„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ “ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1201
სარეგისტრაციო კოდი
280120000.22.026.016211
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/10/2013

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №1201

2013 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1

1. ბრძანების 32-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„32. სსიპ  – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში, ამ ჰოსპიტალში არსებული სამედიცინო მომსახურებით, მისი დებულების შესაბამისად, უფლება აქვთ ისარგებლონ:

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებს (კადეტებს);

ბ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კატეგორიის პირებს, თუ ისინი წარმოადგენენ:

ბ.ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილ სახელმწიფო კომპენსაციის/ პენსიის მიმღებ პირებს;

ბ.ბ) მარჩენალის გარდაცვალების გამო სახელმწიფო კომპენსაციის/პენსიის მიმღებ პირებს;

ბ.გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ.ა“ ქვეპუნქტებში განსაზღვრულ პირთა ოჯახის წევრებს (მეუღლე, შვილი, დედა, მამა);

ბ.დ) საბრძოლო მოქმედებების, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის დროს დაღუპულის  ოჯახის წევრებს (მეუღლე, შვილი, დედა, მამა);

 ბ.ე) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა კატეგორიის პირებს.“.

2. ბრძანების 38-ე და 381 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„38. სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში, თუ დადგენილი არ არის ამ ბრძანების 421 პუნქტით განსაზღვრული გარემოებები, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით: 

ა) მძიმე დაზიანება – 7000 ლარი;

ბ) ნაკლებად მძიმე დაზიანება – 3000 ლარი.

დაზიანების სიმძიმის ხარისხს განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი.

381. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლის დაჭრის/დასახიჩრების ან მისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში, თუ დადგენილი არ არის ამ ბრძანების 421 პუნქტით განსაზღვრული გარემოებები, თანამშრომელს სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად მიეცემა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით: 

ა) მძიმე დაზიანება – 7000 ლარი;

ბ) ნაკლებად მძიმე დაზიანება – 3000 ლარი.

დაზიანების სიმძიმის ხარისხს განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია