ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 16.10.2013
ძალის დაკარგვა 20.01.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №44/2013
სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016111
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/10/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 194 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.10.2013 მიღება
20.01.2026 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ცესკოს მდივანი გიზო მჭედლიძე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №44/2013 2013 წლის  16 ოქტომბერი ქ. თბილისი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗  გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდგომ, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, რეგისტრატორები ითვლიან ხელმოწერების რაოდენობას საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილ ამომრჩეველთა სიებში და მხოლოდ ამის შემდგომ, გრძელდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”  67-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი პროცედურები.  გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა სიებში არსებული ხელმოწერების ჯამური რაოდენობა, კომისიის თავმჯდომარის მიერ  საარჩევნო დოკუმენტაციის გადაცემის დროს ეცნობება იმ საუბნო საარჩევნო კომისიას, რომელზეც მიმაგრებულია აღნიშნული გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბანი. მუხლი 2🔗 სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნებისათვის კენჭისყრის შენობაში: ა) ყოველი 1500 ამომრჩევლისათვის უნდა იყოს გათვალისწინებული არანაკლებ ერთი კაბინა; ბ) უნდა იყოს გათვალისწინებული ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრები - სულ ცოტა 1 წევრი ყოველი 1000 ამომრჩევლისათვის. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 4🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე