შპს „დოკერის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ
მიღების თარიღი 09.10.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1447
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016109
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/10/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.10.2013 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
შპს „დოკერის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.BalloonTextChar { }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 62.95pt 56.7pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1447
2013 წლის 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
შპს „დოკერის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ
ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს მთავრობის
2013წლის 7 მარტის №54 დადგენილებითდამტკიცებულისაქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე-40 მუხლის შესაბამისად
, საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის მიერ ჩატარდა ადმინის-ტრაციული წარმოება შპს „დოკერის“ 2013 წლის 6 აგვისტოს №26101 ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით.
შპს „დოკერის“ ადმინისტრაციული საჩივრით მოთხოვნილ იქნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 22 აგვისტოს №1-1/944 ბრძანების ბათილად ცნობა.
ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოირკვა შემდეგი:
ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის, შპს „დოკერის“ წარმომადგენლის განცხადებით, 2004 წლის თებერვალში შპს „ფოთის საზღვაო ნავსადგურმა“ გამოაცხადა საერთაშორისო ტენდერი „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ №9 და №10 ტერმინალების (ნავმისადგომების)გრძელვადიანი იჯარით გადაცემის შესახებ. კონკურსში მონაწილეობა მიიღო შპს „დოკერმაც“, რომელმაც რამდენიმე კომპანიასთან ერთად გადალახა საკვალიფიკაციო მოთხოვნების მინიმალური ზღვარი. საკონკურსო კომისიამ წარდგენილი წინადადებების განხილვის შემდგომ მხარი დაუჭირა წინადადებას, რომელიც არ შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციას, კერძოდ, ინსტრუქციის მოთხოვნებს. მოგვიანებით შპს „დოკერისათვის“ ცნობილი გახდა, რომსაკონკურსო კომისიის შექმნის საფუძველია „ფოთის საზღვაო ნავსადგურის ცალკეული ტერმინალების (ნავმისადგომების) საერთაშორისო ტენდერების საფუძველზე სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის უფლებით გადაცემი-სათვის სატენდერო კომისიის შექმნის თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 11 მაისის №1-1/657 ბრძანების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 22 აგვისტოს №1-1/944 ბრძანება. სადავო ბრძანებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა შპს „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ გენერალურ დირექტორს დაავალა თავისი ბრძანებით შეექმნა შპს „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ ცალკეული ტერმინალების (ნავსადგომების) საერთაშორისო კონკურსების საფუძველზე სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხების განმხილველი საკონკურსო კომისია. აღნიშნული ბრძანება შპს „დოკერს“ წერილობით გადაეცა 2013 წლის 3 აგვისტოს.
საჩივრის ავტორის განმარტებით, კერძო საწარმოსთვის ამგვარი უფლების მინიჭება წარმოადგენს კანონმდებლობის უხეშ დარღვევას, ვინაიდან, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების პირველი მუხლის მე-7 პუნქტის გათვალისწინებით, სამინისტროს უფლება არ აქვს სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებებს გადასცეს უფლება-მოვალეობები, რომელიც მის კომპეტენციას განეკუთვნება. საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნებოდა სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა და შესაბამისად, მინისტრი არ იყო უფლებამოსილი გამოეცა სადავო ბრძანება არსებული ფორმით. გარდა ამისა, სადავო ბრძანების გამოცემისას არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი წესები, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე განახორციელა დისკრეციული უფლებამოსილება და დელეგირება გადასცა კერძო საწარმოს. შპს „დოკერის“ პოზიციით, კანონმდებლობა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს ავალებდა თავად შეექმნა საკონკურსო კომისია და აღნიშნული უფლებამოსილება არ გადაეცა კერძო საწარმოსთვის, რომლის დამფუძნებელიც სახელმწიფოს სახელით თავად იყო.
ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის განცხადებით, შპს „დოკერის“ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის სამართლებრივი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ შპს „დოკერს“ მიეცემა საშუალება გაასაჩივროს შპს „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ სხვა აქტები, რომლებიც ამ ბრძანების გამოცემას მოჰყვა, ვინაიდან, სამოქალაქო აქტების გასაჩივრების ვადა 10 წელია. ამის შემდეგ ჩატარდება ახალი კონკურსი, რომელშიც შპს „დოკერს“ თანაბარი უფლებები ექნება სხვა მონაწილეებთან ერთად.
