განჩინება შპს ”კავკასიის დიდი ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია-ოფიციალურ გამოცემათა სამსახური”ს განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/14229-13
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/10/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/14229-13

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

 

2013 წლი ს 7 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ბესიკ სისვაძე

 

განმცხადებელი: შპს „კავკასიის დიდი ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია-ოფიციალურ გამოცემათა სამსახური”(ს/კ 204523079)

წარმომადგენელი: შპს „რეაბილიტაცია” (ს/კ 206096419; დირექტორი) _ დირექტორის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი გიორგი ზღუდაძე

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2013 წლის 2 ოქტომბერს განცხადებით მიმართა შპს „კავკასიის დიდი ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია-ოფიციალურ გამოცემათა სამსახურის” დირექტორის - შპს „რეაბილიტაციის” დირექტორმა გიორგი ზღუდაძემ და ითხოვა შპს „კავკასიის დიდი ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია-ოფიციალურ გამოცემათა სამსახურის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

განმცხადებელი განმარტავს, რომ მოვალე შპს „კავკასიის დიდი ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია-ოფიციალურ გამოცემათა სამსახურს” ჰყავს შვიდი არაუზრუნველყოფილი კრედიტორი, რომელთა მოთხოვნათა ჯამი შეადგენს 123480,43 ლარს. მოვალე საწარმოს აქტივი განისაზღვრება სალდირებული ზედმეტობის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ არსებული დებიტორული დავალიანებით, რომელიც შეადგენს 1184,12 ლარს და მოძრავი ნივთებით, მათ შორისაა - ფერადი ასლგადამღები მანქანა, ფერადი საბეჭდი აპარატი, დამბროშურებელი მანქანა, ლინგაფონის სისტემა, 4 ცალი მაგიდა, ორკარიანი კარადა და მოვალის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება „გაზ 31029” (სახელმწიფო ნომერი „ვოვ-926”, ძარის ნომერი 4020045402).

განმცხადებლის მტკიცებით, მოვალეს არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები და ამასთან, უზრუნველყოს გაკოტრების საქმის წარმოებისათვის დამახასიათებელი საპროცესო ხარჯის დაფარვა.

სასამართლო გაეცნო განცხადებას, მასზე თანდართულ დოკუმენტებს და მიიჩნევს, რომ შპს „კავკასიის დიდი ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია-ოფიციალურ გამოცემათა სამსახურს”უარი უნდა ეთქვას განცხადებ ის სასამართლო წარმოებაში მიღებაზე შემდეგი სახის საფუძველთა არსებობის გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის
მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ხსენებული განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. იგივე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” აქვეყნებს განჩინებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

შპს „კავკასიის დიდი ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია-ოფიციალურ გამოცემათა სამსახურს” მისი ქონების სიმცირის და აქტივის დაბალი ღირებულების სამტკიცებლადსასამართლოსათვისწარდგენილი აქვს მთელი რიგი მტკიცებულებები. კერძოდ, წარმოდგენილია ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, სადაც აღნიშნულია, რომ საწარმოს ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვსსს „ბანკ რესპუბლიკაში ”. ამ ბანკის მიერ გაცემული საბანკო ანგარიშის ამონაწერით დადასტურებულია, რომ შპს ”კავკასიის დიდი ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია-ოფიციალურ გამოცემათა სამსახურს” 2013 წლის 29 სექტემბრის მდგომარეობით ანგარიშზე თანხა არ ერიცხება. განმცხადებლის მიერ ასევე წარმოდგენილია სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2013 წლის 24 სექტემბერს გაცემული ცნობა, რომ შპს „კავკასიის დიდი ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია-ოფიციალურ გამოცემათა სამსახურის” სახელზე რაიმე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება არ არის რეგისტრირებული. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 24 და 27 სექტემბრის ცნობ ებ ის თანახმად, შპს „კავკასიის დიდი ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია-ოფიციალურ გამოცემათა სამსახური” საჯარო რეესტრში არსებული განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული წიგნის მონაცემებით უძრავი ნივთის მესაკუთრედ არ არის რეგისტრირებული. განცხადებას თან ერთვის შპს „აუდიტ ცენტრის” მიერ 2010 წლის 19 მარტს გაცემული დასკვნა ქონების შეფასების თაობაზე, სადაც დღეისათვის მოვალის მიერ საკუთარი აქტივის შემადგენელ ქონებად დასახელებული მოძრავი ნივთების ღირებულებათა ჯამი ჯერ კიდევ 2010 წლის მარტის თვის მდგომარეობით შეადგენდა 3720 ლარს. თუ გავითვალისწინებთ მოვალე საწარმოს დირექტორის განმარტებას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ მოვალეს აქვს 1184,12 ლარის მოთხოვნის უფლება, შეიძლება ითქვას, რომ მოვალის ქონების (აქტივის) ღირებულება არ აღემატება 4904,12 ლარს.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინებით ინიშნება მეურვე. აღნიშნული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით მეურვის უფლებამოსილების განხორციელება დაკისრებული აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველოს სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - აღსრულების ეროვნულ ბიუროს. იგივე კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებით დამტკიცდა ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესი. ამ ნორმატიული აქტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განხორციელებისას მომსახურების გაწევის საფასური შეადგენს სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7%-ს, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა.

განსახილველ შემთხვევაში მოვალე შპს „კავკასიის დიდი ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია-ოფიციალურ გამოცემათა სამსახურის” აქტივის ღირებულება 4904,12 ლარია. გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში წინასწარ განჭვრეტადი ხარჯის ოდენობა არის მინიმუმ 5000 ლარი. ასეთ პირობებში ცხადი ხდება, რომ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყება არათუ ასეთი წარმოების მიზნის - მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრასა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რელიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედოტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების მიღწევის შესაძლებლობას უზრუნველყოფს, არამედ გაკოტრების წარმოებისათვის აუცილებელი ხარჯის დაფარვაც კი შეუძლებელია. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი თ გათვალისწინებული ის საფუძველი, რომელიც გამორიცხავს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებისშესაძლებლობას.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „კავკასიის დიდი ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია-ოფიციალურ გამოცემათა სამსახურს”(ს/კ 204523079) უარი ეთქვას მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.

2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორთაგან რომელიმე შპს „კავკასიის დიდი ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია-ოფიციალურ გამოცემათა სამსახურის”(ს/კ 204523079) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, შპს „კავკასიის დიდი ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია-ოფიციალურ გამოცემათა სამსახური”(ს/კ 204523079) გამოცხადდება გაკოტრებულად, რაც თავის მხრივგანაპირობებს მოვალე შპს „კავკასიის დიდი ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია-ოფიციალურ გამოცემათა სამსახურის”(ს/კ 204523079) რეგისტრაციის გაუქმებას.

3. კრედიტორთა ინფორმირების მიზნით განჩინება არაუგვიანეს 2013 წლის 11 ოქტომბრის ა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”.განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უნდა უზრუნველყოს შპს „კავკასიის დიდი ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია-ოფიციალურ გამოცემათა სამსახურმა”.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობ აში.

 

მოსამართლე  ბესიკ სისვაძე