საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.10.2013
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №205
სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016048
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/10/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,053 სიტყვა · ~15 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (26)
აეროსტატი
ჰაერზე მსუბუქი საფრენი აპარატი, რომელიც მოძრაობაში მოდის ძალური დანადგარის გარეშე
მუხლი 2
ამოსაცნობი ნიშანი
რეგისტრაციის სახელმწიფოს მიერ კონკრეტული საჰაერო ხომალდისათვის მიკუთვნებული ნაციონალური და სარეგისტრაციო ნიშნების ერთობლიობა
მუხლი 2
დამამზადებელი სახელმწიფო
სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია იურისდიქცია იმ საწარმოზე, რომელიც პასუხისმგებელია საჰაერო ხომალდის საბოლოო აწყობაზე
მუხლი 2
დირიჟაბლი
ჰაერზე მსუბუქი საფრენი აპარატი, რომელიც მოძრაობაში მოდის ძალური დანადგარის მეშვეობით
მუხლი 2
ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი
საჰაერო ხომალდი, რომლის მონაცემებია:
მუხლი 2
მაქსიმალური ასაფრენი მასა
არაუმეტეს 750კგ
მუხლი 2
ადგილების რაოდენობა მფრინავების ჩათვლით
არაუმეტეს 2 სავარძელი
მუხლი 2
უმართავი ვარდნის დაწყების სიჩქარე
არაუმეტეს 85კმ/სთ.
მუხლი 2
თვითმფრინავი
ჰაერზე მძიმე საფრენი აპარატი, რომელიც მოძრაობაში მოდის ძრავის მეშვეობით და მისი ფრენისას ამწევი ძალა იქმნება ძირითადად უძრავი ზედაპირების აეროდინამიკური რეაქციის შედეგად
მუხლი 2
მოდიფიცირება
საჰაერო ხომალდის და/ან მისი მაკომპლექტებელი ნაკეთობების ტექნიკური მონაცემების გაუმჯობესების და/ან კონსტრუქციული ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით ჩატარებული სამუშაოების ერთობლიობა
მუხლი 2
ნაციონალური ნიშანი
ელექტროკავშირის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ რეგისტრაციის სახელმწიფოსათვის გამოყოფილი ნაციონალობის აღმნიშვნელი სიმბოლო
მუხლი 2
რეგისტრაციის სერტიფიკატი
რეგისტრაციის სახელმწიფოს მიერ სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში კონკრეტული საჰაერო ხომალდის რეგისტრირების დამადასტურებელი აღრიცხვის დოკუმენტი
მუხლი 2
რეგისტრაციის სახელმწიფო
სახელმწიფო, რომლის რეესტრშიც არის შეტანილი საჰაერო ხომალდი
მუხლი 2
საავიაციო ძრავა
ძრავა, რომელიც განკუთვნილია საჰაერო ხომალდის მოძრაობაში მოსაყვანად. ძრავის შემადგენლობაში შედის მისი ფუნქციონირების და კონტროლისათვის საჭირო კომპონენტები და მოწყობილობები, გარდა საჰაერო ხრახნისა (ასეთის გამოყენების შემთხვევაში)
მუხლი 2
სამოქალაქო საჰაერო ხომალდი
საჰაერო ხომალდი, რომელიც გამოიყენება სამოქალაქო ავიაციის მიზნებისათვის და შეტანილია სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში
მუხლი 2
სარეგისტრაციო ნიშანი
ციფრებისა და/ან ასოებისაგან შემდგარი სიმბოლო, რომელიც მიეკუთვნება კონკრეტულ საჰაერო ხომალდს სააგენტოს მიერ
მუხლი 2
სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრი
აღრიცხვის დოკუმენტი სამოქალაქო საჰაერო ხომალდების მონაცემთა სისტემური ერთობლიობის თაობაზე
მუხლი 2
საჰაერო ხომალდის ერთეული ეგზემპლარი
საჰაერო ხომალდი, რომელსაც არ ჰქონია და არც გააჩნია ტიპის სერტიფიკატი, არ წარმოებულა და არ იწარმოება სერიულად
მუხლი 2
ტექნიკური მომსახურება
საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად ცალ-ცალკე ან ერთობლივად ისეთი სამუშაოების ჩატარება, რომელიც მოიცავს აღმდგენ, შემოწმებით, გაუმართაობების აღმოფხვრის სამუშაოებს, ასევე მოდიფიცირების და/ან რემონტის პრაქტიკულ განხორციელებას
მუხლი 2
ტიპის სერტიფიკატი
საჰაერო ხომალდის ტიპის კონსტრუქციის განსაზღვრის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ეს კონსტრუქცია შეესაბამება ფრენის ვარგისობის დადგენილი ნორმების მოთხოვნებს
მუხლი 2
ფრენის ვარგისობის საექსპორტო სერტიფიკატი
აღრიცხვის საბუთი, რომელიც ადასტურებს, რომ სერტიფიკატში აღნიშნული ნაკეთობა სათანადოდ შემოწმებულია, ამ სერტიფიკატის გაცემის თარიღისათვის შეესაბამება იმპორტიორი სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფრენის ვარგისობის ნორმებს და აკმაყოფილებს იმპორტიორი ქვეყნის მიერ მიღებულ სპეციალურ მოთხოვნებს, გარდა ამ სერტიფიკატში აღნიშნული გამონაკლისებისა. საექსპორტო სერტიფიკატი არ იძლევა ნაკეთობის ექსპლუატაციის უფლებას.
მუხლი 2
შვეულმფრენი
ჰაერზე მძიმე საფრენი აპარატი, რომელიც ჰაერში მდებარეობას ინარჩუნებს არსებითად ვერტიკალური ღერძის გარშემო ძრავის საშუალებით მბრუნავი ერთი ან რამდენიმე მზიდი ხრახნის ჰაერთან ურთიერთქმედების შედეგად
მუხლი 2
ცეცხლგამძლე მასალა
მასალა, რომელიც მაღალ ტემპერატურას უძლებს როგორც ფოლადი, ან უფრო უკეთესად, იმ პირობით, თუ მისი ზომები ორივე შემთხვევაში შეესაბამება კონკრეტულ დანიშნულებას
მუხლი 2
ჰაერზე მსუბუქი საფრენი აპარატი
საფრენი აპარატი, რომელიც ჰაერში მდებარეობას ინარჩუნებს თავისი აეროსტატიკური ამწევი ძალის მეშვეობით
მუხლი 2
ჰაერზე მძიმე საფრენი აპარატი
საფრენი აპარატი, რომლის ამწევი ძალა იქმნება ძირითადად აეროდინამიკური ძალების ხარჯზე
მუხლი 2
ICAO
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №205 2013 წლის 11 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-9, 21-27-ე მუხლების, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის წესი“ №1-7 დანართებთან ერთად. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის წესი თავი I ძირითადი დებულებები. ტერმინების და ცნებების განმარტებები მუხლი 1🔗. ძირითადი დებულებები 1. საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის წესი (შემდგომ – წესი) შემუშავებულია საქართველოს საჰაერო კოდექსის, „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის III („საჰაერო ხომალდების ეროვნულობა“) და V („საჰაერო ხომალდების დაცვის პირობები“) თავების, ამ კონვენციის №7 („საჰაერო ხომალდების ნაციონალური და სარეგისტრაციო ნიშნები“) დანართის საფუძველზე. 2. წესი, ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ადგენს საქართველოში სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის – სერტიფიკატის გაცემის სამართლებრივ საფუძვლებს. 3.   წესის მოთხოვნები ვრცელდება იმ სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე, რომლებიც უნდა დარეგისტრირდნენ ან რეგისტრირებული არიან საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში. 4. წესის მოთხოვნების დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო). მუხლი 2🔗. ტერმინების და ცნებების განმარტებები ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს და ცნებებს, ამ წესის მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) აეროსტატიჰაერზე მსუბუქი საფრენი აპარატი, რომელიც მოძრაობაში მოდის ძალური დანადგარის გარეშე; ბ) ამოსაცნობი ნიშანი – რეგისტრაციის სახელმწიფოს მიერ კონკრეტული საჰაერო ხომალდისათვის მიკუთვნებული ნაციონალური და სარეგისტრაციო ნიშნების ერთობლიობა; გ) დამამზადებელი სახელმწიფო – სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია იურისდიქცია იმ საწარმოზე, რომელიც პასუხისმგებელია საჰაერო ხომალდის საბოლოო აწყობაზე; დ) დირიჟაბლიჰაერზე მსუბუქი საფრენი აპარატი, რომელიც მოძრაობაში მოდის ძალური დანადგარის მეშვეობით; ე) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდისაჰაერო ხომალდი, რომლის მონაცემებია: ე.ა) მაქსიმალური ასაფრენი მასა – არაუმეტეს 750კგ;   ე.ბ) შიგაწვის ძრავი – ერთი; ე.გ) ადგილების რაოდენობა მფრინავების ჩათვლით – არაუმეტეს 2 სავარძელი; ე.დ) უმართავი ვარდნის დაწყების სიჩქარე – არაუმეტეს 85კმ/სთ. ვ) თვითმფრინავიჰაერზე მძიმე საფრენი აპარატი, რომელიც მოძრაობაში მოდის ძრავის მეშვეობით და მისი ფრენისას ამწევი ძალა იქმნება ძირითადად უძრავი ზედაპირების აეროდინამიკური რეაქციის შედეგად; ზ) მოდიფიცირება – საჰაერო ხომალდის და/ან მისი მაკომპლექტებელი ნაკეთობების ტექნიკური მონაცემების გაუმჯობესების და/ან კონსტრუქციული ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით ჩატარებული სამუშაოების ერთობლიობა; თ) ნაციონალური ნიშანი – ელექტროკავშირის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ რეგისტრაციის სახელმწიფოსათვის გამოყოფილი ნაციონალობის აღმნიშვნელი სიმბოლო; ი) რეგისტრაციის სერტიფიკატი – რეგისტრაციის სახელმწიფოს მიერ სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში კონკრეტული საჰაერო ხომალდის რეგისტრირების დამადასტურებელი აღრიცხვის დოკუმენტი; კ) რეგისტრაციის სახელმწიფო – სახელმწიფო, რომლის რეესტრშიც არის შეტანილი საჰაერო ხომალდი; ლ) საავიაციო ძრავა – ძრავა, რომელიც განკუთვნილია საჰაერო