„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1469-Iს
სარეგისტრაციო კოდი
290000000.05.001.017182
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/10/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 31 მაისი, 1997, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 21-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მზღვეველის ან/და ადმინისტრატორის მიმართ გამოიყენოს ამ კანონით განსაზღვრული სანქციები;“.

2. 211  მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური უფლებამოსილია მზღვეველის ან/და ადმინისტრატორის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი სანქციები, თუ მზღვეველმა ან ადმინისტრატორმა:

ა) დაარღვია ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან სამსახურის ნებისმიერი ნორმატივი, ინსტრუქცია, წესი, მოთხოვნა, წერილობითი მითითება;

ბ) დაარღვია ანგარიშგების წარდგენის ვადა ან წარადგინა არასწორი ანგარიშგება და სხვა არაზუსტი ინფორმაცია;

გ) დაარღვია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.“;     

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მზღვეველისათვის ან/და ადმინისტრატორისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული სანქცია იძულებით აღსასრულებლად მიიქცევა კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.

3. 22-ე მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. მზღვეველი ვალდებულია სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში წერილობით აცნობოს სამსახურს და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.“.

4. 334  მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. თუ არსებული თანხა არ არის საკმარისი ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების სრულად დასაფარავად, მაშინ ყველა შესაბამისი ვადადამდგარი რიგის მოთხოვნა უნდა დაიფაროს ამ რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისა, რომლებიც იფარება სრულად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

4 ოქტომბერი 2013 წ.

N1469-Iს

რა შეცვალა ამ აქტმა (4 მუხლი)

დაზღვევის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.10.2013.
როდის იქნა მიღებული „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 04.10.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1469-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 290000000.05.001.017182.
რამდენი მუხლისგან შედგება „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.10.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1469-Iს, 04.10.2013, სარეგისტრაციო კოდი 290000000.05.001.017182 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.10.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2045009/