თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის კულტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.10.2013
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი რუსთავი
ნომერი №203
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016186
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/10/2013
matsne.gov.ge 845 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე კახა გურგენიძე რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის კულტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს დადგენილება  №203 2013 წლის 11 ოქტომბერი ქ. რუსთავი თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის კულტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის „კულტურის სამსახურის“ დებულება (დანართი 1). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეკახა გურგენიძე დანართი თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის კულტურის სამსახურის  დ  ე  ბ  უ  ლ  ე  ბ  ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1.  თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის კულტურის სამსახური (შემდგომში – სამსახური) შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის დებულების საფუძველზე. 2.  სამსახური თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუცით, „ადგილობრივი თვითმმართელობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და სხვა კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს და მერიის დებულებით და ამ დებულებით. 3. სამსახური წარმოადგენს თვითმმართელი ქალაქი რუსთავის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს ქალაქ რუსთავის მერიის სახელით. 4.  სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი, რომლით სარგებლობის ფარგლებს განსაზღვრავს საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესი. 5. სამსახურის ადგილსამყოფელია: საქართველო, 3700,  ქალაქი რუსთავი, მერაბ კოსტავას გამზირი №20. მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები   სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) ქალაქში კულტურის განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელებისათვის აუცილებელი მუნიციპალური პროგრამების მომზადება და დადგენილი წესით ქალაქი მერთან წარდგენა; ბ) კულტურულ ღონისძიებათა ჩატარების, ხალხური შემოქმედების, ხელოვნების სხვადასხვა დარგის (თეატრი, მუსიკა, მხატვრობა) განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების მონიტორინგი; გ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე განლაგებული, თვითმმართველი ერთეულის დაფინანსებაზე მყოფი კულტურის სფეროს ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად  წინადადებების შემუშავება; დ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშემწყობი პროექტების შექმნაში მონაწილეობის მიღება; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კულტურის სფეროში მოღვაწე შემოქმედებით ჯგუფებთან ურთიერთობა, მათი საქმიანობის და პრობლემების შესწავლა და ხელშეწყობა; ვ) დაქვემდებარებული კულტურის საგანმანათლებლო და სკოლისგარეშე დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით, საჭირო წინადადებათა და კონცეფციების შემუშავება; ზ) სხვადასხვა ქალაქებთან კულტურისა და განათლების საკითხებზე თანამშრომლობის სფეროში ქალაქ რუსთავის კავშირების განვითარებისათვის წინადადებების მომზადება; თ) კულტურის სფეროში განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვთა და ახალგაზრდათა, ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთა მხარდაჭერა; ი) თავისი მმართველობის სფეროებთან დაკავშირებულ საქართველოსა და საზღვარგარეთის სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა და ამ სფეროების განვითარების მიზნით თანამშრომლობის განმტკიცება; კ) კულტურის სფეროსათვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების მიზნობრივად განაწილება; ლ) სემინარების, კონფერენციების, ფესტივალების, კონკურსების, კონცერტების, გამოფენების, გამოფენა-გაყიდვებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზება და ორგანიზების ხელშეწყობა. მუხლი 3🔗. სამსახურის უფლებამოსილებები   დასახული მიზნებისა და  საქმიანობის ძირითადი მიმართულებების რეალიზებისას  სამსახური უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად ნებისმიერი ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში, ცალკეული საკითხის განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით, მოიწვიოს მერიის სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია; ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოამზადოს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციისათვის მოიწვიოს ექსპერტი; გ) სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, დადგენილი წესით, მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტები და წარადგინოს ისინი დანიშნულებისამებრ; დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს აქტებით ან დავალებით, სამსახურის დებულებითა და ქალაქის მერის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი. მუხლი 4🔗. სამსახურის მოვალეობები     სამსახური ვალდებულია: ა) გაწეული საქმიანობის შესახებ, დადგენილი წესით ან/და მოთხოვნის საფუძველზე, წარუდგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაცია ქალაქის მერს, საკრებულოს, საკრებულოს კომისიებს; ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ანგარიშსწორებისას მოამზადოს, ხელი მოაწეროს და აიღოს პასუხისმგებლობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული ვალდებულების დოკუმენტის მართებულობაზე; გ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები. მუხლი 5🔗. სამსახურის მართვა 1.      სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქის მერი. 2.      სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქალაქის მერი. 3.      სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს  სამსახურის საჯარო მოხელეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ)  პასუხს აგებს სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე; გ) განსაზღვრავს  სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს, ანაწილებს ფუქციებს მოსამსახურეთა შორის; დ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებზე, მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მათ მიერ მორიგი და დამატებითი შვებულების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინენების, კვალიფიკაციის ამაღლების და სწავლების შესახებ; ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს; ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ზ)  სამსახურის მოსამსახურეებს, მათი ფუნქციონალური მოვალეობის  შესრულებისათვის უქმნის აუცილებელ პირობებს. რეკომენდაციას უწევს კვალიფიკაციის ასამაღლებლად კონფერენციებსა და სხვა შეკრებებზე მონაწილეობის მისაღებად; თ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის მოხელეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებას; ი) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე; კ) პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაგეგმილი საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად გამოყენებაზე; ლ) შეიმუშავებს და მერს წარუდგენს დასაბუთებულ წინადადებებს სამსახურის წლიური ხარჯების საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში წარადგენს დამატებითი ხარჯების პროექტებს; მ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ღებულობს გადაწყვეტილებებს განცხადების, მომართვის, წერილის ან/და სხვა საფუძველზე; ნ) პასუხისმგებელია სამსახურის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე მოქმედი ნორმატიული აქტების, რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე;   ო) ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტით ან დავალებით მინიჭებულ კონკრეტულ უფლებამოსილებებს; პ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს მოქმედი   კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა  უფლებამოსილებებს; 4. სამსახურის უფროსის სამსახურში არყოფნის შემთხვევაში მერის დავალებით მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე. მუხლი 6🔗. სამსახურის ქონება და დაფინანსების წყაროები 1. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებას. 2. სამსახური საბიუჯეტო დაწესებულებაა, რომლის დაფინანსების ძირითადი წყაროა ქალაქ რუსთავის ბიუჯეტიდან გამოყოფილი  სახსრები. მუხლი 7🔗. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია      სამსახურის რეორგანიზაციას და ლიკვიდაციას ახორციელებს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.