ხომალდის მოძრაობაში მოსაყვანად. ძრავის შემადგენლობაში შედის მისი ფუნქციონირების და კონტროლისათვის საჭირო კომპონენტები და მოწყობილობები, გარდა საჰაერო ხრახნისა (ასეთის გამოყენების შემთხვევაში);   მ) სამოქალაქო საჰაერო ხომალდისაჰაერო ხომალდი, რომელიც გამოიყენება სამოქალაქო ავიაციის მიზნებისათვის და შეტანილია სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში;  ნ) სარეგისტრაციო ნიშანი – ციფრებისა და/ან ასოებისაგან შემდგარი სიმბოლო, რომელიც მიეკუთვნება კონკრეტულ საჰაერო ხომალდს სააგენტოს მიერ; ო) სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრი – აღრიცხვის დოკუმენტი სამოქალაქო საჰაერო ხომალდების მონაცემთა სისტემური ერთობლიობის თაობაზე; პ) საჰაერო ხომალდი (საფრენი აპარატი) - ნებისმიერი აპარატი, რომელიც ატმოსფეროში მდებარეობას ჰაერთან ურთიერთქმედების შედეგად ინარჩუნებს, დედამიწის ზედაპირიდან არეკლილ ჰაეროვან ურთიერთქმედების გამოკლებით, საჰაერო ხომალდებია: თვითმფრინავი, შვეულმფრენი, პლანერი და სხვა საშუალებები; ჟ) საჰაერო ხომალდის ერთეული ეგზემპლარისაჰაერო ხომალდი, რომელსაც არ ჰქონია და არც გააჩნია ტიპის სერტიფიკატი, არ წარმოებულა და არ იწარმოება სერიულად; რ) საჰაერო ხომალდის მესაკუთრე - პირი, რომელსაც გააჩნია საჰაერო ხომალდის განკარგვის უფლება; ს) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი - პირი, რომელსაც გააჩნია ამ საჰაერო ხომალდის  ექსპლუატაციის უფლება; ტ) საჰაერო ხომალდის იდენტიფიცირება - განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ განაცხადის მონაცემებთან საჰაერო ხომალდის შესაბამისობის დადგენა; უ) ტექნიკური მომსახურება – საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად ცალ-ცალკე ან ერთობლივად ისეთი სამუშაოების ჩატარება, რომელიც მოიცავს აღმდგენ, შემოწმებით, გაუმართაობების აღმოფხვრის სამუშაოებს, ასევე მოდიფიცირების და/ან რემონტის პრაქტიკულ განხორციელებას; ფ) ტიპის სერტიფიკატი – საჰაერო ხომალდის ტიპის კონსტრუქციის განსაზღვრის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ეს კონსტრუქცია შეესაბამება ფრენის ვარგისობის დადგენილი ნორმების მოთხოვნებს; ქ) ფრენის ვარგისობის სერტიფიკატი - საჰაერო ხომალდის ტიპის სერტიფიკატის და ფრენისათვის ვარგისობის ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი საბუთი; ღ) ფრენის ვარგისობის საექსპორტო სერტიფიკატი – აღრიცხვის საბუთი, რომელიც ადასტურებს, რომ სერტიფიკატში აღნიშნული ნაკეთობა სათანადოდ შემოწმებულია, ამ სერტიფიკატის გაცემის თარიღისათვის შეესაბამება იმპორტიორი სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფრენის ვარგისობის ნორმებს და აკმაყოფილებს იმპორტიორი ქვეყნის მიერ მიღებულ სპეციალურ მოთხოვნებს, გარდა ამ სერტიფიკატში აღნიშნული გამონაკლისებისა. საექსპორტო სერტიფიკატი არ იძლევა ნაკეთობის ექსპლუატაციის უფლებას.   ყ) შვეულმფრენიჰაერზე მძიმე საფრენი აპარატი, რომელიც ჰაერში მდებარეობას ინარჩუნებს არსებითად ვერტიკალური ღერძის გარშემო ძრავის საშუალებით მბრუნავი ერთი ან რამდენიმე მზიდი ხრახნის ჰაერთან ურთიერთქმედების შედეგად; შ) ცეცხლგამძლე მასალა – მასალა, რომელიც მაღალ ტემპერატურას უძლებს როგორც ფოლადი, ან უფრო უკეთესად, იმ პირობით, თუ მისი ზომები ორივე შემთხვევაში შეესაბამება კონკრეტულ დანიშნულებას; ჩ) ჰაერზე მსუბუქი საფრენი აპარატი – საფრენი აპარატი, რომელიც ჰაერში მდებარეობას ინარჩუნებს თავისი აეროსტატიკური ამწევი ძალის მეშვეობით; ც) ჰაერზე მძიმე საფრენი აპარატი – საფრენი აპარატი, რომლის ამწევი ძალა იქმნება ძირითადად აეროდინამიკური ძალების ხარჯზე; ძ) ICAO – სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია; წ) EASA - ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო. თავი II სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაცია მუხლი 3🔗. ზოგადი დებულებები 1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდს (შემდგომ – სხ) არ აქვს ფრენის უფლება, თუ ის რეგისტრირებული არ არის საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში (შემდგომ – სახელმწიფო რეესტრი) ან რეგისტრირებული არ არის სხვა სახელმწიფოს მიერ.  სახელმწიფო რეესტრის ფორმა განისაზღვრება ამ წესის დანართი №6-ის შესაბამისად. 2. სააგენტო ვალდებულია აწარმოოს სახელმწიფო რეესტრი, სადაც შეტანილი უნდა იქნეს საქართველოში რეგისტრირებული სამოქალაქო საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის სერტიფიკატში აღნიშნული ინფორმაცია. 3. საქართველოში სამოქალაქო სხ-ის სახელმწიფო რეგისტრაცია ხორციელდება, თუ: ა) სხ-ის მესაკუთრე  არის: ა.ა) საქართველოს/უცხო სახელმწიფოს ფიზიკური პირი; ა.ბ) საქართველოში/უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული იურიდიული პირი; ა.გ) საქართველო. ბ)  სხ-ს აქვს:    ბ.ა) 5700 კილოგრამზე მეტი მაქსიმალური ასაფრენი მასის თვითმფრინავისთვის  -  EASA-ს მიერ გაცემული/აღიარებული ტიპის სერტიფიკატი;    ბ.ბ) 5700 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის ან არაუმეტეს 19 სერტიფიცირებული სამგზავრო ადგილის მქონე თვითმფრინავებისთვის, შვეულმფრენებისთვის და თავისუფალი აეროსტატებისთვის -  ICAO-ს წევრი  სახელმწიფოს მიერ გაცემული ტიპის სერტიფიკატი;   ბ.გ) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდებისთვის -  ICAO-ს წევრი  სახელმწიფოს მიერ გაცემული ტიპის სერტიფიკატი ან ეკვივალენტური საბუთი. გ) სხ არ არის რეგისტრირებული სხვა რომელიმე სახელმწიფოს რეესტრში. დ) 34000 კილოგრამზე მეტი მაქსიმალური ასაფრენი მასის და 19-ზე მეტი სერტიფიცირებული სამგზავრო ადგილის მქონე სხ-ები შეესაბამება „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-16 დანართის პირველი ტომის მე-2 ნაწილის  სულ მცირე მე-3 თავის მოთხოვნებს. 3. ექსპერიმენტული და არასამრეწველო ხერხით (არასერტიფიცირებული პირის მიერ) დამზადებული სხ, ასევე საჰაერო ხომალდის ერთეული ეგზემპლარი არ ექვემდებარება სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციას. 4. სხ-ების სახელმწიფო რეესტრში შეტანას და რეგისტრაციის სერტიფიკატის (დანართი №2) გაცემას ახორციელებს სააგენტო. 5. სხ-ის რეგისტრაციის სერტიფიკატი გაიცემა უვადოდ. 6. სახელმწიფო რეესტრში სხ-ის შეტანის დღიდან ამ სხ-ის შესახებ სხვა სახელმწიფოს საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში ჩანაწერს საქართველო არ ცნობს. 7. სახელმწიფო რეესტრში შეტანილი სხ-ები როგორც საქართველოს საჰაერო სივრცეში, ისე მის ფარგლებს გარეთ, საფრენად დაიშვება მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. 8. ფრენის დროს სხ-ის რეგისტრაციის სერტიფიკატი უნდა იყოს სხ-ის ბორტზე. ამ სერტიფიკატის გარეშე სხ-ის ფრენა აკრძალულია. 9. სხ-ის სარეგისტრაციოდ წარდგენილი საბუთები სააგენტოში ინახება მისი სახელმწიფო რეგისტრაციის მთელი პერიოდის და სახელმწიფო რეესტრიდან ამოღებიდან 7 წლის განმავლობაში. 10. სახელმწიფო რეესტრში შეტანილ სხ-ს ენიჭება ამოსაცნობი ნიშანი, ამ წესის III თავის შესაბამისად. 11. სხ საფრენად არ დაიშვება, თუ მასზე არ არის ამ „წესის“ III თავით განსაზღვრული პირობებით დატანილი ამოსაცნობი ნიშანი. 12. სხ-ის მესაკუთრე/ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს: ა) სხ-ის სარეგისტრაციოდ სააგენტოში წარდგენილი მონაცემების სისწორე და სისრულე; ბ) სხ-ის იმ მონაცემების და მდგომარეობის შენარჩუნება, რაც შეესაბამება რეგისტრაციის სერტიფიკატში შეტანილ მონაცემებს; გ) სააგენტოს მიერ გაცემული სახომალდე საბუთების სათანადოდ შენახვა. 13. საქართველოში რეგისტრირებული სხ-ის განადგურების ან ექსპლუატაციიდან სამუდამოდ მოხსნის, ან სხვა ქვეყნის რეესტრში გადაცემის, ან საკუთრების უფლების, ან ექსპლუატანტის, ან ექსპლუატაციის პირობების, ან სახელმწიფო რეესტრში შეტანილ მონაცემებში ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, სხ-ის მესაკუთრე ან/და ექსპლუატანტი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს ამის თაობაზე. 14. თუ სახელმწიფო რეესტრში პირველად რეგისტრირდება სხ-ის ტიპი, სააგენტო ვალდებულია შეატყობინოს ამის თაობაზე სხ-ის დამამზადებელი სახელმწიფოს საავიაციო ხელისუფლებას. მუხლი 4🔗. საჰაერო ხომალდის სახელმწიფო რეგისტრაცია და რეგისტრაციის სერტიფიკატის გაცემა 1. სხ-ის მესაკუთრის ან ექსპლუატანტის (მესაკუთრის მიერ მასზე მინიჭებული უფლების შემთხვევაში)  მიერ სააგენტოს წარედგინება შემდეგი საბუთები: ა) განაცხადი (დანართი №1); ბ)  მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) სხ-ის საკუთრების უფლების დამადასტურებელი საბუთის დედანი ან დადგენილი წესით დამოწმებული მისი ასლი; დ) სხ-ის