საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ შპს „გუდაურის განვითარების სააგენტოსათვის“ მოთხოვნის დათმობის შესახებ ინფორმაციის მოწონების თაობაზე
მიღების თარიღი 09.10.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1446
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016106
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/10/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.10.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| № | ხელშეკრულების დასახელება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ შპს „გუდაურის განვითარების სააგენტოსათვის“ მოთხოვნის დათმობის შესახებ ინფორმაციის მოწონების თაობაზე
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.CommentTextChar { }
span.CommentSubjectChar { font-weight:bold;}
span.BalloonTextChar { }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:595.35pt 841.95pt; margin:56.7pt 62.95pt 56.7pt 55.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1446
2013 წლის 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ შპს „გუდაურის განვითარების სააგენტოსათვის“ მოთხოვნის დათმობის შესახებ ინფორმაციის მოწონების თაობაზე
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად
, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია (დანართი №1), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი
სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ შპს „გუდაურის განვითარების სააგენტოსათვის” (ს/კ 215096367) ამ განკარგულების დანართი №2-ის
პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნების დათმობისა და ამავე დანართის მეორე პუნქტში მითითებული საპროექტო დოკუმენტების გადაცემის თაობაზე.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
პრემიერ‑მინისტრი
ბ
. ივანიშვილი
დანართი №1
ინფორმაცია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ შპს „გუდაურის განვითარების სააგენტოსათვის“ მოთხოვნის დათმობის შესახებ
„
სსიპ - გუდაურის განვითარების ფონდის ბალანსზე
რიცხული და მის საკუთრებაში არსებული გარკვეული უძრავი და მოძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის და განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების მიტოვების თაობაზე“ ქ. თბილისის მთავრობის 2013 წლის 30 აპრილის
№15.22.517 დადგენილების შესაბამისად,
სსიპ ‑ გუდაურის განვითარების ფონდის (ამჟამად
სსიპ ‑ ტექნოლოგიური განვითარების ფონდი) ბალანსზე
რიცხული და მის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონება
, აგრეთვე არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, ჩუქების ფორმით საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფოს
. ამავე დადგენილების საფუძველზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ
სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და
სსიპ ‑ გუდაურის განვითარების ფონდს შორის 2013 წლის 23 ივლისს გაფორმდა მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სააგენტოს გადაეცა:
1. მოთხოვნები, რომელიც
გამომდინარეობს შემდეგი ხელშეკრულებებიდან:
ა)
სსიპ „გუდაურის განვითარების ფონდსა“ (შემდგომში:
სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდი“) და შპს „
გეოკოს“ შორის 2011 წლის 8 დეკემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №85
. ამ ხელშეკრულების მიხედვით განხორციელდა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვა. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება შეადგენს 137000 (ას ოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარს;
ბ)
სსიპ „გუდაურის განვითარების ფონდსა“ (შემდგომში:
სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდი“) და შპს „ხუროს” შორის 2012 წლის 19 ივნისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №19
1. ამ ხელშეკრულების მიხედვით განხორციელდა დაბა გუდაურსა და სოფელ სეთურებში მდებარე 16 (თექვსმეტი) ერთეული შენობა-ნაგებობების ფასადების სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვა. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება შეადგენს 709999 (შვიდას ცხრა ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარს;
გ)
სსიპ „გუდაურის განვითარების ფონდსა“ (შემდგომში:
სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდი“) და შპს „
