საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5674
სარეგისტრაციო კოდი
200.000.000.05.001.003.122
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 49, 28/12/2007

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

 საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. მე-12 მუხლის:

ა) 41-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. დახლი – საქონლის სარეალიზაციოდ განკუთვნილი არასტაციონარული სავაჭრო ადგილი, რომელიც არ ქმნის დახურულ სივრცეს, სახურავით ან მის გარეშე.“;

ბ) 44-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 45-ე და 46-ე ნაწილები:

„45. ბაზარი (ბაზრობა) – მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განლაგებულია სტაციონარული სავაჭრო ობიექტები და არასტაციონარული სავაჭრო ადგილები ან მხოლოდ არასტაციონარული სავაჭრო ადგილები (არანაკლებ 10 არასტაციონარული სავაჭრო ადგილისა), რომლებიც განკუთვნილია საქონლის სარეალიზაციოდ.

46. არასტაციონარული სავაჭრო ადგილი (დროებითი შენობა-ნაგებობა) – ანაკრები ელემენტებისგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სამშენებლო სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები, აგრეთვე ამ მიზნით გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალება.“.

2. 281-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 28-ე ნაწილი:

„28. 2010 წლის 1 იანვრამდე საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ სამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობების) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან, გარდა იმ პირისა, რომელიც რეგისტრირებულია ან ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად ამ კოდექსის შესაბამისად.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი                                                ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2007 წლის 28 დეკემბერი.

№5674–რს

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.12.2007.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 28.12.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5674. სარეგისტრაციო კოდი — 200.000.000.05.001.003.122.
სად არის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.12.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, №5674, 28.12.2007, სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.003.122 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.12.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/20482/