გარემოს დაცვის სამსახურის შესახებ
მიღების თარიღი 28.12.2007
ძალის დაკარგვა 03.06.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №5675
სარეგისტრაციო კოდი 360.010.010.05.001.003.123
გამოქვეყნების წყარო სსმ, 49, 29/12/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „გარემოს დაცვის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონი 04.05.2010
📋 აუქმებს — 1 აქტი
- გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის შესახებ საქართველოს კანონი 23.06.2005
დოკუმენტის ტექსტი
გარემოს დაცვის სამსახურის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Times New Roman","serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Times New Roman","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:13.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს კანონი
გარემოს დაცვის სამსახურის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. კანონის მიზანი
ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, უფლებამოსილებებს, მისი საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, საქმიანობის განხორციელების ძირითად პრინციპებს, სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესს, სამსახურის თანამშრომელთა სამართლებრივ სტატუსსა და სოციალური დაცვის გარანტიებს.
მუხლი 2🔗. სამსახურის სამართლებრივი სტატუსი
სამსახური არის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომლის ცალკეული სტრუქტურული ერთეულები ასრულებენ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ფუნქციებს.
მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლი – გარემოს დაცვის სფეროში ნორმატიული აქტების მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება, რომელიც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების ხელშემწყობ ღონისძიებებს, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესრულების მონიტორინგს, ინსპექტირებასა და დარღვევებზე რეაგირების ზომების გატარებას;
ბ) გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობა – ქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან სტიმულს აძლევს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნების ნებაყოფლობით შესრულებას;
გ) გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესრულების მონიტორინგი – ინსპექტირებამდელი შესწავლა, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების ან დარღვევის შესახებ ინფორმაციის უწყვეტი შეგროვება და სისტემური ანალიზი;
დ) ინსპექტირება – გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების შემოწმება დადგენილი წესის შესაბამისად;
ე) რეგულირების ობიექტები – ფიზიკური და იურიდიული პირები, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომლებზედაც ვრცელდება გარემოსდაცვითი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;
ვ) გარემოს დაცვის სფერო – ამ კანონის მიზნებისათვის, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, ტერიტორიულ წყლებში, საჰაერო სივრცეში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის, წიაღისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და აღწარმოების, ნარჩენების მართვისა და ქიმიური, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფერო;
ზ) სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;
თ) მინისტრი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
მუხლი 4🔗. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა, საქართველოს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობა, საქართველოს კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“, საქართველოს კანონი „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“, ეს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
მუხლი 5🔗. სამსახურის საქმიანობის განხორციელების ძირითადი პრინციპები
1. სამსახურის საქმიანობის განხორციელების ძირითადი პრინციპებია:
ა) კანონის უზენაესობა – გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლი უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. გარემოს დაცვის სფეროში ურთიერთობათა მონაწილენი უნდა ემორჩილებოდნენ კანონს, რომლის დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას დადგენილი წესით;
ბ) თანამიმდევრულობა – რეაგირების ერთნაირი მეთოდები უნდა იქნეს გამოყენებული ანალოგიურ ვითარებაში მყოფი ყველა დამრღვევის მიმართ;
გ) გამჭვირვალობა – ამ პრინციპით განსაზღვრულია, თუ რა სანქციები შეიძლება იქნეს გამოყენებული, რა ვითარებაში და რა მიზნით. იგი აუცილებელია სამსახურისა და რეგულირების ობიექტებისათვის მათი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებისათვის. გამჭვირვალობა ხელს უწყობს საზოგადოებრივი ნდობის განმტკიცებას;
დ) თანაზომიერება – დარღვევაზე რეაგირების ზომების სიმკაცრე გარემოსთვის შექმნილი საფრთხისა და დარღვევის სიმძიმის პროპორციული უნდა იყოს;
ე) პატივისა და ღირსების დაცვა – სამსახურის საქმიანობის განხორციელებისას არ უნდა შეილახოს პირის პატივი და ღირსება, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, მიუხედავად მისი მოქალაქეობისა, სოციალური, ქონებრივი მდგომარეობისა, რასობრივი და ეროვნული კუთვნილებისა, ენისა, სქესისა, ასაკისა, განათლებისა, სარწმუნოებისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა; საფრთხე არ უნდა შეექმნას ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
2. სამსახური თავისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აწვდის სახელმწიფო ორგანოებს, საზოგადოებრივ გაერთიანებებს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და მოქალაქეებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სამსახურს უფლება არა აქვს გაამჟღავნოს სახელმწიფო, სამსახურებრივი, პროფესიული, პირადი ან კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. სამსახურის თანამშრომელს ეკრძალება:
ა) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შექმნა ან მასში მონაწილეობა;
ბ) კომერციული, პირადი, პროფესიული ან/და სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული, აგრეთვე კანონით დაცული სხვა ინფორმაციის გამჟღავნება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები ვრცელდება მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრული სამსახურის იმ სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებზე, რომლებიც ასრულებენ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ფუნქციებს.
