ დგინდება არაკორექტირებულ მხედველობის სიმახვილესთან მიმართებაში. თუ მხედველობის ასეთი სიმახვილე მიიღწევა მხოლოდ მაკორეგირებელი ლინზების დახმარებით, განმცხადებელი შეიძლება გახდეს ვარგისი იმ პირობით, თუ:
ბ.ა) ასეთი მაკორეგირებელი ლინზებს განმცხადებელი ატარებს მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა უსაფრთხოდ განხორციელების დროს;
ბ.ბ) გარდა ამისა, განმცხადებლის მიერ მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელების დროს, შესაბამისი მაკორეგირებელი სათადარიგო სათვალეები უნდა იყოს დროულად ხელმისაწვდომი;
შენიშვნა: ითვლება, რომ განმცხადებლები, რომლებიც აკმაყოფილებენ, მათ მიერ წაყენებულ მოთხოვნებს, აგრძელებენ მათ განხორციელებას, იმ შემთხვევის გარდა, თუ არ არსებობს მიზეზი, რომელიც არის საეჭვო, რის გამოც უფლებამოსილი ხელისუფალი სერტიფიკატის გასაცემად ითხოვს ოფთალმოლოგიური კვლევის შედეგების წარდგენას. პირობები, რომელიც მიუთითებს ოფთალმოლოგიური კვლევის მიღების აუცილებლობას, მოიცავს მხედველობის სიმახვილის მნიშვნელოვან დაკლებას, კორექციის გარეშე, მხედველობის სიმახვილის ნებისმიერი ხარისხით დაქვეითებას და მაქსიმალურად კორეგირებული მხედველობას, თვალის დაავადებებს, თვალის დაზიანებას ან მის ქირურგიას;
გ) განმცხადებელმა შეიძლება გამოიყენოს კონტაქტური ლინზები, რომ შეესაბამებოდეს ამ მოთხოვნებს, იმ პირობით, რომ:
გ.ა) ლინზები უნდა იყოს მონოფოკალური და დაუფერავი;
გ.ბ) ლინზები უნდა იყოს კარგად შესაგუებელი;
გ.გ) გარდა ამისა, განმცხადებლის მიერ, მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელების დროს, შესაბამისი მაკორეგირებელი სათადარიგო სათვალეები უნდა იყოს დროულად ხელმისაწვდომი;
შენიშვნა: განმცხადებელს, რომელიც იყენებს კონტაქტურ ლინზებს, შესაძლებელია არ სჭირდებოდეს ყოველი განმეორებითი გამოკვლევის დროს, არაკორეგირებული მხედველობის სიმახვილის გამოკვლევა, თუ არსებობს ინფორმაცია მისთვის გამოწერილი კონტაქტური ლინზების შესახებ;
დ) დიდი რეფრაციული ცდომილების მქონე განმცხადებლებმა უნდა გამოიყენონ კონტაქტური ლინზები ან მაღალინდექსიანი მხედველობის ლინზები;
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ გამოიყენება სათვალე, საჭიროა მაღალინდექსიანი მხედველობის ლინზები, რომლებიც მინიმალურად ახდენდენ მხედველობის ველების დეფორმაციას.
შენიშვნა: იმ განმცხადებელს, რომელსაც, თითოეულ თვალში დისტანციური მხედველობის სიმახვილე კორექციის გარეშე აქვს 660 ნაკლები, მოეთხოვება, რომ უზრუნველყოს სრული ოფთალმოლოგიური გამოკვლევა, საწყის სამედიცინო შეფასებამდე და შემდეგ ყოველ 5 წელში ერთხელ.
შენიშვნა: იმ კვლევების მიზანი, რომელიც ტარდება ოფთალმოლოგიური კვლევის დროს, მდგომარეობს იმაში რომ, დავრწმუნდეთ მხედველობის ნორმალურ ფუნქციაში და გამოვავლინოთ ნებისმიერი მნიშნვნელოვანი პათოლოგია.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალები მონოკულარული მხედველობის განმცხადებლების შეფასებისათვის იხილეთ საავიაციო მედიცინის სახელმძღვანელოში (დოკ. 8984).
ე) განმცხადებლები, რომლებმაც გაიარეს თვალის ქირურგიული მკურნალობა, რომელმაც შეცვალა თვალის რეფრაქცია, შესაძლებელია შეფასდნენ, როგორც ჯანმრთელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ აღენიშნებათ გართულება, რომელიც ზეგავლენას მოახდენს მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების უსაფრთხო განხორციელებაზე;
ვ) განმცხადებელს მაკორეგირებელი ლინზების ტარებისას, უნდა შეეძლოს კითხვა №5 ცხრილის (ან მისი შესატყვისის) 30-50 სმ-ის დაშორებით და №14 ცხრილის (ან მისი შესატყვისის) 100 სმ-ით დაშორებული მანძილიდან. თუ ეს მოთხოვნები არის დამაკმაყოფილებელი მხოლოდ ახლო მანძილზე, მხედველობის კორექციისათვის, მაშინ განმცხადებელი შეიძლება შეფასდეს ჯანმრთელად, იმ პირობით, როცა ახლო მანძილზე მხედველობის ასეთ კორექციას ემატება უკვე გამოწერილი სათვალეებით კორექციას თუ ასეთი კორექცია არ ხორციელდება, მაშინ მოწმობითა და საკვალიფიკაციო აღნიშვნებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებისას, მათ ხელმისაწვდომ ადგილზე უნდა ჰქონდეთ ახლომხედველობის მაკორეგირებელი სათადარიგო სათვალე. იმ შემთხვევაში, თუ მოითხოვება მხედველობის კორექცია ახლო მანძილზე, განმცხადებელი ადასტურებს, რომ მისთვის საკმარისია ერთი წყვილი სათვალე, იმ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რომელიც ეხება როგორც ახლო, ისე შორსმხედველობას;
შენიშვნა: მიმართეთ №5 და №14 ცხრილში გამოყენებულ შრიფტს. სხვა დეტალებისათვის მიმართეთ საავიაციო მედიცინის სახელმძღვანელოს (დოკ.8984).