საჩივრის ავტორის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ დარღვეულია საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 19 ოქტომბრის №1-1/150 ბრძანების მე-2 მუხლის პირველი და მე-7 პუნქტები და იმ დროს მოქმედი „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 და მე-11 მუხლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „დოკერი“ მოითხოვს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 22 აგვისტოს №1-1/944 ბრძანების ბათილად ცნობას.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არ ეთანხმება ადმინისტრაციულ საჩივარს და განმარტავს, რომ შპს „დოკერს“ არ გააჩნია სამართლებრივი ინტერესი და ის არ არის დაინტერესებული პირი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად,
დაინტერესებული მხარე არის
ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი,
ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება. სადავო აქტი პირის უფლებასა და ინტერესს უშუალოდ უნდა ეხებოდეს, მოცემულ შემთხვევაში აქტს პირდაპირი და უშუალო გავლენა შპს „დოკერის“ უფლებებზე არ მოუხდენია.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პოზიციით, ადმინისტრაციული საჩივრის ავტორები უთითებენ კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებზე და კონკრეტული საფუძველი თუ მათი რა უფლება დაირღვა სადავო ბრძანებით, ვერ დაასაბუთეს. სამინისტროს მნიშვნელოვნად მიაჩნია ის გარემოება, რომ კომისიის საქმიანობასთან ანუ პროცედურებთან დაკავშირებით შედეგების გასაჩივრება არ მომხდარა თავის დროზე და კომისიის შემადგენლობაც შპს „დოკერისათვის“ ცნობილი იყო.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 19 ნოემბრის N1-1/209 ბრძანებასთან დაკავშირებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განმარტავს, რომ აღნიშნული ბრძანება განსაზღვრავს სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსბული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესს, შესაბამისად, მინისტრს თავად შეეძლო კომისიის შექმნის უფლებამოსილება მიეცა სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისათვის.
სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“ სრულიად დაეთანხმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილ წერილობით დასკვნას და დამატებით აღნიშნა, რომ კომისიის შექმნა, ისევე როგორც ტენდერის ჩატარება კანონის სრული დაცვით მოხდა. მისი ცნობით, საჩივრის ავტორებს აქამდე არ გაუსაჩივრებიათ არცერთი ქმედება.
სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურმა“ წარმოადგინა წერილობითი დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნა ხანდაზმულია.
ადმინისტრაციულ საჩივრთან დაკავშირებულ წარმოებაში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად ჩაბმული იქნა შპს „ბი ენ პი“, რომელიც არ ეთანხმება ადმინისტრაციულ საჩივარს და თვლის, რომ სატენდერო პროცედურები განხორციელდა სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
შპს „ბი ენდ პის“ პოზიციით, ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, შპს „ დოკერი“ ვალდებული იყო სადავო ბრძანება გაესაჩივრებინა ერთი თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ბრძანების გამოცემის თაობაზე. გარდა ამისა, ადმინისტრაციული საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ და შესაბამისად შპს „დოკერი“ არ წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს, რაც ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძველია.
ადმინისტრაციული საჩივრის შესწავლის, ადმინისტრაციული წარმოების მასალების სრულყოფილად გამოკვლევისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, მიჩნეულ იქნა, რომ შპს „დოკერის“ ადმინისტრაციული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 22 აგვისტოს №1-1/944 ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებულია „სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 19 ნოემბრის №1-1/209 ბრძანება.
აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემა შესაძლებელია, იჯარით, ქირავნობით, სასყიდლიანი უზუფრუქტით და თხოვებით. ამავე ბრძანების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ძირითადი საშუალებების იჯარით, ქირავნობით ან სასყიდლიანი უზუფრუქტით გაცემა ხორციელდებოდა კონკურსის ან აუქციონის წესით, სამეთვალყურეო საბჭოს (სადაც არ არის შექმნილი სამეთვალყურეო საბჭო, დირექტორის) გადაწყვეტილების საფუძველზე. ხოლო, მე-6 მუხლი უთითებს, რომ კონკურსის ან აუქციონის ორგანიზებისას გამოიყენება საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1999 წლის 31 მარტის №1-3/150 და №1-3/151 ბრძანებებით დამტკიცებული, შესაბამისად, „სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულებისა“ და „სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების“ შესაბამისი მუხლები კონკურსის ან აუქციონის შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ბრძანების გამოცემისას საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1999 წლის 31 მარტის №1-3/150 ბრძანება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 19 ოქტომბრის №1-1/150 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა, ხოლო, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1999 წლის 31 მარტის №1-3/151 ბრძანებაში განსაზღვრულია მხოლოდ სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებასთან დაკავშირებული საკითხები, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს - „გამყიდველი“ - საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო.