მუხლი 6🔗. სამსახურის თანამშრომლობა სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან
1. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს სამართალდამცავ და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სამსახური თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი II
სამსახურის უფლებამოსილებანი
მუხლი 7🔗. სამსახურის უფლებამოსილებანი
1. სამსახური უფლებამოსილია:
ა) უზრუნველყოს გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;
ბ) გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს რეგულირების ობიექტების ინსპექტირება;
გ) ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან გადაზიდვის ან წარმოშობის კანონიერების დამადასტურებელ დოკუმენტთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, დაუბრკოლებელი დათვალიერება განახორციელოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი შენახვის ან პირველადი გადამუშავების ადგილებში;
დ) ინსპექტირების პროცესში რეგულირების ობიექტებისაგან კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს ახსნა-განმარტებები, დაუბრკოლებლად მიიღოს ყველა ზეპირი და წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხება მათ განვლილ და მიმდინარე საქმიანობას გარემოს დაცვის სფეროში;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აიღოს სინჯები, ჩაატაროს გაზომვები და ლაბორატორიული ანალიზები, საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს ექსპერტები და სპეციალისტები;
ვ) განახორციელოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია და გამოვლენა საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები;
ზ) აღკვეთოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და კანონით დადგენილი წესით პიროვნების დასადგენად განახორციელოს ადმინისტრაციული დაკავება, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა;
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეამოწმოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთები, განახორციელოს პირადი გასინჯვა და პირადი ჩხრეკა;
ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე დარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების ამოღების (ჩამორთმევის) მიზნით მოახდინოს ნივთებისა და საგნების, ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების გაჩერება-დათვალიერება;
კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დალუქოს ობიექტი, დანადგარი, აგრეგატი;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააყენოს საკითხი ლიცენზიისა და ნებართვის გაუქმების თაობაზე;
მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამის ორგანოებს გაუგზავნოს მასალები დარღვევაში მხილებულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხის გადასაწყვეტად;
ნ) გარემოსთვის მიყენებული ზიანის სახელმწიფოსათვის ასანაზღაურებლად გაიანგარიშოს იგი და რეგულირების ობიექტებს წარუდგინოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, ხოლო მისი დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში შესაბამისი სარჩელი წარადგინოს სასამართლოში;
ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს დანაშაულის თავიდან აცილება, გამოვლენა, ჩაატაროს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით გამოითხოვოს მოსამართლის ბრძანება; წინასწარი გამოძიების სტადიაზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო ექსპერტიზის ორგანიზება და ჩატარება, დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის ან/და ბრალდებული პირის ძებნა და დაკავება და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
პ) განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ჟ) უზრუნველყოს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი;
რ) უზრუნველყოს კანონით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკური იძულების, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის და სპეციალური საშუალებების გამოყენება;
ს) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით საწარმოსაგან, დაწესებულებისაგან, ორგანიზაციისაგან და მოქალაქისაგან მოითხოვოს (წერილობით ან სიტყვიერად) და დაუყოვნებლივ უსასყიდლოდ მიიღოს (მათ შორის, ადგილზე გაცნობით) ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია მითითებული ვადებისა და ფორმის დაცვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონით დადგენილია მათი მიღების სპეციალური წესი;
ტ) დანაშაულის ჩადენის ფაქტზე წასწრების შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული წესით დააკავოს პირი და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადასცეს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს;
უ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს დანაშაულებრივი ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის შედეგად დაკარგული სახელმწიფო ქონების ძებნა და დადგენა;
ფ) გამოიყენოს საქართველოს მოქალაქეთა, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ნებაყოფლობითი კონფიდენციალური დახმარება და ამ მიზნით მათთან დაამყაროს ღია ან ფარული ურთიერთობა;
ქ) უზრუნველყოს დაკავებული ან დაპატიმრებული პირის დაცვა და საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანა;
ღ) განიხილოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს შემოსულ განცხადებებზე;
ყ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები.
