⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (22.12.2023)
გაუქმებულია:

საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.10.2013
ძალის დაკარგვა 22.12.2023
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი რუსთავი
ნომერი №205
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016188
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/10/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 983 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.10.2013 მიღება
22.12.2023 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე კახა გურგენიძე რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს დადგენილება  №205 2013 წლის 11 ოქტომბერი ქ. რუსთავი საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 37-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე,  თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი დანართი 1. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი დანართი –  2. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეკახა გურგენიძე დანართი 1 საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი (შემდგომში წესი) განსაზღვრავს საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ელექტრონულ რესურსზე განთავსების სამართლებრივ საფუძვლებს. 2. წინამდებარე წესი არეგულირებს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის  ვებგვერდის  ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირისათვის  ინფორმაციის ზუსტ და დროულ მიწოდებას ვებგვერდზე პროაქტიულად განთავსების მიზნით. მუხლი 2🔗. ვებგვერდის ადმინისტრირება 1. ვებგვერდის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით თვითმმართველი ქალაქი რუსთავის   ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი ახორციელებს: ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას; ბ) ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის განთავსებას. 2. თვითმმართველი ქალაქი რუსთავის  ვებ-გვერდის მისამართია: rustavi.ge მუხლი 3🔗.  ინფორმაციის კატეგორიები 1.  ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაცია საჯარო და უსასყიდლოა. 2. თვითმმართველი ქალაქი რუსთავის  ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გამოიყენოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით. 3. ვებ-გვერდისა და მასში განთავსებული ინფორმაციის საავტორო უფლებები დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონით. 4. ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის კატეგორიების მითითება თვითმმართველი ქალაქი რუსთავის  ვებ-გვერდზე სავალდებულოა. მუხლი 4🔗.  ვებგვერდზე ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება 1. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი,  თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიასა და საკრებულოში ამისათვის განსაზღვრული პასუხისმგებელი პირები, ხოლო ვებგვერდზე დროულ და შესაბამის განყოფილებაში განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე – ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი.   2. პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის   ვებგვერდზე იქმნება შესაბამისი განყოფილება „პროაქტიული გამოქვეყნება”, რომელშიც განთავსდება წინამდებარე წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია. 3. პროაქტიული ინფორმაციის განთავსებაზე კონტროლს ახორციელებენს საკრებულოს აპარატის უფროსი და მერიის ადმინისტრაციის უფროსი  . 4. პროაქტიული ინფორმაცია ვებგვერდზე განთავსდება PDF ფორმატში. მუხლი 5🔗. ვებგვერდზე გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ვებგვერდზე გამოსაქვეყნებლად ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელ პირს აწვდიან შემდეგი სახის ინფორმაციას: ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა და ფუნქცი­ების აღწერა; ადმინისტრაციული ორგანოსა და მისი სტრუქტურუ­ლი ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების საქმია­ნო­ბის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დე­ბულება/წესდება, შინაგანაწესი); ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შესახებ  ანგარიში; ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შემუშავებული სტრა­ტეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები; ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის, მოად­გილეების, სტრუქტურული ერთეულების/ტერიტო­რიუ­ლი ორგანოების  ხელმძღვანელების შესახებ ინფორ­მაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები; ადმინისტრაციული ორგანოსა და მისი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების მისა­მა­რ­თი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფო­ნის ნომერი,  ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებების შესახებ ზოგადი წლიური სტატისტიკა; ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი; სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა; ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომ­ლე­ბიც, ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებით, სა­ზო­გადოებრივი ინტერესის შემცველია; ინფორმაცია იმ მოსაკრებლების, ტარიფებისა და საფა­სურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რო­მელთა გადახდევინებაც ხდება ადმინისტრაციული ორ­განოს მიერ. დანართი 2 საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესს და ფორმას. მუხლი 2🔗. საჯარო ინფორმაციის გაცემა 1. საჯარო ინფორმაცია შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა მხარემ (ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და ვადებში მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია. 2. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული მხარის მიერ განცხადებაში მითითებულ ელ-ფოსტაზე გაგზავნით ან მისივე მოთხოვნით კომპაქტურ დისკზე ჩაწერით. 3. თუ დაინტერესებული მხარის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაგზავნა მისი მოცულობიდან გამომდინარე შეუძლებელია გაგზავნილ იქნეს ელექტრონულად, მაშინ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი იტოვებს უფლებას მხარის თანხმობის შემთხვევაში განახორციელოს მისი კომპაქტურ დისკზე ჩაწერა და მხარეს გადაახდევინოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად განსაზღვრული ოდენობა. მუხლი 3🔗. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა 1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად ან წერილობითი ფორმით მიღებით დაინტერესებულმა მხარემ, ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის თანხლებით ფიზიკური პირების შემთხვევაში, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში, იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ქონის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.  აღნიშნული განცხადება უნდა დარეგისტრირდეს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს აპარატის საქმისწარმოების განყოფილებაში (კანცელარიაში) ან/და გაიგზავნოს მოთხოვნა  ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე info@rustavi.ge ზემოთ ჩამოთვლილ განცხადებასთან თანდართული დასკანერებული დოკუმენტების თანხლებით, თანდართული ფორმის შესაბამისად(დანართი –3).         2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ განიხილება. მუხლი 4🔗. საჯარო ინფორმაციისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება 1. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ გადაიხდევინება: ა) ინფორმაციის მომთხოვნის მისივე დისკეტაზე ან კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერისას; ასევე მეხსიერების ბარათზე ჩაწერისას; ბ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას; გ) ფიზიკური პირებისათვის საჯარო დაწესებულებაში მათზე არსებული პერსონალური მონაცემების ასლის გადაღებისას. 2. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა  განსაზღვრულია „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით. მუხლი 5🔗. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცედურები და ვადები 1. თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ვებგვერდზე (ელექტრონულ ფოსტაზე) შემოსული ელგანცხადება, მიღებისთანავე გადაეგზავნება კანცელარიას რეგისტრაციისათვის და შემდგომში დაევალება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირებს, რომელთა კომპეტენციასაც წარმოადგენს მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება. 2. ელექტრონულად მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება/მომზადების შემდგომ, საკრებულოს აპარატის უფროსი/ მერიის ადმინისტრაციის უფროსი წერილობითი სახით ადასტურებს ინფორმაციის გაცემას ან უარს აცხადებს ინფორმაციის გაცემაზე, რაც  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების დაცვით ელექტრონულად ეცნობება განმცხადებელს. 3. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია უნდა გაიცეს ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი ვადების დაცვით. 4. მოთხოვნილი ელექტრონული საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭირო ვადები აითვლება საქმისწარმოების განყოფილების (კანცელარიაში) ოფიციალურად რეგისტრაციის მომენტიდან. დანართი 3 საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე  და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს/პირებს  ------------------------------------------------ მოქ. --------------- -------------------------, მცხ. -----------------------------------------------, ტელ/მობ: --- -- -- --; ორგანიზაციის დასახელება: -------------------------------------------. გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა        გთხოვთ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე, მოგვაწოდოთ ------------------------------------------------ (მოთხოვნილი ინფორმაციის დასახელება) ინფორმაცია ელექტრონული სახით. ასევე გთხოვთ:       1. მოთხოვნილი ინფორმაცია გადმოგვცეთ ქვემოთ მითითებულ ელფოსტის მისამართზე გადმოგზავნით ---------------------------------------;       2. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ კომპაქტურ დისკზე და თანხმობას ვაცხადებთ, შესაბამისი თანხის მითითების შესაბამისად, გადავიხადოთ „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობა;      3. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ ჩემს/ჩვენს მიერ წარმოდგენილ მეხსიერების ბარათზე/კომპაქტურ დისკზე;           4. მოთხოვნილი ინფორმაცია გამოგვიგზავნოთ წერილობითი ფორმით, ქსეროასლების სახით ან ამოგვიბეჭდოთ ლაზერულ პრინტერზე. თანხმობას ვაცხადებთ, შესაბამისი თანხის მითითების შესაბამისად, გადავიხადოთ „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობა; (მონიშნეთ თქვენთვის მისაღები ფორმა) დაინტერესებული პირი (განმცხადებელი) -------------------------------- თარიღი: --. --. ----