გილმარი 2“-ს შორის 2012 წლის 02 ივლისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №196
. ამ ხელშეკრულების მიხედვით განხორციელდა დაბა გუდაურსა და სოფელ სეთურებში მდებარე 11 (თერთმეტი) ერთეული შენობა-ნაგებობის ფასადების სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვა. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება შეადგენს 437776 (ოთხასოცდაჩვიდმეტი ათას შვიდას სამოცდათექვსმეტი) ლარს;
დ)
სსიპ „გუდაურის განვითარების ფონდსა“ (შემდგომში:
სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდი“) და შპს „ალიანსს“ შორის 2012 წლის 21 აგვისტოს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №226
. ამ ხელშეკრულების მიხედვით განხორციელდა დაბა გუდაურსა და სოფელ სეთურებში მდებარე 16 (თექვსმეტი) ერთეული შენობა-ნაგებობის ფასადების სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვა. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება შეადგენს 1369999 (ერთი მილიონ სამას სამოცდაცხრა ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარს;
ე)
სსიპ „გუდაურის განვითარების ფონდსა“ (შემდგომში:
სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდი“) და შპს „საქართველოს სამხედრო გზას” შორის 2012 წლის 30 აგვისტოს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №231
. ამ ხელშეკრულების მიხედვით განხორციელდა დაბა გუდაურში შიდა გზების
VI უბნის შეკეთების სამუშაოების შესყიდვა. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება შეადგენს 239331 (ორას ოცდაცხრამეტი ათას სამას ოცდათერთმეტი) ლარს;
ვ)
სსიპ „გუდაურის განვითარების ფონდსა“ (შემდგომში:
სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდი“) და შპს „ალიანსს“ შორის 2012 წლის 13 ნოემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №285
. ამ ხელშეკრულების მიხედვით განხორციელდა დაბა გუდაურში მდებარე შენობა-ნაგებობათა სარეაბილიტაციო სამუშაოების
III ეტაპის სახლი
№9-ს რეაბილიტაციისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება შეადგენს 108425,4 (ას რვა ათას ოთხას ოცდახუთი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარს;
ზ)
სსიპ „გუდაურის განვითარების ფონდსა“ (შემდგომში:
სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდი“) და შპს „
ჯი.დი.
ინვესტ გრუპს“ შორის 2012 წლის 10 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად დუშეთის რაიონში, სოფელ გუდაურში, არსებულ 500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 71.62.47.447) სსიპ „გუდაურის განვითარების ფონდმა“ მიჰყიდა შპს „ჯი.დი. ინვესტ გრუპს“ 30000 (ოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში საფასურად. ამასთან, მყიდველმა იკისრა შემდეგი ვალდებულებები:
‑ ხელშეკრულების ხელმოწერიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში მშენებლობის ნებართვის აღების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის უზრუნველყოფა.
‑ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით გათვალისწინებული ყველა იმ პროცედურის გავლა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში, რაც აუცილებელია მშენებლობის ნებართვის ასაღებად.
‑ შესყიდულ ტერიტორიაზე 2012 წლის 1 დეკემბრამდე შესათანხმებელი პროექტით განსაზღვრული ნულოვანი სართულის მშენებლობის განხორციელება, ხოლო 2013 წლის 1 დეკემბრამდე მშენებლობის დასრულება.
‑ სეზონის მიმდინარეობისას (01.12.12 – 01.05.13) არ ექნება მიმდინარე მშენებლობა, რომელიც ხელს შეუშლის სეზონის სრულყოფილად ჩატარებას.
2. საპროექტო დოკუმენტაცია შემდეგი ჩამონათვალის შესაბამისად:
ა) ერისთავის პროექტი (ახალი მშენებლობა);
ბ) სასტუმრო მთაზე (გონდოლას თავზე ახალი მშენებლობა);
გ) მე-4 ეტაპის სახლი №1 (რეაბილიტაცია);
დ) მე-4 ეტაპის სახლი №2 (რეაბილიტაცია);
ე) მე-4 ეტაპის სახლი №3 (რეაბილიტაცია);
ვ) მე-4 ეტაპის სახლი №4 (რეაბილიტაცია);
ზ) მე-4 ეტაპის სახლი №5 (რეაბილიტაცია);
თ) მე-4 ეტაპის სახლი №6 (რეაბილიტაცია);
ი) მე-4 ეტაპის სახლი №7 (რეაბილიტაცია);
კ) მე-4 ეტაპის სახლი №8 (რეაბილიტაცია);
ლ) მე-4 ეტაპის სახლი №9 (რეაბილიტაცია);
მ)
I - ეტაპის სახლი №3;
ნ)
II - ეტაპის სახლი №1;
ო)
III - ეტაპის სახლი №17;
პ)
III - ეტაპის სახლი №1;
ჟ) უძრავ ქონებასთან (
საკადასტრო კოდი: 71.62.47.451) დაკავშირებული საპროექტო დოკუმენტაცია (სამშენებლო პროექტი).
შპს „გუდაურის განვითარების სააგენტოს“ აღნიშნული 15 ერთეული შენობის პროექტი ესაჭიროება, ვინაიდან დაგეგმილი აქვს დაბა გუდაურში არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია, რაც ითვალისწინებს არსებული ამორტიზებული შენობების კონსტრუქციულ კვლევას, საჭიროების შემთხვევაში მათ გამაგრებას, ფასადების და სახურავის ენერგოეფექტური მასალებით დათბუნებას და რეკონსტრუქციას, ფასადებზე დარაბების მოწყობას.
შპს „გუდაურის განვითარების სააგენტო“ წარმოადგენს სახელმწიფო 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს. მისი საქმიანობის მიზანია სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში სარეაბილიტაციო და კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარება. 2013 წლის 27 აგვისტოს №01/77 წერილით შპს „გუდაურის განვითარების სააგენტომ“ თხოვნით მიმართა სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“, კერძოდ, მან მოითხოვა ჩამოთვლილი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნებისა და აღნიშნული საპროექტო დოკუმენტაციის კომპანიისათვის გადაცემა. ზემოთ ხსენებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლებები და საპროექტო დოკუმენტაცია საზოგადოებას ესაჭიროება კურორტ გუდაურის კეთილმოწყობისათვის და ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის.
შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ მიზანშეწონილად მიაჩნია ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებებისა და საპროექტო დოკუმენტაციის გადაცემა მოხდეს შპს „გუდაურის განვითარების სააგენტოსათვის“.
დანართი №2
1. ხელშეკრულებები, რომელშიც სსიპ „გუდაურის განვითარების ფონდის“ (შემდგომში: სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის”) უფლებამონაცვლეს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი
სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“
№
ხელშეკრულების დასახელება
ხელშეკრულების გაფორმების თარიღი
სსიპ „გუდაურის განვითარების ფონდსა” (შემდგომში
- სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდი“) და შპს „გეოკოს“ შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №85
2011 წლის 8 დეკემბერი
სსიპ „გუდაურის განვითარების ფონდსა” (შემდგომში
- სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდი“) და შპს „ხუროს“ შორის ” გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №191
2012 წლის 19 ივნისი
სსიპ „გუდაურის განვითარების ფონდსა” (შემდგომში
- სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდი“) და შპს „გილმარი 2“-ს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №196
2012 წლის 02 ივლისი
სსიპ „გუდაურის განვითარების ფონდსა“ (შემდგომში
- სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდი“) და შპს „ალიანსს” შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №226
2012 წლის 21 აგვისტო
სსიპ „გუდაურის განვითარების ფონდსა“ (შემდგომში
- სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდი“) და შპს „საქართველოს სამხედრო გზას” შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №231
2012 წლის 30 აგვისტო
სსიპ „გუდაურის განვითარების ფონდსა“ (შემდგომში
- სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდი“) და შპს „ალიანსს” შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №285
2012 წლის 13 ნოემბერი
სსიპ „გუდაურის განვითარების ფონდსა“ (შემდგომში
- სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდი“) და შპს „ჯი.დი. ინვესტ გრუპს“ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება.
წლის 10 ივლისი
2. საპროექტო დოკუმენტაცია:
1.
ერისთავის პროექტი (ახალი მშენებლობა);
2.
სასტუმრო მთაზე (გონდოლას თავზე ახალი მშენებლობა);
3.
მე-4 ეტაპის სახლი №1 (რეაბილიტაცია);
4.
მე-4 ეტაპის სახლი №2 (რეაბილიტაცია);
5.
მე-4 ეტაპის სახლი №3 (რეაბილიტაცია);
6.
მე-4 ეტაპის სახლი №4 (რეაბილიტაცია);
7.
მე-4 ეტაპის სახლი №5 (რეაბილიტაცია);
8.
მე-4 ეტაპის სახლი №6 (რეაბილიტაცია);
9.
მე-4 ეტაპის სახლი №7 (რეაბილიტაცია)
10.
მე-4 ეტაპის სახლი №8 (რეაბილიტაცია);
11.
მე-4 ეტაპის სახლი №9 (რეაბილიტაცია);
12.
I - ეტაპის სახლი №3;
13.
II - ეტაპის სახლი №1;
14.
III - ეტაპის სახლი №17;
15.
III - ეტაპის სახლი №1;
16. უძრავ ქონებასთან (
საკადასტრო კოდი: 71.62.47.451) დაკავშირებული საპროექტო დოკუმენტაცია (სამშენებლო პროექტი).