ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე
მიღების თარიღი 11.10.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №41/2013
სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016108
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/10/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.10.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ცესკოს მდივანი გიზო მჭედლიძე | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება
№41/2013
2013 წლის 11 ოქტომბერი
ქ.თბილისი
ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მიმდინარეობს დამისამართების პროცესი და სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში ბევრ ქუჩას შეეცვალა სახელწოდება ან ექსპლუატაციაში შევიდა ახალი საცხოვრებელი ფართი, რომლებსაც მიენიჭა შესაბამისი მისამართი, ხოლო საარჩევნო უბნების საზღვრების დაზუსტების ვადა, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დასრულდა არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 50-ე დღისა (7 სექტემბერი), რაც შეუძლებელს ხდის საარჩევნო უბნების საზღვრებში აისახოს, აღნიშნული ვადის შემდეგ შექმნილი, ახალი მისამართები, რითაც ამ მისამართებზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს ეზღუდება ხმის მიცემის უფლება,
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო უბნების საზღვრების დაზუსტების ახალ ვადად განისაზღვროს არაუგვიანეს 2013 წლის 14 ოქტომბრისა.
მუხლი 2🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე