„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის სოციალური მომსახურების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№201
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.160.016184
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/10/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

                       თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს

 დადგენილება  №201

2013 წლის 11 ოქტომბერი

ქ. რუსთავი

 

„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის სოციალური მომსახურების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის სოციალური მომსახურების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის N 42 დადგენილებაში (ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები, 06.01.2011წ.) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1.      დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის და დასაქმების საკითხთა  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.

2.      პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„მუხლი 1.

დამტკიცდეს თითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის და დასაქმების  საკითხთა სამსახურის დებულება თანდართული  სახით (დანართი )“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეკახა გურგენიძე



დანართი
 

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის და დასაქმების საკითხთა სამსახურის

 დ  ე  ბ  უ  ლ  ე  ბ  ა

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1.      თვითმმართველის ქალაქი რუსთავის მერიის სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის და დასაქმების საკითხთა სამსახური (შემდგომში – სამსახური) შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის დებულების საფუძველზე.

2.      სამსახური თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართელობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და სხვა კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს და მერიის დებულებით და ამ დებულებით.

3.      სამსახური წარმოადგენს თვითმმართელი ქალაქი რუსთავის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს ქალაქ რუსთავის მერიის სახელით.

4.      სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი, რომლით სარგებლობის ფარგლებს განსაზღრავს საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესი.

5.      სამსახურის ადგილსამყოფელია: საქართველო, 3700 ქალაქი რუსთავი, მერაბ კოსტავას გამზირი #20.

 


მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები
1.  სოციალური მომსახურების სფეროში სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ქალაქში სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობისა და დასაქმების სფეროს განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელებისათვის აუცილებელი მუნიციპალური პროგრამების მომზადება და დადგენილი წესით ქალაქის მერთან წარდგენა;

ბ) სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობისა და დასაქმების სფეროს განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელების მონიტორინგი;

გ) ქალაქის  ტერიტორიაზე განლაგებული, თვითმმართველი ერთეულის დაფინანსებაზე მყოფი სოციალური მომსახურებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროს ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

დ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშეწყობის პროექტების შექმნაში მონაწილეობის მიღება;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში,სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობისა და დასაქმების სფეროში მოღვაწე შემოქმედებით ჯგუფებთან ურთიერთობა, მათი საქმიანობის და პრობლემების შესწავლა და ხელშეწყობა;

ვ)  სოციალური მომსახურების და ჯანმრთელობის დაცვის სფეროს მიკუთვნებული დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით, საჭირო წინადადებათა და კონცეფციების შემუშავება;

ზ) სხვადასხვა ქალაქთან სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობისა და დასაქმების საკითხებზე თანამშრომლობის სფეროში ქალაქ რუსთავის კავშირების განვითარებისათვის წინადადებების მომზადება;

2.     ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სამსახურის ფუნქციებია:

ა) ქალაქის ჯანმრთელობის სფეროს ინფრასტრუქტურის განვითარების      ხელის შემწყობი ღონისძიებებისა და წინადადებების მომზადება და            განხორციელების ხელშეწყობა;

ბ) სამოდეცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების მუნიციპალური პროგრამის შემუშავება და დადგენილი წესით ქალაქის მერთან წარდგენა;

დ) მოსახლეობის გარკვეული ფენისათვის (სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, პენსიონერი მოქალაქეები) მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მუნიციპალური პროგრამის შემუშავება და დადგენილი წესით ქალაქის მერთან წარდგენა.

3.     დასაქმების სფეროში სამსახურის  ძირითადი ფუნქციებია:

ა) შრომის ბაზრის მდგომარეობის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა;

ბ) სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია, აღრიცხვა და მონიტორინგი;

გ) თავისუფალი (ვაკანტური) სამუშაო ადგილების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და საინფორმაციო ბანკის შექმნა;

დ) სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებელთა ინფორმირება სამუშაო ძალაზე მოთხოვნისა და მისი მიწოდების მდგომარეობის შესახებ;

ე) დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შესახებ მოსახლოების ინფორმირება;

ვ) სამუშაოს მაძიებელთა შრომითი მოწყობის მიზნით შუამდგომლობები;

ზ) სამუშაოს მაძიებელთა პროფორიენტაციული მომსახურების ორგანიზება;

თ) მონაწილეობა დასაქმების ადგილობრივი პროგრამების შემუშავების, განხილვისა და განხორციელების პროცესში;

ი) სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;

კ) უმუშევართა დროებითი დასაქმებისათვის საზოგადოებრივი სამუშაოების პროექტების მომზადება-განხილვაში მონაწილეობა საწარმო-დაწესებულებებთან ერთად ან დამოუკიდებლად.

ლ) დამქირავებელთა წარმომადგენლობით ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების დასაქმების სამსახურებთან და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან, ასევე ხელისუფლების ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოებთან, დამქირავებლებთან და დასაქმების კერძო სააგენტოებთან თანამშრომლობა;

მ) დასაქმების ადგილობრივი პროგრამების შემუშავება;


მუხლი 3. სამსახურის უფლებამოსილებები
1.      დასახული მიზნებისა და  საქმიანობის ძირითადი მიმართულებების რეალიზებისას  დადგენილი მოთხოვნების, წესებისა და კომპეტენციის ფარგლებში, სამსახური უფლებამოსილია:

ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად ნებისმიერი ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში, ცალკეული საკითხის განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს მერიის სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;

ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოამზადოს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციისათვის მოიწვიოს ექსპერტი;

გ) სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, დადგენილი წესით, მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტები და წარადგინოს ისინი დანიშნულებისამებრ;

დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს აქტებით ან დავალებით, სამსახურის დებულებითა და ქალაქი მერის დავალებით განსაზღვრლი სხვა უფლებამოსილებანი.


მუხლი 4. სამსახურის მოვალეობები
   სამსახური ვალდებულია:

ა) გაწეული საქმიანობის შესახებ, დადგენილი წესით ან/და მოთხოვნის საფუძველზე, წარუდგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაცია ქალაქის მერს, საკრებულოს, საკრებულოს კომისიებს;

ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ანგარიშსწორებისას მოამზადოს, ხელი მოაწეროს და აიღოს პასუხისმგებლობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული ვალდებულების დოკუმენტის მართებულობაზე;

გ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.


მუხლი 5. სამსახურის მართვა
1.      სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც 'საჯარო სამსახურის შესახებ'  საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქის მერი.

2.      სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქალაქის მერი.

3.      სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს შესაბამისი სამსახურის საჯარო მოხელეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;

ბ)  პასუხს აგებს სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე;

გ) განსაზღვრავს  სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს, ანაწილებს ფუქციებს მოსამსახურეთა შორის;

დ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებზე, მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მათ მიერ მორიგი და დამატებითი შვებულების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინენების, კვალიფიკაციის ამაღლების და სწავლების შესახებ;

ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;

ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

ზ)  სამსახურის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობის  შესრულებისათვის უქმნის აუცილებელ პირობებს. რეკომენდაციას უწევს კვალიფიკაციის ასამაღლებლად კონფერენციებსა და სხვა შეკრებებზე მონაწილეობის მისაღებად;

თ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის მოხელეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებას;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე;

კ) პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაგეგმილი საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად გამოყენებაზე;

ლ) შეიმუშავებს და მერს წარუდგენს დასაბუთებულ წინადადებებს სამსახურის წლიური ხარჯების საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში წარადგენს დამატებითი ხარჯების პროექტებს;

მ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ღებულობს გადაწყვეტილებებს განცხადების, მომართვის, წერილის ან/და სხვა საფუძველზე.

ნ) პასუხისმგებელია სამსახურის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე მოქმედი ნორმატიული აქტების, რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე;  

ო) ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტით ან დავალებით მინიჭებულ კონკრეტულ უფლებამოსილებებს;

პ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს მოქმედი   კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა  უფლებამოსილებებს;

4. სამსახურის უფროსის  სამსახურში არყოფნის შემთხვევაში მერის დავალებით, მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე.

 


მუხლი 6. სამსახურის ქონება და დაფინანსების წყაროები
1. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებას.

2. სამსახურის  დაფინანსების ძირითადი წყაროა ქალაქ რუსთავის ბიუჯეტიდან გამოყოფილი  სახსრები.


მუხლი 7. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სამსახურის რეორგანიზაციას და ლიკვიდაციას ახორციელებს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით