საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე რადიოსადგურის სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.10.2013
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №208
სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016049
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/10/2013
matsne.gov.ge 582 სიტყვა · ~3 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
წესში გამოყენებულ ტერმინებს და ცნებებს, ამ წესის მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) რადიოსადგურის სერტიფიკატი
რადიომოწყობილობების დასაყენებლად და საექსპლუატაციოდ გაცემული საბუთი.
მუხლი 2
ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებსა და ცნებებს აქვს საქართველოს საჰაერო კოდექსითა და „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №205 ბრძანებით განსაზღვრული მნიშვნელობები.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე რადიოსადგურის სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №208 2013 წლის 15 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე რადიოსადგურის სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის,  საქართველოს საჰაერო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, 56-ე მუხლის, ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო ორგანიზაციის მე-7 რეკომენდაციის „WRC-97“ და იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc-9718-ის საფუძველზე,  ვბრძანებ მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე რადიოსადგურის სერტიფიკატის გაცემის წესი“ №1 და №2 დანართებთან ერთად. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე რადიოსადგურის სერტიფიკატის გაცემის წესი  მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე რადიოსადგურის სერტიფიკატის გაცემის წესი (შემდგომ – წესი) შემუშავებულია საქართველოს საჰაერო კოდექსის, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო ორგანიზაციის მე-7 რეკომენდაციის „WRC-97“ და იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc-9718-ის საფუძველზე. 2. წესი, ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ადგენს საქართველოში სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე რადიოსადგურის სერტიფიკატის გაცემის სამართლებრივ საფუძვლებს. 3. წესის მოთხოვნები ვრცელდება იმ სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე, რომლებიც  რეგისტრირებულნი არიან საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში და/ან რომლებზეც დაწყებულია რეგისტრაციის პროცესი.   4. დაუშვებელია საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია, თუ მას არ გააჩნია სააგენტოს მიერ გაცემული რადიოსადგურის სერტიფიკატი.  5. რადიოსადგურის სერტიფიკატის გაცემის, გამოცვლის, დუბლიკატის გაცემის შესახებ ამ წესით გათვალისწინებული საბუთების სრულყოფილად წარმოდგენისა და განხილვის საკითხი სააგენტოში ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  შესაბამისად. 6. საჰაერო ხომალდის რადიოსადგურის სერტიფიკატის გაცემის, გამოცვლის და დუბლიკატის გაცემის შესახებ განცხადება და თანდართული საბუთები ინახება სააგენტოში საჰაერო ხომალდის სახელმწიფო რეგისტრაციის მთელი პერიოდის და შემდგომ, სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღებიდან 7 წლის განმავლობაში. 7. წესის მოთხოვნების დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო). მუხლი 2🔗. ტერმინების და ცნებების განმარტებები 1. წესში გამოყენებულ ტერმინებს და ცნებებს, ამ წესის მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) რადიოსადგურის სერტიფიკატი – რადიომოწყობილობების დასაყენებლად და საექსპლუატაციოდ გაცემული საბუთი.   2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებსა და ცნებებს აქვს საქართველოს საჰაერო კოდექსითა და „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №205 ბრძანებით განსაზღვრული მნიშვნელობები. მუხლი 3🔗. რადიოსადგურის სერტიფიკატის გაცემა 1. რადიოსადგურის სერტიფიკატი გაიცემა მესაკუთრის ან ექსპლუატანტის (მესაკუთრის მიერ მასზე მინიჭებული უფლების შემთხვევაში) განაცხადის საფუძველზე ამ წესის  მოთხოვნების შესაბამისად. 2. რადიოსადგურის სერტიფიკატის მისაღებად მესაკუთრემ/ექსპლუატანტმა სააგენტოში უნდა წარადგინოს დადგენილი ფორმის განაცხადი (დანართი №1). 3. წარმოდგენილი განაცხადის შეფასების შემდეგ, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას,  რომელსაც აცნობებს მესაკუთრეს/ექსპლუატანტს არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, სააგენტოში განაცხადის წარმოდგენიდან. 4. სააგენტოს დადებითი გადაწყვეტილების მიღებისას გაიცემა რადიოსადგურის სერტიფიკატი (დანართი №2). 5. რადიოსადგურის სერტიფიკატს ენიჭება სხ-ის რეგისტრაციის სერტიფიკატის ნომერი. 6. რადიოსადგურის სერტიფიკატი გაიცემა უვადოდ.  მუხლი 4🔗. რადიოსადგურის სერტიფიკატის გამოცვლა 1. რადიოსადგურის სერტიფიკატი გამოიცვლება, თუ: ა) შეიცვალა სხ-ის მესაკუთრე და სხ დარჩა საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში; ბ) შეიცვალა სხ-ის სახელმწიფო ამოსაცნობი ნიშანი; გ) სხ-ს ჩაუტარდა მოდიფიცირება და შეიცვალა მასზე დამონტაჟებული რადიომოწყობილობები. 2. რადიოსადგურის სერტიფიკატის გამოცვლისთვის მესაკუთრე/ექსპლუატანტი სააგენტოში წარადგენს: ა) დადგენილი ფორმის განაცხადს (დანართი №1); ბ) გამოსაცვლელ რადიოსადგურის სერტიფიკატს; გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში მოდიფიცირების სამუშაოების სრულად შესრულების დამადასტურებელ საბუთებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბუთების წარმოდგენის და მათი შესწავლის შემდეგ სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სხ-ზე რადიოსადგურის სერტიფიკატის გაცემის შესახებ. 4. სხ-ის რადიოსადგურის სერტიფიკატის გამოცვლაზე სააგენტოს დადებითი გადაწყვეტილებისას გაიცემა რადიოსადგურის სერტიფიკატი (დანართი №2). მუხლი 5🔗. რადიოსადგურის სერტიფიკატის დუბლიკატის გაცემა 1. სხ-ის რადიოსადგურის სერტიფიკატის დუბლიკატი გაიცემა მისი დაკარგვისას ან დაზიანებისას (თუ მისი გამოყენება დანიშნულებისამებრ შეუძლებელია). 2. სხ-ის რადიოსადგურის სერტიფიკატის დუბლიკატის მისაღებად განმცხადებელი სააგენტოში წარადგენს დადგენილი ფორმის განაცხადს (დანართი №1). 3. წარმოდგენილი განაცხადის შესწავლის შემდეგ, სააგენტო გასცემს რადიოსადგურის სერტიფიკატის დუბლიკატს, რომელსაც ენიჭება დაკარგული/დაზიანებული რადიოსადგურის სერტიფიკატის  ნომერი, ნომრის გასწვრივ იწერება სიტყვა „დუბლიკატი“.