რაც შეეხება „სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 19 ოქტომბრის №1-1/150 ბრძანებას, აღნიშნული ბრძანება შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებულ გარკვეულ პროცედურულ საკითხებთან მიმართებაში, მაგრამ, არა ყველა შემთხვევაში, ვინაიდან, დებულებით განსაზღვრულია, რომ სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო. ამავე დებულების მე-18 მუხლის შესაბამისად, მინისტრი ან მინისტრის მიერ დანიშნული კომისია ინდივიდუალურად აფასებს მონაწილეთა წინადადებებს. განსახილველ შემთხვევაში, მინისტრმა თავად მიუთითა შპს „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორს თუ როგორი შემადგენლობით უნდა შეექმნა კომისია, გარდა ამისა, სადავო ბრძანებით არ დარღვეულა 2005 წლის აგვისტოს მდგომარეობით მოქმედი „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-3 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა (გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის მართვის უფლებით გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილისა) და პრივატიზებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო. ამ მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფოს წილობრივი მოწილეობით მოქმედი საწარმოების პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილებები, გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზებასთან ან/და განკარგვასთან დაკავშირებული უფლებებისა, გადაეცემა სსიპ - საწარმოთა მართვის სააგენტოს. ამასთან გასათვალისწინებელია საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 მაისის №203 ბრძანებულებით დამტკიცებული სსიპ - საწარმოთა მართვის სააგენტოს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ.გ.“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად სააგენტოს ფუნქციაა საწარმოებიდან მიღებული ანგარიშების საფუძველზე საწარმოების ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის საკითხის განხილვა. სწორედ ამ მუხლის საფუძველზე 2004 წლის 19 ნოემბრის საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის №1-1/209 ბრძანებით დამტკიცდა „სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის შესახებ დებულება,“ რითაც განისაზღვრა საწარმოების ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემისას თავად საწარმოს და სსიპ - საწარმოთა მართვის სააგენტოს უფლებამოსილებანი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯელობა იმის თაობაზე, რომ 2004 წლის 19 ოქტომბრის №1-1/150 ბრძანების შესაბამისად გამოყენებულ უნდა ყოფილიყო ის შესაბამისი ნორმა, რომლითაც მინისტრი ან მის მიერ დანიშნული კომისია შეაფასებდა სატენდერო წინადადებას, ვერ იქნება გაზიარებული. გარდა ამისა, სადავო შემთხვევა რომც მივიჩნიოთ კანონდარღვევად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ წარმოადგენს კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
რაც შეეხება შპს „დოკერის“ მითითებას „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 და მე-11 მუხლების დარღვევასთან დაკავშირებით, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აღნიშნული მუხლები ეხება პრივატიზების შესახებ გარიგების გაფორმებასა და პრივატიზების შესახებ გარიგებათა ბათილობას, აღნიშნულს კი სადავო ბრძანების გამოცემასთან კავშირი არ აქვს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად,
დაინტერესებული მხარე არის
ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, ხოლო ამავე კოდექსის 177-ე მუხლი, მხოლოდ დაინტერესებულ მხარეს აძლევს შესაძლებლობას გაასაჩივროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. შპს „დოკერის“ წარმომადგენლებმა ვერ დაასაბუთეს იმის თაობაზე, თუ რა გავლენას ახდენს გასაჩივრებული აქტი მათ კანონიერ უფლებებსა და ინტერესებზე, ამდენად, ზემოხსენებული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საჩივრის შეტანის უფლება აქვს იმ პირს, რომლის სუბიექტური უფლებაც დაირღვა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო იმისათვის, რომ განისაზღვროს ადმინისტრაციული საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილი პირი - დაინტერესებული მხარე, აუცილებელია, რომ გასაჩივრებული აქტი გავლენას ახდენდენს მის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებზე და ზიანს აყენებდეს უშუალოდ მას. ამასთან, კანონიერი ინტერესისათვის ზიანის მიყენება გულისხმობს იმას, რომ იგი უნდა იყოს პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ადმინისტრაციული საჩივრის ავტორებისათვის, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს როგორც კონსტიტუციით განსაზღვრული ძირითადი უფლებებიდან, ასევე უშუალოდ მოქმედი სამართლებრივი ნორმებიდან, ანუ სახეზე უნდა იყოს კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული მხარის უფლებისათვის ან ინტერესისათვის პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენების ფაქტი. აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ შპს „დოკერს“ შპს „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ ცალკეული ტერმინალების (ნავსადგომების) საერთაშორისო კონკურსების საფუძველზე სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხების განმხილველი საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სადავო არ გაუხდია და ამჟამად შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად, შპს „დოკერის“ მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი არათანაბარ პირობებში იღებდა მონაწილეობას ზემოაღნიშნულ კონკურსში, საფუძველს მოკლებულია.
სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ წარმომადგენლის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციით არ დასტურდება, რომ შპს „დოკერს“ სადავო ბრძანება გადაეცა 2013 წლის 3 აგვისტომდე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, ეს გარემოება სადაო არ გაუხდია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვერ იქნება გამოყენებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ კანონით დადგენილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადის გასვლის გამო.
ასევე, საქართველოს მთავრობა არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ ისეთ გარემოებებზე, რომელთაც ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნასთან კავშირი არ აქვს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201
-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. შპს „დოკერის“ ადმინისტრაციული საჩივარი, არ დაკმაყოფილდეს.
2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე
-12 კილომეტრი, №6).
პრემიერ-მინისტრი ბ
. ივანიშვილი