ექსპლუატაციის უფლების დამადასტურებელი საბუთის დედანი ან დადგენილი წესით დამოწმებული მისი ასლი (თუ განაცხადი შემოაქვს სხ-ის ექსპლუატანტს); ე) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან  (თუ მესაკუთრე/ექსპლუატანტი  იურიდიული პირია); ვ)  საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი (თუ მესაკუთრე/ექსპლუატანტი  ფიზიკური პირია);   ზ) ექსპორტიორი სახელმწიფოს მიერ გაცემული კონკრეტული სხ-ის ფრენის ვარგისობის სერტიფიკატი და/ან ფრენის ვარგისობის საექსპორტო სერტიფიკატი; თ) ექსპორტიორი სახელმწიფოს რეესტრიდან სხ-ის ამოღების სერტიფიკატი; 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბუთების სააგენტოში წარდგენა ხორციელდება სხ-ის იდენტიფიცირების შემდეგ. 3. განაცხადს ხელს აწერს: ა) იურიდიული პირის შემთხვევაში - მესაკუთრის/ექსპლუატანტის   წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი; ბ) ფიზიკური პირის შემთხვევაში - დაინტერესებული პირი. 4. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი შემოაქვს მესაკუთრის წარმომადგენელს, მაშინ დამატებით წარმოსადგენია სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი. 5. სხ-ის უფლებრივი დატვირთვის (გირაო) შემთხვევაში, სხ-ის მესაკუთრემ უნდა უზრუნველყოს სააგენტოს ინფორმირება ამის თაობაზე და წარმოადგინოს უფლებრივი დატვირთვის (გირაოს) დამადასტურებელი საბუთი, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო რეესტრში შეიტანება მონაცემები აღნიშნულ სხ-ზე არსებული უფლებრივი დატვირთვის (გირაოს) შესახებ. 6. სააგენტო არ არის ვალდებული გადაამოწმოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საბუთების ან ინფორმაციის ნამდვილობა. 7. სააგენტოში განმცხადებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საბუთის ან ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საბუთის ან ინფორმაციის მიმწოდებელ პირს. 8. წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე და სხ-ის იდენტიფიცირების შემდეგ,  დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ამ წესის მოთხოვნების გათვალისწინებით: ა) სხ გატარდება სახელმწიფო რეესტრში; ბ) სხ-ს ენიჭება ამოსაცნობი ნიშანი, რომელიც ჩაიწერება „სამოქალაქო საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის სერტიფიკატში“ და ამ წესის III თავით განსაზღვრული წესით დაიტანება სხ-ზე; გ) სხ-ზე გაიცემა „სამოქალაქო საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის სერტიფიკატი“ (დანართი №2). 9. სხ-ის რეგისტრაციის სერტიფიკატი არის მხოლოდ მისი რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი და არ წარმოადგენს სხ-ის საკუთრების დამადასტურებელ საბუთს. 10. რეგისტრაციის სერტიფიკატის მისაღებად წარმოდგენილი განაცხადისა და თანდართული საბუთების განხილვის, სხ-ის იდენტიფიცირების და გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. 11. სხ-ის მესაკუთრე/ექსპლუატანტი ვალდებულია სხ-ი იდენტიფიცირებისთვის წარადგინოს იმ დროს და იმ ადგილას, რომელიც შეთანხმებული იქნება სააგენტოსთან. თუ სხ-ის იდენტიფიცირება ხორციელდება საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, სხ-ის მესაკუთრე/ექსპლუატანტი საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, ვალდებულია აანაზღაუროს სააგენტოს სპეციალისტების სამივლინებო ხარჯები. მუხლი 5🔗. საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის სერტიფიკატის გამოცვლა 1.      სხ-ის მესაკუთრის, ან მესაკუთრის სახელის და/ან მისამართის შეცვლისას სააგენტოს წარედგინება შემდეგი საბუთები: ა) განაცხადი (დანართი №3); ბ) ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბუთები. გ)  მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; 2. სხ-ის ამოსაცნობი ნიშნის შეცვლისას სხ-ის მესაკუთრის ან ექსპლუატანტის (მესაკუთრის მიერ მასზე მინიჭებული უფლების შემთხვევაში) მიერ სააგენტოს წარედგინება შემდეგი საბუთები: ა) განაცხადი რეგისტრაციის სერტიფიკატში ცვლილების შეტანის თაობაზე (დანართი №3); ბ) არსებული (გამოსაცვლელი) რეგისტრაციის სერტიფიკატი. გ)  მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საბუთების სრულყოფილად წარდგენის შემდეგ, სააგენტო იბრუნებს არსებულ სხ-ს რეგისტრაციის სერტიფიკატს და გასცემს სხ-ის რეგისტრაციის ახალ სერტიფიკატს. სერტიფიკატს ენიჭება ახალი ნომერი. აღნიშნულის შესახებ კეთდება სათანადო ჩანაწერი სახელმწიფო რეესტრში. მუხლი 6🔗. საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის სერტიფიკატის დაზიანებისას დუბლიკატის გაცემა 1.    