„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5676
სარეგისტრაციო კოდი
120.210.010.05.001.003.124
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 49, 28/12/2007

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 1998 წელი, მუხ. 40) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო მართვის ორგანიზების, უშუალო კოორდინაციისა და წარმართვის მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის სამსახურის სისტემაში იქმნება ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამმართველო (შემდგომში – სამმართველო).“.

2. მე-9 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) გააკონტროლოს გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულების მდგომარეობა, რისთვისაც სამმართველო ატარებს შესაბამის ინსპექტირებას;“.

3. მე-11 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. გაცემული ლიცენზიების მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს სამმართველო.“.

4. 111 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. გაცემული ნებართვების მფლობელების მიერ სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს სამმართველო.“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 481 მუხლი:

    „მუხლი 481. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები

1. რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი – ბირთვული და რა-დიაციული უსაფრთხოების სამსახური და შევიდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – გარემოს დაცვის სამსახურში სტრუქტურულ ქვედანაყოფად – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამმართველოდ.

2. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეორგანიზაციის ღონისძიებების განხორციელება.

3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის სამსახური ჩაითვალოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის უფლებამონაცვლედ.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი   ნ. ბურჯანაძე

 

თბილისი,

2007 წლის 28 დეკემბერი.

№5676–რს

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.12.2007.
როდის იქნა მიღებული „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.12.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5676. სარეგისტრაციო კოდი — 120.210.010.05.001.003.124.
სად არის „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.12.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე, №5676, 28.12.2007, სარეგისტრაციო კოდი 120.210.010.05.001.003.124 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.12.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/20494/