2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ მუხლის „ა“–„ზ“, „ი“–„ნ“, „ჟ“, „ღ“ და „ყ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებენ მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული სამსახურის გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ცალკეული სტრუქტურული ერთეულები.
3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ მუხლის „გ“, „ვ“–„მ“ და „ო“–„ყ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებენ მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული სამსახურის ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობის განმახორციელებელი ცალკეული სტრუქტურული ერთეულები.
4. „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამსახურის სტრუქტურული ერთეული – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამმართველო.
5. სამსახურის ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ფუნქციების მქონე თანამდებობის პირების მიერ რეგულირების ობიექტის ინსპექტირების ინიციირებისას ინსპექტირებას ატარებენ მხოლოდ სამსახურის ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლები „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით და დადგენილ ფარგლებში.
თავი III
სამსახურის თანამშრომლის სამართლებრივი სტატუსი, სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის ზოგადი წესები, მატერიალური უზრუნველყოფისა და სოციალური დაცვის გარანტიები
მუხლი 8🔗. სამსახურში თანამშრომლის მიღებისა და სამსახურის გავლის ზოგადი წესები
1. სამსახურში თანამშრომლის მიღება, განთავისუფლება, მისი წახალისება და მის მიმართ პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება ხორციელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. სამსახურში იმ თანამდებობაზე დანიშვნის წესი, რომლის ფუნქციებშიც შედის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ან სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, და სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
3. სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია მკაცრად დაიცვას სამსახურებრივი ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმები.
მუხლი 9🔗. სამსახურის თანამშრომლის მატერიალური უზრუნველყოფისა და სოციალური დაცვის გარანტიები
1. სამსახურის თანამშრომელი არის საჯარო მოსამსახურე, რომელზედაც ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. სამსახურის თანამშრომელი ამ მუხლით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით საქმიანობისათვის იღებს:
ა) ხელფასს (თანამდებობრივ სარგოს);
ბ) პრემიას;
გ) თანამდებობრივ და სახელმწიფო სპეციალური წოდებისათვის დადგენილ დანამატებს;
დ) კვების ულუფის ფინანსურ კომპენსაციას;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თანხების ოდენობას, ამ თანხების მიღებაზე უფლებამოსილი თანამდებობების ჩამონათვალს და მათი მიღების წინაპირობებს ადგენს მინისტრი. სამსახურის თანამშრომელთა ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს) ოდენობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით.
5. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით სამსახურის თანამშრომლის დასახიჩრების ან მისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში მას სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა.
6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი გარანტიები ვრცელდება მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრული სამსახურის იმ სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებზე, რომლებიც ასრულებენ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ფუნქციებს.
7. სამსახურის თანამშრომელს თანამდებობისა და წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ენიჭება სახელმწიფო სპეციალური წოდება და სპეციალური ფორმის ტანსაცმლისა და განმასხვავებელი ნიშნების ტარების უფლება. სამსახურის თანამშრომელს აქვს სამსახურებრივი პირადობის მოწმობა.
8. სამსახურის თანამშრომელს სახელმწიფო სპეციალური წოდება ენიჭება მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 10🔗. სამსახურის თანამშრომლის მატერიალური პასუხისმგებლობა
1. სამსახურის თანამშრომლის ბრალეული ქმედებით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სამსახურის თანამშრომელი პასუხისმგებელია იმ ზიანისთვის, რომელიც მან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავისი ბრალეული ქმედებით მიაყენა ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს.
3. სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი IV
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების, ფიზიკური იძულების, ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება
მუხლი 11🔗. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების, ფიზიკური იძულების, ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების სფერო
ეს თავი ვრცელდება მხოლოდ სამსახურის ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებზე.
მუხლი 12🔗. ფიზიკური იძულების გამოყენების უფლება
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის თანამშრომელს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვს გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, სპეციალური საშუალებები, რის შესახებაც მან წინასწარ უნდა გააფრთხილოს პირი, მისცეს საკმარისი დრო, რათა შეასრულოს სამსახურის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს მოქალაქის ან/და სამსახურის თანამშრომლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, სხვა მძიმე შედეგი, ან თუ შექმნილ სიტუაციაში შეუძლებელია პირის გაფრთხილება.
2. ფიზიკური იძულების ინტენსივობა, სპეციალური საშუალებების გამოყენება განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და თავისებურებების გათვალისწინებით.
3. სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია: პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალებების გამოყენების შედეგად დაზარალებულ პირს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დახმარებისათვის მიმართოს ექიმს; ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალებების გამოყენების შედეგად პირის დაჭრის ან დაზიანების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს თავის უშუალო უფროსს და პროკურორს.
4. აკრძალულია ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალებების გამოყენება წინასწარი შეცნობით ორსულთა, მცირეწლოვანთა, შეზღუდული შესაძლებლობის, ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ შეიარაღებულნი ან ჯგუფურად თავს ესხმიან, სამსახურის თანამშრომელს, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქის ან/და სამსახურის თანამშრომლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ სხვაგვარი ხერხითა და საშუალებით ასეთი თავდასხმის მოგერიება შეუძლებელია.
მუხლი 13🔗. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება
1. სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს, დადგენილი წესით შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი და სპეციალური საშუალებები, რომლებიც ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით.
2. სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს, აუცილებელი მოგერიების ან უკიდურესი ღონისძიების სახით ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენოს:
ა) სხვა პირის ან/და თავის დასაცავად ისეთი საფრთხისაგან, რომელიც რეალურ საშიშროებას უქმნის სხვა პირის ან/და მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;
ბ) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად;
გ) განგაშის სიგნალის მისაცემად ან დამხმარე ძალის გამოსაძახებლად;
დ) იძულებით გაჩერების მიზნით, სატრანსპორტო საშუალების დასაზიანებლად, თუ მძღოლი არ ემორჩილება სამსახურის თანამშრომლის არაერთგზის მოთხოვნას სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ.
3. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს სიტყვიერი გაფრთხილება მისი გამოყენების შესახებ. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა.
4. გაფრთხილების გარეშე ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენება:
ა) შეიარაღებული, საბრძოლო ტექნიკით, ნებისმიერი სახის სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებით მოულოდნელი თავდასხმისას;
ბ) სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით (ან სატრანსპორტო საშუალებიდან) დაკავებულის გაქცევის შემთხვევაში;
გ) დამნაშავის დაკავების დროს შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას;
დ) დაკავებულის შეზღუდული ხილვადობის დროს ან/და ტყიან ადგილებში გაქცევისას;
ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
5. აკრძალულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ისეთ ადგილებში, სადაც შესაძლებელია სხვა პირთა დაშავება, ასევე ცეცხლსაშიშ, აფეთქებასაშიშ ადგილებში; აგრეთვე წინასწარი შეცნობით ორსულთა, მცირეწლოვანთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ სამსახურის თანამშრომელს, შეიარაღებულნი ან ჯგუფურად თავს ესხმიან სამსახურის თანამშრომელს ან მის დაცვას დაქვემდებარებულ ობიექტს, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქის და სამსახურის თანამშრომლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ სხვაგვარი ხერხითა და საშუალებით ასეთი თავდასხმის მოგერიება შეუძლებელია.
6. სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს თავის უშუალო უფროსს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ თანამდებობის პირს.
7. აკრძალულია ისეთი სახის ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის გამოყენება, რომლებიც იკრძალება საერთაშორისო კონვენციებითა და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით.
8. სამსახურის შეიარაღებაში არსებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 14🔗. სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის თანამშრომელს თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს გამოიყენოს შემდეგი სპეციალური საშუალებები:
ა) ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალე ბა – სამართალდარღვევის ჩამდენი იმ პირის მიმართ, რომელიც უძალიანდება ან შეიძლება გაუძალიანდეს სამსახურის თანამშრომელს ან ცდილობს გაქცევას, ან იმ პირის მიმართ, რომლის მიმართაც გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულებითი ღონისძიებები;
ბ) რეზინის ხელკეტი – სამსახურის თანამშრომელზე თავდასხმის მოსაგერიებლად, სამართალდარღვევის ჩამდენი პირის დაკავებისას, თუ იგი განზრახ არ ემორჩილება სამსახურის თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას;
გ) სატრანსპორტო საშუალების იძულებით გაჩერების საშუალება – სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, რომლის მძღოლმა არ შეასრულა მოთხოვნა გაჩერების შესახებ;
დ) სპეციალური საღებავი – მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირის გამოსავლენად;
ე) ელექტროშოკური მოწყობილობა – სამსახურის თანამშრომელზე თავდასხმის მოსაგერიებლად, ამ დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად, თუ არ არსებობს საფრთხის თავიდან აცილების სხვა, უფრო მსუბუქი საშუალება.
