შპს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „კამარა – Kamara“-ს დაზღვევის ლიცენზიის (არასიცოცხლის) გაცემის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო
ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა 2013 წლის 11 ოქტომბერი
ქ. თბილისი
შპს – საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „კამარა – Kamara“-ს
დაზღვევის ლიცენზიის ( არასიცოცხლის ) გაცემის თაობაზე
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 30-ე პუნქტის, ამავე კანონის მე-8,9,10,13,36 მუხლების, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 22-ე მუხლის და 2013 წლის 02 მაისის საქართველოს მთავრობის ე დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების და ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.შპს– საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „კამარა – Kamara“-ზე (საიდენტიფიკაციო კოდი: 404990435) გაიცეს დაზღვევის ლიცენზია (არასიცოცხლის).
2.შპს– საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „კამარა – Kamara“-ზე სალიცენზიო მოწმობა გაიცეს სალიცენზიო მოწმობის შესაბამისი ფორმის დადგენილი წესით დამტკიცებისთანავე.
3. შპს – საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „კამარა – Kamara“-ზე ინფორმაცია ლიცენზიის გაცემის თაობაზე 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
4. შპს – საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „კამარა – Kamara“-ზე ლიცენზიის გაცემის შესახებ მონაცემები შეტანილ იქნეს მზღვეველთა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
5.აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი N6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
6. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი ლაშა ნიკოლაძე