სხ-ის რეგისტრაციის სერტიფიკატის დაზიანების შემთხვევაში სხ-ის მესაკუთრის ან ექსპლუატანტის (მესაკუთრის მიერ მასზე მინიჭებული უფლების შემთხვევაში) მიერ  სააგენტოს წარედგინება შემდეგი საბუთები: ა) განაცხადი (დანართი №3); ბ) დაზიანებული რეგისტრაციის სერტიფიკატი. გ)  მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; 2. წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე სააგენტო გასცემს სხ-ის რეგისტრაციის სერტიფიკატის დუბლიკატს, რომელსაც ენიჭება დაზიანებული რეგისტრაციის სერტიფიკატის ნომერი, ნომრის გასწვრივ იწერება სიტყვა „დუბლიკატი“ და კეთდება სათანადო ჩანაწერი სახელმწიფო რეესტრში. მუხლი 7🔗. საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის სერტიფიკატის დაკარგვისას დუბლიკატის გაცემა 1. სხ-ის რეგისტრაციის სერტიფიკატის დაკარგვის შემთხვევაში დუბლიკატის მიღებამდე სხ-ის ექსპლუატაცია აკრძალულია. 2. სხ-ის რეგისტრაციის სერტიფიკატის დაკარგვის შემთხვევაში სხ-ის მესაკუთრის ან ექსპლუატანტის (მესაკუთრის მიერ მასზე მინიჭებული უფლების შემთხვევაში) მიერ სააგენტოს წარედგინება შემდეგი საბუთები: ა) განაცხადი (დანართი №3); ბ)  მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3. სააგენტო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბუთების წარმოდგენის საფუძველზე, გასცემს რეგისტრაციის სერტიფიკატის დუბლიკატს, რომელსაც ენიჭება დაკარგული რეგისტრაციის სერტიფიკატის ნომერი, ნომრის გასწვრივ იწერება სიტყვა „დუბლიკატი“ და კეთდება სათანადო ჩანაწერი სახელმწიფო რეესტრში. მუხლი 8🔗. საჰაერო ხომალდის სახელმწიფო რეესტრიდან ამოღება 1.  სახელმწიფო რეესტრიდან სხ ამოიღება ამ პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი პირობის არსებობისას: ა) სხ-ის მესაკუთრის ან ექსპლუატანტის (მესაკუთრის მიერ მასზე მინიჭებული უფლების შემთხვევაში) განაცხადის საფუძველზე (დანართი №5); ბ) ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისას; გ) თუ სხ დაშლილია და/ან განადგურებულია, ან შეუძლებელია მისი ევაკუაცია იძულებით დაფრენის ადგილიდან, ან ძებნა-შველის სამუშაოების რეგიონის ძებნა-შველის შესაბამისი სამსახურის დასკვნით სხ დაკარგულია და ძებნა უშედეგოდ დასრულდა; დ) თუ სხ-ის ფრენის ვარგისობის სერტიფიკატის დანართის მოქმედების ვადის ამოწურვიდან 18 თვის განმავლობაში სხ-ზე არ სრულდებოდა ტექნიკური მომსახურება. ე) სხ-ის რეგისტრაციის სერტიფიკატის გაცემის დღიდან 3 თვის განმავლობაში სხ-ის  მესაკუთრემ/ექსპლუატანტმა არ წარმოადგინა განაცხადი სააგენტოში სხ-ს ფრენის ვარგისობის სერტიფიკატის გაცემის თაობაზე; ვ) სააგენტოს მიერ სხ-ის რეგისტრაციის სერტიფიკატის გაცემის დღიდან 5 თვის განმავლობაში არ განხორციელდა სხ-ის ფრენის ვარგისობის სერტიფიკატის გაცემა; ზ) სხ ჩამოიწერა არსებული წესის შესაბამისად; თ) სხ აღარ გამოიყენება სამოქალაქო ავიაციის მიზნებისათვის. 2. სახელმწიფო რეესტრიდან სხ-ის ამოღება აკრძალულია მოგირავნის თანხმობის გარეშე, თუ სახელმწიფო რეესტრში შეტანილია მონაცემები აღნიშნულ სხ-ზე არსებული უფლებრივი დატვირთვის (გირაოს) შესახებ. 3. სახელმწიფო რეესტრიდან ამოღებული სხ-ის რეგისტრაციის სერტიფიკატი კარგავს ძალას რეესტრიდან ამოღების მომენტიდან. ამ შემთხვევაში ძალადაკარგულად ითვლება სააგენტოს მიერ ამ სხ-ზე გაცემული ყველა დოკუმენტი. 4. სხ-ის სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების შემდეგ სხ-ის მესაკუთრის/ექსპლუატანტის  სააგენტოში სხ-ზე რეგისტრაციის პერიოდში გაცემული ორიგინალი სერტიფიკატების წარმოდგენისთანავე სააგენტო გასცემს „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების სერტიფიკატს“ (დანართი  №4). თავი III საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ამოსაცნობი ნიშანი მუხლი 9🔗. ზოგადი დებულებები  1. ამოსაცნობი ნიშანი შედგება: ა) ნაციონალური ნიშნისაგან – 4L, რომელიც ელექტროკავშირის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოყოფილია საქართველოს სამოქალაქო ავიაციისათვის და ეს ნიშანი რეგისტრირებულია ICAO-ში; ბ) სარეგისტრაციო ნიშნისაგან, რომელიც შედგება: ბ.