2. სამსახურის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 15🔗. სამსახურის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის პრინციპები
1. დანაშაულის თავიდან აცილების და მისი გახსნის მიზნით სამსახური ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისას ხელმძღვანელობს „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. აკრძალულია ისეთი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების გამოყენება, რომლებიც:
ა) საფრთხეს უქმნის პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, პატივსა და ღირსებას, ქონებას;
ბ) საფრთხეს უქმნის სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების კანონით დაცულ უფლებებსა და თავისუფლებებს;
გ) დაკავშირებულია მოტყუებასთან, შანტაჟთან, ძალით დაყოლიებასთან დანაშაულისა და სამართალდარღვევის ჩასადენად.
მუხლი 16🔗. სამსახურის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანები
1. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით მოპოვებული საგნები, დოკუმენტები და ინფორმაცია გამოიყენება:
ა) დანაშაულის თავიდან ასაცილებლად და გასახსნელად, დანაშაულის ჩამდენი პირის დასაკავებლად;
ბ) სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულებათა მოსაპოვებლად;
გ) იმ ფაქტობრივი მონაცემების მისაღებად, რომლებიც საფუძვლად დაედება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს.
2. აკრძალულია სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულებად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით მოპოვებული საგნის, დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოყენება, თუ იგი მიღებული, შემოწმებული და შეფასებული არ იქნება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სამსახურის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა რეგულირდება ამ კანონით, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
თავი V
სამსახურის სტრუქტურა და ორგანიზება
მუხლი 17🔗. სამსახურის ორგანიზება
1. სამსახური ფუნქციონირებს ერთიანი ცენტრალიზებული წესით.
2. სამსახურის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
3. სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. სამსახურის უფროსის მოადგილეებს და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
მუხლი 18🔗. სამსახურის უფროსი
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი.
2. სამსახურის უფროსი პასუხს აგებს სამსახურის საქმიანობის სწორად წარმართვისათვის, ფულადი სახსრებისა და ქონების მიზნობრივად და კანონიერად ხარჯვისათვის.
3. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია:
ა) წარმართოს სამსახურის მუშაობა და განახორციელოს კონტროლი დასახული ღონისძიებების შესრულებაზე;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს სისხლის სამართლის საქმეთა წინასწარი გამოძიება;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილებები ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების შესახებ;
დ) უხელმძღვანელოს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს დანაშაულის თავიდან აცილების, დანაშაულის გამოვლენის, დანაშაულის ჩამდენი პირის დადგენა-დაკავების მიზნით;
ე) წარმოადგინოს სამსახური სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად გამოსცეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები;
ზ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგინოს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებები;
თ) დაამტკიცოს სამსახურის შინაგანაწესი;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წაახალისოს სამსახურის თანამშრომლები მათ მიმართ გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;
კ) სამსახურის თანამშრომელთა შორის გაანაწილოს ფუნქციები;
ლ) სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინოს მინისტრს;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე დანიშნოს და თანამდებობიდან გაათავისუფლოს სამსახურის თანამშრომლები;
ნ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
თავი VI
რეგულირების ობიექტის უფლება-მოვალეობები
მუხლი 19🔗. რეგულირების ობიექტის უფლებები
რეგულირების ობიექტს უფლება აქვს:
ა) ინსპექტირების პროცესში სამსახურის თანამშრომელს მოსთხოვოს სამსახურებრივი პირადობის მოწმობა;
ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გააკეთოს შესაბამისი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. ამ შემთხვევაში ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი;
გ) დადგენილი წესით გაასაჩივროს სამსახურის თანამშრომლის ქმედება.
მუხლი 20🔗. რეგულირების ობიექტის მოვალეობები
რეგულირების ობიექტი ვალდებულია:
ა) შეასრულოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები;
ბ) გაუფრთხილდეს ბუნებრივ გარემოს;
გ) იზრუნოს გარემოს დაცვაზე;
დ) დადგენილი წესით წარუდგინოს სამსახურს სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის პირობების შესრულების ანგარიში;
ე) ხელი შეუწყოს სამსახურის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას;
ვ) მოსალოდნელი და მომხდარი ტექნოგენური ავარიისა და ბუნებრივი კატასტროფის შესახებ დროულად აცნობოს სამსახურს.
თავი VII
სამსახურის დაფინანსება
მუხლი 21🔗. სამსახურის დაფინანსების წყარო
სამსახურის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.