შენიშვნა: განმცხადებელს, რომელსაც მოეთხოვება მხედველობის კორექცია ახლო მანძილზე, იმისათვის, რომ შეესაბამებოდეს ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, შეიძლება მოეთხოვოს ლინზები, ზედა ნახევარსფეროს გარეშე, ბიფოკალური ან შესაძლებელია მონოფოკალური ან მულტიფოკალური, რომ წაიკითხოს ხელსაწყოების მონაცემები და რუკა ან სახელმძღვანელო, რომელიც უჭირავს ხელში, და ასევე უყუროს დიდ მანძილს, გვერდითა მინის მეშვეობით, სათვალის მოუხსნელად. მხედველობის უნიფოკალური კორექციისას ახლო მანძილზე (სათვალეები მხოლოდ ერთი ძალის, კითხვის შესაბამისი) შეიძლება იყოს მისაღები საჰაერო მეთვალყურის ზოგიერთი მოვალეობათა განხორციელებისას. თუმცა მხედველობის უნიფოკალური კორექცია ახლო მანძილზე მნიშვნელოვნად ამცირებს დისტანციური მხედველობის სიმახვილეს.
შენიშვნა: ყველა შემთხვევაში, როდესაც განმცხადებელს მოეთხოვება მაკორეგირებელი ლინზების მიღება ან ჩანაცვლება, საფიქრებელია, რომ ის შეატყობინებს თვალის სპეციალისტს რეფრაქციის განსაზღვრული უკმარისობის შესახებ და სათვალის შერჩევის მანძილს, რომელიც აუცილებელია, საჰაერო მოძრაობის მართვის დროს,შესაძლო ფუნქციის განხორციელებისას.
ზ) როდესაც მოითხოვება ახლომხედველობის კორექცია, შესაბამისი პარაგრაფის მიხედვით, აუცილებელია, რომ არსებობდეს სათვალის მეორე წყვილი, სასწრაფო გამოყენებისათვის, რომელიც აკორეგირებს მხედველობას ახლო დისტანციაზე;
თ) განმცხადებელს უნდა ჰქონდეს ნორმალური მხედველობის ველები;
ი) განმცხადებელს უნდა ჰქონდეს ნორმალური ბინოკულარული მხედველობა;
კ) ბინოკულარული მხედველობის დაქვეითება, ანომალიური კონვერგენცია, რომელიც ზეგავლენას არ ახდენს ახლო მხედველობაზე, და ოკულარული გადახრა, რომლის დროსაც ფუზიონალური დახასიათება გამორიცხავს ასთენოპიას და დიპლოპიას, არ არის მადისკვალიფიცირებელი.
მუხლი 95🔗
1. წმინდა ტონალური აუდიომეტრით ტესტირებისას, განმცხადებელს არ უნდა აღენიშნებოდეს სმენის დაქვეითება თითოეულ ყურში 35 დეციბელზე მეტი 500, 1000 ან 2000 ჰერცის სიხშირეზე, ან 50 დეციბელი 3000 ჰერც სიხშირეზე.
2. განმცხადებლები, ზემოთაღნიშნული სმენის დაქვეითებით შეიძლება მიჩნეული იქნეს ჯანმრთელად, თუ მას აქვს ნორმალური სმენის სიმახვილე ხმაურის ფონზე, რომელიც შექმნილია ან იმიტირებულია საჰაერო მეთვალყურის სამუშაო ადგილზე.
შენიშვნა: უცხო ხმაურის სიხშირის სპექტრი განისაზღვრება, იმ ზომით, რამდენადაც საკმარისად არის წარმოდგენილი 600- დან 4800 ჰერცამდე სიხშირის დიაპაზონი ( მეტყველების სიხშირის დიაპაზონი)
შენიშვნა: სამეტყველო მასალის ტექსტისათვის ხმაურის პირობებში, როგორც წესი, გამოიყენება როგორც საავიაციო ტექსტი, ასევე ფონეტიკურად დაბალანსებული სიტყვები.
3. ალტერნატივის სახით შეიძლება წარმოებულ იქნეს სმენის პრაქტიკული შემოწმება საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანოს სამუშაო პირობებში, განმცხადებლის მოწმობით და კვალიფიკაციით გათვალისწინებული უფლებამოსილებათა განხორციელებისას.
დანართი №1
საქართველოს სამოქალაქო
ავიაციის სპეციალისტის
სამედიცინო სერტიფიკატი
MEDICAL CERTIFICATE
OF THE CIVIL AVIATION
SPECIALIST OF GEORGIA