ა) სამი ინგლისური (ICAO-ს ოფიციალური სამუშაო ენა) მთავრული ასოსაგან, ან ბ.ბ) ხუთი არაბული ციფრისაგან. 2. სხ-ს, სარეგისტრაციო ნიშანი, ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, ენიჭება სააგენტოს მიერ. 3. სხ-ის სარეგისტრაციო ნიშნის კომბინაცია უნდა მკვეთრად განსხვავდებოდეს უბედურების ან ექსტრემალური სიტუაციების საერთაშორისო სიგნალებისაგან (SOS, XXX, PAN, TTT) და არ იწყებოდეს ასო Q-თი. 4. სარეგისტრაციო ნიშანსა და ნაციონალურ ნიშანს შორის დაიტანება ტირე. 5. ამოსაცნობი ნიშანი ფერით მკვეთრად უნდა გამოირჩეოდეს დატანის ზედაპირის ფონისაგან, იკითხებოდეს გარკვევით და ადვილად. მისი შესრულება ორნამენტით დაუშვებელია. 6. სხ-ზე ამოსაცნობი ნიშანი დაიტანება წყალმედეგი საღებავით ან სხვა ისეთი საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს დატანილი ნიშნის მდგრადობას და ატმოსფერული პირობების მოქმედების შედეგად ფერს არ იცვლის. 7. დაუშვებელია სხ-ზე დატანილი იქნეს რაიმე ისეთი სიმბოლო ან ნიშანი, რომელიც გამოიწვევს ამოსაცნობი ნიშნის მოდიფიცირებას ან გაურკვევლობას. 8. დაუშვებელია სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული იმ სხ-ის ექსპლუატაცია, რომელზეც არ არის ამ „წესის“ მე-9 – მე-11 მუხლების შესაბამისად დატანილი ამოსაცნობი ნიშანი. 9. სხ-ის სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების შემთხვევაში, დაუშვებელია 3 წლის განმავლობაში მისი სარეგისტრაციო ნიშნის გამოყენება სხვა სხ-ის სახელმწიფო რეგისტრაციისათვის.   მუხლი 10🔗. ამოსაცნობი ნიშნების განლაგება  1.  ჰაერზე მძიმე საფრენ აპარატებზე ამოსაცნობი ნიშანი დაიტანება: ა) ფრთებზე – ამოსაცნობი ნიშანი დაიტანება მარცხენა ფრთის კონსტრუქციის ქვედა ზედაპირზე, შეძლებისდაგვარად, ფრთის წინა და უკანა ლინგებიდან (ქიმებიდან) თანაბარ მანძილზე; ბ) ფუზელაჟზე (ან ანალოგიურ კონსტრუქციაზე) ან სხ-ის ბოლოს ფრთაასხმულობის ვერტიკალურ სიბრტყეზე (შემდგომში – კილი) – ამოსაცნობი ნიშანი დაიტანება ფუზელაჟის ან ანალოგიური კონსტრუქციის ორივე მხარეს ფრთასა და კუდის ფრთაასხმულობას შორის ან კილის ორივე მხარეს. თუ ამოსაცნობი ნიშანი დაიტანება კილზე და ამასთანავე სხ-ის კონსტრუქციაში არის რამდენიმე კილი, მაშინ ამოსაცნობი ნიშანი დაიტანება განაპირა კილების გარე ზედაპირებზე; გ) თუ ფუზელაჟის გარე ზედაპირის ფართი ფრთასა და კუდის ფრთაასხმულობას შორის არ არის საკმარისი ამოსაცნობი ნიშნის დასატანად და ძრავები განლაგებულია ფუზელაჟის ბოლო ნაწილში, მაშინ შეიძლება ამოსაცნობი ნიშანი დატანილ იქნეს ძრავების გონდოლების გარეთა ზედაპირზე; დ) თუ საფრენი აპარატის კონსტრუქციაში არ არის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მოცემული ანალოგიური კონსტრუქციები (ზედაპირები), მაშინ ამოსაცნობი ნიშანი დაიტანება ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს საფრენი აპარატის ადვილი ამოცნობა. 2. ჰაერზე მსუბუქ საფრენ აპარატებზე ამოსაცნობი ნიშანი დაიტანება: ა) დირიჟაბლებზე – ამოსაცნობი ნიშანი დაიტანება მის კორპუსზე ან სტაბილიზატორის ზედაპირზე. თუ ამოსაცნობი ნიშანი დაიტანება კორპუსზე, მაშინ ის დაიტანება კორპუსის ორივე მხარეს, ასევე კორპუსის ზედა ზედაპირზე სიმეტრიის ღერძის გასწვრივ ისე, რომ ამოსაცნობი ნიშნის პირველი სიმბოლო მდებარეობდეს დირიჟაბლის ფრენის მიმართულების წინა მხარეს. თუ ამოსაცნობი ნიშანი დაიტანება სტაბილიზატორზე, მაშინ ის დაიტანება როგორც ჰორიზონტალურ, ისე ვერტიკალურ სტაბილიზატორზე: მარჯვენა ჰორიზონტალური სტაბილიზატორის ზედა ზედაპირზე, ხოლო მარცხენა სტაბილიზატორის ქვედა ზედაპირზე ისე, რომ ასოების (ციფრების) ზედა მხარე მიმართული იყოს სტაბილიზატორის წინა ლინგისაკენ, ვერტიკალურ სტაბილიზატორზე ამოსაცნობი ნიშანი განლაგდება მისი ორივე მხარის ქვედა ნახევარში ჰორიზონტალურად; ბ) სფეროსებრ აეროსტატებზე (გარდა უპილოტო უმართავი აეროსტატებისა) – ამოსაცნობი ნიშანი დაიტანება დიამეტრალურად საწინააღმდეგო ზედაპირებზე აეროსტატის ჰორიზონტალური მაქსიმალური წრის სიახლოვეს; გ) არასფეროსებრ აეროსტატებზე (გარდა უპილოტო უმართავი აეროსტატებისა) – ამოსაცნობი ნიშანი დაიტანება მის ოთხივე მხარეს, აეროსტატის მაქსიმალური განაკვეთის ხაზის სიახლოვეს, ჩამოსაკიდი ღვედის ზემოთ ან კალათის ჩამოსაკიდი თოკების დამაგრების ადგილის ზემოთ; დ) ჰაერზე მსუბუქ საფრენ აპარატებზე (გარდა უპილოტო უმართავი აეროსტატებისა) ამოსაცნობი ნიშანი დაიტანება გვერდებზე ისე, რომ ჩანდეს ორივე მხრიდან და მიწიდანაც; ე) უპილოტო უმართავი აეროსტატების ამოსაცნობი ნიშანი დაიტანება ამოსაცნობ დაფაზე. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება მეტეოროლოგიურ სფერო-პილოტზე, რომელიც გამოიყენება მხოლოდ მეტეოროლოგიური მიზნებისათვის და იმ უპილოტო უმართავ აეროსტატზე, რომელსაც არ გააჩნია სასარგებლო დატვირთვა. მუხლი 11🔗. ამოსაცნობი ნიშნის ზომები 1. ამოსაცნობი ნიშნის ყველა ასო და ციფრი არის ერთი სიმაღლის. 2. ამოსაცნობი ნიშნის სიმაღლეა: ა) ფრთაზე განლაგებული ამოსაცნობი ნიშნის – არანაკლებ 50 სანტიმეტრის; ბ) ფუზელაჟზე (ან ანალოგიურ კონსტრუქციაზე) და კილზე განლაგებული ამოსაცნობი ნიშნის – არანაკლებ 30 სანტიმეტრი. გ) ჰაერზე მსუბუქი საფრენი აპარატების (გარდა უპილოტო უმართავი აეროსტატებისა) ამოსაცნობი ნიშნის – არანაკლებ 50 სანტიმეტრის. 3. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როცა საფრენი აპარატის კონსტრუქციაში არ არის ამ „წესის“ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების ანალოგიური ნაწილები, ან ამოსაცნობი ნიშანი დატანილია ძრავის გონდოლაზე (მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში), ან საფრენი აპარატი ზემსუბუქი საჰაერო ხომალდია, მაშინ ამოსაცნობ ნიშანს აქვს ისეთი ზომები, რომლებიც უზრუნველყოფენ საფრენი აპარატის ადვილ ამოცნობას. 4. უპილოტო უმართავი აეროსტატების ამოსაცნობი ნიშნის ზომები განისაზღვრება საა-ს მიერ იმ სასარგებლო დატვირთვის ზომების გათვალისწინებით, რომელსაც ემაგრება ამოსაცნობი დაფა. 5. ამოსაცნობ ნიშანში გამოყენებული სიმბოლოების ზომებია: ა) თითეული სიმბოლოს სიგანე (გარდა ციფრისა „1“ („ერთი“) და ასოსი „I“ („აი“) და ტირეს სიგრძე შეადგენს სიმბოლოს სიმაღლის ორ მესამედს, ხოლო „M“ („ემ“) და „W“ („დაბლიუ“) ასოების შემთხვევაში შეიძლება იყოს სიმაღლის ტოლი; ბ) ყოველი სიმბოლო სრულდება უწყვეტი ხაზით, ხაზის სისქე შეადგენს სიმბოლოს სიმაღლის ერთ მეექვსედს; გ) ყოველი სიმბოლო წინა სიმბოლოსაგან განცალკევდება მანძილით, რომელიც შეადგენს სიმბოლოს სიგანის ერთ მეოთხედს. ასეთ შემთხვევაში ტირე ითვლება როგორც ცალკე სიმბოლო. მუხლი 12🔗. ამოსაცნობი დაფა 1. სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ საფრენ აპარატს უნდა გააჩნდეს ამოსაცნობი დაფა, რომელზეც ტვიფრვით ან ფრეზირებით აღინიშნება მინიმუმ ამ საფრენი აპარატის ამოსაცნობი ნიშანი. 2. ამოსაცნობი დაფა მზადდება ცეცხლგამძლე მასალისაგან და ისეთი ზომებით, რომ უზრუნველყოფილი იყოს ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები. 3. სხ-ზე ამოსაცნობი დაფა მაგრდება გამოსაჩენ ადგილზე მთავარ შესასვლელთან ახლოს (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა). 4. უპილოტო უმართავ აეროსტატზე ამოსაცნობი დაფა მაგრდება სასარგებლო დატვირთვის გარეთა მხარეს, გამოსაჩენ ადგილზე. მუხლი 13🔗. საჰაერო ხომალდის გარე ზედაპირის შეღებვა და გაფორმება 1. სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული სხ-ის გარე ზედაპირის შეღებვა-გაფორმება უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის მოთხოვნებს. 2. სხ-ზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება დატანილ იქნეს საქართველოს სახელმწიფო დროშა და/ან ექსპლუატანტი ავიაკომპანიის ამოსაცნობი ნიშანი (ლოგო). 3. საჰაერო ხომალდები, რომლებიც ძირითადად განკუთვნილია ძნელად მისადგომ და დაუსახლებელ რაიონებში ფრენებისათვის, სასურველია შეიღებოს მიწის ზედაპირის და ადგილობრივი ლანდშაფტის ფერის კონტრასტულ ფერში. 4. სხ-ის შეღებვისას, მის ზედაპირზე დატანილ უნდა იქნეს: ა) სხ-ის ძირითადი და ავარიული გამოსასვლელების აღნიშვნები; ბ) ავარიული შემთხვევისას სხ-ში გარედან შეღწევისათვის ამოსაჭრელი ზონების გათვალისწინებისას – მათი აღნიშვნები; გ) შესაბამისი საექსპლუატაციო წარწერა და ნიშანი. 5. საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ სხ-ზე არ შეიძლება დატანილ იქნეს უცხო ქვეყნის სახელმწიფო დროშა.   თავი IV გარდამავალი დებულება მუხლი 14🔗. გარდამავალი დებულება ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები ძალაშია 2019 წლის 31 დეკემბრამდე.