თავი VIII
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 22🔗. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები
1. რეორგანიზებულ იქნეს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგამოძიებო დეპარტამენტი (შემდგომში – საგამოძიებო დეპარტამენტი), სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექცია (შემდგომში – ინსპექცია) და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახური (შემდგომში – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახური) და მათ ბაზაზე შეიქმნას სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის სამსახური.
2. გარემოს დაცვის სამსახური ჩაითვალოს საგამოძიებო დეპარტამენტის, ინსპექციისა და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის უფლებამონაცვლედ.
3. საგამოძიებო დეპარტამენტის, ინსპექციისა და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაში არსებული საქმეები მათი რეორგანიზაციის პროცესის დასრულებისთანავე გადაეცეს გარემოს დაცვის სამსახურს.
4. საგამოძიებო დეპარტამენტი, ინსპექცია და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახური აგრძელებენ ფუნქციონირებას ამ კანონის მიღებამდე მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში, მათი რეორგანიზაციის პროცესის დასრულებამდე.
5. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეორგანიზაციის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
6. საგამოძიებო დეპარტამენტის, ინსპექციისა და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის რეორგანიზაციის პროცესი დასრულდეს 2011 წლის 1 იანვრამდე.
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №193 - სსმ I, №17, 28.07.2008 წ., მუხ.122
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №892 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.294
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2482-სსმI, №49, 3012.2009წ., მუხ.380
მუხლი 23🔗. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომლებიც არეგულირებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს რეორგანიზაციის განხორციელებამდე
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომლებიც არეგულირებს საგამოძიებო დეპარტამენტის, ინსპექციისა და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებასთან, აგრეთვე სამსახურებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებს, ძალაშია ამ კანონის თანახმად შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემამდე, მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა ისინი ამ კანონის დებულებებს. ნორმატიულ აქტებში, რომლებშიც მითითებულია, საგამოძიებო დეპარტამენტი, ინსპექცია ან/და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახური, შესაბამისი ცვლილებების შეტანამდე ამ აქტებით მინიჭებული უფლებამოსილებები განახორციელოს გარემოს დაცვის სამსახურმა.
მუხლი 24🔗. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამოსაცემი ნორმატიული აქტები
1. 2011 წლის 1 იანვრიდან 2 თვის ვადაში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გამოსცეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.
2. 2011 წლის 1 იანვრიდან 3 თვის ვადაში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გამოსცეს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:
ა) გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკა;
ბ) გარემოს დაცვის სამსახურის თანამშრომლის დადგენილი ფორმის სამსახურებრივი პირადობის მოწმობის, ლუქის, ბეჭდის ფორმები და სამსახურის ლოგოს ნიმუში;
გ) ინსპექტირებისა და მასთან დაკავშირებული საქმის წარმოების ინსტრუქცია;
დ) გარემოს დაცვის სამსახურის თანამშრომლის სამსახურებრივი ეთიკის კოდექსი;
ე) გარემოს დაცვის სამსახურის შეიარაღებაში არსებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხა;
ვ) გარემოს დაცვის სამსახურის ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესი;
ზ) ლიცენზიის პირობების შესრულების ანგარიშის წარდგენის წესისა და ფორმის შესახებ;
თ) გარემოს დაცვის სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივი და ნამსახურევი კალენდარული წლების მიხედვით ფულად სარგოებზე (თანამდებობრივი და წოდებრივი დანამატები) ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატების შესახებ;
ი) გარემოს დაცვის სამსახურის თანამშრომლის კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციის შესახებ;
კ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;
ლ) გარემოს დაცვის სამსახურის თანამშრომლის მიერ სინჯების აღების შესახებ ინსტრუქციები.
3. სამსახურის თანამშრომელთა სპეციალური ფორმის ტანსაცმლისა და განმასხვავებელი ნიშნების აღწერილობას და ტარების წესს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №193 - სსმ I, №17, 28.07.2008 წ., მუხ.122
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №892 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.294
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2482-სსმI, №49, 30.12.2009წ., მუხ.380
თავი IX
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 25🔗. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი
ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი „გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №36, 11.07.2005. მუხ. 236).
მუხლი 26🔗. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2007 წლის 28 დეკემბერი.
№5675–რს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №193 - სსმ I, №17, 28.07.2008 წ., მუხ.122
2. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №892 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.294
3.საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2482-სსმI, №49, 30.12.2009წ., მუხ.380
ძალადაკარგულია-საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3048-სსმI, №26, 20.05.2010წ., მუხ.173